18 ივლისს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა.

ყრილობის მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვის, "მომავლის 11"-ის პრეზენტაცია იყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას "მომავლის 11"-ის სრულიად ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომლის მთავარი მიზანი სტრატეგიული ნაბიჯებით ფეხბურთის განვითარება და 2026 წლისთვის მომავლის ნაკრების შექმნაა.

აღნიშნულის მისაღწევად ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარებისთვის საუკეთესო თერთმეტეული წარმოადგინა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მოთამაშეები არიან: მოხალისეები, მსაჯები, სახელმწიფო მასობრივი ფეხბურთი, მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ლიგა, მედია, ბიზნესსექტორი, გულშემატკივრები და ბავშვთა ფეხბურთი.

"დღევანდელ კონგრესზე საზოგადოებას ფეხბურთის ფედერაციის ხედვა წარვუდგინეთ, რომელიც იმ მთავარ პრინციპს ეფუძნება, რაც წარმატების განსაზღვრელია - ეს არის გუნდურობა. ერთობლივი მუშაობა, მაქსიმალური ჩართულობა ერთიანი ძლიერი საუკეთესო თერთმეტეული მომავლის 11-სათვის - სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, ეს არის თითოეული ადამიანი, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს ხართ თქვენ! ამ გუნდში უნდა იპოვოთ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი თავი, თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

"მომავლის 11"-ის პრეზენტაციის გარდა, რიგით 28-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა, რომლის საშუალებითაც ლევან კობიაშვილმა საზოგადოებას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მასობრივი ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის, საფეხბურთო განათლების, სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

28-ე კონგრესზე საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელები საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაჯილდოვდნენ. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს სიმბოლურად, საჩუქრად 40 000 ლარი გადაეცათ. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ფეხბურთში ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა სპეციალური პრიზი მიიღო.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ასევე დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საფეხბურთო სფეროს, ბიზნესსექტორის, სპორტის სამყაროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყრილობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს - http://f11.ge/

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა