ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხა. “საბურთალოს” ახალწვეული ახლა კლუბთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. ლევანთან ინტერვიუ ჩავწერეთ, საუბარი კი პირველი შთაბეჭდილებებით დავიწყეთ:

– “საბურთალოში” ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ვერ ვიტყვი, რომ ადაპტაცია გამიჭირდა, რადგან გუნდში ბევრი ჩემი ახლო მეგობარი თამაშობს. ისეთებს, რომლებსაც პირადად არ ვიცნობდი, დავუმეგობრდი.

ზოგადად “საბურთალოში” სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. სიმართლე გითხრათ, ასეთი პროფესიონალიზმი თუ იყო საქართველოში, არ მეგონა. “საბურთალოში” ყველაფერი მაღალ დონეზეა – მწვრთნელებს ვარჯიშები წინასწარ აქვთ დაგეგმილი, ფეხბურთელები პროფესიონალურად უდგებიან სავარჯიშო პროცესს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დისციპლინას.

იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა გუნდში არიან, მომავალში არც ევროპაში გაუჭირდებათ ამ ყველაფერთან შეგუება. თუ ასეთი მიდგომა იქნება ყველა კლუბში, ჩვენი ჩემპიონატის დონე ბევრად მაღალი იქნება.

ახლა უკვე, როდესაც “საბურთალო” ახლოს გავიცანი, გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ის მიზნები და გეგმები, რაც კლუბს გააჩნია, ყველაფერი შესრულებადია. გუნდში არის ყველანაირი კომფორტი, ახლა უკვე ჯერი ფეხბურთელებზეა.

– რა იყო პირველი ფაქტორი, რაზეც “საბურთალოზე” გააკეთეთ არჩევანი?

– ვისარგებლებ შემთხვევით და საჩხერის “ჩიხურას”, სადაც ბოლოს ვთამაშობდი, მადლობას გადავუხდი. იმერულ კლუბში რამდენიმე სასიამოვნო და წარმატებული წელი გავატარე. “ჩიხურა” ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს ევროტურნირებისთვის.

თუმცა, მინდოდა კარიერული წინსვლისთვის ახალი გამოწვევა მიმეღო, უფრო ამბიციურ კლუბში თამაში მსურდა. “საბურთალოს” ბევრად დიდ მიზნები აქვს. კარგი იქნება, თუ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან კლუბის წარმატებაში. დრო გვიჩვენებს, ვარ თუ არა მზად ახალი გამოწვევისთვის.

– როგორ ჩანდა შორიდან “საბურთალო” და როგორია რეალურად, როდესაც უშუალოდ გაიცანით კლუბი?

– ერთმანეთის დაპირისპირებაში შეიძლება გაარკვიო მეტოქის სიძლიერე, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის გუნდი. გარედან ისე ჩანდა, რომ “საბურთალო” ყველა მატჩს ისე თამაშობდა, თითქოს ფინალის ტოლფასი იყო. ჩანდა, რომ გუნდი ყოველთვის ბოლო წუთამდე ბრძოლობდა. ამავდროულად, საინტერესო და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ასეთ მოწინააღმდეგესთან კი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და პირველ ნომრად თამაში, ყოველთვის რთულია გარჯა.

– გამოცდილი ფეხბურთელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოახერხა “საბურთალომ” ჩემპიონობა?

– როგორც დღეს ხდება გუნდში – მწვრთნელებმა დააჯერეს ფეხბურთელები, რომ მათ მაღალი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ფეხბურთელებმაც ირწმუნეს ძალები და შედეგიც სახეზეა. ჩანს, რომ “საბურთალო” ერთ მუშტად შეკრული და მეგობრული კლუბია.

– თურქულ შეკრებაზე რას იტყვით, როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი?

– ძალიან მშვიდი და სამუშაო გარემოა. არანაირი პრობლემა არა გვაქვს, მხოლოდ ერთი საზრუნავი გვაქვს, რომ მოემზადო სრულფასოვნად. ორი შეკრება გვაქვს დაგეგმილი. მჯერა, სეზონს სასურველ კონდიციებში შევხვდებით. წინ, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გველის, საინტერესო და გამოცდილ კლუბებთან. ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდს მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეს.

– რას უნდა ველოდოთ წლეულს “საბურთალოსგან”?

– “საბურთალოში” ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, ისინი ყოველწლიურად დიდ გამოცდილებას იძენენ. ტიტულის შენარჩუნება ყოველთვის რთულია, თუმცა “საბურთალოს” აქვს იმის რესურსი, რომ ჩემპიონობა ზედიზედ მოიპოვოს. უკვე დავიწყებულია შარშანდელი წარმატება, გუნდი მორიგი ტიტულისთვის ემზადება. ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ წლეულს უფრო რთული სეზონი იქნება, ვიდრე გასულ წელს. ამავდროულად, “საბურთალო” ახალი გამოწვევეების წინაშეა – ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოუწევს. “საბურთალო” მხოლოდ თავის თავს არ წარმოადგენს, კლუბმა ქვეყნის სახელი ევროპაში წარმატებით უნდა დაიცვას.

მომზადებულია "საბურთალოს" საიტის მიხედვით

საჩხერე
კაი ჭორებს ნუ აყვები, რეალურად შეხედე. გუნდი არსებობს ფედერაციის, ანუ ბიუჯეტის ფულით და ევროპაზე გამომუშავებული ტანხებით. მითხარი ქართული გუნდი რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მხოლოდ ფედერაციის ფულით არსებობს.
сачхере
ар гекнебат сами махалчиносани цлис болос фулебс иригебен мере матховробен фули арарисо
ჩიხურა
საბურთალო არის ჩამოყალიბებული სტრუქტურა, გრძელვადიანი პროექტი, გამართული მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურა. არ ვსაუბრობ ფინასებზე, აკადემიაზე და ასე შემდეგ... საჩხერეში რა გაქვს? სეზონის მერე ყველა მიდის, ჩიხურა მხოლოდ სტარტაპია. ამ ყველაფრის მიუხედავად სტაბილურად გამოდის. ეს სიტუაციაა საჩხერეში შორიდანაც და ახლოდანაც.
Azia
აი ბიჭიც იძახის რო ფრუიძესთან დისციპლინა არ არის.ვინც არ იცის რა სიტუაციაა საჩხერეში .....შორიდან არ ჩანს ყველაფერი.
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
Sportall.ge-ს სათვალე: ჩხუბები სამ დუბლად, ლურჯი ტრუსი და შულაიას ხელი [VIDEO]
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"