საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა ერთა ლიგის მატჩებამდე გამოაქვეყნა სტადიონზე შესვლის და მოქცევის წესები, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

სტადიონზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება

სტადიონზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება სტადიონზე ქცევის წესებს (შემდგომში: სტადიონზე ქცევის წესები) და იღებს ვალდებულებას მათ შესრულებასა და დაცვაზე. სტადიონზე ქცევის წესები, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს მითითებები. სტადიონის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი უფლებას იტოვებს აწარმოოს ვიდეო ან ფოტო გადაღება გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და წესრიგის დამრღვევი პირების ამოცნობის მიზნით.

სტადიონიზე შესვლის პროცედურა და ვალდებულებები

სტადიონზე მაყურებელი (განურჩევლად მისი ასაკისა) დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის/მოსაწვევის ან აკრედიტაციის წარდგენის და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში.

მაყურებელი ვალდებულია გაეცნოს ბილეთზე/მოსაწვევზე და აკრედიტაციაზე დატანილ ინფორმაციას.

მაყურებელი სტადიონზე უნდა შევიდეს იმ შესასვლელიდან რომელი შესასვლელიც მითითებულია ბილეთზე/მოსაწვევზე ან/და რომელსაც მიუთითებს უფლებამოსილი პირი (სტიუარდი/განმკარგულებელი ან/და უსაფრთხოების თანამშრომელი) აკრედიტირებული პირები სარგებლობენ მხოლოდ მათთვივს გამოყოფილი შესასვლელით.

სტადიონზე ავტომანქანით შესვლის შემთხვევაში მაყურებელი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც ავტომანქანის საშვი ისე ბილეთი. ავტომანქანა ისევე, როგორც მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას.

მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას სტადიონზე შესვლის წინ.

სტადიონზე შესასვლელად ბილეთი/მოსაწვევი ექვემდებარება, როგორც ვიზუალურ ასევე ელექტრონულ შემოწმებას.

სტადიონზე ქცევის წესები მაყურებელთათვის

სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა, რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯამრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.

მაყურებული ვალედებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თამაშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

მაყურებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სტიუარდს/განმკარგულებელს ნებისმიერი საეჭვო ქცევის ან საგნის შემჩნევის შემთხვევაში. ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი. მაყურებელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის გადაცემა სხვა პირზე.

სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება). სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის.

იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, სტადიონის ტერიტეორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე. აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად გამოყენება და მათი დაზიანება. იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა

იკრძალება ნებისმიერი საგნის, ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე. სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.

იკრძალება ყველანაირი ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. აკრძალულია აკრედიტირებულ ზონებში გადაადგილება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე.

აკრძალულია ნებისმიერი სახის ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული მასალის (მათ შორის დროშები, ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბუკლეტები და სხვა) ნაცისტური სიმბოლოს ან/და საგნის გამოყენება, რომელიც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ.

აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცყოფა ღონისძიებაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ. სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი ნიღბის ტარება ან სახის იმგვარი დაფარვა, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანის იდენტიფიცირებას. გამონაკლისია მხოლოდ ისეთის სამოსის ტარება, რომელიც ამა თუ იმ პირთა კულტურის/რელიგიის ნაწილია.

სტადიონზე იკრძალება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, სტადიონზე ნებადართულია მოწევა მხოლოდ მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში, იკრძალება სტადიონის დანაგვიანება, აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე ყველანაირი დრონის გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად მედიისთვის გამოყოფილი ადგილებისა) პროფესიული ვიდეო ან ფოტო გადაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე. სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი კომერციული აქტივობის და გაყიდვების წარმოება შესაბამის ნებართვის გარეშე.

ყველა სხვა ქცევა რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა

ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ. ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი. ადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდი. ყველანაირი სახის პიროტექნიკა. მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები შესაბამისი ნებართვის გარეშე. ლაზერული სანათები. ყველანაირი მოსახატი საშუალებები. საკვები და სასმელი. შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები. ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები. სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა. დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა. თხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ. გასაშლელი სკამები.

შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა. პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ყველაირი მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ. სპორტული ინვენტარი (ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები). მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.

დროშის ტარები დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ. დიდი ზომის ჩანთები.

ყველანაირი ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაწყოფისაკენ.

ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

vasia
კაროჩე კაშიას ამბავია ტო...... კარგი რა მეტი საქმე არა გაქვთ? არ შეიძლება ესე რა....
giorgi 777
გასაგებია ეს ხდება ჩვენი სახელოვანი კაშიას დაცვის მიზნით,მაგრამ არის ერთი ნიუანსი რით დაისჯება ის ვინც ამ წესს არ დაემორჩილება? დაიწერთ დახვრეთ თუ რას უპირებთ?....მე მგონი რომ სამარცხვინოები გახდით... გულშემატკივარი იმიტომ გქვია რომ უგულშემატკივრო და გამოხატო... სტადიონია ხომ ? თუ მართლა გეებს გინდათ დაამსგავსოთ მთელი ქვეყანა?....
დავით 67
გააჩნია როგორ შეაგინებ! ხმამაღლა და დაუმსახურებლად იკრძალება)) მალე გულში შეგინებასაც აკრძალავენ!
დავით 67
ეგენი იმდენს იზამენ ისედაც მცირერიცხოვან გულშემატკივრებს საერთოდ აუცრუებენ გულს სტადიონზე წასვლის.რეალი ბარსელონას თამაშს დავესწარი ბოლოს. საყვირები და სხვა ხმის გამომცემი ნივთები ყველა ახალგაზრდებს ჰქონდა! და კიდევ მასკების შეტანა აკრძალულიაო და სხვა რამ რომელიც სახეს დაფარავსო გარდა რელიგიური დატვირთვისაო, გამოდის რომ ჰიჯაბი მუსლიმი ქალებისთვის ნებადართული ყოფილა. მე თუ ვინმე ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელის მასკა გავიკეთე არ უნდა შემიშვან! ვაი თქვენს პატრონს! კობიაშვილო შენც
ქომაგი
მსაჯის გინებაც იკრძალება?
Vasili
ეგ ყველაფერი კარგი!!!! და ეხლა სტადიონებს როდის ააშენებთ??! მარტო წესები რა არი?! ამ წესების ცოდნა პრაქტიკაში ხომ უნდა გამოვამჟღავნოთ სადმე,,,?!
Emigranti
Eseni biletebs yidian tu cignebs amdeni rame sad unda daation ... kaia mara sachmlis shetanis akrdzalva sasaciloa fenovanis bizneahic chaerto federacia ))))
გიორგიპირველი
ასეთი აბდა-უბდა ქართულით განცხადების გაკეთება არაა აკრძალული?
ako
ეს ყველაფერი ნი ნარმალნებისთვის ვიც ჭკვიანად ვიქნებით იმათთვის ნაკრბი მოიგებს?
lasha
ეგ სტადიონია თუ ოპერის თეატრი მთლად გადაგვარდით
roma
ამ ყველაფრის შეტანას იმიტომ კრძალავენ რომ რაღაცა ცუდი არ მოხდეს თუ თამაშს წააგებენ. რაც მოსალოდნელია ქართული მენტალიტეტის და ფეხბურთის ისტორიის გამო რაც არუნდა იყოს ლატვიასთან შედარებით წინ ვართ.
მთვრალი გულშემატკივარი
სუნთქვა შეიძლებაა?!
giga
შემადგენლობას როდის დაასახელებთ?
ჩელებაძე
და თუ ამას შევასრულებთ თამაშს მოიგებენ ჩვენები???
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ზურაბ ცისკარიძე: ნაკრებში ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება