ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.

ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.

უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და მასპინძლებს მთელი თავიანთი გეგმა ჩაეშალათ. ამის შემდეგაც გააგრძელეს სტუმრებმა ბურთზე კონტროლი, ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა.

პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.

მოკლედ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა კი ჰქონდა ესპანეთს, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. პირველად ბურთი კარში 45-ე წუთზე დაარტყა, კუთხური კი 59-ე წუთზე ჩააწოდა.

დრო გადიოდა, ფურია როხა ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა, ჩერჩესოვმა კი ჯერ სამედოვი ჩერიშევით, ხოლო შემდეგ ძიუბა სმოლოვით შეცვალა. იერომ საპასუხოდ დავიდ სილვას ნაცვლად მოედანზე ინიესტა, ტრავმირებული ნაჩოს ნაცვლად კი კარვახალი შეუშვა.

სტუმართა იერიშებს სიმწვავე აკლდა, დიეგო კოშტა მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა და მე-80 წუთზე ასპასმა შეცვალა. 85-ე წუთზე ინიესტას დარტყმული ბურთი აკინფეევმა მოიგერია, დამატებაზე კი ასპასს გოლის გატანა ისევ მეკარემ არ დაანება, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში შეცვლაზე შესულმა როდრიგომ თამაში კი გაამწვავა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი რუსებმა იმარჯვეს და მეოთხედგინალში გავიდნენ.

Video

01.07.18. ესპანეთი - რუსეთი 1:1 (პ. 3:4)

კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი

რუსეთი - ესპანეთი 1:1 (პენ. 4:3)

გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი (გრანატი 46), სამედოვი(ჩერიშევი 61), ზობნინი, კუზიაევი (ერიოხინი 98), გოლოვინი, ძიუბა (სმოლოვი 65)

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო (როდრიგო 105), დავიდ სილვა (ინიესტა 67), ისკო, დიეგო კოშტა (ასპასი 80)

• Alex.F-ს

შენ ფეხბურთის ყურებას თავი უნდა დაანებო და სჯობს ღვიძლის ფუნქცია გაისინჯო სასწრაფოდ სანამ არ დაგვიანდა.

• შემთხვევით შემოსული

ვაი შენს პატრონს

• ღუტუნა

საქმეც მაგაშია, რომ მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი ზედმეტად გაბუქულია სწორედ ამერიკელი პროპაგანდისტების მიერ. ორმა დამპყრობელმა გაინაწილა ტერიტორიები და დადო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, რომელიც ერთ–ერთმა დაარღვია და დაესხა მეორეს. თვითონ წაიკითხე კარგად და თუ წაკითხული გაქვს, ალბათ ამერიკული და ინგლისურიდან ნათარგმნი. ეს ყველაფერი კი თომა ჩაგელიშვილის ფილმში მოტანილია ისე, თითქოს ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ა.შ. სწორედ ამერიკელების დაკვეთაა ასეთი ფილმები. მაგრამ, ეს საიტი სპორტულია და იმას შევეხები, თუ რაში იკვეთება კონკრეტულად ამერიკის პროპაგანდა მსოფლიო ჩემპიონატებზე: გუშინდელ თამაშს ვუყურე. დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და გაუმართლა, რადგან თავისზე ძლიერ ესპანეთთან სხვა შანსი არ ქონდა. ამერიკული პროპაგანდის გავლენა კი სწორედ იმაშია, რომ ასეთ თამაშებზე ყველაფერს შეთხზავენ, გაყიდული იყო, დოპინგი ქონდათ მიღებული და ა.შ. 2002 წლის მუნდიალზე, რომელიც იაპონია–კორეაში ჩატარდა, სამხრეთ კორეის ნაკრებმა მეოთხედფინალში სწორედ ესპანეთი გამოაგდო ასეთი პენლებით, თან + ესპანელებს 2 ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა მსაჯმა, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. რატომ მაშინ არავინ ატეხა ხმაური? იმიტომ რომ სამხრეთ კორეა ამერიკის დაქვემდებარებული ქვეყანაა და მსოფლიო ბატონის წინააღმდეგ ვინ რას გაბედავდა. რუსეთი კი ამერიკის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა და ყველანაირი დეზინფორმაციით ცდილობენ მის დამცირებას. აი ამ შუაშია ამერიკული პროპაგანდა! ეს მათთვის ვინც დღემდე ვერ გაიგო ამერიკული პროპაგანდის შედეგები. რუსული ფეხბურთი თავისი ტრადიციებით გაცილებით ძლიერია სამხრეთ კორეულზე. გვინდა თუ არ გვინდა ეს ასეა. რუსეთზე ნათქვამი ძალიანა ხვდება ყურსა და გულს, იმიტომ რომ ის ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ოკუპანტია.

• komble

ალბერტჯან, ცავატანემ. გოიმობა იცი რა არის? შენმა თანამემამულეებმა სომხეთში (რომელიც ჩვენი მეზობელია და ნამდვილად არ მეზიზღება) ყველა მეზობელი რომ გადაიმტერეს რუსების "დახმარებით", რუსეთმა რომ მთელი მათი ქვეყანა დაითრია და მათმა მთვრალმა სალდათმა მთელი სომხური ოჯახი, თვეების ბავშვის ჩათვლით რომ ხიშტძე წამოიაგო და ის არაკაციც არ გაგასამართლებინეს. მოკლედ ამდენი წელია,თავზე გაფურთხებენ, "ხაჩიკებს" გეძახიან, ადამიანებად არ გთვლიან და გძარცვავენ და მაინც რომ მაგათ მზეს ფიცულობთ აი ეგ არის გოიმობა. და მოდი რა, სანამ სხვის ჭკუის დარიგებას დაიწყებ, საკუთარ თავს მიხედე. ასკარუნეს?

• goga

ერთგვარი ტერმინი - ანტიფეხბურთი - ბრიყვი მწვრთნელების და მსგავსი მიმომხილველების მოგონილია. მარტივად რომ ვთქვა, ფეხბურთში ზოგადად ორი სტილია შემტევი და დაცვითი, ცოტა ისე ცოტა ასე ვითარებას არ ცვლის. ცნობილია, რომ ანტიფეხბურთში დაცვითი სქემას გულისხმობენ, ანუ, როცა მწვრთნელი გოლის არ გაშვებას ანიჭებს უპირატესობას და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი საშუალებით შეუზღუდოს მოწინააღმდეგეს ე.წ. "ნაღდი" ფეხბურთის თამაშის საშუალება. ამ ლოგიკით რა გამოდის? კანტე, მატიჩი, კაზემირო, მასკერანო, დაიერი და სხვა მათი ამპლუის მოთამაშე ანტიფეხბურთელია, ხოლო კონტე, მაურინიო და ალეგრი ფეხბურთის მტრები? რუსებმა რაც დაგეგმეს შეასრულეს, გადაკეტეს ზონები და ფეხი არ გაანძრევინეს ესპანელებს. თავად ესპანელებმა რა დაგეგმეს, გაუთავებელი ბურთის გორაობა მოედნის ცენტრში? უკან პაესბი? დააკვირდით, ბუსკეტსი და კოკე 120 წუთი შეუცვლელად, ე.ი. იეროსაც ეშინოდა და ვერ გაბედა სილვა და ინიესტა ერთად? ანუ ორი ჩამშლელი შემოქმედებითი ფეხბურთის ზეიმია, ხოლო ძიუბას მიერ რამოსთან და პიკესთან მოგებული თითქმის ყველა მაღალი ბურთი ანტიფეხბურთი? მტერი მტერია, მაგრამ წმინდა საფეხბურთო საკითხების მსგავს კონტექსტში განხილვა სიბეცეა და მეტი არაფერი.

• რამ გაგაგიჟათ

აი მაგრად მაინტერესებს ამ რუსეთუმე კომენტარებს რო წერს ხალხი ამაში ფულს გიხდიან თუ რა პონტში წერთ?არც საფეხბურთო ლოგიკით და არც მორალური თვალსაზრისით რუსეთის გასვლა არ უნდა გიხაროდეთ მაგრამ რამ გაგაგიჟათ ვერ ვხვდები.ფაქტები ძალიან თვალშისაცემია დაწყებული იქედან ფიფამ რომ რუსეთს და მერე ყატარს მასპინძლობის უფლება მისცა ის ხალხი ყველა ამხილეს და ციხეებში არიან.ესეც გამოაშკარავდება ყველაფერი.აქ ერთერთმა თქვა ამერიკული პროპაგანდააო რო რუსეთი სუსტიაო არადა მთელი რუსეთის საფეხბურთო ელიტა და ჟურნალისტები ლანძღავდნენ ამ გუნდს.და კიდევ იმავე ადამიანმა დაწერა რო ამერიკელები ამბობენ ჰიტლერი და სტალინი მეგობრები იყვნენო.არადა მეგობარო მოლოტოვ რიბენტროპის პაქტი რო განახა უკეთესი იქნებოდა და დაინახავდი არა მათ შორის მეგობრობას არამედ მოკავშირეობას ღიას ყველა ასპექტში და მეგობარ ძმაკაცები იყვნენო არავინ ამბობს დედამოწაზე ეს უკვე სპეკულაციაა

• ღუტუნა

:)არ ვიცი რუსეთი ხორვატია როგორ დამთავრდება, მაგრამ რუსეთის ნაკრების სიძლიერეზე თუ გინდა საუბარი, გადი ამ ლინკებზე https://www.youtube.com/watch?v=O9whHlSMolU https://www.youtube.com/watch?v=I1j8RL1KxQI https://www.youtube.com/watch?v=Eq1hgw3tjQc და თვითონ დარწმუნდები. საკუთარ თავზე სიცილით შეიძლება ქვეშ ჩაიფსა. ოჰ რა მაგრა ულაყებენ თავს ამ ახალგაზრდობას ამერიკელები თავისი პროპაგანდით.

• მერაბი

რუსეთს არ მოუგია, ესპანეთმა წააგო. თავის თავს დააბრალოს!

• Alex.F.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ 32 გუნდი ნამეტანი ბევრია ისეთი დიდი ტურნირისთვის,როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია!იქ მოხვედრილი სუსტი გუნდების უმეტესობა იმის შიშით რომ არ გაფარჩაკდნენ,თამაშობენ ანტი ფეხბურთს!ახლა რა გამოდის გულშემატკივარი რომელიც 4 წელი ელოდა საფეხბურთო ზეიმს,"სვარკის" ყურება მოუწევს მაგალითად ღრუსეთის შესრულებით!

• Alex.F.

რა უცებ გაგიქრიათ საიტიდან გამოხმაურებები!რა იყო ასე უფრთხილდებით ოდალას,ალბერტას და სხვა სულგაყიდულ მონებს?

პოლიტიკაში თუ არ გადადი სტალინი და გიტლერი და ამერიკა რამ გაგახსენა?:))....თუ იქეთ მიდიხარ,რო რუსეთის ნაკრები ძლიერი გუნდია,უბრალოდ სასაცილოა,და თუ არ გეცინება,მაშინ აგერ მეოთხედფინალში ისე შეგიღუტუნებს ხორვატია ღუტუნა ჩემო,სულ სიცილ კისკისით მოკაკვავ თითს:)))

• ღუტუნა

ამერიკული გამიზნული პროპაგანდის შედეგია ის, რომ რუსეთის ფეხბურთი სუსტად მიიჩნევა, არადა ეს ასე არ არის: https://www.youtube.com/watch?v=O9whHlSMolU https://www.youtube.com/watch?v=I1j8RL1KxQI https://www.youtube.com/watch?v=Eq1hgw3tjQc ამ ცრუ პროპაგანდას თუ მივყვებით სტალინი და ჰიტლერი მეობრები ყოფილან, მეორე მსოფლიო ომი კი ამერიკას მოუგია და ბევრი სხვა სისულელე. მერწმუნეთ, ფეხბურთი და სპორტიც ამ დიდი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ ერთს ვიტყვი: ცუდია როცა მტერი გბომბავს და ხალხს გიწიოკებს, მაგრამ ისიც ცუდია, როდესაც მეგობარი ამ მტრის წინააღმდეგ გიყენებს და თავს ათასი სისულელით გილაყებს და სიცრუეში გამყოფებს...

• გვარდიოლა

დიეგო კოსტა-ესპანეთის ცენტრფორვარდი, დაიღალა კაცი, ხან აქეთ იხსნებოდა, ხან იქით, რომ ბურთი მიეღო! ესენი კიდევ ბურთს აკოტრიალებდნენ და გამჭოლ გადაცემებზე არც ფიქრობდნენ! ამდენი გადაცემიდან ნახევარი რომ წინ გაკეთებულიყო მემგონი 3-4 ბურთი მაინც გავიდოდა! ამ დროს კომენტატორი კუტეპოვს და იგნოშევიჩს-ცენტრალური მცველები ლამის ღმერთებად მოიხსენიებდა, რომ ბურთს აქეთ იქით უაზროდ იგერიებდნენ და ესპანეთი რა წუთშიც აჩქარდებოდა და რუსები უკვე ვერ ასწრებდნენ აქ უკვე აკინფეევი იყო მათთვის მხსნელი! რა სჭირდა ესპანელებს იმის რომ ცოტა მაღალი ტემპით ეთამაშათ!?

• irakli81

ზოგიერთებს მივმართავ, ხალხო პატრიოტიზმი გოიმობა არაა მტერი უნდა გძულდეს

• irakli81

რა ხართ ესეთი განვითარებულები პატრიოტიზმი, რომ გეგოიმებატთ. საფეხბურთო თვალსაზრისით შესაHური სხვა ქვეყნებს უFრო მეტი აქვთ ვიდრე როსეთს თუნდაც იგივე ხორვატია. რუსეთის მოგება კი იმიტომ გვეწყინა რომ საზიზღარი ოკუმპანტი და მტერია

• დავით

სხვაგან გააკეთე ესეთი კომენტარი!აქ ფეხბურთზეა საუბარი.

• megre

ჰაეს ალბერტჯან DDDDDDDDDDDDDDDD

• Alex.F

შე მართლა დეგრადიდებულო ვინ გაგზარდა ასეთი სულით მონა!!! მტრის წარმატება არავის ახარებს!!! ეს დაუწერელი კანონია!!! ვერ ნახავ სერბს ალბანეთის წარმატება გაუხარდეს და პირიქით!!! პოლონელს გერმანიის და ასეთი მრავალი მაგალითია!!! შენ ხარ მხდალი არსება ვინც მტერს ადიდებს და ელაქუცება!!!

• დავით 67

ისე ვიდეო "პროსმოტრის" შემოღებას პენალტების გაუქმება მატშის შემდეგ შემოეღოთ სჯობდა! უკვე ჰოკეიში ჩემპიონატებზე ზოგიერთ ქვეყანაში ბულიტების გარეშე თამაშობენ!სანამ გოლი არ გავა იქამდე ითამაშონ ფეხბურთშიც! აბა რას ჰგავდა დღევანდელი თამაში.რუსეთის ნაკრები პენალტებამდე მიღწევას ცდილობდა. ამაზე მიდიოდა ლაპარაკი ეს ორი დღე ექსპერტებიან ბალელშიკებიანად. თამაშს სტადიონზე ვუყურე და ესეთი არანორმალური ბალელშიკობა არსად არ მინახავს!ამას იმიტომ ვამბობ რომ ესპანეთის ნაკრებს ტყუილად აგინებთ.ძნელია ითამაშო იდეალურად როდესაც ამდენი ათასი ადამიანი გიღრიალებს 120 წუთის განმავლობაში! ჩემი აზრით რუსეთი 4 ადგილს დასჯერდება, როგორც 2002ში კორეამ დაიკავა საკუთარ კედლებში!

• Allbert

ტიპები ისეთი დაბოღმილები არიან საიტზე იმენა ოფიციალურად გასკდნენ მიზეზი მარტივია რასაც რუსეთის ნაკრებმა უკვე მიაღწია საქართველოს ნაკრები ამის მეათედსაც ვერ უწევს მეორედ მოსვლაც რომ მოხდეს ეს კომენტარები არის სინდრომი რაოდენ პატარა კაცუნები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ცხოვრობენ ამ მართლაც რომ ბედკრულ საქართველოში საცოდავები ხართ სარკეში რომ ჩაიხედებით ალბათ თქვენი სილუეტიც კი დაგცინით ბანძები ხართ უბრალოდ რა პრიმიტიული უხერხემლო კომენტარებია ცხოვრება არ აფასებს ესეთ დეგრადირებულ ურა პატრიოტული მოტივებით შეთღზულ ისტერიკებს მპოსტავ ადამიანებს

• Alex.F

ჰარამი იყოს თქვენზე ქართული მიწა თქვე სულგაყიდულო რუსეთუმეებო!მოვა თქვენი დ-ის დრო აუცილებლად!

• იერო

რუსებმა თავის კარშიც გაიტანეს ბურთი, ესპანელებსაც გაუტანეს ! "ძლივს გავიდნენ მოედნიდან ესპანელები ცოცხლები!"

• კალინიჩი

საქართველოს ნაკრებმა 2016 წლის ივნისში ამხანაგურში 1-0 მოუგო ესპანეთს ზუსტად ასეთი თამაშით როგორც რუსეთმა დღეს მოიგო! ვაისსაც მაშინ გაუმართლა და დღეს ჩერჩესოვსაც! მას მერე ესპანეთმა მხოლოდ იტალიასთან წააგო ევრო 2016-ში და დღეს რუსეთთან!

• ჩექმაზე მაკოცე

ბოღმიანებს მივმართავ! მეოთხედფინალში პუტინი ითამაშებს ცენტრფორვარდად უკვე ვარჯიში დაუწყია. აქ ყველა საუბრობს იმაზე რომ ესპანელთა ვერ ითამაშა,არავინ ამბობს იმას რუსეთმა ბრწყინვალედ ითამაშა. ტაქტიკურად აჯობა! ასე რომ თასი რუსეთში დარჩება! ამას არ უნდა ბევრი ფილოსოფია!თანაც სრულიად დამსახურებულად!

• დავით 67

ეს სად თქვეს წისქვილში?

• ნეტავ ვცდებოდე

რისეთმა ნახევარფინალი დაგეგმა და მივა კიდევაც, ამისათვის მორიგი ნაბიჯი დღეს ხორვატების გავარდნაა, რუსების დანიასთან გამარჯვება დიდ სენსაციად აღარ ჩაითვლება.

• hamurabi

არ მეგონა ურუგვაისთან 0-3 წაგების შემდეგ რუსეთი თუ ფინალში ითამაშებდა

• ქართველი

მე პირადად დღევანდელი თამაშის მერე ჰოლანდია-რუსეთის თამაში გამახსენდა . ჰოლანდია , რომელმაც წალეკა საფრანგეთი და იტალია , მასეთი სწრაფი თამაში , მგონი გვარდიოლას ბარსელონასაც არ უთამაშია , დამარცხდა რუსეთთან და იქაც თითქმის მსგავსი სცენარით დამატებით დროში . იმედია საქართველოშიც არ ზეიმობენ დღევანდელი შედეგით . იმედია ინლისი იძიებს შურს ჩემპიონატის მოპარვისთვის .

• vaxo

კომენტარებს გადავხედე და დავიშოკე. რომ გკითხოთ, ფეხბურთი გესმით და სენსაციის მიღება არ შეგიძლიათ, აუცილებლად რაღაც კუდებს აბამთ. არადა ეს დალოცვილი სპორტი ხომ ამითაც ლამაზია. გინდა თქვენთან მიკამათია ფეხბურთზე და გინდა სოსო ჯაჭვლიანთან სინკრეტიზმის თეორიაზე - ერთი და იგივეა ))))

• რამოსი

გამდიდრდნენ ამ თამაშით ტოტალიზატორები!

• zaza

პენალტის დროს უაზროდ აწეული ხელი კატალონიელი პიკესი იყო თუ რუსი პუტინის, თუ ორივესი ერთდ - საკითხავი აი ეს არის....

• გ

სად ნახე რომ კარში სამჯერ დაარტყეს? სტატისტიკა მაინც წაიკითხე

• გიორგი

და პიკე თავისი გაგებით - ესპანელია?

• პენალტი სწორად დაინიშნა?

ესპანეთმა მთელ თამაშში 4-ჯერ დააღვია წესი და აქედან ერთში პენალტი დაინიშნა და პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო! საკვირველი შედეგია! საოცარი სტატისტიკაა თუ ვინმე გადახედავს საერთოდ ესპანეთის შესრულებით!

• გიორგი

ამ ლოგიკით ფინალიც უყიდიათ და ეგ არის...

• გიორგი

და მარტო ეგ? ესპანეთის მთელი ნაკრები დასეირნობდა და იმიტომაც წააგეს

• ვინსენტე დელ ბოსკე

2 წელია ესპანეთს თამაში არ წაუგია! ბოლოს იტალიამ მოუგო 2-0 ევრო 2016 მერვედფინალში! ეხლაც 1200-ზე მეტი გადცემა გააკეთეს მთელ თამაშში (120 წუთი) და კარში 3-ჯერ დაარტყეს!? გასაკვირია!? ჯგუფში პორტუგალიასთან,ირანთან,მარაკოსთან გიჟებივით საიდან აღარ ურტყამდნენ და აქ კიდევ 120 წუთი კარში 3 ჯერ დაარტყეს!? ძალიან საინტერესო შემთხვევაა!

• Alex.F

ოდალა შენ სულგაყიდულო მონავ!!! რა გაგიხარდა შე მანქურთო!!!

• ვივა-ვოვა

ლოპოტეგიმ იცოდა ყველაფერი! მაგათ თამაშს არ გააყიდინებდა! მაგიტომ გაუბერა მადრიდის რეალში! ამ ლაჩრებმა კიდევ არ დააცადეს კაცს მწვრთნელობა და გააგდეს!

• ინგლ

ესპანეთმა ყველა თამაში უიმედოდ მოძველებული ტაქტიკით ითამაშა და ამიტომ ადრე თუ გვიან განწირული იყო. გასაკვირი კია რატომ. ის რაც ჯერ კიდევ წინა მმსოფლიოზე არ გამოადგათ, ახლა რაღატომ გაიმეორეს.

• გგგ

არაფერი გამეგება ფეხბურთის ბინძური საქმეების, მაგრამ იქნებ ჯგუფში ჩარჩენა ჯობდა ამ რუსეთის ნაკრებთან გამოვარდნას ? :( სად ინიესტა და სად გოლოვინი ? :( მაგრამ ჩემი აზრით, მოწინავე გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები აშკარად ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ეწირებიან და ფაქტია, რომ ამ გათამაშებამ მნიშვნელობით აშკარად მეორე პლანზე გადაიყვანა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები.სპორტული თვალსაზრისით სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ ფავორიტების გამოვარდნის, ჯგუფში ჩარჩენის და უფერული თამაშისა.

• ესპანეთი დაიღალა ფეხბურთით

სერხიო ბუსკეტსი კი არ დარბოდა აქეთ-იქით დადიოდა, ან იდგა ერთ ადგილზე(იმის მაგივრად, რომ შეტევის წინა ხაზზე მდგარიყო)! მის საქმეს კიდევ პიკე და რამოსი აკეთებდნენ! ასე ითქვა,რომ რუსებმა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებაში 10 მილიარდი დოლარი დახარჯეს და მაგდენივე კიდევ თამაშების ჩაწყობისთვის გამოყვესო! ვერ მოისყიდეს ურუგვაის ნაკრები და საერთოთ სამხრეთ ამერიკის გუნდები თამაშებს არ ყიდიან ბრაზილიის გარდაო!!

• შემთხვევით შემოსული

ვაი შენს პატრონს

• Chaachi

რუსების წარმატება როგორ უნდა გაგიხარდეს,მაგრამ ობიექტურად ესპანეთის თამაში იყო საზიზღრობა..არ მინდავდავიჯერო, რომ მსოგლიოზე ვინმეს გასვლა რაიმეს ხარჯზე ხდება,,მაშინ ფეხბურთს აღარ უნდა ვუყუროთ,,ბრაზილია ჩემპიონ !! დდ

• ჯანი რივერა

ვისაც ჰგონია, რომ თუ ფავორიტი ვერ იგებს თამაშს, მაშინ კორუპცია არისო, ნამდვილად არაფერი გაეგება ფეხბურთში.

• Odala

შედი ინტერნეტში და წაიკითხე. გაერკვიე შენით. გეტყვის ვიღაც, მარაგდებაო და მერე დააყენებ პატრიოტიზმის მტვერს ვიღაცის მონაყოლზე.

• Lasha

ამათაც გადაუხადეს, წინასწარ იცოდნენ... )))

• zaza

რა არათანაბარი ბადეა რუსეთის მხარე, ერთი ესპანეთი იყო ვითომ ამ ბადის მთავარი ფავორიტი მაგრამ რაც უქნეს რუსებმა გამოჩნდა! ეს უაზრო კატაობა ბურთის აქეთ და იქით არაფრისმომტანი გამოდგა!! ხორვატიას დიდებული შანსი აქვს რომ ფინალში გავიდეს ფაქტიურად ამ ბადიდან ფავორიტი არავინ არის!! რა მწვრთნელია იერო კარგად გამოჩნდა, დიდი ვერაფერი ბედენა, ეს დე ხეა კი სუფთა ხე არის რა!

• ესპანათი ბანძუკეთში აღმოჩნდა

ურუგვაი არ გაიყიდა! ესპანელებს კიდევ ფული სჭირდებათ და ასე და ამგვარად რუსეთი ნახევარფინალშია ( ხორვატიის ან დანიის "მოგება" ან მოყიდვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს).

• irakli81

ფუჰ, ესპანეთი შენ და ჯანდაბა :D რუსეთის ადგილას ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაკრები, რომ ყოფილიყო გამიხარდებოდა ესეთი უნიათო ესპანეთის მარცხი.

• ოდალა

ვოვამ დაურეკა და უთხრა, გაამზადეთ, თამაშის შედეგი უკვე შევუკვეთეო :))

• Odala

მარტო ჩვენი მკუანა პატრიოტების წკმუტუნად ღირდა ამათი მოგება :)))

• სტატუს ქუო

ალბათ ამღამით დამესიზმრება, თუ როგორ შევდივარ ესპანელთა გასახდელში თამაშის შემდეგ,როგორ დავამწკრივებ ფეხბურთელ-მსაჯიან-მწვრთნელიანად და როგორ ვაგინებ ესპანურ-ქართულ-მეგრულად ამ კორუმპირებულ მამაძაღლებს....

• ბარსელონა ერთი ფეხბურთელის კანტორა

ანტი ფეხბურთი ესპანელების შესრულებით. ბურთის "კატაობის" მოყვარულთა სრული კრახი ან ჩაწყობა. ვფიქრობ და მიზეზი ვერ ვიპოვე,თუ რატო ვერ უნდა მოუგოს ესპანეთმა ამ რუსეთის ნაკრებს და ვერაფერი ვიპოვე. სიმართლე ისაა,რომ ესპანელებს არ უნდოდათ გასვლა შემდეგ ეტაპზე,ყოველშემთხვევაში მე ეს ვერ დავინახე. უაზროთ გაკეთებული პასები,როცა მწვავე პასი იყო საჭირო კოკეს მხრიდან უკან გაკეტებული ძალიან ბევრი გადაცემა,ფაქტიურად ბოლო 5 წუთს თუ არ ჩავთვლით,კარში არ დაურტყამს ესპანეთს. ერთი კითხვა მაქვს და თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ: ესპანეთი რუსული გაზით მარაგდება?

• Tbilisi

ესპანეთოოოოო... გაბანძდიიიიიიი საცოდავოოოოო!!!!!!!!!!

• 912

ასეთ სამარცხვინო გავარდნას ჯობდა ჯგუფში ჩარჩენილიყავით

• maxo

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას მეოთხედფინალში არ გასვლის გამო,მე არ ვარ ბოროტი.

• status quo

წალეკა ფიფა კორუფციამ.აშკარად ჩანდა,რომ რუსებს თამაში ნაყიდი ჰქონდათ.ფუი თქვნი.

• ზიზუ

ქართველ კაცს რუსეთის მოგება როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ ამ ესპანელებმა რაც დაიმსახურეს ის მიიღეს, ამათმა ვერ გაიგეს ბურთის უაზრო წინ და უკან გორაობა თამაში რომ არ არის

• megre

მათხოვარო ესპანეთო გაზპრომის ფულს სუნი არ აქვს ხომ

• giorgi

როდის მოასწარით სტატიის დაწერა? :)

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება

U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა

20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა

კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო

გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ

საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია

აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება

[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით

გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს

"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა

მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა

უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა

რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]