კახა ცხადაძე: ამბიციური კლუბისგან მივიღე შეთავაზება
შიმკენტის "ორდაბასიმ" კახა ცხადაძე დანიშნა მწვრთნელად და მას სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი. კახამ prosports-ს მისცა ინტერვიუ.

- "კაირატიდან" წასვლის შემდეგ რას საქმიანობდით?

- არ ვმუშაობდი, თუმცა უსაქმოდ არ ვყოფილვარ. ვმოგზაურობდი, ფეხბურთს ვუყურებდი. მწვრთნელებს ვესაუბრებოდი. ახლა ამბიციური გუნდისგან მივიღე შეთავაზება. თითქმის 2 წელი ვმუშაობდი ყაზახეთში და ვიცი "ორდაბასი" რასაც წარმოადგენს. ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბებში ვმუშაობ. იგივე მოთხოვნა აქვს ამ გუნდს. ბუნებრივია, ეს წინადადება მისაღები იყო. მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც არჩევანი ჩვენზე გააკეთა. ვიცი, ჩემს გარდა ბევრი კანდიდატები იყვნენ. უნდა გავამართლოთ პრეზიდენტის, გულშემატკივრების და ქალაქის იმედები. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. პროგრამა-მინიმუმი სამეულში მოხვედრაა.

- ვინ შევიდა თქვენს სამწვრთნელო შტაბში?

- ჩემთან ერთად გიორგი ჩიხრაძე ჩამოვიდა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. შეიძლება კიდევ ერთი მწვრთნელი დავიმატოთ.

- 4 ივლისს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. როგორ ფიქრობთ, რომელი ხაზის გაძლიერებაა საჭირო?

- მხოლოდ ახლა ჩამოვედი, მაგრამ თამაშებს ვუყურე. კლუბის პრეზიდენტთან მუდმივ კავშირზე ვარ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. როდესაც დიდი მიზნები გაქვს, აუცილებლად იქნება ცვლილებები.

- "ორდაბასის" თამაშის სტილის შეცვლას აპირებთ?

- სიმართლე გითხრათ, გუნდის ფეხბურთელები შემტევი სტილისა არიან. როდესაც მოგების ამბიცია გაქვს, უნდა შეუტიო. თუმცა, თავდაცვაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ფეხბურთელებამდე უნდა მივიტანოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სეზონი მიმდინარეობს და დრო თითქმის არ არის.

nnn
რატომ საქართველოში და არა სამყაროში???
nnn
რატომ საქართველოში და არა სამყაროში???
dato
რაში გამოიხატება კახის წარმატება სამწვრთნელო დონეზე შეგიძლია გვითხრა?
lasha
წარმატებები. კახი საუკეთესო სპეციალისტია საქართველოში. საუკეთესოებს საქართველოში როდის ქონიათ გასაქანი. ასეთებს მტრები და ბოღმა ხო არ ელევათ
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
ჯაბა ჯიღაურის მაგივრად ევროპა ლიგაზე ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იასპარეზებენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლები გოგიტა გოგუას აქვს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ოთარ მარცვალაძე: სამწუხაროდ, ჩვენი და მათი დონის შედარება არც შეიძლება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
უპირობო ფავორიტი? - რას წარმოდგენს "ტორპედოს" მეტოქე ყაზახური "ორდაბასი"