ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

ჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

ჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და წინა ორი წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, აქამდე გამართულ ჩემპიონატებში მე-4 თამაშს იგებდა (2016 წელს იტალიასთან და 2017 წელს არგენტინასთან) და ჩემპიონატს მე-10 ადგილზე ასრულებდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ორი მოგებით და ერთი ადგილით გაუმჯობესდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიის დამარცხების (24:20) შემდეგ, იყო რეალური შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი, მე-5-მე-8 ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. სანაცვლოდ ბიჭებმა მე-4, დაძაბულ მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს და ელიტაში ზედიზედ მეოთხედ თამაში დაიბევეს, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში შოტლანდიას 39:31 აჯობეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ხუთივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც შედეგებზეც აისახა და პირველ მატჩში თასის ნახევარფინალისტ, მრისხანე სამხრეთ აფრიკასთან ბონუსი ავიღეთ (27:33), ხოლო ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს მხოლოდ 12 ქულით (12:24) ჩამოვრჩით.

თავის მხრივ, ასეთი თამაშის ხარისხი და შესაბამისად შედეგი, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის ნაყოფია. ამა წლის თებერვალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ერთკვირიანი შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტი გამართეს; აპრილში გუნდი 12 დღით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ეთამაშა; მაისში, უშუალოდ ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, თბილისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ძალიან ძლიერი ნაკრები ეწვია და უმცროს ბორჯღალოსნებთან ‘ავჭალაზე’ ითამაშა. ამ ხუთმა მაღალი დონის შეხვედრამ, ჩვენს გუნდს უმაღლეს სათამაშო ტემპთან შეჩვევის შესაძლებლობა მისცა, რამაც შედეგი მოიტანა!

შოტლანდიელებთან პირველ ტაიმში პირქარში ვითამაშეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და საწყის 20 წუთში თამაშის დალაგებაც გაგვიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, კარგი ტაიმი ჩავატარეთ და ლოგიკურად ის ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყი. მეორე ტაიმის 30 წუთი მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ და დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ნერვიულობამ მაინც მოგვიწია.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე გახსნა. გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ ბურთი დერეფანში მოიგო და კარგად დაყენებულმა მოლმა დაახლოებით 15 მეტრი იარა, მერე მას ლუკა ჯაფარიძე მოწყდა, რომელმაც დარჩენილი 6-7 მეტრი ბრძოლით დაფარა და მიზანს უწია. ქარმა გელა აფრასიძეს მიზნის გასწორების საშუალება არ მისცა და მალე წონასწორობაც აღდგა. ამჯერად მოლი შოტლანდიამ დააყენა, ხოლო გარდასახვა მათაც გაუცუდდათ.

მე-13 წუთზე შოტლანდიელთა ფლანკერმა აფრასიძეზე ჯერ უხეში ბოჭვა შეასრულა, მერე წაქცეულს თავში ხელი ჩაარტყა და გუნდური ჩხუბი ატყდა. ეპიზოდი ვიდეო-რეფერიმ განიხილა და ჩხუბის ინიციატორები სინბინში გაუშვა, ხოლო ხურდის დაბრუნების გამო, ჯარიმა შოტლანდიას გადასცა. მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია და იქვე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

მალე ჩვენი თამაში დალაგდა, დაცვა აგრესიული, ხოლო შეტევები თანმიმდევრული გახდა და საპასუხო, ლამაზმა ლელომაც არ დააყოვნა. მეტოქემ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ბექა მამუკაშვილმა ხაზი გაჭრა, მიყოლამ დააგვიანა და შოტლანდიამ საკუთარი 22-იდან ფეხით ითამაშა, ამჯერად სწრაფ იერიშში მთელი გუნდი ჩაერთო, უპირატესობის ხაზი ყველა ჯერზე გადაიკვეთა, მარჯვენა ფრთაზე მეტობა გაჩნდა და კოტე მარჯანიშვილი ლელოში შეფრინდა, ხოლო აფრასიძის არყოფნაში აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა გაიტანა - 12:12.

ტაიმის მეორე ნახევარში ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით ბურთს და თითქმის მთელი დრო მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. ჯარიმა კარის წინ 5 მეტრიდანაც არ დავარტყით და სწრაფი გათამაშებით ვცადეთ უპირატესობის გამოყენება, მაგრამ ბოლო პასი მეტოქემ ჩაჭრა და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამჯერად ქარიც ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და დებიუტშივე მაღალ ტემპში შევუტიეთ. ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან ჩავაგდეთ და იქ ჩვენი დერეფანი ვერ მოვიგეთ, თუმცა ბურთს ვერც შოტლანდიელები დაეუფლნენ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად თენგიზ გიგოლაშვილი გაერკვა, ოვალი აიტაცა და ლელოში შეხტა, ხოლო აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. 49-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, ამჯერად აბჟანდაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ცენტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 22:19.

საქართველოს ნაკრები წნეხს აძლიერებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ლევან პაპიძემ მეტოქეს რომ დაუფარა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, თუმცა 57-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა. აბჟანდაძე, აფრასიძე და გიგოლაშვილი მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, რაქიდან გურამ გოგიჩაშვილის მიძალებას კი, წინ ვეღარავინ აღუდგა. თედო გარდასახვიდან ზუსტი იყო.

აგრესიული დაცვით მეტოქეს თავის ნახევრიდან გამოსვლის საშუალება არ მივეცით, 64-ე წუთზე სქოთებს ფეხით თამაშისას კიდევ ერთხელ დავუფარეთ, მორკინალებმა ურთულესი ბურთი შეინარჩუნეს, ხაზმა ის მარჯვნივ სწრაფად ჩაათამაშა და მარჯანიშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე რთული პოზიციიდან არ შეცდა - 36:19.

ორიოდე წუთში მარჯანიშვილს მესამე ლელოც უნდა გაეტანა, თორნიკე ჯალაღონიამ ცენტრთან კარგად გაჭრა ხაზი და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, თუმცა მისი გადაცემა კოტემ ვერ შეიმაგრა და ამ ეპიზოდში ორივე შემტევი დაშავდა. 70-ე წუთზე რეფერიმ სანდრო კალმახელიძე გაასინბინა და დასკვნითი 10 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ.

ასეთ ვითარებაში შოტლანდიამ შეტევაში გადასვლა მოახერხა, 5 წუთში 2 ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქე მათსავე ნახევარზე კიდევ ერთხელ შეავიწროვეს და შეცდომე დააშვებინეს, მერე ჯარიმა გამოიმუშავეს, აბჟანდაძემ მეექვსე დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დაუბევა - 39:31.

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებმაც განსაკუთრებული დახვედრა დაიმსახურეს, სამშობლოში 19 ივნისს, 03:05 საათზე ბრუნდებიან.

Video

17.06.18. U20. შოტლანდია - საქართველო 31:39

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• გორდა

წინ დიდი გამარჯვებები სმენა!

• მერაბი გ.

იტალია ერთი მოგებით და 4 წაგებით მე-8 ადგილზე გავიდა, ჩვენ 3 მოგებით და 2 წაგებით მე-9-ზე; ძალიან სულელური წესია - გუნდურის შემდეგ პირველმა ოთხმა ითამაშოს ფინალი, დანარჩენი 8 მაინც უნდა იყოს თანაბარ პირობებში. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ 12 გუნდია; უნდა იყოს 16 ან 8.

• კახა

კაცი კი არა , ავადმყოფია ! აბა ნორმალურს მსგავსი აზრი როგორ მოუვა თავში ?!

• ემზარი /რაგბი ჩვენი თამაშია/

არ გვინდა მთავარი ნაკრების მწვრთნელად არა იმიტომ რომ არაა ღირსი უბრალოდ სადაც არის იქ აკეთებს თავის საქმეს 1000% პროცენტით და იქ არის საჭირო... მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო გუნდს ... გილოცავთ ყველას...

• ილიჩი

კომუნისტების ცნობილ ლოზუნგი გამახსენდა: "ყველანი შაბათობაზე"

• მთ

ილია მაისურაძე მთავარი ნაკრების მწვრთნელად!!!!!!!!

• ზიზუ

აქ დისლაიქებს ვინც აკეთებს მე ვფიქრობ რომ ჩვენი ნერვების მოშლა უნდა, დაე ჩვენმა ბიჭებმა ყველას მოუგონ მსოფლიოში ნომერ პირველები ვიყოთ და თქვენ კი გასკდით შურით, ეს ორი კვირაა ამაყი დავდივარ ასეთი ბიჭები რომ გვყვავს, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ექვს ერში რომ მიგვიღონ შემდეგ 20 წლამდელებსაც ექნებათ თამაშები და რა დონეს მიაღწევენ, ეხლა საფიქრალი რომ გვქონდა ადგილის შენარჩუნებაზე შემდეგ ჯგუფიდან გასვლაზე გავაკეთებდით უკვე განაცხადს და გავიდოდით კიდეც

• zas.

თქვენ გენაცვალეთ ჩემი გახარებისთვის,თქვენ ხართ ჩვენი მომავალი იმედი.

• დავითი

ვულოცავ ბიჭებს, ეს დიდი გამარჯვებაა და ორმაგად სასიხარულოა, რომ სამწვრთნელო შტაბიც მთლიანად ქართულია.

• ნათია

ახლა რომ ვაანალიზებთ გასულ თამაშებს, მიჩნდება აზრი, რომ სამხრეთ აფრიკისთვისაც შეგვეძლო ჩაგვეცმია შავები!!!

• teo fabi

მართალია! სისულელეს ნუ წერ. ქართველი ქომაგები საქართველოს ნებისმიერ გუნდს გულშემატკივრობენ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ოღონდ წარმატება გვქონდეს და! შენ თვითონ გეგულება ისეთები ფეხბურთს რომ გულშემატკივრობენ და რაგბისტებს ან სპორტის რომელიმე სხვა სახის წარმომადგენლებს არა?

• ბექა

აქ ერთი კაცი წერდა,საქართველოში ნომერ პირველი სპორტი ფეხბურთიაო და გავაუქმოთ რაგბის ფედერაცია და დაფინანსება მთლიანად ფეხბურთსო,მაპატიეთ ეს დებილობა რომ გავიმეორე,მაგრამ ამ ბიჭების მერე ეს სიდებილე როგორ უნდა მოგივიდეს თავში,ან როგორ არ უნდა გიყვადეს ეს ხალხი ბოლომდე რო იბრძვიან და წაგებაც კი ღირსეული იციიან.წარმატებები ბიჭებო საქართველოს დიდებისთვის

• ლევანი

105 პლიუსი, ძალიან მომწონს) და კიდევ ამ საიტზე მგონი ყველაზე პოპულალური სტატიები რაგბზეა, "იაპონიას მზე, რომ დავუბნელეთ" და ასე შემდეგ. უბრალოდ ვიტყვი, რაგბი ჩვენი თამაშია!

• რუსთავი

კაცები მაგარი კაცები.გაიხარეთ ბიჭებო.თქვენმა მშობლებმა გაიხარონ

• 97

მაგრები ხართ, ჯიგრებო!!!

• პაატა

გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას გვეამაყებით ასეთი გულიანი და ვაჟკაცი ქართველები! მართლაც სამაგალითო თაობაა და მართლაც განსაკუთრებული გუნდი ჩამოაყალიბა სამწრვთნელო შტაბმა, ყოჩაღ! ჩემპიონებს ღირსეულად ვეთამაშეთ, მესამეადგილოსანს კინაღამ მოვიგეთ, დანარაჩენად ვისთანაც მოგვიწია სამივეს მოვუგეთ! თანაც როგორ მოიგეს 6 ერის გუნდებთან და საკმაოდ ძლიერ იაპონიასთან, ტექნიკურად და ტაქტიკურად მაღალი ხარისხის ლაღი რაგბის თამაშით! დაუვიწყარი ჩემპიონატი გვაჩუქეთ! დიდ სიხარულთან ერთად იმედიც გამიმყარდა, რომ ძალიან მალე პირველი დონის გუნდების დარი ეროვნული ნაკრები გვეყოლება! მადლობა ყველას!

• ქართველი

თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი იმედი გაგიმარჯოთ ჩვენი გახარებისათვის მადლობა უფალი გფარავდეთ წინ საქართველოსათვის

• krk

ძალიან თავისუფალ და ინტელექტუალურ რაგბს თამაშობენ, ერთფეროვანი ძალისმიერი მიწოლები არ ახასიათებთ და რაც მთავარია არ ტყდებიან მორალურად და სულიერად გრანდებთან, ფაქტიურად სამი წაგებული თამაში შემოატრიალეს, წარმატებები

• სანდრიკა

ამათზე უარყოფითს არცერთი ერი არ დაწერს გარდა სომხეთის

• 912

ეს ის შემთხვევაა როცა აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია

• 912

ეს ის შემთხვევაა როცა აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია

• joi zaza

სისულელეს ნუ წერ!

ნაბ...ების სასტავი ან ერთი ნა...ვარი მუშაობს, ასე რომ არ ინერვიულო! იკაკანოს ქათამმა!!!

• ბართა

დაგლოცოთ ღმერთმა, ჭაბუკო ქართველებო! არ ვიცი, წარმოდგიდგენიათ თუ არა, რამოდენა საქმე გააკეთეთ თქვენი ერისათვის. იხარეთ, იბედნიერეთ, იძლიერეთ! მიყვარხართ საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების მსგავსად.

კი ბატონო! ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

• სოხუმელი ვეტერანი

დისლაიქების რაოდენობა როგორ სტანტარტულია ყველა კომენტზე თუ ატყობთ? ამათი ან ამის ნა...ვარი სისხლი მ...ან! დაიკიდეთ, იკნავლოს ამ არარაობამ ან არარაობებმა!!!

• Koki

Es is bichebi arian romlebic aratu did ragbs itamasheben (ukve tamashoben) aramed 6 ershi gachrian fanjaras. Gilocavt sruliad saqartvelos am did warmatebas. Girseuli taoba modis.

• პაატა

ყველას გილოცავთ!!! ყველაზე მაგარი ის აროს რომ ტურნირზე გუნდმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატა და ითამაშა მაღალი დონის თანამედროვე რაგბი!!! სამწვრთნელო შტაბს დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!!! მომავალ წელს კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გბეყოლება!

• zaza

ვინები არიან და ვისაც ჩვენი დიდი ნაკრების წაგება გაუხარდა და ლანძღვის და კრიტიკის ქარცეცხლი დაანთო აქ.საღოლ ჩვენ ბიჭებს ჩხუბშიც აჯობეს და თამასშიც

• სოსო

ნათია,აქაც 39 სწერია.ამ დისლაიქების ავტორებმა კი ისე გახარებულებმა იარონ მთელი ცხოვრება,როგორც დღევანდელი გამარჯვებით არიან გახარებულები.არც მეტი,არც ნაკლები.

• ლევანი

მიხარია გოგონებიც, რომ არიან რაგბის გულშემატკივრები) გამოუქვეყნეთ კომენტარები აუცილებლად!!!

• სოხუმელი ვეტერანი

ვიღაც ნაბ...რების ჯგუფი ან ერთი ნაბ...არი ჩალიჩობს!

• საქართველოს რიგითი მოქალაქე

გეთანხმები 100%, მაგრამ ამ ვიღაც არარაობა ჩასაფრებული პროვოკატორების დისლაიქები ნუ გაღიზიანებს! ვინც არ უნდა იყვნენ ყოველთვის დავსებოდეთ თვალები ქართველების გამარჯვებებით!

• სოსო

თუ უფროსებშიც ასე გავაგრძელეთ ზრდა,ორ წელიწადში აქეთ გადაგვიხდიან მაღარიჩს.

• ლევანი

ყველას ვისაც გაუხარდა ჩვენი ბიჭების გამარჯვება, გთხოვთ დავუსვათ პლიუსები ამ სტატიას!

• მიროსან

ვაჰ თქვენ გენაცვალეთ მე... გაიხარეთ და ღმერთმა გიმრავლოთ ასეთი გამარჯვებები... ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს

• სოსო

აუჰ,მართლა მაგარი იყო.აი ბრძოლა და თამაში ასეთი უნდა,ყოჩაღ ბიჭებო გილოცავთ თქვენ და ყველა რაგბის მოყვარულს ამ დიდებულ გამარჯვებას,მატჩის ბოლოსკენ შექმნილ უმძიმეს ვითარებაში.აქ ვინმეს გამორჩევა,ალბათ უადგილო იქნებოდა,რადგან მთელმა გუნდმა თავი დადო,თუმცა გამორჩეულებიც რა თქმა უნდა იყვნენ და ყველამ ჩვენი თვალით ვუყურეთ ამას.ველოდი ამ გამარჯვებას და ამისრულეს ბიჭებმა მოლოდინი-ნატვრა.ახლა დიდებმა უნდა მიიღონ ესტაფეტა და დაამარცხონ იაპონია. ახლა კიდევ ერთი ამბავიც.როგორც მამრიკიშვილმა მოგვიყვა,ჩვენს მწვრთნელებს პირობა ჰქონიათ დადებული,რომ ორი გამარჯვების შემთხვევაში რუსთაველს შიშვლები გაირბენდნენ.ჰოდა გადარჩნენ გაშიშვლებას,ბიჭებმა სამი მოიგეს,ლიმიტს გადააჭარბეს და გაუნახევრდათ.მწვრთნელებო გაითვალისწინეთ ჩემი არგუმენტაცია,თორემ მოგიწევთ შიშველ ტიტვლებს ქუჩაში სირბილი.ექვს ერს კი მოუწევს შევიწროებაზე ფიქრი,ჩვენ სამიდან ორ შემთხვევაში დავამარცხეთ მათი წარმომადგენელი.

• რაგბი პირველია

ყველა კომენტარს აქვს 9 ან 10 დისლაიქი ერთი და იგვიე ადამიანები ან ადამიანი აკეთებს ამას...ალბათ ფეხბურთის ფანები ხვდებიან რო რაგბი საქართველოში პირველია და ცდილობენ არაადამიანური საქციელით შური იძიონ..

• გიორგი

გავხსნათ ანგარიში ბანკში და შევაგროვოთ ხარკი, მაღარიჩი, ძღვენი - რაც გნებავთ დაარქვით და მივართვათ 6 ერს - იქნებ მოულბეთ გული....ა?

• ჯიქია

რა მიკვირს იცით? უმეტესობა ამბობს მეტი რაღა უნდა გავაკეთოდ რომ ექვს ერში მიგვიღონ და უფრო მეტი წინვლის განვირთარების საშუალება მოგვეცესო და ამ დროს იმის მაგიერ მოწონება მისცეთ ასეთი შინაარსის მქონდე ნაწერებს ნახევარი პირიქით უარყოფითს აჭერ ანუ უნლიქეს რომ ვუწოდებთ ეს ნიშნავს რომ არ ეთანხმებით ანუ არ გინდათ რომ მიგვიღონ ექვს ერში და გინდათ რომ ისევ მაჩანჩალა ნაკრებებს ვეთამაშოდ? ორი ვარიანტია ან ბოროტები ხართ ასეთი ხალხი და გშურთ ქართველი მორაგბეეების ან უბრალოდ მცდარი ინფორმაცია გაქვთ და ფიქრობთ რომ 6 ერში არ უნდა მიგვიღონ რადგან არ ვიმსახურებთ რადგან ბილეთის ფული ბევრი ეღირება და მსგავსი თემების გამო?? მაშინ გეკითხებით დღეს შოტლანდიას ანგარიშზს არ ვთვლი თამაშითაც ხომ მოვუგეთ? ბევრად უკეთესები ხომ ვიყავით? მანამდე ირლანდიას ხომ მოვუგეთ ანგარიშით? ანუ თუ ისინი იმსახურებენ ერქვს ერს ჩვენ არ ვიმსახურებთ? და 20 - კაციდან 10 უარყოფით მოწონებას ამიტომ წერთ? თუ გამაგებინეთ რაშია საქმე ? რატომ არ მოგწონთ გამეცით პასუხი? ან მესამე ვარიანტია კიდევ აქ არ ხართ ქართველები სავარაუდოდოდ ყველაზე მცირე ტერიტორიის მქონე მეზობელი ქვეყნის წარმომადგნლები ხართ ოღონთ სააუკუეებია აქ რომ ცხოვრობთ ჭამ,თ სვამთ გულაობთ და მაინც ყელში გებჯინებათ ქართველების წარმატება და წინსვლა ..

• სოხუმელი ვეტერანი

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!

• imereli

გილოცავთ ყველას განსაკუთრებული მადლობა ჩვენი რაგბის ყველა მომავალს და იმედს. P.S. პატივცემულო საიტის ადმინისტრაციავ, ხომ შეიხლება აქ ყველამ გამოთქვას თავისი აზრი ყოველგვარი ლაიქების და დისლაიქების გარეშე? რა ადამიანი უნდა იყო რომ ჩვენი დღევანდელი გამარჯვება არ გაგიხარდეს და აქ დისლაიქებს აძლევდე?

• ნათია

ასე ოპერატიულად რომ დებთ სტატიებს კარგები ხართ, მაგრამ ჩემს ზოგიერთ კომენტარს რომ არ აქვეყნებთ, მაშინ ცუდები ხართ :)

• ALONZO

დისლაიქებს ვინ ამებები სვამენ ?!

• ლევანი

რა გჭირთ, რა არ მოგეწონათ, რატომ ამდენი დიზლაიკი!!!???

• ლევანი

ეს ის თაობაა, რომლებიც შეძლებენ ევროპის ბობოლა გუნდების დამარცხებას. ველოდებით ამას სულმოუთქმელად!!!

• საქართველოს რიგითი მოქალაქე

ვიღაც არარაობების სასტავი ზის, ან ერთი არარაობა და ყველა კომენტარზე დისლაიკს სვამს. ყოველთვის დაექციე შე არაკაცო ქართველების გამარჯვებებს და ბედნიერებას!!!

• ლევანი

ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდა რაგბისტებს ამ დიდ გამარჯვებას. ძალიან მიყვარს რაგბი, ჩვენმა ბიჭებმა შემაყვარეს ეს სპორტი. რაგბი ჩვენი თამაშია!

• გიორგი

კიდევ არის კითხვები თუ რა უნდა ვქნათ? მარარიჩი! აბა სხვა რა ვიფიქროთ> სხვა რაღა დარჩა? - მარარიჩი და მხოლოდ მარარიჩი!

• ზიზუ

მეტი რა უნდა ვქნათ ექვს ერში რომ მიგვიღონ, მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის

• რაგბი ჩვენი თამაშია

ესეც შოტლანდია და ირლანდიის მომავალი ბიჭები ხო დავდეთ ბეჭებზე და დროა 6 ერიც გაიღოს ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს და ამას ვეღარ გაუძლებს ექვსი ერის კარები... ბიჭებს მადლობა დღევანდელი მატჩისთვის და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ

• irakli81

მაგარი თაობა გვეზრდება. ამათ, რომ ოცწლამდელთა 6 ერზე თამაშის გამოცდილება ჰქონოდათ მერე ენახათ ჩვენი თამაში. საოცარი სამი გამარჯვება იყო, ყველას გილოცავთ და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები კიდევ არა ერთხელ გაგვახარებენ.

• euhh

უღრმესი მადლობა პატარა ლომებო ამ ყველაფრისთვის.უამრავჯერ გაგეხარებინოთ საკუთარი და ჩვენი გულები.მადლობა დიდი...

• tngh

გილოცავთ!!! მადლობა ბიჭებს და ყველას იმას, ვინც ამ სიხარულს ჭედავს!!!

• ნათია

38 კიარა 39 იყო. ნუ, ჩემს ტელევიზორში ასე ეწერა. :)

• daviti

გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას.

• beeq.777

არვიცი რა ვთქვა ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ ! ეს ბიჭები იტყვიან თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებში, დაწერენ ისტორიას და დაამწუხრებენ ბევრ გრანდს. დიდი მადლობა თვითოეულ მათთაგანს, მთელ სამწვრთნელო შტაბს და გილოცავთ ყველას ამ დიდი წარმატებას.

მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ

ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს

7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

U20. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში შოტლანდიასთან 0:7 დამარცხდა

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა