გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის დიდებული თამაშის წყალობით “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა გაიმყარა. ცინცაძემ ნებისმიერი გამთამაშებლისთვის საოცნებო – 17 პასი მიითვალა, რითაც თანაგუნდელებს, მათ შორის ბერიშვილსაც დიდად გაუადვილა ქულების მოგროვება.

“ალ შამალმა” “ალ რაიანს” უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა. ცინცაძემ 33 წუთში 4-დან 3 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას, 17 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიაყოლა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და მან მცირედით აჯობა დოჰელთა უმთავრეს ბომბარდირ მოჰამედ ჰარატის (31), რომელმაც ამჯერად 24 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველი გამთამაშებელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შედეგიანად გაისარჯა ბერიშვილიც, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 40 წუთის განმავლობაში მიშას მონაგარი 20 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 13-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“ალ შამალმა” 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და კვლავაც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს “ალ სადთან”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

შოთა
:D:D
ვაშა
- ალ შამბალ!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცინცაძე და ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატის ფინალში არიან
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
მიხეილ ბერიშვილის 8 ქულა და მე-3 მარცხი ყატარის ჩემპიონატში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი