7 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერმა" პსჟ-ს 3:1 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სახლში 0:2-ის წაგების შემდეგ, "მანიუ" უმძიმეს ვითარებაში იყო, მაგრამ ხომ მოახერხა "აიაქსმა" სასწაულის მოხდენა და მანკუნიანელთა ფანებიც ამის იმედად იყვნენ. იყვნენ და ეს იმედი დებიუტში ლუკაკუს მიერ გატანილმა გოლმა უფრო გაუძლიერა, მაგრამ ბერნატმა მალევე აღადგინა წონასწორობა.

თუმცა, ლუკაკუ, რომელსაც მხოლოდ ნაახალწლევს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, დანებებას არ აპირებდა და შესვენებემდე ისევ დაამწუხრა ბუფონი. ცნობისათვის, ლუკაკუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუ არ მათამაშებენ, "იუვენტუსში" გადავალო, მას შემდეგ სულ ძირითადში აყენებენ და უკანასკნელ 3 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

შესვენების შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, უფრო ხშირად უტევდნენ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ბოლოსკენ სტუმრებმა იერიშების მიტანა დაიწყეს, ბურთი დალოტის დარტმის შემდეგ ხელზე კიმპემბეს მოხვდა, ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რეშფორდმა გამოიყენა და "მანჩესტერი" მეოთხედფინალშია.

"იუნაიტედმა" ზედიზედ 21-ე გასვლით მატჩში გაიტანა გოლი და 1957 წელს დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა, ამას გარდა კი პირველი გუნდია, რომელმაც პლეი-ოფში პირველი თამაშის 0:2-ზე წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

გრინვუდი "მანჩესტერის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე ითამაშა - 17 წლის, 5 თვის და 5 დღის.

პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 441 მაყურებელი

პსჟ - მანჩესტერი 1:3

გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 1:1 ბერნატი (12), 2:1 ლუკაკუ 30), 3:1 რეშფორდი (90+4, პენ)

პსჟ: ბუფონი, კიმპემბე, სილვა, მარკინიოსი, ალვესი (კავანი 90+5), დი მარია, ვერატი, კერერი (პარედესი 70), დრაკსლერი (მუნიე 70), ბერნატი, მბაპე

მანჩესტერი: დე ხეა, ბაიი (დალოტი 35), ლინდელეფი, შოუ, სმოლინგი, მაკტომინი, ფრედი, პერეირა (ჩონგი 80), იანგი (გრინვუდი 87), ლუკაკუ, რეშფორდი

გიოშა
11 ლაიკი და 28 დიზლაიკი.:) მოდი მაშინ დავაკონკრეტებ,რომ აბსურდია ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მონაწილე გუნდი აგებს პირველ საშინაო თამაშს 0-2 და იგებს მეორე გასვლით თმაშს 3-1 და გადის შემდეგ ეტაპზე???:) ან პირიქით ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მონაწილე გუნდი იგებს პირველ გასვლით თამაშს 2-0 და მეორე საშინაო თამაშს აგებს 1-3 და ეთიშება ტურნირს???:)
აკაკი
სირცხვილი მწვრთნეელს ეს იმის ბრალია რომ მოყავთ ვითომდ მაღალი კლასის მწვრთნელები ბუთს აგორავებდნენ ვითომ,მანჩესტერის გილშემატკივრებს ვულოცავ მაგრამ ვაღიაროთ რომ სამივე გოლი ნაჩუქარია ასე გარეჯიც გავიდოდა შემდეგ ეტაპზე ამას ქვია იღბალი.ერთი წელიც და პსჟ დაიშლება
Geo_Dinamo
ვისაც სჯერა და რისკავს ყოველთვის უმართლებს, ბრავო სოლსკიაერს, ბრავო მანჩესტერს. ასეთი ფორით საკუთარ მოედანზე ასეთი პროცენტული უპირატესობა ბურთის ფლობაში და არაფრის შექმნა, ასეთ შემადგენლობას ფარჩაკებსაც ვერ უწოდებ, მარა ფაქტია თვითონ გაიფარჩაკეს თავი. იმი ბიჭების გვარიც კი არ მახსოვს ვინც გაფარჩაკებაში დაეხმარნენ. სოლსკიაერმა ბოლოს 17 წლის თინეიჯერი შეიყვანა.
zurab
მაინც უნდა დაწეროთ "მანჩესტერ იუნაიტედი".
aburjga
ჩემი კომენტარი რა იქნა??
anz
ავტორ ყოჩაღ. მოკლე შინაარსი თამაშის კარგად მოგვიყევი.
მამუკა
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თანაბარი კლასის გუნდებია, ლიდერები ორივეს აკლდა. მანჩესტერში პსჟ-ს მეტად გაუმართლა, პარიზში "იუნაიტედს". რომელიღაც ჟურნალისტს ეწერა, ბუფონს მეორე გოლი არ უნდა გაეშვა, ბურთი უნდა დაეჭირაო. როგორც ჩანს, წარმოდგენა არ აქვს, რომ ცხვირწინ მიწიდან ასხლეტილი ბურთის დაჭერა შეუძლებელია. რაც მოახერხა, რომ გვერდზე გადააგდო, ისიც მაქსიმუმია. მოკლედ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ეტაპზე გასვლა არანაირ სენსაციას არ წარმოადგენს. მადრიდში "აიაქსის" 4:1 მართლა გამიკვირდა.
saswaulic xdeba
დედა რა იყო ეს აააა?!!!!ორი დღეა რასაც უყურებ მაგარია!!! საინტერესოა ლიონიც აიასქსის და მან.იუს დაწყებულს გაიმეორებს?
გოგა
სამივე გოლი აჩუქეს. ესეთი რამე არ მინახავს სოფლის გუნდია თუ პსჟ
სტალინი
ჩემი აზრით, ფეხბურთელებს ფსიქოლოგიორად ისე ამუშავებენ რომ სახლში თამაშობს თუ სტუმრად, თითქმის სულ ერთია და სახლში თამაშის ფაქტორი, ასეთი ტიპის თამაშებზე, აღარ არსებობს. მანჩესტერი კი მაგარია
ჯუანშერი
ჩემის აზრით არც ერთი გუნდი მეოთხედფინალს არ იმსახურებდა.
სხვათა თუთაშხია
რაც არ უნდა იძახოთ პსჟ ნეეიმარი ყავსო ან მბაპე,ეს არაფერს ნიშნავს.ეს ფეხბურთელები რომ არა ფული პსჟში არ ითამაშებდნენ და შედეგიც შესაბამისია.არ მჯერა გაყიდული თამაშების თეორიების,რადგან 400 მილიონი დახარჯა პსჟ 2 ფეხბურთელში ლიგის მოსაგებად და თამაშს რატო გაყიდიდა? მახსოვს,როცა სიტი იყიდეს არაბებმა იყიდეს,მაშინ ბანერი გამოფინეს მანჩესტერელმა ფანებმა და იკითხებოდა შემდეგი:"ჩვენ კლასს ფულით არ ვყიდულობთო" ასეც არის. მსოფლიო ფეხბურთის სირცხვილია პსჟ და სიტიც. იმედია ეს გუნდები წარმატებას ვერ მიაღწევენ ლიგაზე,რადგან ეს ფეხბურთის სიკვდილს ნიშნავს. 10 მილიონიანი ფეხბურთელი უკვე 100 მილიონი ღირს და ეს პსჟ დამსახურებაა. 10.5 ფეხბურთელით უფრო დიდი ტრადიიც გუნდმა გაიმარჯვა და ფულისტობა იმდენად არის მოდებული მსოფლიო ფეხბურთში,რომ ადამიანს აღარ ჯერა კლუბის სიყვარული და ბოლომდე ბრძოლის. მე ლივერპულის ფანი ვარ და როგორც ამბობენ არ უნდა გამიხარდეს მტერმეტოქეების გამარჯვება,მაგრამ მე არ გამხარებია მანჩესტერი გასვლა,უბრალოდ გამიხარდა რო ფეხბურთი გადარჩა. ასერმომ მოსახდენი მოხდა და ეხლა ნეიმარმა სიზმრები ნახოს ოქროს ბურთზე:D
სოსო
ქება და დიდება მანჩესტერს,ბრძოლისა და სულისკვეთებისათვის,მაგრამ ვაღიაროთ,რომ ეს შეხვედრა მაინც პსჟმ წააგო და არა მანჩესტერმა გაიმარჯვა.ბარსელონასთან მატჩის ისტორია განმეორდა.
Erekle
1:3
rezi-s
ხო შენია აბა რა,მამაშენმა რო იყიდა ადრე ეხლა დაბერდა და შენ გადმოგცა
გიოშა
"მომკალი და არ მჯერა" ასეთი კლასის გუნდებმა,თანაც ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში სოფლის გუნდების შესაფერისი შედეგი დადეს. ფული ყველაფერს წყვეთს.ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ggggg
saswaulia igbalic amas qvia
T.k
აი ეს არის ნამდვილი იუნაიტედის სულისკვეთება :** ბრავო ბიჭებო ც შეძელით ამ შედეგის დადება
T.k
აი ეს არის ნამდვილი იუნაიტედის სულისკვეთება :** ბრავო ბიჭებო ც შეძელით ამ შედეგის დადება
რეზი
მე მანჩესტერის ფანი ვარ მაგრამ სიმართლეგითხრათ იმდენად არგამიხარდა რამდენადაც გამიკვირდა. ზოგჯერ მგონია რომ თამაშები ჩაწყობილია ისევე როგორც მინდიალზე იყო და ამას უსაფუძვლოდ ნამდვილად არვამბობ მაგრამ ფაქტია ჩემი გუნდი 1/4 ფინალშია და ზუსტადაც დაიმსახურებულად! აი პსჟ კი...დღეს პსპ უფრო იყო ვიდრე პსჟ :დდ
ზაზა
აი გუნდი,აი მწვნრთნელი, ბრაო!!!

პსჟ ღირსი იყო, იმის გამო რომ არ თამაშობდა 1:1-ის შემდეგ საერთოდ. გუნდი იდგა, იმის ნაცვლად თამაშით დაევიწყებინა შეცდომები რომელიც 2 გოლად დაუჯდა. ეს სოლსკიაერი (თუ სოლშერი) რა ვარსკვლავზეა დაბადებული, არაფრიდან 3 გოლი გაიტანა, კომბინაცია კი არა 2 პასი არ გაკეთებულა არცერთ შემთხვევაში.
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას