შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს
აღმასკომის წევრებს შეგვიძლია კოლექტიური ქევხიშვილები ვუწოდოთ - ასე გამოეხმაურა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას, სადაც გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე მისი აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა ხაბარელმა განუცხადა სიტუაციის განსამუხტად საჭიროა პროცესებში ჩაერთოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. ეს არის სიმართლის თქმის სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილება.

ამჟამად ვინც აღმასკომის წევრები არიან, შეგვიძლია მათ ვუწოდოთ კოლექტიური ქევხიშვილი. პროცესები სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ამგვარად. მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ახლა ისინი არიან გაბრაზებულები, რომ მათი გუნდის წევრი წავიდა პრეზიდენტობიდან“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

რაც შეეხება ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხს, ხაბარელი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ პრეზიდენტის შერჩევა არ მოხდება იმავე გუნდიდან, რომელსაც დავით ქევხიშვილი წარმოადგენდა.

„არსებობს უამრავი ბერკეტი, მათ შორის ის, რომ სამინისტრომ დაიჭიროს სწორი პოზიცია. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და ვნახავთ თუ რა პოზიციას დაიჭერს“, - განაცხადა შორთა ხაბარელმა.

როგორც sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების და ნაკრების წევრთა ნაწილის გაფიცვის გამო, ღიად დაუპირისპირდა ფედერაციის ამჟამად უკვე ყოფილ თავმჯდომარეს დავით ქევხიშვილს. შოთა ხაბარელი ამბობდა ძიუდოისტების პროტესტი საფუძვლიანი იყო და რომ დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

დავით ქევხიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

interpressnews.ge

დათო
იქნებ ხაბარელია საერთოდ ჩამოსაშორებელი ძიუდოს? ამაზე არ გიფიქრიათ?
მძიმეწონა
ეგ ისეა სპორტის მინისტრი როგორც მე ბალერონი!!! სრულად დასაშლელია ის საბჭო რომელიც ხაბარელს გარიცხვით ემუქრება.
zurab
ამ დავაში გამოჩნდა, რომ სპორტის მინისტრიც მისაყოლებელია ძიუდოს ფედერაციასთან ერთად!
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა
აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა