13 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ქართველ ძიუდოისტებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

60 კილოგრამში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. თემურ ნოზაძემ პირველი შეხვედრა კვიპროსელ ლუკა ლუკასს მოუგო, ხოლო მეორე დაპირისპირება რუს კონსტანტინ სიმეონდისთან დათმო.

ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. პაპინაშვილმა სტარტზე კვიპროსის სახელით მოასპარეზე გიორგი ბალარჯიშვილს მოუგო, შემდეგ თურქ სამტ კუმტასს სძლია, თუმცა მერე აზერბაიჯანელ ტოფიგ მამადოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ობიდ ჯებოვს მოუგო და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ივო ვერჯორსტერტს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს ასევე ბაგრატ ნინიაშვილს (66), რომელმაც სტარტზე ჯერ მონტენეგროელ მარკო გუსიჩს მოუგო, შემდეგ კი ფრანგი რედა სედოუკუ დაამარცხა. სამწუხაროდ, ნინიაშვილი ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ებრაელი ამიტ ბობოვიჩი იქნება.

55 კგ. წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველივე შეხვედრაში თურქ ოგუზან ოზისიკთან დამარცხდა.

რაც შეეხებათ გოგონებს, დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე ნატალია ყიფშიძე გვყავდა (48), რომელმაც პირველივე შეხვედრა ავსტრიელ ჟაკლინ სპრინგერთან დათმო.

ფინალური ბლოკი 16:30 საათიდან დაიწყება.

14 სექტემბერს ვაჟებში 73 და 81 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. 73-ში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა 81-ში ორი ქართველი ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

გოგონებში: ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (70).

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩხვიმიანი VS მშვიდობაძე - ყაზანური ფინალი ძიუდოში [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
თბილისი 2015. ძიუდო: ნატალია ყიფშიძემ საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა
სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიპარტელიანის ოქრო, ნოზაძის ვერცხლი და ლოლაძის ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
პაპინაშვილი ბაქოს გრანდ-სლემის გამარჯვებულია [VIDEO]
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
2 ქართული მედლის შანსი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე
პარიზის გრანდ სლემი. პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
გამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]
ვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა