ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

"ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების საკითხს, გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს.

"იქ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა", - განაცხადა გეგეშიძემ და დასძინა, რომ პრეზიდიუმი ასევე განიხილავს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.

ამასთან, როგორც გეგეშიძემ განაცხადა, დათუნაშვილთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, ყაველაშვილის თქმით, ის თავის საქციელს ნანობს.

"ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყანაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც.

მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდიუმის სხდომაში მონაწილეობა მანაც მიიღოს და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ყაველაშვილმა ასე უპასუხა: "თავი დავანებოთ სპეკულაციებს. მთავარია ჩვენთვის ჭიდაობა და ის წარმატებები, რომლებიც იყო და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული, ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და საქმიანობის საშუალება.

დეტალებში ნუ წავალთ, რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

• ლაწუნდარა

კომენტარებს ვკითხულობ და ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ გრძნობდა თავს დამნაშავედ მას იმედი ქონდა დაიცავდა ოცნების გუნდი, როცა მიდგა ჯერი განთავისუფლებაზე შეგნებულად თქვა რომ ის თუ განთავისუფლდებოდა ქვეყანა ჩამოიქცცეოდა, ეს იყო სიგნალი, რომ თუ მე გამიშვებთ იმას ვიტყვი რომ მას ქონდა დავალებული ზონდერი სპორტსმენების მართვა, ამიტომ ვერ გაანთავისუფლეს, ამით მან გააკეთა თვით აღიარება. ასე წავა ქვეყანა წინ?

• გიორგი

დალოცვილო, თუ არ ჩაგირტყამს არაფერი, ჯერ ერთი, რითი დასისხლიანდა სპორტსმენი, მეორე – რისთვის და რას ინანიებ მაშინ? ყაველაშვილს კი ესმოდეს: რას ნიშნავს, შიგნით გადაწყვეტა და გარეთ არგამოსვლა ამბის? ყველა ჩინოვნიკს რატომ ავიწყდება, რომ ეს მისი დუქანი არ არის და ჩვენი ბიუჯეტით დაფინანსებული უწყებაა? საზოგადოებას აინტერესებს, რაში იხარჯება ეს ფული და კეთილი ინებეთ, ანგარიში წარმოადგინეთ და დაანებეთ თავი "კუტოკებში" გარჩევას.

• aleqsandre

ზემოთ ვინმე გუგა წერს და 29 ლაიქი აქვს, რომ აუდიტის დასკვნა არსებობს და გეგეშიძე უნდა წავიდესო. ერთი კითხვა მაქვს: ამ ჭიდაობაზე ვინც ფოსტავთ, ვერცერთი ვერ ერკვევით და ვერ ანსხვავებთ ქართულ ჭიდაობასა და ბერძნულ -რომაულსა თუ თავისუფალ ჭიდაობებს? არ იცით, რომელ პრეზიდენტს ეხება ეგ დასკვნა გელა ბერუაშვილს თუ გეგეშიძეს? ორში ერთია, ან მაგარი უცოდინრები ხართ (მოჭიდავეებს კი აბრალებთ ინტელექტის არ ქონას) და ან კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებულები. ერთი კითხვა არ დაგბადებიათ, რატომ გაიქცა შარშან შეკრებიდან დათუნაშვილი და მიატოვა ვარჯიშები? რა მაშინაც გეგეშიძემ გაუხეთქა თავი? გამოუჩნდნენ კონკურენტები ვეღარ ქაჩავს უპირობო ფავორიტობას და დაიწყო პროვოკაციები.

• ოთარ

ამ კორუმპირებული კაცის გამო ჩემმა ქვეყანამ რატომ უმდა დაკარგოს ეს სახელოვანი მოჭიდავე ვერ ვხვდები.?!ვჩვენი ბრალია რასაც ვაბედინენთ იმას აკეთებენ.ასე თვალებში ნაცრის შეყრა არ მოგვბეზრდა ხალხო???

• halagaji

ძალიან საშიში ხალხია ძალიან. დაიმახსოვრეთ ესეთი ადამიანები სისხლის დაღვრას არ ერიდებიან თუნდაც საკუთარი ძმისა იყოს, ოღონდაც თვითონ გაიძღონ მუცლები. ამიტომ ფრთხილად ძალიან ფრთხილად ესენი უნდა მოცილდნენ ამ მიწას,თუარადა დაღუპულები ვართ.

• ყეყეშიძე

მე გეტყვით რაც მოხდბა, გეგეშიძე იტყვის ადრე ცუდად ვიქცეოდი, აწი კარგად მოვიქცევიო და აღმასკომი უვადო პრეზიდენტად დაამტკიცებს

• irakli81

ყველა ვინც გეგეშიძის საქციელს დაგმობს ნაცი ყოფილა :D ეს სუფთა ქოცური ლოგიკაა. მთავარია მართალი სიტყვა ითქვას და ქოცი იტყვის ნაცი თუ ვაცი არააქვს მნიშვნელობა

• გეგა

ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ჩამოაშორებდნენ თანამდებობას.

• bs

აბა, აბა! როგორ თქვა? ,,...მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს..."-ო, გაიგეთ ხალხო?! ანუ, მაფიოზურად სხოდკაზე უნდა გადაწყდესო, თქვენ (ე.ი ჩვენ გადასახადის გადამხდელები) ვინ ჩემი შიშტა ყოყილები ხართო!

• qq

ოცნება მურუსიძეს აპრავებს და ნაციონალებმაც რო დაგმონ ძალადობა რატო გიკვირს?ეეგენიც შეიცვალნენ რააა "აკეთებდნენ ცუდ საქმეებს ეხლა კარგზე გადვიდნენ" ირაკლამ თქვა კობახამ

• tngh

"ნაციონალ-ბოლშევიკები" ძალადობას გმობენ... ღიმილის მომგვრელია ზოგი კომენტარები!!!

• s

მალადეც მიხეილ ყაველაშვილი კარგი საქციელია

• ICEMAN

კაცურად სულ რომ მართალი იყოს გეგეშიძე და დათუნაშვილი პროვოკატორი ნორმალურ ქვეყანაში მაინც ულაპარაკოდ მოხსნიდნენ გეგეშიძეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რა ქვეყანაში ვართ და რომ უარესებიც ხდება და ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, ხოდა იქნებ ჯობდეს რომ მაინდამაინც გეგეშიძესთან მიმართებაში ნუ გავახელთ თვალებს მაშინ როცა წლებია დახუჭული გვაქვს, მკაცრი საყვედური ვატაკოთ, შევარიგოთ და დავტოვოთ გეგეშიძე პრეზიდენტად რადგან ფაქტია რომ შედეგები გვაქვს და მოჭიდავეებიც პატივს ცემენ.

• maiam

კორუმპირებული მთავრობა ,გიმრავლოთ თვითეულს ოჯახში გეგეშიძის ნაირი მოძალადე ზონდერები.გეყოს კაცობა და გადადექი

• ოდალა

ნანობ კი არა, გადადექი შე ხეპრევ!

• TINTO BRAS

გეგა აქამდე გეთქვა ეგ ჯადოსნური სიტყვები და ამდენი უარყოფითი მუხტი არ წამოვიდოდა შენსკენ.

• David

აპატიეთ თორემ ჩამოიშალა ქვეყანა. არავინ ხელმძღვანელობს კანონით და წესდებით მაინც ყველაფერი ,,ქართულად'' გვარდება ვეტერანი ბიძა სპორცმენები რაღაცას მიკიბ მოკიბავენ. ერთი ორი კაციც ხელს დააფარებს მოძალადეს და გულაობს ერი. უბედურება ისაა რომ ყველგან ყველა სფეროში ანალოგიური სიტუაციაა. ესაა უნიკალური ქართული მენტალიტეტი

გეგეშიძემ სიტუაცია მაშინ გააფუჭა, როცა ხალიჩაზე ჩავიდა - მოგვარების მაგივრად უფრო გაამწვავა. ეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა. მას დაძაბული სიტუაციების განმუხტვა არ შეუძლია და ამიტომ საკითხავია, მომავალში რა ფორმით გააგრძელებს ნორმალურად მუშაობას

• დავითი

ფინანსურ დარღვევებზე არაფერია სიახლე? თუ ისე აკეთებენ ვითომც არაფერი მომხდარა

• zaza

ეს ნორმალურია რომ ნანობს თავის საქციელს, უღირსად მოიქცა!! ეხლა ვნახოთ აღმასკომი რას იზამს, გამოჩნდება ცხვრის ფარაა თუ რეალურად მმართველი ორგანო. გეგეშიძეს ერთადერთი ნაბიჯი გამოასწორებდა სიტუაციას, მას შემდეგ რაც უღირსად მოიქცა გამოსულიყო საჯაროდ ბოდიში მოეხადა და კაცურად გადახვეოდა დათუნაიშვილს და შერიგებულიყვნენ, თუმცა ესეთი საქციელის გაკეთება ნამდვილ ლიდერს შეუძლია და არა ობივატელს!

• Levan1

რატო უნდა იყო ადამიანი ესეთი უტიფარი! დააშავე , აღიარე , წადი ! მორჩა და გათავდა ! მე მეეჭვება დათუნაშვილი გაამართლონ ისე მიყავთ საქმე ! თუ ესე მოხდება რო არც მოხსნეს და შეავიწროვეს , წადი მეგობარო , რუსეთის გარდა ნებისმიერ ქვეყანაში , ყველა მიგიღებს და მოგცემს საშუალებას შენი საყვარელი საქმე რომ აკეთო ! წარმატებები .

• megre

გავაუქმოთ სასამართლო, გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი და როცა ვინმე დანაშაულს ჩაიდენს უბრალოდ გამოვა და იტყვის რომ ნანობს მის საქციელს, არ იყო კარგი... რაღად გვინდა ან პოლიცია ან სასამართლო და თანაც ასეულ მილიონობით ლარს დავზოგავთ. ერთი მაგალითი მაინც მითხარით ჩვეულებრივი მოქალაქე რომ მსგავსი ბრალდების მუხლით სახლში გაუშვით ციხის მაგივრად მხოლოდ იმიტომ რომ თურმე განუცხადებია რომ ნანობდა თავის საქციელს

• qar

ეს არ იყო რო იძახდა არ დამირტყამს და იქ არაფერი მომხდარაო? ახლა რას ნანობს თუ არაფერი მომხდარა? უტიფარი კაცია და სინანულის დაჯერება თავზე ნაცრის წაყრა იქნება

• guga

ჩემო ჯონათან, ესაა ღირსების საქმე, გეგეშიძე იმ მომენტში ტყუოდა |თუ არა მნიშვნელობა არა აქვს, ის უნდა იყოს სამაგალითომ და ფაქტია არ ჩაიდინა სამაგალითო საქციელი. გარდა ამისა აქ საუბარია ატკატებზე რომელსაც ის იღებდა და კიდე ათასობით ლარზე, რომელსაც თავის შვილი კომპანიას ურიცხავდა. ესაა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა... ამაშია საქმე. და მერე კიდე ბედავს და ამბობს რომ ქვეყანა ჩამოიქცევა თუ ის გადადგება... მინიმუ უნდა გადააყანონ თუ პასუხისგებაში არ მისცემენ

• ra

შენ არ ხარ კარგი ადამიანი

• Musenbezi

ყველა ფედერაციის მენეჯმენტში უნდა იყოს პროფესიონალი მენეჯერი და არა ასეთი გაუნათლებელი ადამიანები!!!

• ჯონათან

ისე კარგი იქნება დათუნაშვილმა თუ მართლა მისცეს პირობა რომ ვერავინ შეეხება გააგრძელოს ვარჯიში, ნუღარ შევჭამთ ერთმანეთს, მთლად გეგეშიძეც არა მგონია ტყუოდეს მაგრამ ჯობია ყველაფერი კარგად დამთავრდეს!

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

მიხეილ ყაველაშვილი: დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს