ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ქალთა ნაკრები ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა მე-8 ტურში განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა გეგმები მნიშვნელოვნად აურია.

ერთი, რომ სატურნირო ცხრილში ორი გამოკვეთილი ფავორიტი გამოიკვეთა, მოქმედი ჩემპიონის, ჩინეთის და უკრაინის ნაკრების სახით, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად საუკეთესო სამეულში შედის და მეორე - ცხრილის თავში ისედაც საოცარი სიმჭიდროვეა და მედლებისთვის მებრძოლ გუნდს არამცთუ ქულების დაკარგვის, არამედ დამატებითი მაჩვენებლების დათმობის უფლებაც კი არ აქვს, რადგან დიდი შანსია, ბოლოს საქმე ამ კომპონენტის დათვლამდეც მივიდეს.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს არც ამ მხრივ აქვს საქმე მთლად კომფორტულად, რადგან კონკურენტები უფრო ყოჩაღობენ. მე-9 ტურში ქალთა ნაკრების მეტოქე მონღოლეთი გახლდათ.

ელიზბარ უბილავას გუნდს გამარჯვება რომ ულაპარაკოდ სჭირდებოდა, ამაზე ბევრი საუბარი არც ღირს. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრებს დამაჯერებელი გამარჯვება მართებდა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო თვალსაზრისით. საბედნიეროდ, ასეც მოხდა - 3:1.

ნანა ძაგნიძის გამარჯვება და ნინო ბაციაშვილის ყაიმი თითქმის ერთდროულად დაფიქსირდა, რაც სანახევროდ გამარჯვებას ნიშნავდა. მალევე ბელა ხოტენაშვილის მოწინააღმდეგემ საათი გააჩერა და კიდევ ერთი ქულა. ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაიმს დასჯერდა.

ახლა მნიშვნელოვანია კენჭისყრა და ხვალინდელი ტური, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ასევე, კონკურენტი გუნდების მიერ დაფიქსირებული რამდენიმე შედეგი, რომელიც პრინციპში, ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა. სატურნირო ცხრილს ჩინეთი ლიდერობს ერთპიროვნულად და ამ გადასახედიდან ჩემპიონობის მთავარ ფავორიტადაც ჩანს. საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა. ხვალ, მე-10 ტურში რომელიმე კონკურენტთან დაპირისპირება მოუწევს.

მეორე ნაკრები სერბეთს 2:2-ზე შეუთანხმდა. მესამე გუნდი ვიეტნამთან დამარცხდა 0.5:3.5.

ვაჟთა ნაკრებმა 2.5:1.5 დაამარცხა ბელორუსის ნაკრები. ნინო გურიელმა დაასვენა ბაადურ ჯობავა და მისი ადგილი პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა დაიკავა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი შეხვედრა ივან ჩეპარინოვმა მოიგო შავი ფიგურებით. დანარჩენებმა ყაიმი ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ ჩეპარინოვი ერთადერთია საქართველოს ნაკრებში, ვისაც შეხვედრა არ დაუთმია. მან 8 შეხვედრაში 4 გამარჯვება და 4 ყაიმი ითამაშა და ჩვენს გუნდში საუკეთესოა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები 12 ქულას დააგროვებს და ცოტათი გაიუმჯობესებს პოზიციას, თუმცა დარჩენილ 3 ტურში საერთო სურათის მნიშვნელოვნად შეცვლა გაუჭირდება.

სამწუხაროდ, ჩვენმა ვაჟებმა ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს, რამაც უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა.

მეორე გუნდმა ლატვიას 2.5:1.5, ხოლო მესამემ ალჟირს ასევე 2.5:1.5 მოუგო. ასე რომ, ვაჟების სამივე გუნდმა გაიმარჯვა, სამივემ ერთნაირი ანგარიშით.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი-5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა. IX ტური

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - მონღოლეთი 3:1

1. ნანა ძაგნიძე - ბატხუვაგ მუნგულტუული 1:0

2. ლელა ჯავახიშვილი - დავაადემბერელ ერდენე-ნომინი 0.5:0.5

3. ნინო ბაციაშვილი - ტურმუნხ მუნხზული 0.5:0.5

4. ბელა ხოტენაშვილი - ტუვშინტუგს ბატჩიმენგი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - სერბეთი 2:2

1. სალომე მელია - იოვანა რაპორტი 0.5:0.5

2. ინგა ჭარხალაშვილი - იოვანა ერიკი 0.5:0.5

3. სოფიკო ხუხაშვილი - ადელა ველიკიჩი 1:0

4. მირანდა მიქაძე - თეოდორა ინჟაცი 0:1

საქართველოს მესამე ნაკრები - ვიეტნამი 0.5:3.5

1. ნინო ხომერიკი - ნგუიენ თაო ლი პჰამი 0.5:0.5

2. მარიამ ჯანიაშვილი - ტრამ ბაო თი ჰოანგი 0:1

3. ლილე ქორიძე - ჰუნგ მაი თი ნგუენი 0:1

4. თამარ ესაძე - დუონგ თუი ნგოკი ბაჩი 0:1

ვაჟები

საქართველოს პირველი ნაკრები - ბელორუსი 2.5:1.5

1. მიხეილ მჭედლიშვილი - ვლადისლავ კოვალევი 0.5:0.5

2. ივან ჩეპარინოვი - ალექსეი ალექსანდროვი 1:0

3. ლევან ფანცულაია - კირილ სტუპაკი 0.5:0.5

4. დავით ჯოჯუა - ალექსეი ფედოროვი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ლატვია 2.5:1.5

1. ლუკა პაიჭაძე - იგორ კოვალენკო 1:0

2. თორნიკე სანიკიძე - არტურს ნეიკსანსი 0.5:0.5

3. ირაკლი ბერაძე - ნიკიტა მეშკოვსი 0.5:0.5

4. გიგა ყუფარაძე - არტურს ბერნოტასი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ალჟირი 2.5:1.5

1. ნოე თუთისანი - ბილელ ბელაჰცენე 0.5:0.5

2. ლუკა ობოლაძე - აიმენ რიზოუკი 0:1

2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ადლანე არაბი 1:0

4. გიორგი სიბაშვილი - საად ბელოუდაჰი 1:0

3 ოქტომბერი საჭადრაკო მოვლენებით გამორჩეულად დატვირთული გამოდგა: სასტუმრო "შერატონში" დილით დაწყებული FIDE-ს 89-ე კონგრესი საღამოს ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის, მოგვიანებით კონტინენტური საჭადრაკო კავშირების ხელმძღვანელების არჩევით დასრულდა, სპორტის სასახლეში პარალელურად მიმდინარე 43-ე ოლიმპიადის IX ტურმა კი არაერთი საინტერესო დაპირისპირება გვაჩუქა.

FIDE-ს ახალი, რიგით მეშვიდე პრეზიდენტი რუსი არკადი დვორკოვიჩი გახდა, რომელმაც 103 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბერძენმა დიდოსტატმა გეორგიოს მაკროპულოსმა 78 ხმა მიიღო.

აირჩიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიც: ზურაბ აზმაიფარაშვილი მეორე ვადით უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას. დღეს, სასტუმრო "ჰილტონში" გამართულ არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო და 50 დელეგატიდან 44-ის ხმა მიიღო.

ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დღეს ბათუმი 2018-ის აღმოჩენას, პოლონეთს დაუპირისპირდა. წინა წერილებში რამდენჯერმე ვთქვით, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ ამერიკელები ოლიმპიადაზე პირველ ნომრად არიან განთესილები, პოლონეთი კი მეთერთმეტეა.

მიუხედავად ამისა, რვა ტურის შემდეგ ამერიკა 15 ქულით ლიდერობდა, პოლონეთი კი 14 ქულით მეორე ადგილზე იყო.

ლიდერთა მატჩი პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა - 2,5:1,5.

პირველ დაფაზე იან-კრჟიშტოფ დუდა თეთრი ფიგურებით ფაბიანო კარუანას დაუპირისპირდა. ბათუმი 2018-ის გამორჩეული მოჭადრაკეები თითქმის ექვსსაათიანი ჭიდილის შემდეგ ყაიმზე შეთანხმდნენ.

20 წლის დუდა, ასაკის მიუხედავად, ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს პოლონელ მოჭადრაკედ ითვლება, სპეციალისტები კი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინსაც. ის 15 წლის ასაკში გახდა დიდოსტატი, კარიერის გარიჟრაჟზე კი მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებშიც გაუმარჯვია. გაზაფხულზე მან პირველად მოიგო პოლონეთის ჩემპიონის ტიტული: ცხრა პარტიიდან ოთხში გაიმარჯვა, ხუთი კი ყაიმით დაასრულა.

დუდას დიდი გამარჯვებები წინ ელის, მისი დღევანდელი მეტოქე ფაბიანო კარუანა კი თითქმის ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ითამაშებს. მისი და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის მატჩს 9-28 ნოემბერს ლონდონი უმასპინძლებს.

27 წლის სკანდინავიელი 2013 წლიდან ატარებს FIDE-ს ჩემპიონის გვირგვინს, კარუანამ კი მასთან პაექრობის უფლება მარტში, ბერლინში გამართული პრეტენდენტთა ტურნირის მოგებით მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ თითქმის ერთი წლის წინ, 1-11 დეკემბერს, ფაბიანო კარუანამ ლონდონის "ჩეზ კლასიკში" იასპარეზა და გაიმარჯვა. შეძლებს თუ არა წარმოშობით იტალიელი მოჭადრაკე მთავარი ტიტულის მოგებას, ამას მალე ვნახავთ...

რვა ტურის შემდეგ შვიდ გუნდს ჰქონდა 13 ქულა. ექვსმა ერთმანეთში ითამაშა: აზერბაიჯანი ჩინეთთან დამარცხდა - 1,5:2,5, ინდოეთი იგივე ანგარიშით - სომხეთთან, გერმანიამ და საფრანგეთმა კი ქულები გაიყვეს - 2:2. და მხოლოდ ინგლისს ერგო "ქულანაკლული" მეტოქე - ნორვეგია, რომელსაც 3:1 მოუგო.

ინდოეთი-სომხეთის პირველ სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა. ჩვენ ამ გუნდების ლიდერების, ვიშვანათან ანანდის და ლევონ არონიანის პარტიას გამოვარჩევთ, რადგან ეს ორივე დიდოსტატისთვის ზედიზედ მეოთხე ყაიმი იყო (ისინი მეორე ტურიდან შეუცვლელად თამაშობენ). აქვე გეტყვით, რომ ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ანანდმა თეთრებით ითამაშა...

ქალთა შორის თოთხმეტი ქულით ჩინელები და უკრაინელები ლიდერობდნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩინეთმა წინა ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების მძლეველი ყაზახეთი გამოსცადა და 3:1 გაიმარჯვა, უკრაინა კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა - ფრე 2:2. არანაკლებ საინტერესო წყვილებმა ითამაშეს მომდევნო მაგიდებზე: ამერიკელები უნგრელებს შეხვდნენ, ხოლო სომხებმა ირანელები დაჯაბნეს - 3:1.

ბათუმი 2018-ის ქალთა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ჩინეთმა მესამე და მეოთხე დაფებზე მოთამაშე კიან უანის და ტინჟიე ლეის ძალისხმევით მოიგო. უანმა შავებით დაამარცხა გულისხან ნახბაიევა (პირველი მარცხი), მეორემ კი თეთრებით სძლია გულმირა დაულეტოვას. პირველ და მეორე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა. აქვე გეტყვით, რომ ჩინელთა მესამე და მეოთხე ნომრები ბათუმში შეუცვლელად ასპარეზობენ - უანმა სადღეისოდ 6,5 ქულას მოუყარა თავი, ლეი კი 7,5 ქულით შეეწია გუნდს.

უკრაინის და აზერბაიჯანის მატჩში - 2:2 - პირველად ის პარტიები დასრულდა, რომლებშიც აზერბაიჯანელებმა თეთრი ფიგურებით ითამაშეს: პირველ დაფაზე მოასპარეზე გუნაი მამაძადა ანა მუზიჩუკმა დაამარცხა, გულნარ მამადოვამ კი პირიქით, ანა უშენინას სძლია. მესამე შედეგი მეორე დაფაზე გაირკვა: თეთრი ფიგურებით მოთამაშე მარია მუზიჩუკი ხანიმ ბელაიაევას დაუზავდა, სულ ბოლოს კი ულვია ფატალიევას და ლილია ოსმაკს შორის გათამაშებული პარტია დასრულდა - ყაიმი. სათქმელია, რომ ამ პარტიის და, შესაბამისად, მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯთა ჩარევის შემდეგ დადგინდა.

მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!

ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა

ბათუმი 2018: მედლების საქმე გაურკვეველი რჩება

ბათუმი 2018: საქართველოს ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან

ბათუმი 2018: ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა

რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?