"საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა აღმასკომის სხდომის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთეს.

საგანგებო განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა:

"პირველ რიგში, ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ახალგაზრდა თაობას, ყველა გულშემატკივარს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა, დგას და მთელი გულით გულშემატკივრობს ქართულ ძიუდოს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს: ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა და არც ერთი თანამდებობა. ჩვენი ტიტულები და წარმატება არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პოპულარიზაციისთვის მომართული.

რაც შეეხება განცხადებას:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფა, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვდასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში".

ჭრიკიშვილის მეუღლე: ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს

ეს არის ის განცხადება, რომელიც გვინდოდა წაგვეკითხა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ გვიწევს ამის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ აქამდე ბევრჯერ ვეცადეთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი კონკრეტულად ვითხოვთ დავით ქევხიშვილის გადადგომას, რადგან ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციაში პრობლემის მოგვარება, გულთან ახლოს მიიტანოს ქართული ძიუდოს გასაჭირი".

სპორტსმენებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, არიან: ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.

აღმასკომის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

▶ ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

▶ ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

▶ ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

tazo
,,ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს ს ა უ კ უ ნ ო ვ ა ნ ი ტრადიციები საქართველოში.,, და ამას ქართველი წერს იაპონელი კი არა!!!!!!! უკაცრავად, რამდენ საუკუნოვანი ტრადიციები აქვს ძიუდოს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, ხომ ვერ მეტყვით?

სანამდე ზვიადაურმა არ გადაწყვიტა და გვამცნო იმის შესახებ რომ ქევხიშვილი უნდა გადადგესო,მანამდე არავინ საუბრობდა ამ თემაზე, მას შემდეგ კი ყველა ერთხმად . უბრალოდ რეალური მოტივი მაინტერესებს....
ლევანი
ეს და სხვები ვინ არიან? რაც გვარებია ჩამოთვლილი იმათ ფედერაციამ აუკრძალა მედლების მოგება?
GIO
მაშ აბუსერიძე რა დამკვრელად ყავთ პარლამენტში?!
ნოდო
ამ ლოგიკით კონიაშვილი 7000 ჯერ უნდა იყოს გადამდგარი ბოდიში ვარლამ მარა ვინმე ტოფით გედგა 6 წელი გინდა თუ არა ითმინეთო? თუ ზვიადაურს უდგებით გვერდში ვიდრე ძიდოს?
სიბნელისკენ ჰერი,ჰერი
ასე როცა ყველგან უცოდინარი,გაუმაძღარი,არაპატრიოტი პარტიული აქტივისტები ინიშნებიან. ზვიადაურს თავი უკეთესი გონია..მაგის კაცობა იქიდან ჩანს რომ ნულ განათლებიანი პარლამენტში შევიდა ვითომ კანონების დასაწერად სინამდვილეში ჭიდაობა გააგრძელა..ერთი რაგბი გადარჩა პარტიული აქტივისტიგან.
aburjga
რატომ ამოიჩემეს ეს ქევხიშვილი, რას ერჩიან?! ნორმალური კაცი ჩანს! ისე ისიც ვერ გავიგე თუ ქვეყნის წამყვანი ძიუდოისტები ერთხმად უწყობენ ობსტრუქციას, მართალია თუ მტყუანი გადადგეს ესეც, რად უნდა ამისთანა ხალხთან მუშაობა?! საქმე როგორ უნდა გააკეთოს?!
zviadi
ლიპო ძალიან გაფასებ ჩემთვის საუკეთესო სპორცმენი ხარ! მინდა გთხოვო ერთი რამე შენ შენ ჭკვიანი ხარ და მაგას შეძლებ დარწმუნებული ვარ. ეროვნულ ნაკრებსა და ფედერაციას შორის დავამ არ გამოიწვიოს ძიუდოს თაობათა შორის დაპირისპირება! წინ დიდი გამარჯვებებისკენ ქართველი ხალხი ელის თქვე მომოვალ გამარჯვებებს!
odala
უჰ, რუს მეტოქეებთან წაუგიათ კაცო. აბა მაშინ სიკვდილით უნდა დაისაჯონ.
rezikuna
არმაგედონი თუ კვერცხმაგედონი?
ჯოკია
რა ნაცნობი განცხადებაა დეჟავიუ მაქ მგონი.მხოლოდ ერთი განსხვავებაა იმ განცხადებასა და ამას შორის: ამან არ თქვა ამ გამარჯვების მიძღვნა ქართულ ოცნებაზე მინდოდაო.ისე იმ განცხადების ავტორი საქართველოში აღარც მინახავს ცნობისათვის
archili
მოტივი ტუ არ ითქვა რის გამო გინდათ ქევხიშვილის გადაყენება აზრის გამოტანა გულშემატკივარისთვის ძნელი იქნება. თუ თანხების არა მიზნობრივი ხარჯვაა მაშინ მთელი საქართველო თქვენს გვერდით გვიგულეთ. მაგრამ რასაც ქევხიშვილი იძახის რომ ფინანსებს თანაბრათ ანაწილებს როგორც ეროვნულ ისევე ახალგაზრდულ ნაკრებზე მაშინ მაგაში ბრალის დადება არ მიმაჩნია სწორეთ. იმიტომ რომ ახალგაზრდულშიც ძალიანძლიერი ნაკრები გვყავს! მოკლეთ მოტივი გააცანით ხალხს, ეს ხალხი იმსახურებს ამას. მე პირადათ დღეებს ვითვლი ხოლმე რომ თქვენი და ახალგაზრდულის ჭიდაობას ვუყურო. იმედია ყველაფერი კარგათ დასრულდება და კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ყველა ქართველის გულს. წარმატებები უფალი თქვენსკენ.
ზვიადი
ეგეთები ვერც უნდა ბედავდნენ ძიუდოში შეძვრომას საერთოდ, და ესენი რომ გეტყვიან ჩაინიკი ხარო ყურებიდან ბოლი უნდა გამოუშვა!!! ეს ეხება ყველას, გინდ პრეზიდენტს გინდ ზოგიერთ უტიფარ “მოქალაქეს”
გაიტანეთ გრელანდია!!!!
ვისაც არ გიჭიდავიათ, არ ყოფილხართ ნაკრებში, მოერიდეთ არაკორექტულ განცხადებებს.ბიჭები შეგნებულად არ ჩააგდებდნენ ევროპას, ეს სპორცმენის სულში არა დევს, მე პირადად დავინახე, რომ არასწორი მომზადებით ბიჭები იყვნენ ,, გადამწვრები'' ვერ მოძრაობდა ღვინიაშვილი საერთოდ, ყველა დატვირთვას თავისი დრო და ნორმა აქვს. ველოდებით მინისტრის კომენტარს ნაკრების განცხადებაზე, მარტო გადადგომა არ არის საკმარისი, უნდა მოიკვლიოს მისი დანაშაულებები შ.ს.ს.-მ.დასაბრუნებელი დააბრუნოს 10-ჯერ მეტი, მერე კი სხვა პასუხისმგებლობა, ძნელი არ იქნება ,,მოდულამდე'' მისვლა.
ჯოკია
"სხვები" მაგარი დასასრულია სტატიისთვის.იქნებ გვარები დაწეროთ რომ უფრო კარგად მივხვდეთ სპექტაკლში მონაწილე აქტორების მოტივაციად
ლევანი
ეს და სხვები ვინ არიან? რაც გვარებია ჩამოთვლილი იმათ ფედერაციამ აუკრძალა მედლების მოგება?

თუ ქევხიშვილს ასე მიჰყავდა სიტუაცია მაინცდამაინც ტურნირის ჩაგდება იყო სავალდებულო? შეიძლება ვერ არის კარგი ხელმძღვანელი, მაგრამ შედეგი სპორტსმენს მოეთხოვება. გაიმართოს აღმასკომის სხდომა და იმსჯელონ ამ საკითხზე. მსოფლიო ჩემპიონატამდე რომ ვერ გადაწყდეს ეს საკითხი, არ უნდა მოემზადონ? ჯერ თქვეს ტრაგედიის შექმნა არ ღირს ევროპის შედეგის გამოო და ეხლა აღმოჩნდა, რომ სხვა რამეშია პრობლემა?
ჯ ი ჯ ი
ნინას. საინტერესოა ვისი აზრი დააფიქსირე.
khkk
ვინ არის ეს ქევხიშვილი არ არი მომჯდარი მთელ ძიუდის და წოვს ყველაფერს.ამისთვის გაუსვრია რა ავრორას.წადი წადი.
ლევანი
ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა იყოს მართველი პარტიის დანიშნული და არ უნდა იკავებდეს პოლიტიკურ თანამდებობას. ერთხელ და სამუდამოდ გამოდით ამ სიბნელიდან!!!!!
ნინა
ახალგაზრდები შევიდნენ ნაკრებში და მათ იჭიდაონ, არაფერი ტრაგედია არ არის ამაში, თუ მოქმედ ნაკრების წევრებს საქართველოს სახელით ჭიდაობა არ სურთ. ამ განცხადებით გამოდის რომ მოჭიდავეებმა სპეციალურად აჩვენეს ის სამარცხვინო შედეგი და ამით უღალატეს დროშას და სამშობლოს. ეს არც პრეზიდენტის სკამად და არც ჩემპიონის მედლად არ ღირს.
zzz
მიაწექით ბიჭებო ბოლომდე .ქევხიშვილიც უნდა გადადგეს.
გოჩა
შიგნით მოაგვარეტ ესეთი ამბები,თუ რამე შესაცვლელია შეცვალეთ,მე რო მეუბნები არ ვივარჯიშებო რას მექადნები,ნურც გივარჯიშია, ვინმემ ეგ არ იდარდოს.ხალხი პატივს მაშინ გცემთ ტიტულებს რო იგებთ,თორე ჯიგარი ბიჭები ჩვენც კი ვართ..
თამაზი
წაგებამდე გაგეკეთებინათ ეს განცხადება თუ მაგრები ხართ.ეხლა სხვაზე გადაგაქვთ თქვენი დედლობა.
გიორგი ჯანიკაშვილი
სამარცხვინო გამოსვლა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე იყო ბოლო წვეთი.მრცხვენოდა ბიჭების მაგიერ და ვერ მივხვდი: მოუმზადებლები იყვნენ თუ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ.უჩვეულო იყო ყველა მათგანის ყურება.მათ უკვე გაგვანებივრეს გამარჯვებებით.ჩამოაშორეთ სპორტს მეოცნებე და ფულზე დაგეშილი ადამიანები.გურამმა,ვარლამმა,ლაშამ,ავთანდილმა,ზებედამ,ადამმა,ნუგზარიმ,ლუხუმმა სხვებმა ყველგან უნდა გაიმარჯვონ და გაიმარჯვებენ კიდეც.შეუწყეთ ხელი და ისინი მუდამ გაიმარჯვებენ.
ლაშა
შეგნებულად არ მოემზადეთ სათანადოდ ასპარეზობისთვის, ასპარეზობაზე შეგნებულად არ დაიხარჯეთ ბოლომდე, გულშემატკივრები და ქვეყნის ღირსება ფაქტობრივად ფეხებზე დაიკიდეთ და კიდევ სხვისკენ იშვერთ თითებს?.. წარმატების შემთხვევაში რომ გაგეკეთებინათ მსგავსი განცხადება,თუნდაც ევრო – გუნდურზე შარშანდელი გამარჯვების შემდეგ,ნამდვილად ღირსეული და მისაღები საქციელი იქნებოდა თქვენგან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეთ, ანტირეკორდები დაამყერეთ (მათ შორის რუს მეტოქეებთან ხუთიდან ხუთი წაგება. 1995 წლის მსოფლიოზე სამიდან სამი წაგება იყო ანტირეკორდი.) და კიდევ იმას იძახით არ ვიჭიდავებთო?...აფერუმ თქვენ ვაჟკაცობას!!!
ვეტერანი
რატომ არ აქვეყნებთ ჯ ი ჯ ი -ს წერილს?

მიდი მაშინ და შენ და ქევხიშვილმა იჭიდავეთ! ის მაინც თქვი, შემოწმდეს, დაილაპარაკონ ...
ჯ ი ჯ ი
სწორი გადაწყვეტილებაა, ქევხიშვილს საქართველოში არ იცნობენ და მსოფლიო ძიუდოს ოჯახში მითიმეტეს არავინ.ადრეც დავწერე ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ცნობადი მსოფლიო ძიუდოში, რომ არ დაგვჩაგრონ უმიზეზოდ.კაცს რომელსაც არ მოუგია არაფერი სერიოზული რაზეა ლაპარაკი. ყოჩაღ ბიჭებს რომ ამოიღეთ ხმა.
გაიტანეთ გრელანდია!!!!
უკვე იმდენად აიღო ნამუსზე ხელი, რომ ამ კატასტროფულ გამოსვლას ყველას აბრალებს სპორტსმენებიდან დაწყებული მსაჯებით დამთავრებული,ოღონდ კი თვითონ გამოვიდეს მშრალად.
დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს
არა გადადგომას!
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია