ნეიმარით თუ მის გარეშე...

ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე 41 გოლი გაიტანა და ტიტეს ნაკრებისგან რუსეთშიც ყველა ფეერიულ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ დაიწყო მუნდიალი და ბრაზილიამ ვერ შეძლო შვეიცარიის დამარცხება, ფილიპე კოუტინიოს სუპერგოლის მიუხედავად.

ახლა ბრაზილია ბრაზილიაში გამართული მუნდიალის მთავარ აღმოჩენას, კოსტა-რიკას ხვდება, რომელმაც პირველი მატჩი სერბეთის ნაკრებთან 0:1 დათმო. კონკაკაფის ზონაში მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის კიდევ ერთი წაგება მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება. ოსკარ რამირესის გუნდისთვის კი "სელესაოსთან" დადებითი შედეგის მოპოვება ძალიან რთული იქნება.

ახლა მთავარზეც: ორიოდე დღის წინათ ნეიმარმა 15 წუთის დაწყებული ვარჯიში მიატოვა ტრავმის გამო. მისი თამაში კოსტა-რიკასთან საეჭვოა. ტიტე, თუ ოდნავ მაინც შეეჭვდება მის მზადყოფნაში, ნეიმარს მოედანზე არ გაიყვანს, რადგან ბრაზილიას მის გარეშეც შეუძლია კოსტა-რიკასთან წარმატებაზე ფიქრი. ასევე საეჭვოა ფრედის თამაშიც "სელესაოს" რიგებში.

კოსტარიკელთა შემადგენლობაში კრისტიან ბოლანიოსს სასტარტოში უნდა ველოდოთ, რადგან ის კარგად შემოვიდა პირველ ტურში.

ფაქტები

ბრაზილია აქამდე 10-ჯერ შეხვდა კოსტა-რიკას, 9-ჯერ მოუგო და ერთხელ დამარცხდა (გოლები 32:9).

როგორც წესი, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ბევრი გოლი გადის - 10-დან 7 შემთხვევაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

აქედან ორი მატჩი მუნდიალებზე გაიმართა და ორივე ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა.

ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (17 მოგება, 5 ფრე) და 15-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

კოსტა-რიკამ ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2-ში მოახერხა გამარჯვება.

E ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. კრესტოვსკი

ბრაზილია-კოსტა რიკა 16:00

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, გაბრიელ ჟეზუში, ნეიმარი

კოსტა-რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ბოლანიოსი - ურენია

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

მორიგი ისლანდიური სასწაული?

პირველ ტურში დებიუტანტმა ისლანდიამ გმირულ ფრეს მიაღწია არგენტინის ნაკრებთან მატჩში, ხოლო კუნძულელთა გოლკიპერმა ლეო მესის პენალტი აუღო. დღეს ისლანდია პირველ ტურში დამარცხებულ ნიგერიას ხვდება. გაგრძელდება ისლანდიური ზღაპარი?

ამ გუნდმა უკვე გვაჩუქა საოცარი ტურნირი - ევრო 2016, სადაც მართლაც სასწაულებრივად ითამაშა, თუმცა ისლანდია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მუნდიალზეც პირველივე თამაშში გამოაცხო სენსაცია.

თუკი ისლანდიელებს ჯგუფიდან გასვლა სურთ, ამ მატჩის მოგებაზე უნდა იფიქრონ. როგორია შემტევი ისლანდია ამ მუნდიალზე, ჯერ არ ვიცით.

ნიგერიელი "სუპერარწივებისთვის" ამ თამაშში მხოლოდ 3 ქულაა მისაღები. მით უფრო, რომ ბოლო ტურში მათ არგენტინის ნაკრები ელით.

ნიგერიელთა ლიდერ აჰმედ მუსას კარგად იცნობენ რუსეთში, ის ხომ ცსკა-ში თამაშობს. ისლანდიას დააკლდება ტრავმირებული იოჰან გუდმუნდსონი.

ფაქტები

ნიგერია და ისლანდია პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

ნიგერიელები ევროპულ გუნდებთან ცუდად თამაშობენ, ბოლო ხუთი ასეთი დაპირისპირებიდან ნიგერიამ 4 წააგო.

ისლანდიის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. მეტიც, 5 მათგანში 3.5 გოლზე მეტი გავიდა.

უკვე ექვსი თამაშია, რაც ნიგერიას კარი მშრალად ვერ შეუნახავს.

ისლანდიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დაცვაში კარგად თამაშობდა - 10 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვია.

ნიგერიამ ბოლო სამ მუნდიალზე ჯამში მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო (4 ფრე, 6 წაგება).

D ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. ვოლგოგრადი. ვოლგოგრად არენა

ნიგერია-ისლანდია 19:00

სავარაუდო შემადგენლობები

ნიგერია (4-2-3-1): უზოჰო - შეჰუ, ბალოგუნი, ტრუსტ-ეკონგი, იდოვუ - ნდიდი, ეტებო - ივობი, მიკელი, მოზესი - იგჰალე

ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი

არბიტრი: მეთიუ კონგერი (ახ. ზელანდია)

მოიგე და გადი!

კალინინგრადი სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებების თამაშს მასპინძლობს. თუ სერბებმა მძიმე გამარჯვება იზეიმეს კოსტარიკელებზე, შვეიცარიელებმა ბრაზილიასთან თავი არ შეირცხვინეს და "სელესაოს" არ მოაგებინეს...

ახლა ეს ორი გუნდი ერთმანეთში არკვევს ურთიერთობას. მოგების შემთხვევაში, სერბები მუნდიალის პლეი-ოფს გაინაღდებენ. სერბების მოგება მუნდიალზე პირველი იყო 1998 წლის შემდეგ. ასევე, 1990 წლის მუნდიალის შემდეგ სერბებს (მანამდე იუგოსლავიელებს) არასოდეს მოუგიათ ზედიზედ ორი მატჩი მუნდიალებზე.

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მოგების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი - "ჩვენ მოვძებნით სისუსტეებს სერბების სათამაშო სქემებში", - აცხადებს შვეიცარიელთა მცველი შტეფან ცუბერი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გოლი გაუტანა.

სერბეთის ნაკრებში საუკეთესოდ ითამაშა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა. 23 წლის ფეხბურთელისგან ამ მუნდიალზე გაბრწყინებას ელიან. შვეიცარიელთა რიგებში საეჭვოა ვალონ ბეჰრამის თამაში.

ფაქტები

რაც სერბეთი დამოუკიდებლად ასპარეზობს, ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა.

შვეიცარიას 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 3 ფრე.

მუნდიალზე შვეიცარიის ბოლო 4 თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

შვეიცარიის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში ასევე 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

მუნდიალის მომგები სერბეთის 20-წლამდელთა შემადგენლობიდან დღევანდელ გუნდში 5 ფეხბურთელია.

E ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. კალინინგრადი. კალინინგრად არენა

სერბეთი-შვეიცარია 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილივოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაჩირი, ჯემაილი, ცუბერი - სეფეროვიჩი

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მენტორი
"ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მოგების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი" არ მოუგიათ, ფრე ითამაშეს. კიდევ, დანილო არ დგას მარჯვნივ, ფაგნერია.
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა
სკანდალი ისლანდიაში - ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა გადადგა
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
ერთა ლიგა. VI ტური: იტალიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ინგლისმა იმარჯვეს, რუსეთი ბელგრადში განადგურდა [VIDEO]
სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
ოსიმენის ჯანმრთელობის გამო ნიგერიელები ძალიან შეშინდნენ
სერიოზული პრობლემა - ტრავმირებულ და დაავადებულ ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
ოსიმენს ნეაპოლში სასწრაფოდ აბრუნებენ - "ნაპოლი" შეცვლილი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს
წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
ერთა ლიგა. V ტური: იტალიამ - პოლონეთს, ბელგიამ - ინგლისს, თურქეთმა კი რუსეთს მოუგო [VIDEO]
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
მუნდიალი 2018: ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა-რიკა ბოლოსკენ გატეხა [VIDEO]
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
ოსიმენი საკაცით გაიყვანეს - ცნობილია როდის დაუბრუნდება "ნაპოლის"