ვლადიმირ ვაისის ავანტიურა თუ სასარგებლო ექსპერიმენტი?
რა სარგებელი მოუტანა საქართველოს ნაკრებს ორმა ამხანაგურმა მატჩმა?

ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში აზერბაიჯანი გაანადგურა და მისი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი მეტად და მეტად ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა. ბულგარელი სპეციალისტი ყაზახეთში უკვე 4 წელია მუშაობს და იქაურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. ის ასეთი ანგარიშით გამარჯვებას აშკარად არ ელოდა და თქვა, რომ მეტოქედ სპეციალურად შეარჩია აზერები, რადგან თამაშის სტილით "ჯვაროსნებს" ჰგვანან.

მის ოპტიმიზმს საქართველოს ნაკრების სუსტ ლუქსემბურგთან წაგებაც დაედო საფუძვლად, თუმცა მთლად ის არ უთქვამს, ჯგუფიდან გავალთო - ასე ბრძანა, შეგვიძლია ჩვენი დონის გუნდებს თანაბრად ვეთამაშოთ და ჯგუფიდან გავიდეთო. ვფიქრობ, სტოილოვის ოპტიმიზმი ილუზიურია და თუ რატომ, შევეცდები, ჩამოგიყალიბოთ:

პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ეს შეხვედრები მეორე და შესაძლოა, მესამე შემადგენლობითაც ჩაატარა და ლუქსემბურგთან გაყვანილი შემადგენლობა დონით ისე განსხვავდება ოპტიმალურისგან, როგორც ცა და დედამიწა.

მალტასთან მატჩის პირველმა ტაიმმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს და შექმნილი 5 ნაღდი საგოლე მომენტიდან თუნდაც 2 რომ გამოეყენებინა, იმ შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაინახა, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს და ვის შეუძლია მომავალში დაეყრდნოს.

თუმცა, სლოვაკი სპეციალისტის სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებები ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევდა. პირველ რიგში, მეტოქის კარზე გრძელი გადაცემებით სწრაფი შეტევების მიტანა. ამის გამოყენება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეს არაა ჩვენი სტილი და არა მგონია, სარგებელი მოგვიტანოს. უფრო ბურთის დაჭერასა და მეტოქესთან ტექნიკური უპირატესობის რეალიზაციაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. უნდა გამოიყენო ის, რაც გეხერხება და ველოსიპედის მოგონება არაა საჭირო. მაგალითად, ძველი თბილისის "დინამო" ვერასოდეს ვერ ითამაშებდა კიევის "დინამოს" ან გერმანიის ნაკრებისნაირად.

კიდევ გასაკვირი ვლადიმირის მიერ ზოგიერთი ფეხბურთელის უჩვეულო პოზიციაზე დაყენება გახლდათ, სადაც მათ თავი ვერ წარმოაჩინეს და ეს არცაა გასაკვირი. შეიძლება ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ან უბრალოდ, მისი წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო.

ამ ორმა სპარინგმა დაგვანახა "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის სათამაშო კლასი და ის, რომ ის უკვე მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ, მას აქვს ის, რაც ასე ფასეულია: ეხერხება ბურთის დაჭერა, შეტევების წამოწყება და თამაშის სასურველ ტემპში წარმართვა. სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის კოზირი და არა მოედანზე თავქუდმოგლეჯილი სირბილი.

არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა სექტემბერში ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე და კიტეიშვილის კარგი, დამაჯერებელი თამაში ერთობ სასიხარულოა. თანაც, ეს ფეხბურთელი სტაბილურია და ღვთის მადლით, ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა. სხვა რომ არაფერი, ჩატარებული შეხვედრები მხოლოდ ამ ფაქტორითაც შეიძლება სასარგებლოდ ჩაითვალოს.

პირველი მატჩი 6 სექტემბერს ასტანაში გვაქვს. აზერებთან დებიუტში მოიპოვეს ყაზახებმა დიდი უპირატესობა, 2 გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად, დასაწყისშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. სავარაუდოდ, იმავეს შეეცდებიან ჩვენთანაც და საჭირო კი არაა, აუცილებელია, მათ ამის უფლება არ მივცეთ, ამის საუკეთესო საშუალება კი ბურთის ცენტრში დაჭერა და ტექნიკური უპირატესობის გამოყენებაა.

იქამდე ჯერ 3 თვეა, ბევრი რამ შეიცვლება, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და მათ რომც ვერ მოახერხონ ნაკრების დახმარება, ვაისს საკმაოდ დიდი და კარგი არჩევანი აქვს და არაა საჭირო ლუქსემბურგთან წაგებისგან ტრაგედიის შექმნა.

განვმეორდები, 6 სექტემბერს ჩვენ სულ სხვა კლასის გუნდი გვეყოლება და რაც მთავარია, არაა საჭირო, "ჯვაროსანთა" მესაჭემ რაღაც ახალ, გაუმართლებელ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართოს, რამეთუ არაა გამორიცხული, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

და კიდევ - რატომღაც მომავალი მოწინააღმდეგეებიდან აქცენტი რატომღაც ყაზახებზე გადავიტანეთ და ყურადღება ნაკლებად მივაქციეთ, რომ ლატვიის ნაკრები მისმა ახალმა ფინელმა მწვრთნელმა მიკა-მატი პაატელაინენმა საკმაოდ გამართულად ათამაშა ვილნიუსში ლიეტუვასთან, სადაც მასპინძლებმა ფრის (1:1) მიღწევა მხოლოდ 86-ე წუთზე მოახერხეს და ლატვიამ ბალტიის თასი მოიგო.

სხვათა შორის, პაატილაინენი ადრე ფინეთის ნაკრების მწვრთნელი იყო და კარგად იცნობს საქართველოს ნაკრებს - 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისსა და მის სამწვრთნელო შტაბს საფიქრალი და სამუშაო საკმაო აქვთ.

koka
ძველ თბილისის დინამოს ამ საქართველოს ნაკრებს როგორ ადარებთ რა ბურთის ფლობა და ტექნიკური თამაში ადმინ შენ სათვალეები გაქ საყიდელი , სვარკას თამასობენ რა მწრთვნელის ბრალია რამდენი მწრთვნელი უნდა შეიცვალოს რო მიხვდეთ საქმე ფეხბურთელებშია და არა მწრთვნელში ბოჯე მოი რაა კარგია ხო სკამზე ჯდომა და კრიტიკური წინადადებების წერა :D მითუმეტეს რო ძველ დინამოს რო ადარებთ
goga
აქ ზოგიერთი, ლუქსემბურგის სიძლიერეზე ლაპარაკობს და სტატისტიკასაც იშველიებს, რაშიც არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ ჩემი აზრით, სისუსტეში ის იგულისხმება, რაც ვაისმა ჩვენი ბიჭების მისამართით თქვა, "ნახეთ სად თამაშობენო თქვენი ფეხბურთელები"-ო, გახსოვთ?. და იქნებ ის გუნდებიც ჩამოგვითვალოს სადაც ლუქსენბურგელები თამაშობენ, ასეთ შემთხვევაში სუსტები კი არა მთლად წყალწაღებულები მოგეჩვენებათ. არ ვიცით, ქართველებმა მწვრთნელის როლი ფეხბურთში, არც გვინდა გაგება და ესაა უბედურების სათავე.
vaso
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, ბევრიც სტატია. მაინც ყველა ერიდება პირდაპირ ითქვას სათქმელი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სტატიები შედარებით კრიტიკული გახდა.გამოჩნდა, რომ ვაისი აშკარად ეძებს ნავალოვსკი-კაკაბაძის ჩამნაცვლებელს და ცენტრფორვარდს და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ამდენი ექსპერიმენტი, რომელიც ავანტურას დაემსგავსა. აბა თქვენ თვითონ განსაჯეთ, გაამართლა? არა. აშკარაა რომ ფლანგებზე გვყავს ზუსტად ისეთი ფეხბურტელები, რომლებიც კარგად შეითავსებენ გარემარბის ფუნქციებს მთელ ფლანგზე. ებრალიძე და კობახიძე. ორივე კარგ ჩემპიონატში თამაშობს და პრაქტიკა აქვთ. ავთოს გუნდი, რომ არა მცირედი უიღბლობა უმაღლეს ლიგაში იქნებოდა, თუმცა მას ამის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ გამოცდილი, ფიზიკურად და ინდივიდუალურად მომზადებული ხალხი სჭირდება ნაკრებს ლიგაზე, რადგან ეს გათამაშება მარათონია და მხოლოდ ზემოთ აღნიშნული თვისებების მქონე ბიჭებით დაკონპლექტებულ ნაკრებს ექნება შანსი. მე პირადად მომეწონა ჭანტურიშვილი და კიტეიშვილი / გაითვალისწინეთ სეზონის ბოლო, თან ლიგაზეაქ თამაშები ჭანტუს და ვერ გარისკავდა/, მათ აქვთ პოტენციალი, ეს იგრძნობა და მათ ადგილს ოფიციალურ შეხვედრებში, ამ ეტაპზე სათადარიგოთა სკამზე ვხედავ, რადგან ისინი ვერ თამაშობენ ვაკოს, ჩაკვეს და პაპუს დონეზე, მაგრამ ნაკრებში მათი ყოფნა აუცილებელია. კაშია, დვალი, კვერკვე, ხოჭოლა, ტაბიძე ცენტრები არიან და აქ არიან მხოლოდ პროდუქტიულები. რაც შეეხება ცენტრფორვარდს. მომეწონა ლობჟანიძე, ის იდეალურად არჩევს პოზიციას და ვაისს სწორად რომ დაეყენებია ამ ტესტებში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ 4-5 გოლი გავიდოდა. გვილია ნაკრებისთვის შეუცვლელია. ასევე ბუდუს მაგივრად სხირტლაძის გამოცდა სჯობდა. ნუ არაბიძეზე არაფერს ვამბობ, მან თავის ენას დააბრალოს. მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დამეთანხმება, რომ ეს ასეა. აბა რაშია საქმე, ბრმაა ვაისი ? არა მგონია. ხოდა ეს ნაკრები ხალხს ეკუთვნის და ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ. გადადეთ გვერძე პირადი გრძნობები, ეს ბიჭები მოიყვანეთ ნაკრებში, თუ ვინმეს ჩამოიყვანთ ათამაშეთ, / მახარაძე და ვაჩიბერაძე. რისთვის მისცეს პასპორტები და ჩამოიყვანეს გაუგებარია/, და მის პოზიციაზე დააყენეთ ხალხი, თორე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად კეთდება. ასეა ეს, ყოველ შემთხვევაში ასე სჩანს. აქედან გამომდინარე ეს 2 სპარინგი უშედეგო იყო და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ემსგავსება. 3 თვე დარჩა და თუ ფედერაცია მოინდომებს, აუცილებელია კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი, სადაც ეს ყველაფერი დალაგდება და ამით დასრულდება და სრულყოფილი გახდება მოსამზადებელი ეტაპი, მიიღებთ კიდეც შედეგს. თვითიმედოვნება დანაშაულია, რადგან ჯანოს, ოქრის და მჭედლოს, ასევე მერებას და ქვილოს იმედი სასექტემბროდ, ფეხბურთის მცოდნეს არ უნდა ჰქონდეს. მე ყველაფერი ვთქვი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ, რადგან ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ დღეს. რა თქმა უნდა არა ვარ ბოროტი.
ტრეზეგე
6 სექტემბერს თუ დავმარცხდით დიდი არაფერი ტრაგედია არ იქნება მანდედანაც! წინ ევროპის შესარჩევი გველის და ვაისი იქ უფრო "გულიანად იმუშავებს"!
moro
კარგი სტატიაა სწორია ყველაფერი მაგრამ მესამე შემადგენლობა არ იყო ლუქსთან , პრსოტა ვაისმა იმენა ჩაიწია და იმასქნა, ჯიღაური მარჯვენა "მცველად " კაჭარავას გადამწყვეტ მომენტში გაყვანა , კოჭოლავას ჩამშლელად დაყენება, ლობჟანიძის მარჯვენა გარემარბად თამაშის ბოლოს შემოყვანა , კაროჩე კარგად იმასაქნა რაა ... და ავტორო მწვრთნელს პროსტა მეტი კრიტიკა რაა ...
ქარ
2014ში თუ ჯგუფში ჩვენთან ერთდ იყო ე.ი. საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს?!! რა ლოგიკაა, ან მწვრთნელისთვის ჭკუის დარიგება რა უბედურობააა, ცენტრი დაიჭიროს და არა გრძელი პასებიო და ა.შ. მოკლედ არაა ჩვენი ჟურნალისტების საშველი რა
Butxa
Okriashvili da ananidze tu gveyoleba darcmunebuli var gavalt jgufidan.ananidzes ukvars tavistavze ageba tamadhis iseve rovorc okris.mitumetes orives shoridan kargi dartyma aq da esaa chveni dzaan didi koziri.jarimebs mshvenivrad asrulebs orive.kankava da gvilia.ukan kashia kvirkvelia.shemochrebi metoqis sajarimoshi kakabadze navalovski dzaan sasargebloa.chemi azrit flangebis scrafi shetevebi unda moxdes marjvena marcxena srafi gadanacvlebit da uechveli mougebt kaxaxets tavbrus xveva unda movaxerxerot araa dzan didi problema magati dacvis xazis darbeva vukureb me magat tamashebs.azerbma ki dzaan cudi tamashi achvenes chemi azrit.chven gundtan axlosac ki ararian klasitac da tamashis stilitac ki.mjera ro mougebt ksxaxets ubralot mtlad matze ar girs kuradgebis datmoba
euhh
თქვენ გრამატიკის მასწავლებლები ხართ თუ ფეხბურთის გჯლშემატკივრები??რას კრიტიკოსობთ,წერტილ მძიმეს რასუყურებ, ისდაწერე რასფიქრობ შემადგენლობიდან გამომდინარე....
ოთარი
დვალი ალბათ ყაზახეთან ითამაშებს ფლანგზე, დაცვას გაამაგრებს სტროგად -რომ ფლანგიადნ გოლი არ გავუშვათ - მაგის დაყენების აზრი ეგ იყო ალბათ - მაგრამ წინ გაგვიჭირდება ნავალოვსკის გარეშე. მარა რა ვუყოთ ახმახი იგროკები გვჭირდება ახმახ ყაზახებთან
status quo
ჩემო ვაჟა,კი არ განვმეორდები,არამედ გავიმეორებ.ეს რუსული კლიშეა და შენნაირ განათლებულ ჟურნალისტს რუსული კლიშეები არ ეკადრება.
უკან მომავალში
გავიმეორებ და არა განვმეორდები, გავიმეორებ რაღაცას, განვმეორდები მე, როგორც ცოცხალი არსება (ამ ქმედების ორი ვარიანტი არსებობს: 1. კლონირება 2. დროის მანქანა ანუ წარსულში წასვლა და ახლიდან დაბადება) იქნებ მართლა განმეორდი?! გვაჩვენე მაშინ ან შენი კლონი, ან დროის მანქანა, ნუ გვიმალავ!!! :)
vaja quntelias
ძველ დინამოს რო შორი პასები ჰქონდა ისეთი უნდა ფეინოორდთან და ვესტ ჰემთან დათოს გრძელი პასები გაიხსენე
დათო
აკი ცხადაძე გახდებაო ხაზახეთის მწვრთნელიო, მეტი არაა ჩემი მტერი.
oto
გეთანხმებით :)
გიგა
ოხ როგორ მინდა ყაზახები საკუთარ მოედანზევე გავანადგუროთ, როგორც ანგარიშით ისე თამაშითაც და გავუქროთ იმის ილუზია რომ ჩვენზე უკეთესები არიან. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და მე მჯერა ჩვენი ბიჭების. მთავარია ღვთის წყალობით ყველა ჯანმრთელად იყოს.
გიორგიპირველი
"განვმეორდები" არა - "გავიმეორებ"!
euhh
რა დაგიჩემებია ეს სიტყვა:სუსტი ლუქსემბურგი...ყიფიანის დროს თუგულისხმობთ არ ვიცი და დღევანდელი ლუქსემბურგის ბოლო თამაშების სტატისტიკას გადახედეთ,ვ ინებთან არ წააგო და მერე ჩვენსას,ეს მკვეხარობაა რო ღუპავს ფეხბურთსაც და ზოგადად ქართველ კაცს.....
ლაშა
რას იგონებთ ხალხო, რა ავანტურა რა ექსპერიმენტი. დვალი ფლანგზე, რომ ვერ ითამაშებდა და დახოჭოლავა ცენტრში, ამას ნებისმიერი მოყვარული გილშემატკივარი ეტყოდა. ლუქსემბურგთან წაგება ცუდი მხოლოდ იმით არის, რომ ჩვენი ეს მეორე შემადგენლობა იდივიდუალურად მაინც ჯობდა ლუქსემბურგს მაგრამ თამაში წავაგეთ რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელმა ვერ შეარჩია სწორი ტაქტიკა და ვერ მისცა სწორი დავალებები ფეხბურთელებს. p.s. ერთალიგის ჯგუფიდან თუ ვერ გავედით წარმომიდგენია როგორ გააპრავეთ იმით, რომ ყაზახები დიდ ფულს ხარჯავენ და ჩვენზე უკეთესი შიდა ჩეპიონატი აქვთ. მოკლედ მარაზმია ეს ყველაფერი და ვაისი მაშინ უნდა წასულიყო როც შესარჩევი მოგების გარეშე დაასრულა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
haha
ბატონო ვაჟა დავიწყე თუ არა კითხვა იმ წუთს თვალში მომხვდა სიტყვა "ჯვაროსნები". გთხოვთ გაითვალისწინოთ ქართველები ჯვაროსნულ ომებში არ მონაწილეობდნენ, ამის ფაქტები არ არის, ხოლო ზეპირი ლეგენდები არ ითვლება. ყველაზე მთავარი, ჩვენ გარშემო მყოფ მუსულმან მეზობლებს და მუსულმან ქართველებს ვცეთ პატივი. მათთვის ჯვაროსნები ძალიან ცუდი რამ არის. და კიდევ ჯავროსნების ძარცვა გლეჯას არა მარტო მუსულმანები, არამედ ქრისტიანებიც ეწირებოდნენ. სწორედ მათ დაიპყრეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, ხოლო მთლიანად ბიზანტიაში სხვაზე ნაკლებად არ ყაჩაღობდნენ. თუ მაინცდა მაინც ჯვრის ხსენება გინდათ, სხვა ფორმა მოძებნეთ. მენდეთ ამას ცუდი განზრახვით არ ვწერ, პირიქით ვადატურებ ამ გაზეთის მიმართ ჩემ პატივისცემას.
გულშემატკივარი
ყაზახეთის ნაკრების ძლიერი მხარე დაცვითი ფეხბურთია, თამაშს კეტავენ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან, თუ სწორად მახსოვს, საშინაო მოედანზე ასტანაში თან ხელოვნურ საფარიანი მოედანი აქვთ და ესეც დამატებით უპირატესობას აძლევთ, მაგრამ ნორმალური შემადგენლობით მათი დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს, მთავარია მომენტების რეალიზაცია. ჩვენს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ევროპაში საკმაოდ კარგი სეზონი ქონდათ და მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყაზახებს რომ არ უნდა შევუშინდეთ ეგ ორჯერ ორია. რომელი ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს ევროპულ ჩემპიონატებში? რომელიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ? თუ 25 წლის ბაურჟან ისლამხანი ან ისლამბეკ კუატი არიან მაგათი ამომავალი ვარსკვლავები?!
roma
საფიქრალი და სამუშაო რომ არის კარგად იცის ვაისმა, ჩემი აზრით ფეხბურთელების სხვადასხვა პოზიციაზე თამაში იმიტომ იყო საჭირო რომ გაეგო ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებს თუ გამოიყენებდა სხვა პოზიციაზე, დაცვაში დიდი კონკურენცია იძლევა ამის საშვალებას და სრულიად ვეთანხმები. კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, შერგელაშვილი, დვალი და ტაბიძე. დამიჯერეთ 8 ძირითადის ფეხბურთელი ბარსელონას რომ არ ყავდეს დინამოს შანსი ექნება, აესე რომ ნუ გაკიცხავთ ამ კაცს, ყაზახებს ილუზია აქვთ შექმნილი ლუქსემბურგთან წამგები გუნდის დამარცხება შეგვიძლიაო და რაც დაემართებათ 6 სექტემბერს გამოჩნდება, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. ევროპაზე ვითამაშებთ. 2020 წელს ევროპას გავაოცებთ.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ეს ვინ თქვა?!" - მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა