ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

ზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, ის საკუთარ გულშემატკივრებს რჩევას სთხოვს, იმ შემთხვევაში თუ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

დათუნაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია - მადლობა, მეგობრებო.

მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული." - წერს ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე.

• gio

წარმატებებს გისურვებ უცნობო მეგობარო!!!კარგი კაცი ხარ,სამშობლოს მოყვარული; ზოგჯერ გაცლა სჯობს,მე პირადად შევდივარ შენ მდგომარეობაში და მთელი გულით თანაგიგრძნობ.მოიქეცი ისე,როგორც საჭიროდ ჩათვლი.

• გელა

წადი, შვილო, მიხედე თავს, ამ ფერმაში სამართალს ვერ იპოვი

• shonia

რა გახდა ეს გეგეშიძე, ტიპს თანაგუნდელებიც გადაუდგნენ... მარტოს გაუჭირდება ამ ჭაობიდან თავის დაღწევა.

• gurami

მე ვარ ჭიდაობის გულშემატკივარი, სადაც ჩვენი ბიჭები მონაწილეობენ ყველა ტურნირს ვუყურებ და მათ შორის საქართველოს ჩემპიონატსაც ვუყურე. იქ ზურას გარდა მაჭარაშვილის და ნადარეიშვილის ჭიდაობაზეც დიდი კითხვის ნიშნები იყო, მაგრამ მათ არ გამოუთქვამთ სურვილი ამის გულისთვის საქართველოს დატოვონ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ!! ზურა რომ მართალია გეგეშიძესთან მიმართებაში ამას ლაპარაკიც არ უნდა! მაგრამ ეს ხალხი რომლებიც მოუწოდებენ ზურას დატოვე ეს ქვეყანაო მაგაშიც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ სპორტი და ქვეყნის ავტორიტეტი სულ არ აინტერესებთ!

• Vasili

თუ ვერაფერს გახდები და სამართლიანობა არ იქნება, აქედან გამომდინარე რათქმაუნდა უნდა წახვიდე, ესე ღალატი უკვე აღარაა!! ეს არის იძულებითი მოქმედება! ბოლოს და ბოლოს სპორტსმენის კარიერა არის ხანმოკლე, ამათ კიდე უნდა დაანახო (ეგრეთწოდებულ ოჯახს) შენი პროტესტი! მაფიასთან დაჯახება ყოველთვის ასე მთავრდება და მაგარი ბიჭი ხარ რო ეს გაბედე!

• ხვიჩა

ჩემო ძმის გულო, არ ვიცნობთ ერმანეთს, შენთან ერთად ვარ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ვიბრძოლოთ ერთად.

• სტატუს ქუო

წადი შვილო ამ დაწყევლილი ქვეყნიდან, ღალატში არ ჩაგეთვლება. ესენი ღორები არიან.

• megre

საქართველო ჭაობია ნებისმიერი სპორტის სახეობის წარმომადგენლისთვის და ზოგადად ადამიანისთვის რომელსაც რაიმეს მიღწევა უნდა, ასე რომ ქვეყანა დიდია თუ ნიჭი გაქვს არ დაიკარგები. წარმატებები

• geno

გეგეშიძე ამ სპორტის შავი ლაქაა და აზარალებს საქართველოს.....

• გუჯა

საქმეში ჩაუხედავისთვის ძნელია მტყუან მართალის გარჩევა მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამ მოჭიდავეებმა (ძიუდოს ჩათვლით) თავიანთ მწვრთნელიან ფედერაციის პრეზიდენტებიანად თავზე გადაისვარეთ უკვე და ყელში ამოგვადინეთ თუ რამე მედლები აგიღიათ. ჭიდაობის გარდა ცოტა განათლებასაც თუ მიხედავთ არ იქნებოდა ურიგო.

• G.....

რაც ხდება დღეს ეს არის საქართველოს მთავრობის სირცხვილი. ბავშვებს და მწვრთნელებს 0 თეთრი აქვთ თბილისის რეგიონში ხოლო თვითონ 100000 ათასობით პრემიებს იწერენ და ფულს თქვლეფენ. ნუთუ არავინ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას რომ მწვრთნელები უხელფასოდ მუშაობენ ხოლო ბავშვები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. სპორტის სამინისტრო ვთხოვთ დააფინანსეთ არა ფედერაცია არამედ კლუბები რომ არ მოხდეს ფულის არამიზნობრივად ხარჯვა

• მოქალაქე

მე რჩევას ვერ მოგცემ, თავად უკეთ იცი. მაგრამ თუ წახვედი, ისევე გიქომაგებ, თუნდაც ჩვენების წარმომადგენელს შეხვდე. მთავარია რუსეთის სახელით არ გამოხვიდე.

• samtredski

ეს რო დაჭრეს ჯვარზე აცვით მაშინ ეხლა ხელი მოხვდა და იცავთ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა.

• ექსპერტი

ალბათ წასვლა მოგიწევს. ან შენ უნდა წახვიდე ან დანარჩეი ნაკრები. თქვენ ერთი გინდი რანაირადღა უნდა იყოთ. ჯერ მოჭიდავეეა დაილპარაკეთ და თუ გუნდს არ ენდომება შენთან ერთად შესაბამისად შენი წასვლა ჯობია.

• irakli

აღარ უნდა უყუროთ ამ ქაჯების ჭიდაობას

• დავით

ჯერ უნდა ივარჯიშო და შენი შეეცადო აქ კვლავ დაამტკიცო შენი სპორტისადმი ერთგულება , თუ მიკერძოებულად მოგექცევიან, სხვა ქვეყანაში წასვლა საიმისოდ, რომ შენი სიძლიერე როგორც მოჭიდავისა დაამტკიცო საძრახისი არ არის.

• გოგა

წადი ძმაო მიხედე საკუთარ თავს და ოჯახს. უფალი გფარავდეს

• s

მე წავიდოდი , ამ საგიჟეთიდან

• zas.

იმის მაგივრად რომ ადამიანს უთხრათ გვერდში დაგიდგებით სამართალმა რომ იზეიმოსო,პირიქით წასვლას ურჩევთ,ტფუი რა ქვეშებსიები გავხდით?ჩვენა ვართ დავით აღმაშენებლის შთამომავალი?

• სოსო

არა ზურა,არსად არ უნდა წახვიდე.ჯერ ერთი მოსალოდნელია გეგეშიძე გადააყენონ,მეორე,შენი საქმე ძალიან გახმაურდა და გინდაც დატოვონ,ასე ადვილად ვეღარ დაგჩაგრავენ,მესამე,რომც წახვიდე,მე მგონი სხვაქვეყნის ნაკრების სახელით,ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლების მიღებას და ლიცენზიის აღებას,ვეღარ მოასწრებდა მეოთხე,ეს ნაცუნ ქოცუნა კაცუნები,თუ ასე გააგრძელეს,დიდხანს ვეღარ დაიჭერენ თავს და შესაძლოა შენზე ადრე ეგენი გაიქცნენ ქვეყნიდან.გააგრძელე ვარჯიში და დაამტკიცე,რომ უძლიერესი ხარ.(აქვე აღვნიშნავ,რომ ქობლიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ძალიანაც ვაფასებ).ხომ არის საკლუბო ტურნირები,გახდი რომელიმეს წევრი და გამოდი ტურნირებზე,ესენი ხელს ვერ შეგიშლიან.

• bajo

ცადიო რო ეუბნებიტ არ ჯობია გვერდსჰი ამოუდგეტ და დავამარცხოტ ურჰხული.მე სჰენს გვერდიტვარ.

• Bacho

Wadi ajobebs amqveyanas aryavs patroni

• მიდი

არც წადი და არც დანებდე.მიდი ზურა ივარჯიშე და დაუმტკიცე ყველას,რომ ძალიან მაგარი ხარ!რასაც ღმერთი მოგივლენს შენთვის უკეთესია!ალბათ ესე უნდა მომხდარიყო.ორმაგი მოტივაცია,რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდე,არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ივარჯიშებ,ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება,რომ საქართველოს სახელიზე იქნება ეს ოქრო და თუ შენი წარმატებით სხვა ქვეყნის ჰიმნი აჟღეედება,ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ გულში საქართველოს ჰიმნს იმღერებ.მიდი ზური!!!

• ოდალა

წყარო მიუთითეთ. წყარო დაწერეთ. ელემეტარული წერის წესები დაიცავით. იქნებ რჩევა მინდა მივცე. ადრე ვეძებე და ვერ ვიპოვე. 'აქ თქვა და მორჩა' არ არის წყაროს მითითება.

• Tornike Beridze

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს რომ ჰქონდეს ნამუსი და რაიმე მორალური ღირებულება, გირაოს შემდეგ (რაც გამართლებას არანაირად არ ნიშნავს) მინიმუმ პოსტიდან უნდა გადამდგარიყო, მაგრამ მე ჩვენი სახელოვანი ბიჭების მიკვირს, მივიდნენ და მოძალადეს გულუხვად დაუდგნენ გვერდში, ხვალ მათი ჯერიც მოვა.ამისთანა ტიტულოვან სპორტსმენს რომ გასაქცევად გაუხდი საქმეს, იმიტომ რომ საკუთარ სკამს და ხელფასს ჩაებღაუჭო უკვე დიდი უნამუსობაა. ფედერაციის პრეზიდენტს ეს სპორტი არ უყვარს, თორემ მეგობრებს ერთმანეთს არ დააპირისპირებდა არაორაზროვანი თემის გამო. მთელმა ქვეყანამ იხილა მისი ნაძირლური საქციელი და ხვალ ისევ სავარძელში იჯდება. ზურა მე შენს ადგილას დიახ წავიდოდი, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში (გთხოვ ოღონდ სომხეთში, ირანში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არ წახვიდე) სადაც 100ჯერ უკეთეს პირობებს შეგიქმნიან და ხელის გულზე გატარებენ. მოჭიდავეების ბოლოდროინდელ საქციელებზე ისეც არ ვგიჟდებოდი და ეს უკვე ბოლო წვეთი იყო მართლაც. დაუდგნენ უკანასკნელ ნაძირალას გვერდით და გაგიმეტეს ფაქტიურად

• Geo_Dinamo

ამ ქვეყანაში სამართალს ნუღარ ელი)) წადი და დაამტკიცე რომ მაგარი ხარ, ჩვენ იქაც შენი გულშემატკივრები დავრჩებით. და გვაპატიე რომ ვერ დაგეხმარეთ შენ სიმართლეში. შენ მართალი კაცი ხარ და ჩვენთან პირნათელი იქნები.

• a.a.

წადი ზურა არავინ გაგამტყუნებს

• lsd

სამწუხაროდ წასვლა მოგიწევს.... და თავს რო გამოიჩენ სხვაგან ჩანტლაძის არ იყოს ატყდება ამბავი აუ ჩვენი კაცია ნახეთ რა კაციაოო... სამწუხაროა

• David

არ დაასრულო კარიერა. წადი და დაუმტკიცე ყველას რომ მაღალი სინჯის სპორტსმენი ხარ.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა

ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა

ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]