წლის ბოლოს 2018 წლის სპორტული სეზონის ლაურეატები საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამაც დაასახელა. სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგებით, მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენი ამ ვერსიიტაც ძალოსნობაში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, ვინც წლეულს სპორტის სამინისტრომაც და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაასახელეს საუკეთესოდ.

ტალახაძემ ამ გამოკითხვაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, რაც უნიკალური მაჩვენებელია - ეს რეფერენდუმი 1964 წლიდან ტარდება და აქამდე ანალოგიური მაჩვენებელი არავის ჰქონია.

ტალახაძეს გამოკითხვაში მონაწილე 73 სპორტული ჟურნალისტიდან პირველი ადგილი 54-მა მიანიჭა, 13-მა მეორე ნომრად დაასახელა, 4-მა მესამე და ერთმა მეოთხე ადგილი მიაკუთვნა. სულ კი მან 336 ქულა დააგროვა და გვარიანად ჩამოიტოვა მეორეზე გასული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - 187 ქულა.

ასევე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთა ჩამონათვალსაც ქვემოთ გაეცნობით.

ტრადიციულად, ჩვენს კოლეგებს გადაეცათ სახელობითი პრემიები. ასეთი სულ 6 იყო. სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიხეილ კაკაბაძის პრემია გადაეცა "ლელოს" მიმომხილველ გია ტუხაშვილს. ასეთივე პრემია მიიღო ჟურნალ "ათიანის" რედაქტორმა გია გორგოძემ.

გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი გახდა ფოტოგრაფი ალექსანდრე კოტორაშვილი.

წიგნისთვის, "ქართული ფეხბურთის ქრონიკები" ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია ერგო ალექსანდრე ქურდობაძეს.

კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა ტელეკომპანია "სილქ-სპორტი", ხოლო ნუგზარ ჯუღელი ეროსი მანჯგააძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

საუკეთესო სპორტსმენი

1. ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა (54 - I ადგილი) - 336 ქულა

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩოგბურთი (16) - 187

3. გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა (1) - 145

4. გურამ თუშიშვილი, ძიუდო (14) - 142

5. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), სუმო (12) - 108

6. გიორგი ჩაკვეტაძე, ფეხბურთი (-) - 41

7. ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა (-) - 38

8. ზაზა ფაჩულია, კალათბურთი (1) - 32

9. თონიკე შენგელია, კალათბურთი (-) - 27

10. რობერტ კობლიაშვილი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (-) - 4

საუკეთესო სპორტსმენი ქალი

1. ნინო ოძელაშვილი, სამბო (40) - 168

2. ანასტასია გოტფრიდი, ძალოსნობა (19) - 102

3. ელენე ქებაძე, სამბო (-) - 59

საუკეთესო გუნდი

1. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები (33) - 139

2. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები (18) - 80

3. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები (7) - 45

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი

1. გიორგი ჩაკვეტაძე, ფეხბურთი (38) - 140

2. რევაზ დავითაძე, ძალოსნობა (17) - 72

3. გოგა ბითაძე, კალათბურთი (3) - 69

საუკეთესო მწვრთნელი

1. გიორგი ასანიძე, ძალოსნობა (46) - 162

2. ვლადიმერ ვაისი, ფეხბურთი (13) - 111

3. ილიას ზუროსი, კალათბურთი (4) - 35

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
ლაშა დვალიშვილი: საარჩევნო კამპანიას "ლელოს" რედაქციიდან ვიწყებ!..
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ლაშა გოდუაძე: წინ წავალთ ერთსულოვნებით
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ბოულინგში მედიატურნირი ჩაატარა