გუშინ ბოლნისის "სიონის" ოფიციალურმა გვერდმა, მწვავე facebook პოსტი გამოაქვეყნა
12 მაისს ბოლნისის "სიონის" ოფიციალურმა გვერდმა, მწვავე facebook პოსტი გამოაქვეყნა. კლუბმა მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილის ქმედებები გააკრიტიკა. გთავაზობთ უცვლელად:

" კიდევ ერთი სამარცხვინო მსაჯის სამარცხვინო მსაჯობა

გოგა კიკაჩეიშვილი - სამარცხვინო მსაჯი, რომელიც ხელს უშლის ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. მან მეთერთმეტე ტურის მატჩი "სიონსა" და "სამტრედიას" შორის განსაჯა, რომელიც უხეში შეცდომებით და უსირცხვილო გადაწყვეტილებებით იყო სავსე.

გოგა კიკაჩეიშვილი არის მსაჯი, რომელიც ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს. მან არა ერთი შეცდომა დაუშვა "სიონის" წინააღმდეგ, რომელმაც გავლენა იქონია მატჩის ბედზე.

ბოლნისის "სიონი" კიდევ ერთხელ დაზარალდა სამარცხვინო მსაჯობის გამო. სამწუხაროა, რომ მსაჯთა კომიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია, ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ისეთ მსაჯობას, რომ გულშემატკივარში, ეროვნული ჩემპიონატისადმი ნდობა გააჩინოს.

მას შემდეგ, რაც საჩხერის "ჩიხურასთან" პაპუნა მაჭარაძის მიერ დაშვებული იყო უხეში შეცდომები, რომელიც ყველა სპორტულმა მედიამ აღიარა, ბოლნისის "სიონის" მატჩებში შეცდომები კვლავ გრძელდება.

ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელები მარტო თერთმეტი ფეხბურთელის წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ მთელი მსაჯთა ბრიგადის. დღევანდელ შეხვედრაში ყველა სადაო ეპიზოდი "სამტრედიის" სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდში, "სამტრედიის" კარში დარტყმული ბურთი მცველმა ხელით მოიგერია. კიკაჩეიშვილმა კი, 11-მეტრიანი არ დანიშნა. დღეს, კიკაჩეიშვილი ყველანაირად შეეცადა ბოლნისის "სიონს" არ მოეგო.

ასეთი მსაჯობა მოტივაციას უკლავს ფეხბურთელებს, ნდობას უკარგავს იმ მცირედ გულშემატკივარსაც კი, ვინც დადის სტადიონზე და გული შესტკივა ქართულ ფეხბურთზე. ვიმედოვნებთ, მსაჯთა კორპუსი და ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს სწორ რეაგირებას."

dragonfly
რა გიკვირთ ხალხო? კარლო ყველაფერს იკადრებს ეხლა რომ გუნდი გასავარდ ზონიდან ამოიყვანოს ჯერ სადა ხართ? ფედერაციიდან კიდევ ვინ რას იტყვის? ეგენი გვიან გაიგებენ ცეცაძის ფასს ჯერ სად არიან! როცა ტრენერს უშვებ უკეთესი ხომ უნდა მოიყვანო არა? ამან კიდევ ვინ მოიყვანა კიდევ კარგად თამაშობენ. თუმცა ტრენერს რას აკითხებენ ყველამ იცის უკვე იქ რაც ხდება. ხო და იმკიან შედეგს. მარტო მსაჯები ვერ უშველით ამათ როგორც ჩანს!
ilia
კაროჩე მართალია კიკაჩეიშვილის მამა არ დასჯის შვილს,მაჭარაძეს პატრონი ყავს შალამბერიძე ხონელობის თემა,(თან მიქელაძე ელიკაშვილის ოქროს ბიჭუნაა) ხოდა ტყავაძე და ჟორჟიკაშვილო ჩვენ ვართ უპატრონო და დაანებე ამ პატრონიანებს თავი,ჩელემ ვადაჭკორიაზე რაგაცა თქვა შარშან და მთელი მსაჯობა ფეხზე ადგა და ჩელე კი იცით სადაა,და არ გამოვა ჩემო ბუბა მაგათთან ჭიდილი გაგვაგდებენ ეგნი დამიჯერეეთ,ცოდვა ვართ ბოლნისელები.რისთვის ვაკეთებთ მოედანს??რო ლიგა ორში ვიწვალოდ ისევ?რამე მოაგვარეთ სასწრაფოდ,
არტაგი
ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ამ მიმართებით სფფ-ს!!!...
სოსო
ჰო,ერთი ორი "სმეშნოი" სიტყვა უთხარი,ჯიბეში ცოტა ფული ჩაუცურე და შენც კმაყოფილი დარჩები და მსაჯიცა.
quxi
კიკაჩეიშვილის მამა მსაჯთა კომიტეტის წევრია და თავის შვილს დასჯის?
koka9999
დაანებეთ თავი ამ მსაჯებს ხო ხედავთ რო უარეს გვიკეთებენ თქვე კაი ხალხო,რატო უნდა გადავიკიდოთ და გავამწაროდ,აქეთ გვიტრიალდება ყველაფერი და გვაზიანებს,მესმის სიონი დაიჩაგრა მაგრამ რაგაცნაირად კონსესუსი გამონახეთ სამსაჯოსთან,რო ცოტა ლმობიერები იყვნენ ისინიც,მეპირადად სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ..ტკბილად მოუბარი ენა გველს ხვრელიდან იყვანს და არა ჩივილები და უაზრო პოსტები,ეგებ დაგვინდონ რა მაგატი...
ბათუ
მე ვნახე ეს თამაში და სრულიად მესმის "სიონის" გულისტკივილი,მაგრამ ამას არაფერი ეშველება,გარდა ვიდეორეფერისა...
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ-ს ყოფილი მცველი "დილას" ფეხბურთელი გახდა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ბოლნისის "სიონმა" სფფ-ს წერილობით მიმართა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]