ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!

ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები საქართველოს საფეხბურთო მომავალია, თუმცა რა მომავალი უნდა უწოდო იმას, როცა ევროპის ჩემპიონატში 17-წლამდელთა ნაკრები შემდეგი სახის შედეგს აფიქსირებს: საქართველო - დანია 1:3, საქართველო - რუსეთი 1:7 და საქართველო - ესტონეთი 0:1.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი იმაზე სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ჯელაძის ნაკრებს მუდმივად არასტაბილური შედეგები ჰქონდა, მაგრამ ეს შესარჩევი ეტაპი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.

დავიწყოთ შემადგენლობით, საქართველოს ნაკრების ღირსებას შემდეგი ფეხბურთელები იცავდნენ:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)

მცველები: ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ზურაბ ერაძე (დინამო თბ),

ნიკა კოკაია (გაგრა)

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), დავით ზურაბიანი (დინამო თბ)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია).

გუნდს არ ეტყობოდა მწვრთნელის ხელი და არც გუნდი გამოდგა ისეთი, რომელსაც შეეძლო თავი გამოეჩინა. ჩამოშლილი დაცვა, რომელმაც არ იცოდა, ელემენტარულად, როგორ განლაგებულიყო; ნახევარდაცვა, რომელიც ვერც დაცვას ეხმარებოდა და ვერც შეტევას, ხოლო აი, შეტევა, შედარებით დანიასთან მატჩში, რაღაცას აკეთებდა, თუმცა რუსეთთან და ესტონეთთან ისინიც გაქრნენ.

განსაკუთრებულად მტკივნეული რუსეთთან მარცხი გამოდგა. არა იმიტომ, რომ მტერია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები 1:7 განადგურდა და ბავშვებს "მტერია, მტერიას" ძახილში, ელემენტარულად სათანადო ტაქტიკური მონახაზი არ შეუდგინეს და არც ასწავლეს, თუ რითი დაპირისპირებოდნენ თაობას, რომელმაც წინა შეხვედრაში ესტონეთი გაანადგურა.

არადა, ვერც იმას ვიტყვით, ნაკრებს მოსამზადებლად დრო არ ჰქონდაო. ჯერ ზაფხულში იყო ბანიკოვის ტურნირი, სადაც ზვიად ჯელაძის დამოძღვრილებმა ლიეტუვა 2:1 დაამარცხეს, სლოვაკეთთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, შემდეგ კი უკრაინასთან 1:3 და ლატვიასთან 0:1 დამარცხდნენ. ხოლო ამ შესარჩევისთვის მოსამზადებლად ნაკრები ორი კვირით ადრე შეიკრიბა. ჯერ თბილისში ემზადებოდნენ და შემდეგ წავიდნენ დანიაში. ვერც იმას იტყვი, რომ შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ ან რაიმე მოაკლეს, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ ამ თაობაში ცუდი ბიჭები გვყავს. უბრალოდ, მათ არ ჰყავთ შესაბამისი პიროვნება, რომელიც სწორად გაუძღვება. ცალკე ამბავია, რა ატმოსფეროა გუნდში, რამ გამოიწვია მათი ასეთი არასტაბილურობა? რა როლს თამაშობს მწვრთნელი მათ ფსიქოლოგიურ გაერთიანებაში და ერთ გუნდად შეკვრაში? ამავდროულად, საჭიროა, კითხვები დაისვას სელექციასთან დაკავშირებით. ამ ფორმაციის ნაკრებში რეგიონებიდან მხოლოდ ანდრია დევდარიანია მოწვეული. არადა, მწვრთნელი რაიონებსა და სოფლებში თითოეულ სკოლას უნდა აკვირდებოდეს და მუდმივად ქალაქიდან ქალაქში სიარულის რეჟიმში იყოს, რათა შემთხვევით ნაკრებმა ტალანტი არ დაკარგოს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის.

მთავარი კითხვა ასეთ დროს დგება მწვრთნელის კომპეტენციასთან დაკავშირებით. რა ნიშნით ვირჩევთ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს? რატომ ვანდობთ ამ ფაქიზ ასაკს ისეთ მწვრთნელებს, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე შედეგი არც დაუდიათ და არც ადგილობრივ დონეზე აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები? ნაკრებში როგორც რჩეული ფეხბურთელები არიან, რჩეული მწვრთნელებიც უნდა იყვნენ.

თუ ვიტყვით იმას, რომ არ გვყავს ასეთი მწვრთნელები ქართველებს, ტყუილი გამოდგება. რატომ არ მუშაობს ამ თაობასთან ამავე ასაკში ისტორიული შედეგის დამდები ვასილ მაისურაძე და არის 20-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც არცერთ ტურნირზე არ გამოდის? რატომ არ შეიძლება ამ თაობასთან ყოფილიყო ბავშვებთან მუშაობაში ერთ-ერთი გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი? რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ ეროვნულ ჩემპიონატში ახალგაზრდებთან მუშაობაში გამოცდილ მწვრთნელზე, სოსო ფრუიძეზე?

თუ ეს არ გვყოფნის, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტი, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, მუდმივად დააკვირდება ბავშვებს, იმუშავებს მათთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ აღზრდაში.

სხვა შემთხვევაში ამ ასაკში შედეგი არ გვაქვს, ეს კი ავტომატურად პრობლემებს გააჩენს უფროს თაობებშიც. სასწრაფო ცვლილებებია საჭირო. ახალგაზრდული ნაკრებები აღმასვლის შემდეგ დაღმასვლას არ უნდა განიცდიდნენ. პირიქით, უფრო და უფრო კარგი თაობების წარმოჩენას უნდა მიეძღვნას საქმე. პატიოსანი სელექცია, სწორი აღზრდა და პროფესიონალი მწვრთნელი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს ყველაფერი სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ კიდევ ერთი თაობა დავკარგოთ.

Sportall.ge შეეცდება უახლოესს მომავალში ზვიად ჯელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

• gulshematkivari

საბურტალო დინამოდანო რომ გაიძახით საბურტალოდან მხოლოდ ტალახაძე იყო გამოძაბული მწვრთნელი ადრევე იყო შესაცვლელი მაგრამ ფედერაციას ეძინა

• ვახო

სადაც ძმაკაცობ მუშაობს და პრფესიონალიზმი უარყოპილია იქ ყველგან ასე ხვდება. დ კიდევ ფეხბურთი ვაშკაცური სპორტია და დედიკოს ბიჭებს იქ რფელი ესაქმებათ

• ოეეე-ს!!!

რა არ მოგეწონა, ოეეეე?!

• ბაჩო

მინიმუმ 4 მეგრელი ბიჭი ძირითადში.გუნდში სადა ასე არ არის ის გუნდი არ ვარგა ხალხნი გაიგეთს,არ ვარგა არაა!!!

• NG

მწვრთნელები რომ ჯერ თვითონ არიან გასაწრთვნელები ამაზო ორი აზრი არ არსებობს. თუ არ დადის სოფელ სოფელ, არ დადის აკადემიებში და მხოლოდ გუნდიდან იქაური მწვრთნელი ვისაც გმაოუგზავნის იმას სჯერდება ადგეს და წავიდე. @sportall.ge დაინტერესდით რატომ არ ათამაშებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც ითამაშეს ამ ასაკობრივ ნაკრებში, თავიც გამოიჩინეს, მაგალითები ბევრია სამწუხაროდ ;-) მე ერთხელ ვუყრე ამ ნაკრების ბავშვების თამაშს და ბევრი მათგანისთვის მოედანზე ქცევის წესები არავის უსწავლებია, არანაირი დისციპლინა, მხოლოდ გინება და უაზრო ყვირილი მესმოდა ((((

• სწორი პათოსია

ვეთანხმები სტატიის ძირითად პათოსს და უფრო მეტიც, ამ ასაკის დონეზე, რუსეთთან და ესტონეთთან კი არა, გერმანია პორტუგალიასთან არ გვიჭირდა არასოდეს თამაში რადგან ეს ის ასაკია როცა ჯერ კიდევ კლასში სხვაობა ვერ შეაქვს ფიზიკურ მომზადებას და იმას თუ ვინ რომელ ლიგაში თამაშობს. აქ ნიჭი წყვეტს ბევრ რამეს და ამაში ინგლისს და პორტუგალიას ვჯობნიდით ხანდახან, რუსეთზე, ესტონეთზე და სხვა არატექნიკურ ნაკრებებზე რომ არაფერი ვთქვა. 17 წლამდელების დონეზე რუსეთს 10-დან მინიმუმ 6 უნდა მოუგო, 3 ფრედ ეთამაშო და შემთხვევით ერთი თუ მოგიგეს არაუშავს. 1:7 ნიშნავს იმას რაც სტატიაში წერია, მევრთნელი არ გყავდა პრაქტიკულად და სელექციაც არასწორი იყო. ვერ ვამტკიცებ მაგრამ არ გამივრიცხავ, ახლობლობითაც ბევრი იყო ნაკრებში გამოძახებული

• გელა

ფეხბურთში არაფერი გვეშველება და გაიგეთ ხალხო! ისე გიკვირთ თითქოს ბრაზილია და არგენტინა ვართ რა! ან ხორვატია კიდევ! რუსეთმა 7:1 მიგვიგო! ფაქტი!

• tngh-ს

ფაქტი გინდათ?! ფაქტი სახეზეა, ვერ ხედავთ, თუ არ გინდათ რომ დაინახოთ? რომელი რეგიონებიდან არინან ბავშვები ანკრებში აბა ნახე, და ვისი შვილები ახერხებენ საზღვარგარეთ საფეხბურთო აკადემიებში სწავლას? არ გინდა დაინახოთ რაც ყველამ იცის, ფაქტებს რას ეძახი, მე უნდა დავიჭირო ხელიებში რომ მისცემს ფულს? თვალები გაახილეთ რა! თუ ჩანაწერი გავუკეთო რომ დაურეკავს და ხომ იცი ეგ ვისი შვილია და ვინ პატრონობსო რომ ეტყვის?!

• რჩეული გულშემატკივარი

სპორტულ ჟურნალისტიკაში უფრო სასწრაფო ცვლილებებია საჭირო. ყოველ შემთხვევაში ამ სტატიამ ამის საჭიროება გახადა თვალსაჩინო

• qomagi

am bagnebis treneri vinaa? ar zxvenia aseti shedegistvis?

• irakli

რა თქმა უნდა ნაკრები არაპროფესიონალურად იყოს დაკომპლექტებული, თორემ 1:7 წაგების თეორიული შანსიც არ არსებობდა, იმდენი ნიჭიერი ფეხბუღტელი იქნება საქართველოში

• tngh

ეს ზოგადი "ყველამ იცის" მოდაშია შემოსული. თუ გაქვთ ფაქტი, ბრძანეთ... ჭორების გავრცელებისგან კი, გთხოვთ თავი შეიკავოთ. ამით ყმაწვილებს გულს უტეხავთ...

• semi

ზედმეტი ტრაგიზმი იგრძნობა, ცოტა მოეშვით , ჯერ ბავშვვები არიან ყველაფერი წინ აქვთ, თქვენ კიდევ მიწასთან ასწორებთ. საუკეთესო შედეგებიც გვქონია ამ ასაკში მაგრამ მერე სად დაიკარგნენ ფეხბურთელები არავინ ვიცით.

ვეთანხმები BS ნაკრებში მოხვედრა გამორიცხულია აღEბ მიცემობის გარეშე, გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა !!!!, არ კი მიდიან ბავშვების სანახავად ისე იყვანენ, ეხვეწებიან მწვრთნელები მოდი ნახეთ ბიჭებიო და მაგრამ არც კი მიდიან სანახავად , უფრო მაღალ ლიგებშI თააშობენ ვიდრე ჭაბუკთა ლიგებია მაგრამ ეს ბიჭები ფედერაციას გაწირული ყავს, იმიტომ რომ აქ არის ბიზნესი, უნდა ატარონ წინ და უკან დინამოს საბურთალოს ფეხბურთელები, დავალებებს აძლევე მწვრთნელებს, ვინც შეუსრულებს იმას ნიშნავენ, იმდენი კარგი მწვრთნელია უსამსახურიდ ბავშვთA ასაკის , აუ თუნდაც ეხლა უ 18 ნაკრები ვინაა მწვრთნელი არ ვიცი მაგრამ ისე შეკრიბა ბავშვები არც ერთ სატდიონზე არ მისულ;ა და არც ერთ თამაშს არ დასწრებია, უცხოეთშI თუ გაისეირმნა არ ვიცი , მაგარამ აქ ასე იყო , მხოხლოდ დიანმო და საბურთლოს თამაშებზე ისიც მოჩვეებითად ალბათ , თუ ვინმე მოხვდა ამათ გარდა იცოდეთ რომ ეს არის ჩ ა წ ყ ო ბ ი ლ ი ამაზრზენია ს ყველაფერი, მიაწექით " დაჩაგრულო ბიჭებო" თქვენია მომავალი

• oeee

მე მგონი შენც კლავიატურა უნდა დაგიმალონ და ჩამოსაშორებელი ხარ კომენტარების წერისგან.

• tngh

სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძე და გიორგი დევდარიანი. არ აქვს საქართველოს ფეხბურთს იმის ფუფუნება, რომ ესეტი მწვრთნელები ჩინოვნიკებად აქციოს, ან უმუშევრები იყვნენ...

• bs

მარტო მწვრთნელი? არა ძმაო რა მწვრთნელი! ყველამ იცის რა აღებ-მიცემობა და ნაცნობ-მეგობრობაც სუფევს ჩვენ ფეხბურთში. ამ ასაკში ისე ნაკრებში ვერ მოხვდები, გამორიცხულია, გაიგეთ? გამორიცხულია!!! აქ შანსი არა გაქ მოხვედრის თუ პატრონი არ გეყოლა და არ მიდექ-მოდექი, მერე თუ სადმე გაქაჩავ და გამოჩნდები, მაშინ შეიძლება ახალგაზრდულში და ეროვნულში მოგეცეს შანსი, იმიტომ რომ გამოჩნდი და იგნორს ვერ გაგიკეთებენ. მაგრამ აქ, ამ ასაკის ნაკრებებში შანსი არ არი მოხვედრის. ამიტომ ბიჭებო, ვისაც პატრონები არ გყავთ, გული არ გაიტერხოთ, ივარჯიშეთ, იშრომეთ და ნუ იფიქრებთ იტალიაზე, ბელგიაზე და ამათ ასაკობრივ ვითომ ნაკრებებზე, თავი დახარეთ და იშრომეთ! დაიჯერეთ რომ ასეა! იშრომეთ და გამოჩნდებით! დაგიფასდებათ!

• არა

ეს იმის ბრალია კობი რომ მოვიდა და ერთი ხელის მოსმით დაითხოვა ნაკრების მწვრთნელები ყველა ასაკობრივში ნუ ერთ ერთ მიზეზად მიმაჩნია

• ტორინო

გალაქტიოოონ! -ცვლილებები ხო ისედაც იქნება. დაუკვირდი სიტყვას 17 წლამდელები... )). მწვრთნელს რომ აბრალებ ბიძიკო (მოზარდებზეა არ დაგავიწყდეს საუბარი), 7:1-ს მწვრთნელები არ აგებენ ზოგადად. მწვრთბელმა შეიძლება სტრატეგიულად წააგოს კონკრეტული მატჩი (2:1 1:0 2:0 და ა.შ..), ისევე როგორც მოგების შეთხვევაში. გეთანხმები მწვრთნელი შეიძლება ჩამოსაშორებელი იყოს საქმიანობას და მეტიც, სტადიონთან უნდა აეკრძალოს 10-20 ნეტრის რადიუსზე მიახლოება, ოღონდ სხვა პრობლემის გამო (რის იდენტიფიცირებასაც სამწუხაროდ შენ ვერ ახდენ და შენც სავარაუდოდ ჩამოსაშორებელი ხარ მე თუ მკითხავ სპორტულ შურნალისტიკას.). ჯელაძეს მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა დაეწყო მობილიზება შესაბამისი თაობის საქართველოს მასშტაბით, ამან ალბათ ვაკე\საბურთალო და ლუბლიანას ქუჩის იქით არ ინება სიარული. მე მაინც მგონია, არ დაანებეს... მადლობა ადმინ რომ არ დაბლოკე კომენტარი.

• georgian

მართალია გალაქტიონი. საიდან მოიყვანა ფედერაციამ ეს ჯელაძე, სად იპოვა? ან ამ დრომდე წარმოიდგინეთ ნამუსი არ ჰყოფნის რომ გადადგეს. სასწრაფოდ მოაშორეთ ეს კაცი ქართულ ფეხბურთს!

• roma

ავტორ გეთანხმები 1000 %. წავიდეს ეს მწვრთნელი და მოვიდეს ახალი ვინც ახალ სისხლს შეიტანს ბავშვებში, ვინც იცის როგორ უნდა განაწყოს ბავშვები სათამაშოდ ამა თუ იმ ნაკრებთან, ამ ბიჭებს კი წარმატებები ვუსურვოთ და ვთხოვოთ შეცდომები არ დაუშვან, აქ არ მთავრდება მათი თმაში და მთავარია არ დანებდნენ ეს ბავშვები ისინი ჩვენი მომავალი იმედი არიან.

• ლევან

100% ვეთანხმები

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა

U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო

U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა

ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა

U16. საქართველოს ნაკრები თურქეთთან ორ მატჩს გამართავს

U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]

ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]