"ჰამბურგმა", ბოლო ტურში "გლადბახის" დამარცხების მიუხედავად, პირველად დატოვა პირველი ბუნდესლიგა. ამ ნაღვლიან შემთხვევასთან დაკავშირებით, კლუბის საშინაო სტადიონზე გაანულეს ტაბლო, რომელიც "ჰამბურგის" უმაღლეს დივიზიონში ყოფნის დროს ითვლიდა.

განულების მომენტში საათი აჩვენებდა 54 საათსა და 190 დღეს...

"ჰამბურგი" - გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი და ერთადერთი კლუბია, რომელმაც 1963 წლიდან მოყოლებული, ბუნდესლიგის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.

Video

12.05.18 ჰამბურგი - გლადბახი 2:1

მიუნხენი კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ გამოეთხოვა პენსიაში მიმავალ იუპ ჰაინკესს. ტრიბუნებმა ოვაცია მოუწყვეს 73 წლის სპეციალისტს.

საზეიმო განწყობამ ცუდად იმოქმედა "ბაიერნის" თამაშზე, განსაკუთრებით, დაცვის ხაზზე. ჩემპიონმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაუშვა "ალიანც არენაზე" მინიმუმ 4 გოლი. "შტუტგარტს" კი მოტივაცია დაეხმარა: თუ 19 მაისს "ბაიერნი" მოიგებს გერმანიის თასს, მაშინ შტუტგარტელები, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდნენ, ევროპის ლიგის საგზურს მიიღებენ.

მიუხედავად ამისა, საკუთარ მოედანზე 38-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტასაც არ უმოქმედია საზეიმო ცერემონიაზე. "ბაიერნს" ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ვერცხლის სასალათე გადასცეს, კვარცხლბეკისკენ მიმავალ ჩემპიონებს კი წინა წლების ვარსკვლავები მიესალმებოდნენ, მათ შორის, ფრანც ბეკენბაუერი. ყველაზე ბოლოს მინდორზე ჰაინკესი გავიდა, ხოლო პირველმა პრიზი მანუელ ნოიერმა მიიღო, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.

Video

12.05.18 ბაიერნი - შტუტგარტი 1:4

თუ მიუნხენში ზეიმი იყო, გუნდების ჯგუფი ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის ორი ვაკანტური საგზურისთვის იბრძოდა. ამ მხრივ, გამორჩეული იყო მატჩი "ჰოფენჰაიმსა" და "დორტმუნდს" შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ კიდეც ტურის წინ, შესაბამისად, მეოთხე და მესამე ადგილებზე.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ "ჰოფენჰაიმს" უფრო გაუმართლა - მან საჩუქარი მიიღო დორტმუნდელთა მეკარე ბიურკისგან, რომელმაც პირდაპირ კრამარიჩის ფეხზე მოიგერია ბურთი.

როისმა მეორე ტაიმში უცნაური მოძრაობით გაათანაბრა და ფრე "ჰოფენჰაიმს" ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა ტოვებდა, მაგრამ კრამარიჩმა იდეალურ პოზიციაზე გაიყვანა შალაი, რომელმაც ბიურკის თავზე გადაუგდო ბურთი, ხოლო, როცა კადერჟაბეკმა მესამეც გაიტანა, გასაგები გახდა - იულიან ნაგელსმანის გუნდი ბოლო ხუთ წელიწადში პირველად დაამარცხებდა "დორტმუნდს", თანაც ასეთი მნიშვნელობის მატჩში.

"დორტმუნდმა" პირველად გაუშვა 47 გოლი 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ადგილიდან მოხვედრაში. ბოლო წუთებზე სტუმრების კარში ჩადგა რომან ვაიდენფელერი, რომელმაც კარიერა დაასრულა. მატჩის შემდეგ ის "დორტმუნდის" ტრიბუნასთან მივიდა და ფანებს მიესალმა, "ჰოფენჰაიმის" გულშემატკივრები კი მინდორზე გადავიდნენ და იქ ზეიმობდნენ მესამე ადგილს. გასულ წელს, მათი გუნდი "ლივერპულმა" არ გაუშვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ახლა ნამდვილად ექნებათ იქ დებიუტი.

"ჰოფენჰაიმმა" და "დორტმუნდმა" ბურთების უკეთესი სხვაობით გაუსწრეს "ლევერკუზენს", რომელიც 3:0-ს უგებდა "ჰანოვერს", მაგრამ ბოლოს ორჯერ გაუშვა. "ლაიპციგმა" კი 6-გოლიანი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა ბერლინში, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ის და "ლევერკუზენი" მხოლოდ ევროპის ლიგით უნდა დაკმაყოფილდნენ.

ფაქტები

შეწყდა "ბაიერნის" 38-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

შეწყდა "ბაიერნის" ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.

"შტუტგარტმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

"ბაიერნმა" ბოლოს 4 გოლი საკუთარ მოედანზე 2014 წლის აპრილში გაუშვა - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალისგან".

"ჰოფენჰაიმმა" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო და შვიდჯერ მოიგო.

"ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მეხუთედ და ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო საკუთარ მოედანზე.

"დორტმუნდმა" ბოლო 5 მატჩში ერთი მოიგო.

"დორტმუნდს" ზედიზედ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს სტუმრად.

ვაიდენფელერმა ბოლო მატჩი ჩაატარა "დორტმუნდის" რიგებში - 2002 წლიდან მოყოლებული, ვეტერან მეკარეს 349 მატჩი დაუგროვდა.

"დორტმუნდს" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა "ჰოფენჰაიმთან".

"ვოლფსბურგმა" შეწყვიტა შინ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია.

"კიოლნმა" ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოიგო.

"კიოლნს" ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება და 7 წაგება აქვს.

"ვერდერმა" შეწყვიტა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია.

"ვერდერმა" "მაინცს" ზედიზედ მეოთხედ მოუგო.

"ვერდერის" მეკარე პავლენკამ ამ სეზონში მეტოქეთა დარტყმების 77 პროცენტი მოიგერია - ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგის ყველა მეკარეს შორის.

"ჰანოვერს" სტუმრად 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"ლევერკუზენმა" შინ ზედიზედ მეათედ მოუგო "ჰანოვერს".

"გლადბახმა" სტუმრად ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.

"ჰამბურგმა" ბოლო 4 მატჩში მესამედ მოიგო.

"ჰამბურგმა" შინ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

"შალკეს" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება და 9 მოგება აქვს.

"შალკეს" შინ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია (+5=1) აქვს.

"შალკემ" ბოლო 14 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო.

"აინტრახტს" ბოლო 7 მატჩში ერთი მოგება და 5 წაგება აქვს.

"აინტრახტმა" ზედიზედ 7 გასვლითი მატჩი წააგო.

ნალდო 7 გოლით მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"აინტრახტმა" პირველად წააგო "შალკესთან" 2015 წლის სექტემბრის შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

912
თვლა არ იცი მარა ელემენტარული ლოგიკა მაინც არ გაქვს?
გიორგიპირველი
54 წელიწადსა და 190 დღეს აჩვენებდა :-)
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
[VIDEO] დიდი სენსაცია ბუნდესლიგაში - "აუგსბურგმა" "ბაიერნი" სტუმრად "ქამბექით" დაამარცხა!
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რეალი VS ბაიერნი - გამოცხადებული სასწაულის მოლოდინში
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა