
ხორვატიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: საფრანგეთს ვხვდებით თუ აფრიკის ნაკრებს?
საფრანგეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ ხორვატიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იგორ შტიმაცმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წარმომავლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ვინმე საქმის კურსში ხართ, ფინალში ვის ვეთამაშებით? კიპმპემბე კონგოელია, დემბელე მავრიტანელი, სიდიბე მალელი, უმტიტი კამერუნელი, პოგბა გვინეელი, კანტე მალელი, ტოლისო ტოგოელი, მატიუიდი ანგოლელი, ნზონზი კონგოელი, მბაპე კამერუნელი, მენდი სენეგალელი, მანდანდა კონგოელი, ფეკირი ალჟირელი - Respect!!!" - დაწერა შტიმაცმა ფეისბუქზე.
რაც შტიმაცს გამორჩა: ვარანი მარტინიკელია, ლემარი გვადელუპელი, გრიზმანი ბასკი, რამი მაროკოელი, ერნანდესი ბასკი, არეოლა ფილიპინელი და მხოლოდ ჟირუ, ტოვენი, ლორისი და პავარი არიან ეთნიკური ფრანგები.
თუმცა, ისინი ყველანი საფრანგეთში დაიბადნენ, ბენზემასგან განსხვავებით მარსელიეზას მღერიან და გალთა გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან.