უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს 30 აგვისტოს, მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ "ვიტესში" თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.

კაშიამ, ისევე, როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლავური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლავურის გაკეთებას და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას.

კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი თანასწორობის იდეას. კაშიას მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმა და სხვა ფეხბურთელებმაც. თავის მხრივ, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა:

"მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო".

"მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს", - განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში "სან ხოსეს" მაისურით ასპარეზობს.

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

"#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოებას." - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

zuka
ქრისტიანობას თავი დაანებეთ რა! ასე ზერელეთ არ არი ქრისტიანობა! ქიციც გინდა ქიცმაცურიც. ღვთის წინაშე თანასწორები თუ ვართ, რომ იცი, ისიც გეცოდინება რომ მამათმავლობა მომაკვდინებელი ცოდვაა და მისი პროპაგანდა პირდაპირი გზაა ჯოჯოხეთში და ეხლა ილაპარაკე მუხლების კანკალზე და იყავი.
zuka
ჩუკენობა შენკენ მოიკითხე შე ქათამო. არ მომწონს და ვისაც მოწონს იმისიც. სირცხვილია! დამალეთ მაინც! ეს რო საამაყო გახდება! ფუ... მაგარ პრიზი მიუღია! ასეთებს მარტო დიდი ფეხბურთელებს აძლევენ
aburjga
თავის დროზე ბითლზებმა დედოფალს რაინდობაზე უარი უთხრეს და ჯილდო არ მიიღეს! ამ კაშიამაც უარი რომ თვას ამ სამარცხვინო ჯილდოზე ვითომ რა მოუვა?! თანაც უკვე ეს უეფა და მატრაბაზები მასწარსულში დარჩა, ახლა უკვე აშშ ლიგაში თამაშობს! უარი თუ არ თვა ძალიან სამარცხვინო ლაქა იქნება მისი პიროვნების ბიოგრაფიაში!
ლექსო
კაცური კაცი! ვინმეს თუ არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს. თქვენ თუ არ უჭერთ ადამიანების თანასწორობას, ეგ თქვენი საქმეა, მაგრამ ჭკუას ნუ ისწავლებით როდესაც ვინმეზე რამით უკეთესი გგონიათ თავი. პ.ს. კაცობაზე რო დებთ თავს, ჩუკინს შეეშვით ჯობია და საქმით აჩვენეთ.
სოსო
არაა საჭირო,კობიაშვილმა და კალაძემაც მხარი დაუჭირეს.კაშია კი ვფიქრობ გამორჩევით იმის გამო გამოარჩიეს,რომ მართლმადიდებლური ქვეყნის მოქალაქეა.ერთი სიტყვით მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა,ევროპაშიც შესანიშნავად იციან.ვისაც ეს არაფრად მიაჩნია,მათ ვურჩევ წაიკითხონ ლგპტ საზოგადოების ქარტია და დარწმუნებული ვარ ასე ჰაიჰარად აღარ გაიცინებენ ამ საკითხზე.ეს ჰიტლერის "მაინკამპფსა" და "კომუნისტური პარტიის მანიფესტზე" გაცილებით საშიში პროგრამაა.შედარებაც კი არ შეიძლება,ისე საშიში,თანაც ფაშისტებისა და კომუნისტებისაგან განსხვავებით უამრავი ფული აქვთ.მორალი მხოლოდ ერთი,არავითარი მორალი.გაიხრწენი და სხვაც გახრწენი.
z.
-ქრისტიანობა და ლიბერალიზმი არ აურიო. სამკლაური პიარისთვის გაიკეთა და ჯილდომაც არ დააგვიანა.
სოსო
სწორედ ამის გამო გადაბუგა უფალმა სოდომი და გომორი.ასე რომ არ არის საჭირო იმის ლაპარაკი,ღმერთისათვის ყველა ერთიაო.მით უმეტეს,რომ ასეთებს არავინ ერჩის,თუ თავისთვის არიან,მაგრამ როცა შეტევაზე გადმოდიან და ძალით გახვევენ თავის ცხოვრების წესს,ამასაც უნდა გავუჩუმდეთ?შეგიძლიათ რამდენიც გინდთ დამბლოკოთ,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.უბრალოდ თქვენც სულ გაყიდულები ყოფილხართ
ვეტერანი
ფიფა,უეფა და სფფ ერთმანეთზე კუდებით გადაბმული ორგანიზაციებია და არც გასაკვირია მათი საქმიანობა. ახლა წარმოიდგინეთ ამ ვაი ჯილდოსათვის თუ ამერიკიდან ჩამოფრინდა და საამაყოდ ჩაიბარა ეს ტიტული, მაშინ ვართ ცოდვა.
Johnny M.
მსგავსი არაფერი გაუკეთებია ლამს. ჰომოფობების მიერ მოგონილი ტყუილი არის ეგ.
სხვათა თუთაშხია
მაშინაც ამას ვამბობდი და ეხლაც იგივეს გავიმეორებ,რომ კაშია ღირსეული კაცია და ერთხელაც რო მისულიყავით სტადიონზე ამას დაინახავდით. გიორგი ლორია და გურამ კაშია,ეს ორი პიროვნება ყოველთვის ახლოს იყვნენ გულშემატკივართან და წაგებული თამაშის მერეც კი არ იმალებოდნენ გასახდელში. არ არის მოსაწონი,რომ კაცი კაცთან,ხოლო ქალი ქალთან აქვს ინტიმური კავშირი,მაგრამ ყველა ადამიანია და შესაბამისად ყველა თანასწორია. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია და ამის მხარდაჭერა გამოხატა კაშიამ.ზოგი იტყვის იმას და ზოგი იტყვის ამას,მაგრამ რეალურად მართებული ნაბიჯი გადადგა ამ კაცმა. დროა შეიცვალოს საზოგადოება და ისწავლოს განსხვავებულთან შეგუება. ომია თუ ლგბტს დარბევა ძალადობა ძალადობაა და ეს ორი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან,რადგან ორივეში ძლიერი ცდილობს სუსტის დაჩაგვრას. რაც შეეხება ჯილდოს,მგონია,რომ ამისათვის არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი,მაგრამ როცა ფასდება ასეთი საქციელი კარგია. სამკლაურის გამო არ მიუღია ეს ჯილდო კაშოს. უეფას დევიზია:არა რასიზმს,არა ძალადობას,ყველას უნდა შეეძლოს თამაში,ყურება და ემოციის გამოხატვა,რადგანაც ფეხბურთი მასობრივი სპორტია. ამიტომაც მიყვარს ეს სპორტის სახეობა,რომ იქ არ არის გარჩევა ადამიანის,იმის რომ ვიღაც მდიდარია თუ ღარიბი,თეთრია თუ შავი,მუსლიმანია თუ ქრისტიანი,რა ორიენტაცია აქვს ან რა იდეოლოგიის არის(ფაშიზმის გარდა). ასე რომ ჩემი პატივისცემა გურამს და წარმატებებს ვუსურვებ პირველ რიგში ერთა ლიგაზე და სან ხოსეშიც რა თქმა უნდა.
ნიკა
ლამმა უარი თქვა მაგ სამკლაურის გაკეთებაზე , იმიტომ რომ ეთქმის სიტყვა.
912
ჯილდო სამკლაურის გაკეთებისთვის ცოტა არ იყოს სასაცილოა
dsgsd
ისე ქართული ფეხბურთის მესაჭედ ხომ არ ავირჩიოთ, რაღაცით მაინც მოვიპოვებთ აღიარებას.
ზურა
ძალიან მეცოდებით ვისაც გგონიათ რომ LGBT მხარდაჭერა არ არის კაცური , ბევრი ვაჟკაცი და მამაცი ადამიანი უჭერს მხარს თანასწორობას, ვინც ძლიერია მასში აგრესია არ დევს და იცის რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ქრისტიანულადაც, ღვთის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, თქვენ კიდევ ინტერნეტში რომ ტლიკინებთ, გურამს პირისპირ ერთი-ერთზე რომ დაუდგეთ აგიკანკალდებათ ფეხები...ცარიელი ენები ხართ და გშურთ
Emigranti
Nu blokavt komentarebs xalxis azi sainteresoà kargic da cudic .......
Emigranti
Lgpete tu rogorc icereba.... bevri fuli da joldostvis kacobaze uari ar unda tqva... sxva verafrit shexvedi ostoriashi da ese ginda shesvla istoriashi ... masonebs ar unda miyido sheni girseba adamianoba kacoba... gadaxede shenze bevrad dzlier fexburtelebs kiara varskvlavebs romlebic magas ar ikadreben miuxedavad imisa rom mat qveynebshi dashvebulia qorcineba avadmyofebi ertmanetan rom cvanan
Shota
აბა ატყდება ეხლა ერთი ამბავი, დაკა დოლი გასწი გარმონი
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
პსჟ-მ ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გაანათხოვრა
ნიკო პაზი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანს" სავარაუდოდ, ორი ფეხბურთელი კიდევ დატოვებს
დონარუმა "სიტისთან" ერთ ნაბიჯშია - იტალიელი მალე პრემიერ ლიგას მიაშურებს
დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს - რა ინიციატივა წამოაყენა "ნაპოლის" მფლობელმა
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
[VIDEO] ზაბარნიმ დონარუმას გაცილებისას საფონოვთან დაკავშირებით ასეთი რამ გააკეთა - რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინული მედია
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
სფფ უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"არქის" სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს