ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა.

25 სექტემბერს მეორე ტურის პარტიები გათამაშდა და ისე მოხდა, რომ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებიც ნორვეგიელებს დაუპირისპირდა.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ჩვენმა გუნდებმა ლიდერების, პირველ დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეების - ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე ითამაშეს. მოთამაშეების დასვენება და როტაციის პრინციპით მოქმედება ოლიმპიადაზე ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, ახლა, როცა შეჯიბრი ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის. ნაკრების მწვრთნელები ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ.

ქალთა ნაკრების პირველ დაფაზე ადგილი ლელა ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც თავისი პარტია დათმო და მეორე დღეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ითამაშა. ჯავახიშვილმა, ისევე, როგორც სხვა მოჭადრაკეებმა, თავისი პარტიები მოიგო და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერა - 4:0.

ვაჟთა პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა გადაინაცვლა, ხოლო მისი ადგილი მეორე დაფაზე ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა დაიკავა, რომელიც მწვრთნელებმა საწყის ტურში დაასვენეს. სამწუხაროდ, მჭედლიშვილმა თავისი პარტია დათმო. ჩეპარინოვმა გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე დაფაზე ჯოჯუამ ყაიმი ითამაშა და შეხვედრის ბედი ლევან ფანცულაიას და სებასტიან-იოჰან კრისტიანსენის შეხვედრაში გაირკვა - მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ და საბოლოდ 2:2.

ჩვენი სხვა ნაკრებებიდან განსაკუთრებით საინტერესო ვაჟთა მესამე გუნდის აშშ-სთან დაპირისპირება გახლდათ, რომელიც ტურნირის პირველი ნომერი და ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

აშშ-ს პირველ დაფაზე მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი და ამ ოლიმპიადაზე პირველ ნომრად განთესილი ფაბიანო კარუანა ჰყავს, რომელიც 9 ნოემბრიდან, ლონდონში მსოფლიოს პირველ ნომერთან, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან ბრძოლაში ჩაებმება და მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს. ასეთ ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველოს მესამე ნაკრები, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 1.5:2.5 დათმო, თუმცა ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. პირველ დაფაზე ნოე თუთისანმა ყაიმი ითამაშა ფაბიანო კარუანასთან, რომელიც გამორიცხული არ არის, ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის სიმბოლური სვლა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა. გაიმარჯვა ვაჟთა მეორე ნაკრებმაც დანიასთან 2.5:1.5. ქალთა მეორე გუნდმა კი შვედეთს 3.5:0.5 აჯობა. ცხადია, აღსანიშნავია მესამე ნაკრების ყაიმიც გერმანიის ნაკრებთან - 2:2.

ბათუმი. 23 სექტემბერი-5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა. II ტური

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 4:0

1. ლელა ჯავახიშვილი - ოლგა დოლჟიკოვა 1:0

2. ნინო ბაციაშვილი - ელენ ჰაგესატერი 1:0

2. ბელა ხოტენაშვილი - ბარფ შეილა საჰლი 1:0

4. მერი არაბიძე - მონიკა მაჩლიკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - შვედეთი 3.5:0.5

1. სალომე მელია - ინნა აგრესტი 0.5:0.5

2. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესიკა ბენგსტონი 1:0

3. სოფიო გვეტაძე - ანჟელინა ფრანსონი 1:0

4. მირანდა მიქაძე - მარგარიტა ზარიტოვსკაია 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - გერმანია 2:2

1. ნინო ხომერიკი - ელიზაბეტ პაეტზი 1:0

2. მარიამ ჯანიაშვილი - ფილიზ ოსმანოდჟა 0:1

3. ლილე ქორიძე - სარა ჰოლტი 0.5:0.5

4. თამარ ესაძე - იუდიტ ფუქსი 0.5:0.5

ვაჟები

საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 2:2

1. მიხეილ მჭედლიშვილი - არიან ტარი 0:1

2. ივან ჩეპარინოვი - ოლსენ ოლავ ფროდე ურკედალი 1:0

3. ლევან ფანცულაია - სებასტიან-იოჰან კრისტიანსენი 0.5:0.5

4. დავით ჯოჯუა - იოჰან სალომონი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - დანია 2.5:1.5

1. ლუკა პაიჭაძე - ვანგ იაკობ გლადი 0.5:0.5

2. დავით მაღალაშვილი - სიმონ იენსენ-ბეიკერი 0.5:0.5

3. თორნიკე სანიკიძე - მიოლერ ბიორნ ოლშნერი 0.5:0.5

4. გიგა ყუფარაძე - ბუჰლ იონას ბჟერე 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - აშშ 1.5:2.5

1. ნოე თუთისანი - ფაბიანო კარუანა 0.5:0.5

2. ლუკა ობოლაძე - ვესლი სო 0:1

3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - სამუელ შანკლანდი 0.5:0.5

4. ნიკოლოზ კაჭარავა - რეი რობსონი 0.5:0.5

ბათუმი 2018-ზე ვაჟთა შორის მეორე ნომრად განთესილმა რუსეთმა (სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაშჩი, ნიკიტა ვიტიუგოვი, დმიტრი იაკოვენკო) ირლანდიას (66) სძლია - 3:1, ოლიმპიადის კიდევ ერთმა ფავორიტმა ჩინეთმა კი 3,5:0,5 აჯობა კოლუმბიას.

ოლიმპიადაზე პირველად ითამაშა ლეგენდარულმა ინდოელმა დიდოსტატმა, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა ვიშვანათან ანანდმა (2771, გუშინ ის ისვენებდა). სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ავსტრიელ მარკუს რაგერს (2686) მოუგო, ოლიმპიადაზე მე-5 ნომრად განთესილმა ინდოეთმა კი 3,5:0,5 სძლია მეტოქეს.

კიდევ ერთმა ფავორიტმა აზერბაიჯანმა (შახრიარ მამედიაროვი, ტეიმურ რაჯაბოვი, არკადი ნაიდიჩი, რაუდ მამედოვი) 3:1 მოუგო იტალიას.

მოულოდნელი შედეგის გარეშე არც ქალთა ტურნირს ჩაუვლია: ფავორიტ რუსეთის მარცხი უზბეკეთთან - 1,5:2,5 - ბათუმი 2018-ის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად უნდა ჩაითვალოს.

რუსეთის ქალთა ოთხეული - ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა, ვალენტინა გუნინა, ნატალია პოგონინა - ოლიმპიადის პირველი ნომერია, მეტოქე კი 31-ე ნომრად გახლავთ განთესილი. ამის მიუხედავად, ფავორიტებმა პარტია ვერ მოიგეს: კოსტენიუკმა, გორიაჩკინამ და გუნინამ ქულები გაიყვეს, თეთრი ფიგურებით მოთამაშე პოგონინა კი ნოდირა ნადირიანოვასთან ვერაფერს გახდა.

კონკურენტის მარცხით უმალ ისარგებლეს ქალთა მეორე ნომერმა უკრაინამ (თურქმენეთთან 2,5:1,5) და მესამე ნომრად განთესილმა ჩინეთმა. აზიელებმა 3:1 მოუგეს კოლუმბიელებს.

მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!
ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები