გუშინ, 13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისრაელს 85:80 სძლია.

პარალელურად, ჩვენს ჯგუფში ორი დაპირისპირება ჩატარდა და ორივე შედეგი ჩვენთვის საკმაოდ მისაღები გამოდგა.

ესტონეთის ნაკრებს ტალინში გერმანიის ნაკრები ეწვია და 43-ქულიანი უპირატესობით გაანადგურა, მათ ესტონეთი 86:43 დაამარცხეს. გუნდთან ერთად NBA-ს კალათბურთელი დენის შროდერი იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო იყო (18 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა).

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა წარიმართა ჰერაკლიონში. საბერძნეთის ნაკრები სერბეთთან პირველ მეოთხედში დამარცხდა, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი მოიგო და 70:63 იმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი ბერძენი იოანნის ბურუსისი გახდა, რომელიც ჩინური "ჟეიჯანგის ლიონის" ღირსებას იცავს (9 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა).

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ სერბეთმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დათმო, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდება, თუმცა ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

joko
ასევე თქვენის ნებართვით ავღნიშნავ რომ მაინც საბერძნეთის მოგება სჯობდა, რადგან გერმანიას არ ეყოლება შემდეგ თამაშებში გუნდის უდალო ლიდერი შრიოდერი NBA დან და ასევე ვოიტმანი რომელიც ბასკონიის ცენტრია და ვერ მოახერხებენ ბერძნების ძლევას ჩემი აზრით.ასევე რადგან გაიმარჯვა საბერძნეთმა ჩვენთანაც ნაკლებ ძალისხმევას გამოიჩენს,სწორედ მაგიტოც არ ჩამოყავს პრინტეზისი და ბურუსისი, წაგების შემთხვევაში ჩამოიყვანდა და შემართებაც სხვა ექნებოდა. ასევე ისრაელის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი. ეგეთ აზრი მუსირებს რადგანაც ჩვენ მოუგეთ.რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ნაკრები დაამარაცხა რუსეთში 20 ქულით. ვნახე თამაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ სერბებს იოლი გასეირნება არ ელით ისრაელში,თუმცა რა თქმა უნდა გამოკვეთილი ფავორიტები იქნებიან :(
joko
რა თქმა უნდა გეთანხმებით, ჩვენი შანსები სადღაც 0.1 პროცენტის მიდამოშია :) უბრალოდ ოპტიმისტურ განწყობას ვიქმნით. რაც შეეხება 0.1 პროცენტს, აქ ვგულისხმობ იმას რომ სერბეთს ისრაელთან გაცილებით სუსტი გუნდი ეყოლება რადგან ძირითადად ევროლიგის კალათბურთელები ყავს და ვერ მოახერხებენ შემდეგ თამაშებში მონაწილეობას და ასევე ბოგდანოვიჩი NBA ში არის და მითუმეტეს ვერ მოახერხებს. ასე რომ ეს 0.1 პროცენტი არის რომ სახლში საბერძნეთთან და გასვლითი ისრაელთან წააგოს. ფანტასტიკის სფეროა და ასევე თუ დაუმატებთ ამას რომ ჩვენ ბერძნებს ორივე უნდა მოუგოთ :)). მაგრამ მაინც ჩვენი მიზანი უნდა იყოს ყველა მატჩის მოგება და თუ ეს გამოვა მე პირადად ჩავთვლი რომ გავედით მსოფლიოზე :)))
aburjga
ჩვენ უკვე ვართ, მსოფლიო ჩემპინატში ვმონაწილეობთ! აბა გერმანია, საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი, ესტონეთი მსოფლიოს შემადგენელი ქვეყნები არ არიან? ))) ხან მოვიგებთ, გაგვიხარდება. ხან წავაგებთ, გვეწყინება. ასეა ეს წუთისოფელი!
cotne
რა თქმა უნდა საბერძნეთის წაგება ჯობდა, ორს ჩვენ გვეთამაშებიან და თუ გასვლა გვინდა ხომ ორივე უნდა მოვუგოთ, ორს - უძლიერეს გერმანიას და ერთსაც - გასვლაზე სერბებს. სერბებს კი ბერძნებს გარდა მეტოქეებად სუსტი ესტონეთი ჰყავს და კიდევ ისრაელი, რომელსაც ჩვენც ვუგებთ. ამიტომ საქართველო მხოლოდ საბერძნეთის ხარჯზე შეძლებს გასვლას. სერბეთი ამ ჯგუფში არ ჩარჩება.
Mmm
თუ ყველას მომგები ვართ დდდ მაშინ ჯობდა ბერძნებს წაეგოთ რადგან ჩვენთან კიდე ორს წააგებდნენ(ფანტასტიკა) მერე გასვლას სერბებთანაც, ერთს გერმანიასთანაც ესეც 5 წაგება და გავიდოდით.დდდ და სერბები ვიღასან წააგებენ აწი? ჰა-ჰა ბერძნებთან(იმედია არ გგონიათ ისრაელთან და ესტონეთთან წააგებენ). ექნებათ 4 წაგება ჩვენსავით და ურთიერთ შეხვედრებით გვაჯობებენ.დ მაგარი ექსპერტები ხართ რა.დდდ
ხვიჩა
ჩვენს გუნდში მიდის თაობათა ცვლა, აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ გავიდეთ, ეს კატასტროფა არ არი, თაობათა ცვლა ყველგან ხდება ყველა გუნდში, საბერძნეთთან თუ წავაგეთ მთავარია თამაში ვაჩვენოთ, თორე შემთხვევით რომ გავძვრეთ მსოფლიოზე იქ ყველა თამაში შეიძლება წავაგოთ, ასე რომ ლოდინი მოგვიწევს სანამ თაობათა ცვლა დამთავრდება და საბოლოოდ გუნდი მიიღებს ნორმალურ სახეს, აი მაგ დროს უკვე გუნდს მოეთხოვება, ეხლა კი უნდა ვუყურუოთ თამაშებს და ბევრი არ ვინერვიულოთ.
toka
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არც ისე მარტივად გვაქ საქმე, ჩვენი ნაკების თამაშიტ ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, უბრალოდ სერბეთთან კი არა ამერიკასთან არ უნდა ვაგებდეთ ასტრონომიული ანგარიშებით. ისრაელთან მოგება ძაან გამიხარდა, იმ დღეს ძაღლი მომიკლა მანქანამ და მაგარი მოწყენილი ვიყავი. გაიხარეთ ბიჭებო
Goga
Girseuli bichebi mshvenieri mcvrtnelit. Bolomde unda gverdshi dgoma cageba-mogebis miuxedavad.
qutaiseli
რა შანსი რის შანსი ეგ ყალბი ილუზიებია მერე რო იწვევს აგრესიას ქომაგებისგან ეგრე ქმნიდით მითებს სერბებთან თამაშის მერე და რა მოხდა კარგად გვახსოვს თამაშის მერე.ზღაპრებს თავი დავანებოთ ჯობია და ბიჭებს თავისი მაქსიმუმის გარჯა დაუფასოთ თორე თუ ბერძნებთან იგივე გამეორდა რაც სერბებთან სპორტული ჟურნალისტები კი მიიყუჩებით და მთელი აგრესია ზუროსზე და ბიჭებზე გადავა.არადა ნამდვილად კარგი სპეციალისტია უბრალოდ სრულყოფილი გუნდი აღარყავს.
Vaja
ნუ იქმნით ყალბ ილუზიებს და ნუ იქმნით ყალბ იმედებს. რა უნდა მოხდეს?? სერბებმა ისრაელში წააგონ??? და ჩვენ ათენში მოვუგოთ საბერძნეთს?? და კიდევ სერბებმა სახლში წააგოს საბერძნეთან??? აგიწყვიათ ცხოვრება.
dato
სამწუხაროდ შანსი მხოლოდ თეორიულია მსოფლიოზე გასვლის.
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ესტონეთთან 42:48 წააგო
საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]
ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]
ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით
მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ
მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რუსეთის სტუდენტური ნაკრები დაამარცხა
შეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ
საქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]
გამომყვები ცოლად? - ხელის თხოვნა საქართველო-ისრაელის მატჩზე [VIDEO]
ესტონეთი VS საქართველო - ბრძოლა თეორიული შანსის შესანარჩუნებლად
გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია
საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ ესტონეთს 41:32 ამარცხებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელთან 6 ქულით მარცხდება
ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]