ჩვენს დროში უმაღლესი დონის ფეხბურთელების შემოსავლები ათობით მილიონ დოლარს აღწევს.
თავისი კარიერის განმავლობაში ფეხბურთის "ვარსკვლავს" შეუძლია ბედნიერი ცხოვრებით არა მხოლოდ თავისი საკუთარი თავი უზრუნველყოს, არამედ შთამომავლებიც, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.
გაგაცნობთ რამდენიმე ისტორიას იმ პროფესიონალების "ზღაპრული" შემოსავლების შესახებ, რომლებიც საფეხბურთო მინდვრებზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოდიოდნენ.
ალბათ, ვერავინ დაასახელებს იმ პირველ ფეხბურთელს, რომელმაც თამაშის გამო ფული მიიღო. მით უმეტეს, რომ უწინდელ პერიოდში მსგავსი რამ ოფიციალურად მიუღებლად ითვლებოდა - ფულით ხომ ერთი კლუბიდან მეორეში ფეხბურთელის გადაბირება იოლად შეიძლებოდა.
ისე კი, XIX საუკუნის 70-იან წლებში პროფესიონალები უკვე არსებობდნენ და მათთვის თანხის გადახდის "კვალი რომ დაეფარათ", კლუბების მფლობელები მოთამაშეებს რაიმე სამუშაოზე აფორმებდნენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ამგვარ "სამსახურში" საერთოდ არ დადიოდნენ.
ალბათ, საინტერესოა, მაინც რამდენს უხდიდნენ ფეხბურთელებს "არალეგალურად". ამასთან დაკავშირებით ინგლისში ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ასეთი ლეგენდაა გავრცელებული:
1879 წელს სკანდალი მოხდა კლუბ "დარვენის" მოთამაშე ფრეგი სუტერის ირგვლივ: ეჭვი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გუნდში მისვლის შემდეგ მან თავის ძირითად სამუშაოს - ქვისმთლელობას თავი დაანება. ესე იგი, გამოდის, რომ ფრეგი სუტერი ფეხბურთის თამაშის შედეგად ქვისმთლელობაზე არანაკლებ ანაზღაურებას იღებდა!
1884 წელს კლუბ "პრესტონ ნორტენდის" ხელმძღვანელობას ბრალი დასდეს იმაში, რომ თითქოს თავის ფეხბურთელებს თამაშის შემდეგ ფულს უხდიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გუნდი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციიდან გარიცხეს. ამ ფაქტმა გულშემატკივრების რისხვა გამოიწვია და ამიტომ ასოციაცია იძულებული გახდა, მომდევნო წლიდან ნება დაერთო კლუბებისათვის, რომ მოთამაშეებისათვის ფული გადაეხადათ. მანამდე კი ძალაში იყო (ორიოდე წლით ადრე მიღებული) წესი - თუ ფეხბურთელი იმდენ თანხას იღებდა, რომელიც მატჩებში მისი მონაწილეობის ხარჯებზე მეტი იყო, დამრღვევს დისკვალიფიკაცია ელოდა.
პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული პროფესიონალური კლუბი გახდა "ბლეკბერ როვერსი", რომელმაც 1885/86 წლების სეზონში თავის მოთამაშეებს 615 ფუნტი გადაუხადა. ყველაზე მეტს იღებდნენ ჯეიმს ფორესტი და ჯოზეფ ლოფტჰაუზი - თითო ფუნტ სტერლინგს კვირაში!
1889 წელს ინგლისის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა ნიკ როსი კლუბ "პრესტონიდან", რომელიც თვეში 10 ფუნტს იღებდა. სხვათა შორის, ამის გამო ბევრი შედარებით ღარიბი კლუბი უკმაყოფილებას გამოხატავდა და ითხოვდა, რომ საფეხბურთო "ვარსკვლავების" მადა შემცირებულიყო.
პროფესიულ ფეხბურთში რევოლუცია "შეფილდ იუნაითედის" მეკარემ, უილიამ ფულკმა მოახდინა, რომელმაც მე-19 საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში კლუბის მფლობელებისაგან მატჩებსა და ჩემპიონატებს შორის პაუზების (შესვენებების) ანაზღაურებაც მოითხოვა. კლუბის ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა, თუმცა ერთგვარი კომპრომისით - შესვენების დროს ხელფასი მნიშვნელოვნად დაბალი იყო.
გასული საუკუნის დასაწყისში კი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები საკუთარ თავს, ალბათ, ნამდვილ ოლიგარქებად გრძნობდნენ: მათგან საუკეთესოები კვირაში 7 ფუნტს იღებდნენ, პრემიებიანად კი ანაზღაურება 10 ფუნტამდე მატულობდა.
ავტორი: სიმონ კილაძე
irakli
ახლა საქართველოში თითქმის მასეა, იმიტოა რო გარბიან ჩვენი ფეხბურთელები, მაგალითად ლატვიაში, ლუქსემბურგში და სხვა არასაფეხბურთო ქვეყნებში
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში
გვერდითა არბიტრმა ფეხბურთელს სცემა [VIDEO]
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში
რონალდოს უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე 4 იტალიური კლუბს სახელფასო ბიუჯეტი
ფეხბურთელმა ბურთით ზებუნებრივი ძალების დემონსტრირება მოახდინა [VIDEO]
Sporting Intelligence-მა ეროვნული ლიგის წლიური საშუალო ხელფასი გამოაქვეყნა
კუნგ ფუ - ფეხბურთელმა ფანს ლამის თავი წააცალა [VIDEO]
სრული სიგიჟე! - ფანმა ფეხბურთელს პირდაპირი ეთერის დროს დაარტყა [VIDEO]
ისლანდიელმა ფეხბურთელმა შუბლით ლამის ხარიხა გატეხა [VIDEO]
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა