ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

ფინალები უმეტესად ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი

საფრანგეთი - ხორვატია 4:2

გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

• 123

რომ წერთ გაუმართლაო, რატომ არ უმართლებს მასე საქართველოს ნაკრებს? იმიტომ რომ უმართლებთ ძლიერებს და არა სუსტებს. ხოლო ვისაც გონია თითქოს საფრანგეთს რამეში გაუმართლა, საერთოდ არ ესმის ფეხბურთი. ნახევარი ძალით დაარბიეს ყველა, ვისაც შეხვდნენ და მომავალშიც ასევე იქნება!!

• akaki

visac gonia rom gaumartlad an daumsaxureblad moigo safrangetma fexburtis araferi gaegeba da jobia aghar gaagrdzelos yureba, cali fexit moigo da bolomde arc utamashia 11wuti itamasha argentinastan da rac mouvida yvelam dainaxa shuris momentia es yvelaferi,sasaciloa satireli rom ar iyos...

• akaki

visac gonia rom safrangetma daumsaxureblad gaimarjva an susti chempionia damijeret fexburtis gartymashi ar xart da jobia aghar uyurod, sasaciloa r satireli rom ar iyos ak dawerili komentarebi...safrangetma cali fexit moigo chempionati

• გიორგი

"გაუმართლათ გალებს" - კარგი იყო. საფრანგეთის ნაკრებზე რომ კაცი მაგას იტყვი...

მაგ ფრაზის აზრი გააზრებული რომ გქონდეთ თვითონვე არ შეეწინააღმდეგებოდით შემდგომ რა აზრიც განავრცეთ

• zaz

საფრანგეთი სჯობდა ხორვატიას და ეს არ მოგეწონა, და ამის გამო ჩემპიონატი დაბალი დონის იყო? (ისე მართალია ხორვატები ძალიან გადიღალნენ სამი დამატებითი დრო ითამაშეს) უმაღლესი დონის თამაშები იყო, შემთხვევით სხვა თამაშებს ხომ არ უყურე მაგალითად ივერია-კოლხეთის თამაშს? საქართველოში რატომ არ დადიან სტადიონებზე ეს სხვა თემაა, ამას მრავალი მიზეზი აქვს , ყველამ კარგად იცის რატომაც არ დადიან

• Vasiko

საკმაოდ ბრძნულია ლათინური ანდაზა : "Fortuna non penis, in manus non recipa!" ("იღბალი ფალოსი არ არის, ხელში ვერ დაიკავებ!"). ისე, საკმარისია მოწინააღმდეგის გუნდში თუნდაც ერთი (ერთადერთი!) მოსყიდული "ტროას ცხენი"(ფლეი-მეიქერი, ერთი მცველი ან გოლ-ქიფერი) გყავდეს და ამ გუნდს, როგორც ჩვენი კლასიკოსი, ბ-ნი კ.გამსახურდია იტყოდა, "მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!". ან პასების მუდმივად უკან გადაცემას ექნება ადგილი, ან ავტოგოლი გავა, ან "ხელბურთი" ჩაერთვება, ან მეკარე მოქნევა-დარტყმის მომენტს ვერ დაინახავს ან არ დაანახვებენ. მსაჯი კიდევ, ცალკე თემაა და თუ ადრე არბიტრს კიდევ ჰქონდა შანსი, რომ შეცდომა მიეტევებინათ, მრავალხედიანმა ვიდეოკონტროლმა "შეცდომის" ცნება ამოშალა, გააქრო და მის ნაცვლად მხოლოდ მიკერძოვება დასტოვა. ამიტომ შედეგის მართვისთვის მსაჯი ნაკლებეფექტური იარაღი გახდა. მოედნებზე ახლა ტოტალიზატორისა და პოლიტიკურ კონიუნქტურის ევრო-დოლარ-ლაგამამოდებული ტროას ცხენების ჯირითია!

• Vasili

ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი იყო, მთელი ტურნირის განმავლობაში, არანაირი ხიბლი, არც მოტყუება , არც მაკრატელა, არც რამე დასამახსოვრებელი დრიბლინგი, არც რამე გააზრებული კომბინაციები, არც რამე ემოციები, არც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, არადა ყოველ ჩემპიონატზე ახალგაზრდა ტალანტები აღმოჩნდებოდნენ, მოკლედ ფეხბურთი რეგრეს განიცდის, იყო ნამდვილი დოღი!!!! ვინც ბევრი ირბინა იმან მოიგო !!! აფრიკის კონტინენტიდან აააგროვეს რამოდენიმე ბიჭი, შემდეგ დაუმატეს ორი სამი ევროპელი , ერთი ორი ფრანგი და ამღერეს საფრანგეთის ჰიმნი, და ამ გუნდმა მოიგო მსოფლიო ამ ბახა ბუხში, და ჩაეთვალა მოგება საფრანგეთს ... ესე თუ გაგრძელდა 10-15 წელიწადში ფეხბურთი ნამდვილად აღარ იქნება ნომერ პირველი სპორტი, უბრალოდ ხალხი აღარ ივლის სტადიონზე , დაახლოებით ისე , როგორც საქართველოში !!!

• დათი

1978 წლიდან ყველა მსოფლიო მახსოვს: - 1978-1982-1998 წწ-ბის საუკეთესოები იყო. 2018 წლის იყო ყველაზე სუსტი და დაბალი კლასის; ეხლანდელი ჩემპიონი - ყველაზე სუსტი ყველა მსოფლიო ჩემპიუონს შორის (თუნდაც საფრანგეთის 1998 წლის ნაკრებს ბევრად ჩამოუვარდება და 80-იანების საფრანგეთის ნაკრებს (რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არც გამხდარა) - ორი თავით ჩამოუვარდება); საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩი, რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე სუსტი და არაქარიზმატულია ყველა წინა ჩემპიონატის საუკეთესოებს შორის.

• miiau

მეგობარო, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისაგან დამიჯერე ;)

• დ.ვ

აგრეთვე ეპოქალური ჰქონდა გუშინ ატაცებული,

• იღბალს რაც შეეხება: "Fortuna non penis, in manus non recipa!"

ჩემპიონატში იმარჯვებს სპორტი, "ჩემპიონატში" - ტოტალიზატორი!

• krk

ერთი საინფორნმაციო დასკვნითი სტატია გააკეთეთ, ვინ გახდა საკეთესო ფეხბუთელი, მეკარე და ა. შ. შედარებითი სტატისტიკა სხვა მსოფლიოების... რომ ყველა მოკლე ინფოს ერდგან გაეცნოს ადამიანი... მადლობა

• zdf - s

კომენტატორების კრიტიკზე ცოტა ნელა, თორემ "მამიკოსთან" - პარლამენტარ და რესპუბლიკელ დავით ზურაბიშავილთან გექნებათ საქმე!!! :---))

• ტოტალიზატორმა სპორტი მოჰკლა (აბა, ეს რა ჩემპიონატი "დადგეს"???) ...

მანდ პენიცილინივით მილიონები ტრიალებს, რაკიტიჩი კი არა, ფოთის პოლიცმაისტერიც ჩაიხდიდა!

• ხორვატიამ 4 გოლი შეაგდო: 2- ფრანგების კარში და 2 - საკუთარში (აქედან 1 - თავით, ერთიც ხელით, რასაც პენალტიმოჰყვა).

. . . და ჩემპიონატიც დასრულდა, უფრო სწორად "ჩემპიონატი"! როგორც ყოველთვის, გაიმარჯვა ... ტოტალიზატორმა!!!

• დავით 67

მსაჯმა აშკარად გააფუჭა თამაში, არ მგონია რომ მისი ქვეყნის გუნდის გამომგდებ შესანიშნავ გუნდს სპეციალურად გაუჩალიჩა, მაგრამ პენალტი დასანიშნი არ იყო. მიუხედავად იმისა რომ მე ხორვატებს ვბალელშიკობდი, ვფიქრობ ფრანგები მაინც მოიგებდნენ. გული დამწყდა, რომ ახალი ჩემპიონი ვერ გამოვლინდა და ჩემპიონატიც რომ დამთავრდა.) ) ხორვატია ყველანაირად ქვების ღირსია, ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი!

• დავით 67

და შენა ხარ ობიექტური? თუ უფრო ლამაზი ფინალი გინდოდა გენახა, (თუმცა ესეც ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა ) საფრანგეთი ბრაზილია მაინც გეთქვა! ბელგია სჯობდა ბრაზილიას თამაშის ხარისხით?

• zdf

ყველაზე აუტანელი მაინც ჩვენი კომენტარორების უნიჭო რეპორტაჟების მოსმენა იყო, ბრწყინცალე, შეუდარებელი, შესანიშნავი, განუმეორებელი, მორიგი შედევრი... ეს არის მათი შეფასებები ნებისმიერ რამეზე, ან გრამატიკაში მოიკოჭლებენ და საერთოდ არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა, ან არადა ცხოვრებაში ფეხბურთი არა აქვთ ნათამაშები, თუ აქვთ, ჰა, ჰა კარებში აყენებდნენ ალბათ, როგორც უნიჭოებს.

• Cezari

Finali unda yogiliyo safrangeti - belgia, da nu wert . Igbliani xorvatiaze meti vin unda iyos da rusetic, frangebma tavaweulebma moiges es chempionati, ufro uketesad, vidre 1998, nu xart subieqturebi, batonebo...,

ობიექტური ფაქტია და ვერსად წაუხვალ! საფრენგეთად წოდებულმა აფრიკის ნაკრებმა გაიმარჯვა და დეტალებს ალბათ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც: ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კარგი ჩემპიონატი იყო, პირიქით ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი უსუსტესი ჩემპიონატი იყო თუნდაც შემადგენლობით და ფავორიტებად წოდებული გუნდების თამაშის ხარისხით. არ იყო იტალია რომელმაც შვედეთის ე.წ. ავტობუსს ვერაფერი მოუხერხა, არ იყო ჰოლანდია რომელსაც გარკვეული თაობათა ცვლა აქვს, არგენტინამ და გერმანიამ რა ითამაშეს კიდევ ვერ გაურკვევიათ ბოლომდე, ინგლისი ადრეულთან შედარებით ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ მაინც?! კი, ვერავინ იტყვის ბელგია ცუდი გუნდიაო მაგრამ ობიექტურად ალბათ მაინ ბრაზილიას უნდა მოეგო ისევე როგორც ბელგიამ საფრანგეთს აჯობა პირისპირ მაგრამ?!!!!! ესპანეთი რეებს თამაშობს მემგონო თვითონაც ვერ გაუგიათ, დარჩა ხორვატია რომელსაც ყველა დამატებითი დრო ჰქონდა ნათამაშები და აფრიკელმა ფრანგებმაც კარგად ისარგებლეს ცოტას ალბათ ხორვატებზე განაწყენებული არგენტინელი მსაჯიც წაეხმარა და(გრიზმანს ალბათ თასთან ერთად ოსკარიც ეკუთვნის ნიჭიერად წაიქცა პირველი ჯარიმის ეპიზოდში) გარდა ამისა დარჩნენ ე.წ შედეგზე ორიენტირებული გუნდები რომლებსაც მაყურებელი მიიღებს თუ არა ფეხბურთის ყურებით სიამოვნებას საერთოდ არ აინტერესებთ.... ზოგადად ეგ არის... პ.ს. თუ არ შეწუხდებით იქნებ დადოთ კომენტარებში.....

• სოსო

საფრანგეთი უძლიერესი იყო და ვულოცავ ჩემპიონობას,მაგრამ ქედს ვიხრი ხორვატების მებრძოლი სულის წინაშე,მსაჯმა და იღბალმა ზურგი აქციათ, აღარც ძალები შერჩათ,მაგრამ ვაჟკაცურად იომეს და ფინალს ხიბლი შეარჩინეს.რაკიტიჩს ნახევარ ფინალის წინა დღეს 39 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა და ალბათ ვერც ფინალის დროს იქნებოდა მთლად ჯანზე,მაგრამ ფრანგების ნახევარდაცას მან და მოდრიჩმა მაინც დაუმალეს ბურთი.გარდა იმისა,რომ ფრანგებმა ფაქტობრივად ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს,მათ კიდევ ერთი დღე ჰქონდათ მეტი დასავენებლად და კიდევ ბელგიასთან მათი მატჩი უფრო მსუბუქი ვარჯიშის სახისა იყო,ვიდრე ნამდვილი ბრძოლა.ეს ყველაფერიც მათთვის სერიოზული ფორა იყო

• mario manjukichi

რა ფორტუნა, ცალი ფეხით მოუგეს, ნახევარი საათით ადრე დაუმთავრეს თამაში. ეს ტაქტიკაა, როდესაც მეტოქეს აძლევ ინიციატივას და კონტრშეტევებზე თამაშობ. აბსოლუტურად კანონზომიერი იყო ფრანგების გამარჯვება.

• zaza

აბსოლიტურად სწორი შეფასებაა კლასის და ფორტუნის ხარჯზე გამარჯვება.. ჯერ ავტოგოლი, მეორე უაზრო პენალტი!! მთლიანობაში საფრანგეთი უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთი რაღაცნაირად კალათბურთს დაემსგავსა სადაც გუნდის სიძლიერის უმთავრესია: დაცვაში თამაშია და მერე სხვა დანარჩენი! გუნდს რომელსაც სუსტი დაცვა ჰყავს რაც არ უნდა მაგარი თავდასხვა ჰყავდეს ვერაფერს მიაღწევს.

• Nika

Aprikis nakrebma klasisa da fortunis ckalobit daamarcxa mebrdzoli xorwatiis nakrebi da saprangetis saxelit tasi aigo ....ese unda kopiliko satauri upro sheepereba realobas

• Ruslani

არ ვარ საფრანგეთის გულშემატკივარი და არც არასოდეს ვყოფილვარ,თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატად საფრანგეთი მიმაჩნდა.იმიტომ რომ ყველაზე დაბალანსებული გუნდი იყო.თუმცა ავსტრალიასთან სადებიუტო შეხვედრის შემდეგ ცოტა არ იყოს ეჭვქვეშ დადგა მათი ფავორიტობა.თუმცა ამის შემდეგ გუნდმა თანდათან მოუმატა და ღირსეულადაც მოიგო ტურნირი.

• bs

ჰოო, მეც ვიცი რომ სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მარა ისიც ხომ გაგიგიათ პატივცემულო korben dallas ,,ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" ;-)

მე მაგ თვალით საერთოდ არ შემიხედავს ამ თამაშისთვის და თუ მაგ ვერსიას მივყვებით, მაშინ სუბაშიჩზე უნდა გქონოდა ეჭვი: 1 გოლი - არ გადამხტარა; 3 გოლი - არ გადამხტარა; 4 გოლი - არ გადამხტარა; პენალტი - გადახტა საწინააღმდეგო კუთხეში; ისე ხუმრობა იქით იყოს და სრულად ჩააგდო ამ მეკარემ ეს თამაში, მინიმუმ მანჯუკიჩის და მბაპეს გოლები ასაღები იყო (პოგბას დარტყმულზე პოზიციას იქით რატომ არჩევდა საითაც 4 ფეხბურთელი ეფარებოდა ბურთს ვერ გავიგე).

• გია

საფრანგეთი საქმისთვის ჩავიდა რუსეთში და ყველა თამაში გააზრებულად, მეტოქეზე მორგებულად გამამრთა.

• korben dallas

ფილმი "მამლუქი" თუ გინახავს, იქ არის ასეთი ფრაზა - იქნებ ფრანგების მოსყიდულიაო DDDDDDD თან შინაურებიც ხვიჩას ეძახიან რაკიტიჩს და...

• soso

ვულოცავ ფრანგებს მე კი ყველა ფინალის დაჯოლდოების დროს ვტირი და თავში ერთი აზრი მიტრიალებს მოვესწრებით როდესმე ჩვენი გუნდის თუნდაც მეორე ადგილს მსოფლიოზე?

• aburjga

არა არ გვინდა! საქართველოში ჩვენ გვინდა ქართველთა ნაკრები! მეორ, ვინც დაიბადა მატარბელში ის რა რკინიგზელია?! ფაშისტი ხარ თითონ შენ!

• ზიზუ

ეხლა გინდა შავები და გინდათ თეთრები იძახეთ ყველაზე ძლიერმა მოიგო ჩემპიონატი. შთაბეჭდილება რჩებოდა რომ საფრანგეთმა ყველას ცალი ფეხით მოუგო, ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ და კიდე დიდხანს იქნება ძლიერი ყველა ახალგაზრდაა ორი სამი მოთამაშის გარდა და მათთაც ღირსეული შემცვლელები ყავთ. მადლობა ფრანგებს ჩემი გახარებისთვის და კიდევ მადლობა ხორვატებს სამაგალითო ხალხია და მომავალში წარმატებებს უსუსრვებ იმსახურებენ წარმატებას ხორვატი ხალხი ჩვენსავით გაჭირვებაში და ომში გამოვლილი ხალხია

მთელი ტურნირია "საფრანგეთს რომ ეთამაშა" ისმის და გაიგეთ რომ ეს არის საფრანგეთის თამაში, სხვა იდუმალი ძალა მას არ აქვს. პ.ს. ეგ შეფასება ადასტურებს რომ ყველას რაღაც დააკლდა ამ ჩემპიონატზე, უფრო მეტს ველოდით.

• bs

ჯერ გეტყვით რომ კარგი თამაში და საფრანგეთის მოგება მინდოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს თვალში მომხვდა რაკიტიჩის უაზრო თამაში, ამის მერე მთელი მეორე ტაიმი ვაკვირდებოდი, გაოცებული დავრჩი მისი უნიათო თამაშით, შეტევების შეფერხება, ვითომ ფაფხური და პასები უკან, ერთი დარტყმა და ისიც ტრიბუნებზე, მოკლედ ეს თუ განგებ არ ხდებოდა აბა ამაში უხდიან ბარსელონაში ამ ტიპს ფულს?! ეს არი ხორვატიის გუნდის ლიდერი?! ფაქტიურად საფრანგეთს ყავდა თავისიანი ხორვატებში. გადაახვიეთ ხალხო და ნახეთ, იქნება ვცდები! მოიგებდა 12 კაცით 10-ის წინააღმდეგ უეჭველად და რომ მცოდნოდა მეც დავდებდი ფულს საფრანგეთზე, მარა მე და თქვენ მაგას ვინ გვეტყვის?!

• gurami

22–ფეღბურთელიდან საფრანგეთში არ დაბადებული 14–ფეღბურთელია! კონგ ზაირი გვინია განა და ასე შემდფეგ!

• 111

საფრანგეთს რომ ეთამაშა რადმენი იქნებოდა ნეტა ანაგრიში?

• 111

მასეთი ზანგები რომელნიც საფრანგეთში დაიბადნენ და იქაურ კულტურას არიან ნაზიარები როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ფრანგები, არ გინდა საქართველოშიც იყვნენ? რამდენი ფაშისტია მსოფლიოში ამის.

გინდა აფრიკის ნაკრები ეძახე და გინდა მონების, ფაქტია რო ფრანგ ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანეს და ქვეყნისთვის სადაც გაიზარდნენ ბოლომდე იბრძოლეს

• 111

ფორტუნა კი არა კლასი! ესპანეთმა მილიონჯერ დაარტყა და კარში ევრ დაარტყეს, საფრანგეთმა 3 დაარტყა და 4 გოლი გაიტანა. ნახევარ ძალითაც კიარა ითამაშეს.

• tngh

კარგი ჩემპიონატი იყო შესანიშნავი ფინალით. ჩემპიონიც ღირსეულია!!! ვულოცავ!!!

• laguna

ეგეთი პენლები რომელიც კარის მიმარტულებით არ მიდის და არც მოწინააღმდეგე ფეღბურთელისკენ არ უნდა ინიშნებოდეს.

• gurami

ხო ვიძახოდი აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო!!!!!

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]

გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]