მუნდიალი 2018: საფრანგეთი - არგენტინა 4:3 ობიექტურად უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა 4:3 დაამარცხა არგენტინა და დამსახურებულად გავიდა 1/4 ფინალში.

საფრანგეთის ნაკრები ამ შეხვედრაში ფავორიტი იყო, თავიდანვე შეუტია და გრიზმანმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, მე-13 წუთზე კი გალები დაწინაურდნენ: მბაპემ 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა, როხო იძულებული იყო საჯარიმოში წაექცია და თერტმეტმეტრიანით გრიზმანმა გახსნა ანგარიში. შემდეგ მბაპე ისევ გაექცა მეურვეებს და საჯარიმოს ხაზთან მოცელეს. ტალიაფიკომ ყვითელი ბარათი მიიღო, პოგბამ კი საჯარიმო დარტყმა უხეიროდ შეასრულა. არგენტინის ნაკრებმა შეტევების ორგანიზება ვერ მოახერხა, მომენტის მსგავსიც კი ვერ შექმნა და 41-ე წუთზე დი მარიას შორიდან გატანილი გოლი ლოგიკიდან სრულად ამოვარდნილი იყო. პსჟ-ს ნახევარმცველს ჯგუფურ ეტაპზე არაფერი სახეირო არ გაუკეთებია და მოულოდნელად ახეირა თავისი გუნდი. მან გოლი 27.6 მეტრიდან გაიტანა, რაც მიმდინარე ტურნირის რეკორდია.

შესვენების შემდეგ დი მარია საჯარიმოსთან წააქციეს, ჩაწოდებული ბურთი საბოლოოდ მერკადოს მიუვიდა და ვერცხლისქვეყნელები დაწინაურდნენ. თუმცა, ალბისელესტეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მალე პავარმა ანარიში გაათანაბრა. მერე მბაპემ ორი გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში აგუერომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და სამხრეთამერიკელები დამარცხდნენ.

მოკლედ, ამ შეხვედრაში ალბისელესტეს ლიდერმა ლეო მესიმ თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა და უფრო უკეთესმა, უფრო ბალანსირებულმა გუნდმა გაიმარჯვა.

Video

30.06.18 საფრანგეთი - არგენტინა 4:3

შაბათი. 30 ივნისი. კაზანი. 42 873 მაყურებელი

საფრანგეთი - არგენტინა 4:3

გოლები: 1:0 გრიზმანი (13, პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 3:4 აგუერო (90+2)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 76), გრიზმანი (ფეკირი 83), ჟირუ, მბაპე (ტოვენი 88)

არგენტინა: არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო (ფასიო 46), ტალიაფიკო, პერესი (აგუერო 65), მასკერანო, ბანეგა, პავონი (მესა 76), მესი, დი მარია

ზიზუ-ს. ფერადკანიანები რატომ ყავთ,ვიცი. მაგრამ იმას როგორ ახსნით,რომ მთელი სტადიონი არგენტინის ფანებით იყო გადაჭედილი, საფრანგეთს კი 1 სექტორი გულშემატკივარიც კი არ ყავდა. იქნებ რუსეთი არგენტინასთან უფრო ახლოა, ან საფრანგეთია არგენტინაზე ღატაკი და ბილეთის ფული არ აქვთ.
ნიკა
1. გაფუჭებული დარტყმა საგოლე პასი არ არის: 2. ყველა მაგარ ფეხბურთელს ბურთის მიღების მომენტიდან ესევა 3 მცველი. რონალდინიოს ესეოდა ხოლმე 4-5; 3. არც მესის და არც არგენტინის გულშემატკივარი არ ხართ?!!! 4. 30 წელია ფეხბურთს უყურებთ?!!! 5. რა უნდა გვიხაროდეს, რას მოვესწარით? 6. ვუყურეთ ხალხმა და ვერ ვისიამოვნეთ. თქვენ ისიამოვნეთ? ეჭვი მეპარება
kote
მესიმ მეოთხე მუნდიალი ჩაატარა უღიმღამოდ, როდის უნდა მიმეღო მისი თამაშისგან სიამოვნება ? ან რა ორი საგოლე პასი, მერკადოს რომ მოხვდა მანდ კარში ურტყამდა და დიდი ალბათობით ვერც გაჰქონდა გოლი.
ავტორს
არც მესის და არგენტინის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ რომ წერთ მესიმ ვერაფერი გააკეთაო როდის აქეთაა რაც 2 საგოლე პასი არაფერია?! 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მესისნაირად 1 კაცს 3 კაცი დასდევდეს არ მინახავს, უნდა გიხაროდეთ რო მის თამაშს მოესწარით. საჭირო არ არის მარადონასთან, პელესთან, რონალდოსთან შედარებები და ამ დიდი ფეხბურთელებიდან რომელიმეს დაკნინება სუბიექტური მიზეზებით. უბრალოდ უყურეთ ხალხო და ისიამოვნეთ
dato
მართალია, საქართველოსაც რომ ჰყოლოდა კოლონიები აფრიკაში ჩვენს ნაკრებშიც იქნებოდნენ შავკანიანები და არავის გაუკვირდებოდა :)
Givi
ბიჯო, საფრანგეთმა კარგად ითამაშა მარა არგენტინამაც იბრძოლა მესიმ იბრძოლა ძმაო 3 ბურთი გაიტანეს, უმწვრთნელო გუნდმა ვერ გაქაჩა მეტი.
Musenbezi
კლავიატურჩიკებს მიეცათ სამუშაო... არ დაბლოკოთ... ვირთხების ადგილი სოროშია
ზიზუ
გიგას მინდა უთხრა საფრანგეთის ნაკრებს აფრიკას რომ ეძახი ისტორია თუ იცი ცოტა მაინც რატომ თამაშონენ შავკანიანები საფრანგეთის ნაკრებში, როგორც ვხვდები არ იცი და ჯობია წიგნი წაიკითხო თვეში ერთხელ მაინც.პარიზში ელოდებიან თასს
aglagla
Me argentinis fani var, gilocavt safrangetis gulshematkivrebo gamarjvebas, damsaxurebulad moiget, da dzlieri gundi da erterti favoriti gundi nakrebi gyavt, vinc mesis akritikebs man fexburti ar icis an araa obieqturi, marto mesi , rodesac grizmanic ki mas dasdevs verafers izavs,tu suvrce da burti ar mieci...
შალვა 73
მე-10 მსოფლიოს ჩემპიონატს ვუყურებ მას შემდეგ, რაც ფეხბურთი შემიყვარდა და შესაბამისად მეათედ ვუყურებ არგენტინის ნაკრების თამაშს. ბოლო 4 (ოთხ) მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006-2018) არგენტინის 10 ნომერი რა გვარი იყო ხომ ვერ მეტყვით? როდესაც მსოფლის საუკეთესო ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია, მითუმეტეს იქ, სადაც მარადონა თამაშობდა, როგორც მინიმუმ მასზე ნაკლებად არ უნდა თამაშობდე ნაკრებში!!! არგენტინას კი ბოლო ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 ნომერი არ ჰყავდა!!!
შალვა 73
ბოლო 4 (ოთხ) მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006-2018) არგენტინის 10 ნომერი რა გვარი იყო ხომ ვერ მეტყვით?
ავტორის საყურადღებოდ
რა ვერაფერი გააკეთა მესიმ?. ორი საგოლე პასი გააკეთა და ეს არაფერია?? მესი, თუნდაც ერთი საუკეთესო მსოფლიოში 10 კარგ ფეხბურთელს ვერ აჯობებს, იმიტომ რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და არა ჩოგბურთი, ავტორის საყურადღებოდ...
ave
კარგად ლეო, საგამოს პენოც გავარდება გული არ დაგწყდეს
niko
კორეის გაბახებულ გერმანიას დაემატა რამსარეული არგენტინა და საფრანგეთი ჩემპიონია !!!! მამლები მამლობენ ტრაკზე მოსვეს არგენტინა და მბაპე სუპერვარსკვლავია!!!!
გიგა
საფრანგეთის ნაკრებად წოდებულმა აფრიკის ნაკრებმა გაიმარჯვა..... ისე თუ არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს ჩამოვიყვანოთ ჩვენც აფრიკელები, ბრაზილიელები დავარქვათ საქართველოს ნაკრები და წავიდაააა.....
liverpuli barselonas supermarketi.
ლივერპულის პანებო ნუ გგონიატ რო ასენსიოს იყიდიტ, არ უნდა მაგ კაცს ოტხეულისტვის ბრზოლა არა.დ.დ.
99%
მბაპემ პელეს პირველი მუნდიალი გამახსენა. ეს ბიჭი თასს საფრანგეთში წაიღებს.
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]