შოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით
შოტლანდიის რაგბის კავშირმა მიმოხილვა მიუძღვნა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მათი და საქართველოს ნაკრებების მატჩს.

"მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი შოტლანდიის ახალგაზრდულმა გუნდმა 19:12 მოიგო, საქართველომ მეორე ტაიმში 24 ქულა აიღო და გაიმარჯვა. სასიკვდილო დარტყმა აბჟანდაძემ რეალიზებული საჯარიმოთი მიაყენა. დავმარცხდით და ტურნირზე მე-10 ადგილი დავიკავეთ. გუნდის კაპიტანი მაკდოუელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ თვლის, რომ ამ ასაკობრივ ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს:

"ბევრი ფიქრობდა, რომ მე-20 წუთის შემდეგ საერთოდ დავიკარგეთ მოედანზე, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და თამაშში დავბრუნდით. თუმცა, მაინც წავაგეთ. ჩემის აზრით, ტურნირზე მდიდარი გამოცდილება მივიღეთ და ეჭვიც არ მეპარება, ამას მომავალ ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. ბიჭები მოუმატებენ და მათთან ერთად თამაში ჭეშმარიტი სიამოვნება იყო".

საქართველო მე-4 წუთზე დაეუფლა ინიციატივას, როდესაც ჯაფარიძემ კორიდორი გაჭრა. ქართველების მოლი შთამბეჭდავი იყო. შოტლანდიამ მალევე უპასუხა. შემდეგ მსაჯმა ჩხუბისათვის აფრასიძე და გრეჰემი გააძევა. მარჯანიშვილმა მერე ლელო დაგვიდო. ტაიმის ბოლოს ჩემპენმა ბურთი ჩაჭრა, იფრინა და შოტლანდია დააწინაურა.

მეორე ტაიმი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და ისინი წინ გაიჭრნენ, თითქოს შოტლანდიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ მერე იძალა და ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. 79-ე წუთზე კი აბჟანდაძემ აუღელვებლად შეასრულა საჯარიმო და შოტლანდიის გამარჯვების იმედი დაასამარა".

zviads
მადლობა ბიჭებს, ძალიან კარგი გუნდია! შემდეგ მსოფლიოზე ესენი იქნებიან წამყვანები ნაკრებში...
irakli81
კი გეთანხმები ეგ თაღლითობას ნამდვილად გავდა თან ჩვენგან მწარედ ახსოვთ ერთსაც და მეორესაც
სოსო
ირაკლი,მანდ გამართლება არაფერ შუაშია,არგენტინა და იტალია,მოძმე ქვეყნებია.არგენტინაში ხომ ძალან ბევრი იტალიელი ცხოვრობს.ჰოდა ჯერ ნაღდი თამაში ითამაშეს,რომ უძლიერესი გამოევლინათ,შემდეგ კი ორივე გუნდისათვის სასურველ ანგარიშზე მიიყვანეს თამაში,ლელოებითაც და სხვაობითაც.მანდ გასაკვირი არაფერია,მაგრამ მაინც თაღლითობაა ჩვენს მიმართ. ისე საფრანგეთმა ყველაზე ცოტა ქულა ამ ჩემპიონატზე ჩვენთან გააკეთა და სხვაობაც შეიძლება ასე ყოფილიყო,მაგრამ ინგლისელებმა ფინალში,სულ ბოლოსკენ შეუმცირეს ჩვენზე მეტად სხვაობა.თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს,მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
ლექსო
ყოჩაღ ბიჭებო! რაგბი ჩვენი თამაშია!
irakli81
ჩემი აზრით საქართველო ამ ჩეპიონატზე მეექვსე გუნდი იყო. ჩვენები უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე უელსი, იტალია და არგენტინა. ცოტა გამართლება და 5-8 ადგილებისთვის ვიბრძილებდით. როგორც ტვ რაგბის კომენტატორებმა იხუმრეს ჩვენ და ზელანდიამ ერთნაირი შედეგი ვანახეთ. ზელანდიამაც ორი თამაში წააგო საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან და სამი მოიგო ჩვენსავით :)
ნათია
აი, ეს მომწონს! აღიარება კარგია!
რაგბი პირველია
უფალი ფარავდეს ჩვენ ლომებს კიდევ ბევვრი გაემწარებიით მოედანზე
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა