გუშინ, 14 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაანონსებული გამოძიების ნაცვლად, თვალებში მორიგი ნაცრის შეყრა მივიღეთ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"როგორც ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, 2019 წლის 12 იანვარს სასტუმრო "ბილტმორში", 12:00 საათზე ჩატარდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მიერ დაანონსებული ძიუდოს, როგორც ერთიანი სპორტული ოჯახის გაფართოებული შეხვედრა, პირობითი სახელწოდებით, "ძიუდოს ღირსების დარბაზი", რომლის მიზანიც გახლდათ ფედერაციაში შექმნილი მდგომარეობის დეტალური განხილვა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. შეხვედრაზე, კლუბების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ვეტერანი ძიუდოისტები, ასევე, ყველა დამსახურებული მწვრთნელი.

თითოეულ წევრს მიეცა საშუალება თავისი აზრის დაფიქსირების, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, რომლის ძირითად პათოსადაც განისაზღვრა ყველა დაპირისპირებული ჯგუფისა თუ პიროვნებებთან მიმართებაში შემრიგებლური, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გაჯერებული პოზიცია. ამავე დროს, კენჭისყრის ფორმატით სრული მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ეროვნული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის, ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტისა და აღმასკომის მიმართ.

შესაბამისად, მიეცა რეკომენდაცია აღმასკომის გაფართოებული ფორმატის ფარგლებში უკვე შექმნილ კომისიას, ერთი მხრივ, პირველ რიგში მუშაობა გააგრძელოს არა სადამსჯელო, არამედ სწორედ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბოლო პერიოდში ცალკე გამოკვეთილი ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურად ცალკე აღებული პიროვნებების ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი მომავალში ყველა ისეთი თვითნებური ქმედების მიმართ, რომელიც ლახავს ძიუდოს, როგორც ერთიანი ოჯახის, სახელსა და ინტერესს."

თუ აქამდე ძიუდოს ფედერაცია არ აფიქსირებდა, რომ რაიმე სახის დაპირისპირება მოხდა, ამჯერად უკვე დაპირისპირებულ ჯგუფებზე საუბრობს. ესეც პროგრესია, რადგან აქამდე უნდოდათ დაგვეჯერებინა, რომ სრულ იდილიაში ცხოვრობდნენ.

"ძიუდოს ღირსების დარბაზს" კი ერთი რამ გამორჩა, რომ ძიუდო ხალხისაა, ხალხის ფულით ფინანსდება და კეთილი უნდა ინებონ, ნაცრის შეყრის ნაცვლად პასუხები გასცენ. რამდენად სამართლიანია, რომ კონკრეტული სპორტსმენი ჩემი ფულით ისვენებს და ამავდროულად, სახელსაც მირცხვენს? საგამოძიებო კომისიის ნაცვლად ცოდვების მიმტევებელი და შემრიგებელი კომისია მივიღეთ. ისე გამოვიდა, რომ ფედერაციამ უბრალოდ დრო გაწელა, სურდათ, მღელვარება ჩაექროთ და ახლა ზედმეტ თავის ტკივილს, სიტუაციიდან გამოძრომა არჩია.

არადა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გამჭვირვალე კომისიას გვპირდებოდა, სადაც აღმასკომის წევრები, ვეტერანი ძიუდოისტები, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ოლიმპიური კომიტეტი და ჟურნალისტებიც იქნებოდნენ.

თუმცა "ძიუდოს ღირსების დარბაზში" ბოლო ოთხს რა ესაქმებოდა, ხომ შეიძლება მათი აზრი რომელიმეს არ გაეზიარებინა და დანარჩენი დელეგატების მსგავსად მათთვის კვერი არ დაეკრა?

ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ამ ყველაფერს მომავალი თაობა უყურებს და მათ აუცილებლად ექნებათ უსამართლობის განცდა, მომავალი თაობა კი ძიუდოს ღირსებისა და წმინდა წესების საფუძველზე უნდა გაიზარდოს, უფროს თაობაში მათ თავიანთი რჩეული უნდა ჰყავდეთ, ვისაც მიბაძავენ, ფედერაცია კი მათ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს და აჩვენებდეს, რომ დისციპლინა წარმატების საწინდარია, მისი დარღვევა კი ხალხის უპატივცემულობაა და არასდროს არ უნდა მოხდეს ეს.

aburjga
სადაც ჭიდაობაა იქვე ჩხუბიცაა! ჭიდაობა და ჩხუბი რამ გაყო ერთმანეთისგან? იჩხუბონ, იჭიდაონ, გაარკვიონ ერთმანეთში მტყუან მართალი, ძლიერი და მძლეთა მძლე. რა გინდათ რას ერევით, მიხედავენ თავს!
emigranti
კი ბატონო, შერიგდნენ, ეს ყველას სურვილია, მაგრამ დასასჯელი დაისაჯოს, რა ტიტულების მფლობელიც არ უნდა იყოს. პრეცენდენტი არ უნდა დაიშვას, თორემ სადამდე მივა მათი თავგასულება მალე დავინახავთ.
Gulis tkivili
ჯერ ერთი ყველა მედალოსანი არ იყო მიწვეული მხოლოდ ის ხალხი იყო ვინც ჭირდებოდათ. მერე მეორე. დგეს როა ძიუდოს კარი ჩაკეტილი და შიგნით არავის ახედებენ ასე არასდროს ყოფილა. და მესამე სანამ მოდებაძე და მისნაირი მაფია კრუგში იტრიალებს აზრი არააქვს არაფერს.რაზე ლაპარაკობთ ბოლოსდაბოლოს 5 წელში 2ჯერ ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული კაცი გაუშვით ნაკრებიდან.ძალიან ცუდია რო ქვეყანაში აღიარებული სახალხო სპორტი ვიგაცის ინტერესებს და ჯიბეს ეწირება და ამაზე თვალს ხუჭავენ.რით ვერ გაძეხით
iberieli
დავსაჯოთ ძიუდოისტები აუკრძალოთ ჭიდაობა იმიტომ რომ დისციფლინა არ ააქვთ!!!!! ტალახაძეს აუკრძალოთ შტანგასთან მიახლოება იმიტომ რომ კლიპში გაბედა გამოჩენა!!!!! თავისუფალი სტილის მოჭიდავეები საერთოთ სპორტის ხსენებაც აუკრძალოთ მაგათ ხომ რუსული გერბით პიჟამოები ეცვათ!!!! ბერძნული სტილის მოჭიდავეები საერთოთ გავყაროთ ქვეყნიდან რაც მაგათ სპორტის სასახლეში გააკეთეს კრიტიკას ვერ უძლებს!!!! ფიქროფთ საერთოდ ვინებს აკრიტიკებთ და რეებს წერთ??? სპორტი ჩემთვის არის მეორე ცხოვრება და მწყინს ძალიან ხალხი ისე რომ აკრიტიკებს ამ სპორცმენებს რომ წარმოდგენაც არ ააქვთ ამ ადამიანებზე მათ მწარმსზე და თავი უკეთესები გონიათ. არა და ეს ხალხი არის ქვეყანაზე უსაზღვროთ შეყვარებული ადამიანები მე პირადულათ მაქვს ამ ხალხთან ურთიერთობა და ისიც ძალიან კარგათ ვიცი რომ აქ წარმოთქმულ ბრძნულ აზრებზე ძალიან ნერვიულობენ!!! მე ვამაყობ თითოეული მათგანით და ისიც კარგათ ვიცი რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იოცნებებდა და იამაყებდა ამ ადამიანებით!!!! გაუმარჯოს ჩვენს სპორცმენებს და მათ გულ შემატკივრებს ნაღდ ქართველებს!!!!
tngh
გამართლება არც ერთ მხარეს არ აქვს. მტყუან-მართალის გარჩევა უკვე შეუძლებელია... გამოსავალი მრავალმხრივ კომპრომისშია... შერიგდით!!! მეტოქეებს ნუ გაახარებთ...
ilona
სანამ მოჩხუბარი და ძიუდოს სახელს ამოფარებული კრიმინალი ძიუდოისტები არ დაისჯებიან, მანამდე ძიუდოს პრობლემა არ მოგვარდება. ვინ მისცა რომელიმე ძიუდოისტს იმის უფლება, რომ სხვა ახალგაზრდა ძიუდოისტს გზა გადუღობოს და ჩხუბით და კრიმინალით ჩამოიშოროს გზიდან?????
სირო-ს
გულშემატკივარს უნდა დაუმტკიცოს რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის არის პირველი ნომერი და იმსახურებს ნაკრებში ყოფნას. საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატს უნდა სცეს პატივი და იმ საზოგადოებას ძიუდოს ოჯახს რომ ეძახის. სამართლიანობის და კანონიერების პრინციპი არ გესმით და ძიუდოს გაგება რომ გიჭირთ ნამდვილად არ მიკვირს.
vai-ს
ჩემი გაჩუმებით და აქ არაფრის წერით თუ ძიუდო განვითარდება არ მაქვს გაჩუმების პრობლემა. ისე ნამდვილად არ ვიტყუები და კარგად მესმის რასაც ვწერ. ისე კონკრეტული ძიუდოისტები თუ შეგიძლია დამისახელო იაპონიის ნაკრებიდან ვისაც ისევე მოექსნენ როგორც კირაკოზაშვილს, ანუ უშუალო კონკურენტ ორჯერ მოუგო ორი თვის განმავლობაში და მსოფლიო და აზიის ჩემპიონატი არ აჭიდავეს იმ მიზეზით რომ ნაკრების მწვრთნელმა არ მიიჩნია მისი წაყვანა საჭიროდ. გთხოვთ მაგალითი დაწეროთ. მართლა მაინტერესებს კონკრეტული შემთხვევა.
vai
ბატონოთი არა თქვენი უდიდებულესობა თი მოგმართავ მოგცლია და წერ აქ ტყუილებს იაპონიის ნაკრებშიც კი არის ეგეთი ლპრობლემა 81 ში 90 100 ში და +100 ში რო საერთაშორისო ტურნირზე კარგად ვერ გამოდიან შიდა ჩემპიონები . არ იცი და ეგება გაჩუმდეთ
siros
ადამიანო მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა 400 ე ნომრებს უმტკიცოს პირველობა ?? აზრზე არ ყოფილხარ ძიუდოსი ყველაზე სუსტი კონკურენცია წონაში და შენ მსოფლიო პირველ ნომერს თხოვ 400 ე ბში და 218 ეებში პირველობის დამტკიცებას არ იცი ძიუდო და შეეშვი რა
გიორგი
შერიგება ნამდვილად სასურველია. თუმცა გარანტია იმისი რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გაძლიერდება და უარესს არ იზავენ არავინ მოგვცემს გულშემატკივარს. მაინც ვფიქრობ რომ ნებისმიერ სპორტში დისციპლინას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს და კუთხურუბის და კლანურობის პრინციპი ჩვენი ძიუდოსთვის დამღუპველია
batono-ს გიორგი
ნამდვილად არ გავგიჟებულვარ და არც ვიღრინები. ის რომ საქართველოს ჩემპიონატს იგებს ადამიანი და წონის ლიდერებს ამარცხებს, ვფიქრობ ამას სპორტში დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რომ ამის მიუხედავად საერთაშორისო ტურნირზე შედეგს ვეღარ აჩვენებს, ეს არის მწვრთნელების ჯგუფის პრობლემა და არაპროფესიონალიზმი. ანუ შესაბამისად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვეღარ ან აღარ ამზადებენ იმ სპორტსმენს ვინც საქართველო მოიგო. სხვა ახსნა საერთაშორისო ტურნირზე თუ რატომ არ ან ვერ აჩვენებს შედეგს ამას არა აქვს. ფედერაციის და ზოგიერთი მწვრთნელის ვაი მოსაზრება რომ არსებობენ სპორტსმენები რომლებიც მხოლოდ ქვეყნის შიგნით აჩვენებენ შედეგს არის სრული აბსურდი და საერთაშორის სამწვრთნელო პრაქტიკა მსგავს სისულელეს არ ცნობს. სწორედ ამ მოსაზრების საფუძველზე იღებენ შემდეგ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ გულშემატკივარიც დაარწმუნონ რომ სწორად მოიქცნენ. მთავარია იყოს სამართლიანობა და არა სუბიექტური მიდგომა. და სამართლიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი სწორედ საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგი უნდა იყოს. და კიდევ, მე შეურაცხყაფა არავისთვის მიმიყენებია და სასურველია თუ ასევე მომმართავთ.
არა
არაფერიც არ გესმის შეუგნებელი ხარ მაგ ტატალაშვილვილმა აჯობა ზუსტად საერთაშორისო შედეგებით პარიზის გრანდ სლემის მედალს და თბილისის გრან პრის მედლების ხარისხებს თუ ვერ ანსხვავებ სხვა სპორტს უყურებ არაა ძიუდო შენი საქმე . ჩხვიმიანიც უგებს პაპინაშვილს მაგრამ საერთაშორისოზე ვერც ედრება. გიგანი და ტაველური წლებია იგებენ საქართველოს მარა საერთაშორისო ტურნირზე ვერაფერს შვებიან .
zampara
გამართლება არ აქვს რაც მოხდა ჩვენი ძიუდოისტების შორის,მაგრამ ბევრი სახელოვანი ძიუდოისტი გვყავს და მათგან ვინმეს დასჯით ისევ ჩვენ თავს ვავნებთ.ეს ტიტულოვანი სპორტსმენები სჭირდება საქართველოს.მართლაც ხომ არ აჯობებდა შეგვერიგებინა ისინი იმ პირობით,რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება.
გიორგი
მე არ მწყინს არანაირად. ძიუდოს საქმეს წყენს მსგავსი დამოკიდებულება და ზოგადად გულშემატკივრებისთვის არის ძალიან ცუდი. პაპუნაშვილის მოგება ჭრიკიშვილის და მარგიანის წინააღმდეგ ნიშნავს რომ აქვს მას ძალიან კარგი პოტენციალი და მიხედვა უნდა. მაგას ვამბობ, რომ თუ პატრონი არ ყავს არ მიხედავან და რეალურ შანსებს არ მისცემენ. აი ეგ არის სერიოზული პრობლემა. თუ საქართველოს ჩემპიონს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ამისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უმაღლესი დონის მომზადება არ ეკუთვნის მაშინ ტყუილად ვსაუბრობთ ძიუდოს მომავალზე. მომზადება მათ შორის სხვა დაბალ დონეზე ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობასაც გულისხმობს, თუნდაც წააგოს ამ ტურნირებზე, ეს არ უნდა გახდეს ევროპაზე მისი არ გაშვების მიზეზი, როგორც შარშან კირაკოზაშვილს გაუკეთეს. უბრალოდ უნდა კარგად მოამზადო საქართველოს ჩემპიონი და შეუქმნა ყველა პირობა. და არა ისე, "უი შენ რაღაც გაურკვეველი ტურნირი წააგე და დამთავრდა ევროპაზე და მსოფლიოზე ვისაც გვინდა წავიყვანთ" აი ეს მარაზმია უსამართლობა რაც ღუპავს ძიუდოს.
რა-ს
ძალიან კარგად ვიცი რასაც ვწერ. იქნებ კითხვა არ იცი და მაგიტომ ვერ გაიგე? გასაგებად ვწერ, რომ საქართველოს ნაკრები უნდა კომპლექტდებოდეს საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შესაბამისად და არა ვიღაცეების გავლენებისა და პირადი მოსაზრებების შესაბამისად. ტატალაშვილს ორჯერ მოუგო ორი თვის პერიოდში კირაკოზაშვილმა და ტატალაშვილი წაიყვანეს ევროპაზე. ძალიან კარგად მესმის რასაც ვწერ
გიორგი
აშკარაც სერიოზული არეულობაა. ამას აქ საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირებაც ადასტურებს.
emigranti
ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე დასრულდებოდა...ყველაფერი გამიგია, მაგრამ შეჯიბრზე წასული გუნდი ერთმანეთში მუშტიკრივით არკვევდნენ მტუყან-მართალს, ეს მეტისმეტია და დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს. შესაძლოა მეშლება და ვითომ მოჩხუბართა მხოლოდ შერიგებაა გამოსავალი, მაგრამ მომავალში რა შედეგს მოიტანს ის თუ გიფიქრიათ?
გიორგი-ს
არ გეწყინოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისევ ჭრიკიშვილი, ღვინიაშვილი და მარგიანი გავლენ საერთაშორისო ასპარეზზე, სანამ მათ სხვა არ დაამარცხებს. კი ბატონო, აჯობოს პაპუნაშვილმა და შემდეგ ქონდეს პრეტენზია. აბა, ისე როგორ გინდათ.
status quo
რაც ძიუდოს ფედერაციაში ფული შემოვიდა,მაფიოზები გახდნენ,თანაც უწიგნური ტიპები და ეს ვაიმაფიოზობა უტვინურად გამოუდით.გაყარეთ ფედერაციიდან ეს მაფიოზები ახალი პრეზიდენტის თამადობით და გამჭვირვალედ აარჩევინეთ ხალხს სრული შემადგენლობა,თორემ მიხვალთ ჩვენი მომაკვდავი ფეხბურთის დონემდე და ხალხი არ დაგიჭერთ მხარს.
რა
თქვენ სხვა სპორტს უყურებთ მგონი ვინ არ მიცა კირაკოზაშვილს შანსი უამრავი ტურნირი იჭიდავა ორი წლის მანძილზე და მხოლოდ 1 მედალი აქ თუ არ იცი ნუ წერ
batono
რა მინიმუმ ევროპა? ჰო არ გაგიჟდი? მისნაირი უამრავია შიდა ჩემპიონატს რომ იგებს და საერთაშორისოზე ვერაფერს შვება. უამრავი ტურნირი მოიარა შარშან და ნაღდად არ ქონდა ლიდერების ნაირი შედეგი აცადეთ კაცს ვნახოთ წელს რას იზამს რას იღრინებით მსოფლიო და ევროპა გარანტირებული უნდა ქონდესო
გიორგი ჯანიკაშვილი
სამარცხვინო საქციელი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების კასკადი გრძელდება.რას უნდა ველოდოთ,როცა ძიუდოისტები,ფეხბურთელები და არტისტები პარლამენტში სხედან,მთავრობაში ქვეყნის ბედს განაგებენ,სპორტის ამ ულამაზეს სახეობაში მიმდინარე პროცესებს კი მაინც საკუთარი სამრეკლოდან გამორჩენის მიზნით უყურებენ?თითქოს მთელმა ქვეყანამ პირწმინდად დაივიწყა ძველი ქართული ანდაზა-,,პური მეპურეს უნდა გამოაცხობინო".ქომაგის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ,ბედნიერები ვყოფილვართ ქევხიშვილის მოსვლამდე;მოსვლის დღიდან დაიწყო ამ სიძლიერით გამორჩეული და მედლებისმომტანი ნაკრების საოჯახო ბიზნესად და გამდიდრების წყაროდ ქცევის სამარცხვინო პროცესი.ის,რაც დღეს ხდება,მე მიმარაუდე ირაკლი უზნაძის გუნდიდან გაშვებისთანავე.უკუღმა დატრალდა ჩვენი და წაღმა დატრიალდა თურქეთის ნაკრებისა,სადაც ის მთავარ მწვრთნელად გადავიდა და არასრულ ორ წელიწადში ისეთი გუნდი შექმნა,რომ ტოკიოს დიდ პრიზზეც კი იღებენ მედლებს.ჩემი სტატია მაშინ არ გამოაქვეყნეთ;დარწმუნებული ვარ,რომ არ გამოაქვეყნებთ დღესაც,მაგრამ როდემდე გინდათ დაღმასვლას გულხელდაკრეფილებმა უყუროთ?საქართველოში ხდება ეს ყველაფერ და არა ბურკინა ფასოში.სამშობლოს საამაყო სახეობას ეხება ეს;მისი ისტორია კი ათწლეულობით იქმნებოდა სახელოვანი ძიუდოისტების მიერ.ერთი ხელის მოსმით შეიძლება აწყობილი სისტემის მოშლა და ერის მასხრად აგდება?ნუ გამოაქვეყნებთ ამ გულისტკივილსაც;რა მერე?მავანს მაპატიეთ და სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია საქართველო?!ჩვენ რა გვეშველება?[ თქვენ ხომ მაინც წაიკითხავთ-მოდერატორებო?თქვენ მაინც ხომ მოისმენთ რიგითი ქართველის გულისტკივილს?
სოსო
ცხადზე ცხადია,რომ თევზი თავიდან ყარს და რაც არ გინდა ილაპარაკონ ფედერაციის ხელმძღვანელობამ,ვეღარც ხალხში და ვეღარც მოქმედ სპორტსმენებში,სამართლიანობის განცდას ვერ დააბრუნებენ.შემადგენლობის ძირეული ცვლილებაა აუცილებელი,არ შეიძლება იგივე კლანის დარჩენა,თორემ როგორც არ უნდა დასაჯო სპორტსმენი,ეს ექსცესები გაგრძელდება, ახლა უკვე სხვათა მონაწილეობით.ამ ხალხს იმის ნამუსი და ძიუდოს სიყვარული არა აქვთ,რომ თვითონ წავიდნენ,ამიტომ უკვე ძიუდოს თემმა უნდა მოსთხოვოს მათ წასვლა და შეიქმნას ახალი შემადგენლობა.ნაკრების ბიჭები კი,ისევ გაუწვდიან ერთმანეთს ხელს.
გიორგი
თხოვნით მინდა მივმართო ამ სტატიის ავტორსაც და სხვა სპორტულ ჟურნალისტებსაც: იქნებ თვალყური მივადევნოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონის 90 კილოგრამში გიორგი პაპუნაშვილის შესახებ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ძიუდოს "ღირსეული" მესვეურები ამ ბიჭს არ გაუშვებენ არც ერთ დიდ ტურნირზე. მინიმუმ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მაინც უნდა ჰქონდეს გარანტირებული. დიდი ხანია აღარ მჯერა ძიუდოს მწვრთნელებისა და ფედერაციის არგუმენტების რომ კონკრეტულად დიდი ტურნირის წინ რომ ვერ აღმოჩნდება ესა თუ ის სპორტსმენი ფორმაში. ეწვი მაქვს ისე მარგიანი, ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი წავლენ დიდ ტურნირებზე. როგორც შარშან კირაკოზაშვილს მოექცნენ ძალიან უსამართლოდ. ვფიქრობ სრულიად მოუმზადებელს გაუშვებენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის წინ გიორგი პაპუნაშვილს რომელიმე მესამე ხარისხოვან ტურნირზე, რომელსაც ვერ მოიგებს. რაც გახდება არგუმენტი შემდეგ მისი მსოფლიოსა თუ ევროპაზე არ წაყვანის. შეთქმულების თეორიების მაინცადამაინც არ მჯერა მაგრამ ამ ჩვენს ფედერაციას და მის ვაი მწვრთნელებს რომ ვაკვირდები არაფერია გამორიცხული.
გიორგი
ძიუდოს ფედერაციას - მოეშვით სისულელეებს, შეიმუშავეთ კანონები და წესდებები და იმუშავეთ იმის მიხედვით. წელს თუ არ მეშლება, კირაკოზაშვილმა საქართველოც აღარ იჭიდავა. შარშან ცალკე რეხვიაშვილს და ორჯერ ტატალაშვილს მოუგო და ჩვენმა დიდებულმა მწვრთნელმა ცირეკიძემ არც ევროპაზე წაიყვანა და არც მსოფლიოზე. ნორმალურად ნაკრებში არც კი ავარჯიშეს. მესმის "გორის მაფიოზური სკოლის". ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევამ გაამართლა. ვგულისხმობ ბიჭს ოლიმპიადაზე ოქრო ბრინჯაო აქვს აღებული და ევროპის ჩემპიონი ისე გახდა საქართველო არ მოუგია. შარშან იჭდავა პირველად. პატივი ეცით ძიუდოს ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატს. დაანებეთ მაფიოზობას და მაიმუნობას თავი.
გიორგი
მე პირადად სამართლიანობა და წესრიგი მაინტერესებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში კანონზე დამყარებული ფაქტიურად არაფერია, სიტყვიერად და გაურკვეველი ვითომ პრინციპებით და ამავე დროს "ჩვენ ძიუდოს ოჯახი ვართ" ძახილით უნდათ საქმის მოგვარება. ლიპარტელიანს როგორც სპორტსმენს მისი ნაჩვენები შედეგების მიხედვით დიდ პატივს ვცემ. მაგრამ არ შეიძლება ნაკრების კაპიტანი იყოს სპორტსმენი რომელიც ქვეყნის ჩემპიონი არ არის თავის წონაში. არც შარშარ და არც წელს საქართველო არ იჭიდავა ას კილოგრამში. ძიუდოს ფედერაცია როგორ გინდა კონკურენცია გაზარდო თუ სამართლიანობას არ დაამყარებ!!!
გიორგი
ვეთანხმები ჟურნალისტს, არ შეიძლება ასე საქმის მიჩქმალვა. ყველაფერს ხედავს მომავალი თაობა და უარყოფითი განცდა და უსამართლობის შეგრძნება ეუფლება.
Irakliy
აი როგორ უნდა გქონდეს გამოფიტული თავი, ასეთი სისულელე რომ დაწერო? იჩხუბეს, დაამტვრიეს ერთმანეთს თავ-პირი შეჯიბრებაზე წასულმა ხალხმა, მერე შერიგდნენ. მერე საქმეს დასჭირდა, ისევ იჩხუბეს და ისევ შერიგდნენ. რა მოხდს მერე?:))) დაეგდნონ აქ, გავიდნენ ტყეში და სანამ არ მოსწყინდებათ, უბრაგუნონ ერთმანეთს. მაგისთვის იაპონიაში წასვლა და იქ ქვეყნის შერცხვენა არ არის აუცილებელი!
gurami
წარმატებები ჩვენ ძიუდოისტებს! ხოლო ტროლები ვისთვისაც ძიუდო არაფერს ნიშნავს გადართეთ და უყურეთ გრიგოლიას პოლიტ დებატებს))) ძიუდოს ფედერაციას კი მონდა ვთხოვო პარიზის მასტერსზე წაიყვანოთ გაფართოებული შემადგენლობა თითო წონაში ორი მონაწილე საქართველოს ჩემპიონები და ეროვნული ნაკრები, ეს აუცილებელია კონკურენციისთვის!
Irakliy
აი როგორ უნდა გქონდეს გამოფიტული თავი, ასეთი სისულელე რომ დაწერო? იჩხუბეს, დაამტვრიეს ერთმანეთს თავ-პირი შეჯიბრებაზე წასულმა ხალხმა, მერე შერიგდნენ. მერე საქმეს დასჭირდა, ისევ იჩხუბეს და ისევ შერიგდნენ. რა მოხდს მერე?:))) დაეგდნონ აქ, გავიდნენ ტყეში და სანამ არ მოსწყინდებათ, უბრაგუნონ ერთმანეთს. მაგისთვის იაპონიაში წასვლა და იქ ქვეყნის შერცხვენა არ არის აუცილებელი!
ტორინო
ანუ ის ნიჩვირიტი იყო?! ეხლა დაერხათ მოჩხუბარ და ჭირვეულ ძიუდოისტებს... აბა აწე გაბედეთ?!.. სამარცხვინოა სა მა რცხვი ნოოო!!! შეიურაცხყოფილად ვგრძნობ თავს!!!
nika
კაი რა ნუ ხართ ეს ჯურნალისტები ცუდის დანახვაზე მიდრეკილი ხალხი...იჩხუბეს მაშინ... ეხლა შერიგდნენ,თუ საქმეს დაჭირდება კიდევ იჩხუბებენ და შერიგდებიან,ჩხუბში და კამათში იბადება ჯეშმარიტება..აბა ამ ქვეყანაში ან ცხოვრებაში ყველაფერი კარგად რომ იყოს გავწყვეტილვართ ყველა..ქართული ძიუდო არც მაგ რამოდენიმე ათეული კაცით იწყება და არც მაგათით მთავრდება...ქარტუული ნათქვამია კიდევაც დაიზრდებიანო და დაიზრდებიან მაგათზე უკეთესი ძიუდოისტები და ქართველებიც..ბევრი უბედურება გადაუტანია ხალხს და ამათაც გადაიტანს როგორმე...
bs
კი მაგრამ მთელ ამ კრებაზე ერთი პრინციპული ადამიანი მაინც არ აღმოჩნდა? კრება კი არა მაშინ ხროვა ყოფილა! უაზრო ყმუილით, ლაქუცით და კუდის ქიცინით!
ბელთაყვა გალაქტიონს
არ გესმის ძიუდო ისევ არაფრის მომცემი სტატიები წერე ქართველ ფეხბურთელებზე .
გატუზო
ხო კიდე. ფეხზე წამოდგომით თუ ისე?! და ალავერდს ვისთან არიან?!
გატუზო
ძიუდოს ფედერაცია უნდა გადაკეთდეს შპს-დ. ამაზე მეტად პასუხისმგებლობის შეზღუდვა სად გაგონილა :D სკკპ-ს ყრილობაზე ნათქვამ განცხადებას გავს. შუალედებში ხანგრძლივი და მქუხარე ტაში აკლია, შიგადაშიგ აპლოდისმენტებში გადაზრდილი და ეგაა.
marazmi
თვალში ნაცარი შეაყარონ ერთმანეთს ამ უნამუსო მუქთახორებმა. გასაყრელია სულ ყველა ნაკრებიდან ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სამარცხვინო ცემატყეპაში და მოსაშორებელია უარესი ცოდვის მატარებელი ფედერაციის ხელმძღვანელობა. არაფრის მაქნისები გააპარტახეს ძიუდო და კიდევ შემრიგებლობაზე კითხულობენ ლექციებს!!!
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრან პრისთვის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ჩხუბზე იმსჯელებს
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
შურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება
დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაა