ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედო" "ლუდოგორეცთან" განადგურდა 0:4 და გათამაშებას გამოეთიშა.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - კუხიანიძისა და ქიმაძის ნაცვლად მოედანზე კუტალია და კაპანაძე გაიყვანა, ანუ შემადგენლობა უფრო შემტევი გახადა. ეს პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე ლოგიკური გახლდათ.

მატჩმა ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 8 808-იანი სტადიონზე ძალიან ცოტა მაყურებელი მივიდა.

"ლუდოგორეცმა" უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, მისი სტრატეგია დაცვითი ფეხბურთი და სწრაფი კონტრშეტევებია და ამჯერადაც ასე ითამაშა

- ბურთი მეტოქეს დაუთმო და ლამის პირველივე იერიშისას მისიჯანმა გახსნა ანგარიში. ცოტა ხანში მასვე შეეძლო მეორე გოლის გატანა, როდესაც მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, მაგრამ გოლის გატანის 100%-იანი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

"ტორპედოს" პირველი მომენტი მე-20 წუთზე ჰქონდა - ლაჩნის თავური მეკარე რენანმა მოიგერია, შემდეგ კი ქუთაისელთა კარის აღების კარგი შესაძლებლობა დიაკოვმა და ვანდერსონმა ვერ გამოიყენეს.

ამას "ტორპედოს" შეტევები მოყვა და გათამაშებული საჯარიმოდან დოლიძე მახვილი კუთხიდან შეიჭრა ბულგარელთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი კამპანიარომ მეორე გოლი გაიტანა და "ტორპედო" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ბოლოს ქუთაისელებმა შეუტიეს, დოლიძე მცველმა მოცელა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხოლო კაპანაძის მიერ ლამაზ ნახტომში დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის ტემპი დააგდეს, სასურველ რიტმში გადაიყვანეს, "ტორპედოს" დაცვამ ისევ დაუშვა შეცდომები, რასაც ზედიზედ ორი გაშვებული გოლი მოჰყვა. ბულგარულ გუნდს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ ლუკოკსა და მარსელინიოს კვასხვაძემ არ მისცა ამის საშუალება.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა რეალურად აისახა ტაბლოზე და რეზიუმეს სახით სათქმელიც არაფერია.

რაზგრადი. "ლუდოგორეც არენა".

ლუდოგორეცი - ტორპედო 4:0

გოლები: 1:0 მისიჯანი (6), 2:0 კამპანიარო (37), 3:0 კამპანიარო (59), 4:0 ვანდერსონი (62)

ლუდოგორეცი: რენანი, სისინიო, მოტი, ნედლიაკოვი, ნატანიელი, დიაკოვი (გორალსკი 72), კამპანიარო, მარსელინიო, მისიჯანი (ლუკოკი 70), კესერუ, ვანდერსონი (ბაკალოვი 88)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, დოლიძე (ქიმაძე 77), კუტალია (დაფე 46), ლაჩნი (კუხიანიძე 58), კაპანაძე

დავით 67
ზენიტს რომ შეხვედროდა ისევე განადგურდებოდა
zmo
ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს, და არც არავის უნდა სიტუაციის გამოსწორება, ეს პირველ რიგში ვაი ჟურნალისტებს ეხებათ, თქვენი ხელშეწყობით მოსპეს ფედერაციამ და ვითომ მწვრთნელრბმა ფეხბურთი საქართველოში, ეხლა გულშემატკივრებს წაგებებზე ტაშის დაკვრასაც აჩვევთ
კობიუს
ვიკინგურს ხომ მოვუგეთ რაც მთავარია "გავანადგურეთ" "გადავთელეთ" :(
roma
მახსოვს ვიკინგურს რომ მოუგო ტორპედომ რა დაწერეს, "ტორპედო ვიკინგები დაამარცხა და ფარერებზე განდევნაო" ახლა რა გვიქნა ლუდოგორეცმა მაშინ?
67-ს
ტოტენჰემთან 1:5. სანამ სხვას გააჩუმებ, საკუთარი ბაგაჟი გადაამოწმე ხოლმე.
batu
არაუშავს მინსკის დინამოსნაირად სამარცხვინოდ მაინც არ წაგიგიათ
დავით - 67 -ს
ცოტა თავადაც გადახედე დინამოს ისტორიას. დინამო - მტკ 1 : 4 შინ და გასვლაზეც წავაგეთ. რა თქმაუნდა გვეწყინა მაგრამ კი არ მოგვიკლავს არავინ ლანძღვა გინებით. ეგ საქმეს რომ შველოდეს საქართველო უძლიერესი ქვეყანა იქნებოდა (ისე მაგრად გვეხერხება) :) თან იმასაც ნუ დაივიწყებ რომ დინამო საქართველოს ნაკრები იყო და ევროპის ერთერთ ძლიერ ლიგაში თამაშობდა :)
ჰაჰა
1:0 ზე იმ მომენტებიდან ერთი მაინც გასულიყო, მაგრამ რას იზამ ცხოვრება გრძელდება. შემდეგ წელს გამოვა. ოღონდ ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოვა. ჩაიკეტა ქართული ფეხბურთი ნაჭუჭში, აღარ ვითარდება. ახალი სისხლია საჭირო. რამდენი ბულგარელი იყო გუშინ? ჰოდა ეგრე.
999
ყოჩაღ ბიჭებო უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეთ
999
შერცხვენილი რომაა ის არ კმარა?
999
კი წინაა კიდევ 20-25 წელიწადი
odala
უი, მართლა? უკეთესმა გუნდმა მოიგო? ჩვენებს რომ მოეგოთ 5:0 ორი მატჩის ჯამში იგივენაირად დაწერდით? თუ იტყოდით გაანადგურა, მასტერკლასი ჩაუტარა და ა.შ. ათასგვარი დამამცირებელი ეპითეტით შეამკობდით მეტოქეს. აი, ამიტომაც ვერ იგებთ. რომ მოიგო, ჯერ ადამიანობა, პროფესიონალიზმი და კიდევ ბევრი რამ, რაც გამარჯვებულისთვის არის დამახასიათებელი, უნდა გქონდეს.
უსაშველო
რა გახდა ეს დაცვა,რა სჭირს ქართულ ფეხბურთს,შეტევაზე რამდენიც წამოვა მოწინააღმდეგე იმდენი უნდა გაიტანოს მაინცდამაინც?. დაცვას მიხედეთ სერიოზულად,ასე თამაში ვის გაუგია.
ლევანი
დასანანია ასე რო მოხდა...კარგი შანსი გვქონდა მაგრამ არსუშავს...სამომავლოდ კარგი გამოცდილება მიიღეს...მთავარია გული არ გაიტეხოთ ბიჭებო...ყველაფერი წინაა...
დავით 67
მ. ტ.-ს ! სად ერეკლე სად ისეო... გაგიგია? ცოტა სხვა შედარება მაინც მოიყვანე ან გაჩუმდი მაინც! იმ თამაშში საზიზღარი მსაჯობა იყო, თანაც ხინჩაგაშვილი გააძევეს. ნახევარი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ეგ თამაში წააგო დინამომ დიდი ანგარიშით და უამრავი ძლიერი მეტოქე დაამარცხა.ტორპედოს საერთოდ ვინმე დაუმარცხებია? ხო სულ დამავიწყდა კუკეში. ასე რომ სამარცხვინო კი არა ამაზრზენია მათი ყურება!
მ. ტ.
ქართული გუნდებიდან ყველაზე შორს გააღწია, ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოგვიტანა და ეგ გვარცხვენს?!... კაშიამ და კობიაშვილმა ხომ გვასახელეს - ხოდა დატკბით, ბატონო, ღმერთმა შეგარგოთ. სხვათაშორის, 1977-ში დინამომ ზუსტად ამ ანგარიშით წააგო არაფრით გამორჩეულ გრასჰოპერსთან და გულშემატკივარი რომ გვერდში არ დასდგომოდა, იმ ფურორს ვეღარ მოახდენდა შემდეგ წლებში, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თქვენი ლოგიკით, სჯობია, ბადეში მოხვედრაზე არც იოცნებონ ქართულმა კლუბებმა, რადგან იქ უფრო დიდი ანგარიშითაც დამარცხდებიან. მაშინ რაღას უკიჟინებთ, ამ წაგებით ხომ უფრო დიდ სირცხვილს გადაგარჩინეს?!..
gio
ჯერ აგფრთოვანებულები რო დარჩით ზოგ ზოგი ერთები მალდეც ტორპედოსო აქმდე რო მივიდავო რა ერთი კუკეში გამოგდო ისიც ისეთი გუნდი იყო მგოლი სომხეთის ჩემპიონიც მოუგებდა ეს პირველი მეორე ისრო რით ვერ შეიგნეთ რო არშეიძლება დაშალო გუნდი რომლიც ჩემპიონი გახდა და ტურნირის დაწყების წინ ხელახლი გუნდი გაკეტო ეს არსდროს მოტანსშედეგს ტუ რატქმუნდა მაგალი დონის ფეხბბურთელს არ მოყვან გუნდში ჩვენი ამგუნდის პრბელმა დგეს გამჩნდა გუნდა იტამსა ის რაც შეძლო მაგრამ აქმდე საქმე მწვრთნელს არ უნდა მიყვანა ჩემი აზრით მწვრთნელია დზალინ დაბალი დონის მტელი რიგი შეცდომები დაუშვა ამტურნირზე ტიტქმის ყველა თამასსში და მაინც ჯიუტად აგრძელებდა ტავისას და ტავდსხმა ხო სარტოდ სატრსფერო პოლიტიკა არსწორი იყო არსწორად მიგდგენ იჯარის წესით მაინც დაგმტებინად ქართველები ისეთები რომ ნაკრებში ნატამაშები აქვთ და უმგლეს დონზეც უტამაშიათ ბევჯერ ვთქვი და ახლაც ვიძახი რო დძალინ ბევრი ფეხბურთელი ქართველი რომლიც კარ დონზე ტამაშობს დძალიან სუსტ ლიგებში ასპრეზობენ ფულის გამო და უმჯობესია ეს ფეხბურთელები ჩამოყვანოთ და გადუხადოთ თანხა სანცვლოდ კი შედეგიც დაიდება ვერხედავთ უკვე ლუქსემბურგის გუნდი გავიდა ევროპაზე ეს ჩვენი ქვყნისტვის კატსტროფა როცა ლუქსემბურგის გუნდი აგდებს ლეგიას და ესეთ გუნდებს ჩვენ კი ვიძახით რატომ უნდა მოვუგოთ ლუდოგორცსო აი რატომ უნდა მოვუგოთ ფაქტი სახეზეა 3 მილონიანი გუნდი გავიდა ევროპაზე რომლიც ეთამაშებოდა 50milonian gunds amitom es gasmartlebeli sabuti ara chvenze uktesma gaimrjvavo swori menjmetit yvelferi shesadzlbelia
გ
ზოგი გამიგებს ზოგი ვერა მაგრამ ახალი კარგი მწვრთნელი სჭირდება გუნდს ჩხეტიანმა რაც შეეძლო გააკეთა მაგრამ ასეთ თამაშებში უნდა გამოაჩინო რაშეგიძლია და მგონი ყველამ ვნახეთ ასევე ლეგიონერები არვარგა არცერთი ყველა გასაშვებია განსაკუთრებით მარინი და ლაჩნი
Gio
Eg .wvrtneli ki ara burtebis momtanic ar unda ikos
5gio
Mwvrtneli romelic fuls stxovs axalgazrda taobas gundshi rom aikvanos risi motivaciis mimcemia gundistvis daibginzeba es chemis korumpirebuli kapelo gonia tavi titon ro lanzgavda im mwvrtnelebs vinc fuls itxovdnen fexburtelebisgan daaviwkda. Sad chanda aq gunduroba mtel fexburtelebs ert adgilze kidiat meqrtame chxetiani
maxo
წადით ბიძია ჯერ თამაში ისწავლეთ მერე ითამაშეთ ფეხბურთი საქართველოს ნუ არცხვენთ.
Goga
Roin Kvasxvadze rom ara am etapamdec ver mividodnen, isedac shemtxvevit moxvdnen ak.
ara
კლუჟი 2 : 3 დუდელანჟი. და მარჩიელობა არ დაიწყოთ აქ არავინ! არცერთ კომპონენტში არ ჯობია ეს გუნდი ტორპედოს... არც ფინანსურად, არც ფეხბურთელებით, არც მოედნით და არც ჩემპიონატით! ხომ შეიძლება ერთხელ გაგივარდეთ თქვენც მხოლოოდ ერთხეელ!
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ლუდოგორეცი VS ტორპედო - მიბაძეთ "დუდელანჟს"!
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
sportal.bg: "ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]
ცნობილი გახდა "ლუდოგორეცისა" და "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობები
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:2 წააგო
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა