ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS შვეიცარია - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭები ხართ და დაგვიხვდითო

საქართველო VS შვეიცარია - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭები ხართ და დაგვიხვდითო

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებამ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამას სუსტ გუნდებთან მიაღწია.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ "ჯვაროსნებს" სუსტი მეტოქეების დამარცხებაც უჭირდათ. ჰოდა, შვეიცარიაზე უკეთეს გამომცდელს ვერც ვინატრებდით (თუ ეგ სანატრელია).

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი მეტად რთულ ჯგუფში მოხვდა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგე უხერხული გუნდია. სხვებს თავი დავანებოთ და პირველ მეტოქეზე ვთქვათ - შვეიცარიაზე, რომელსაც 23 მარტს დავუპირისპირდებით.

ფიფას რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ ამ გუნდს არ ჰყავს სუპერვარსკვლავი, მაგრამ საოცრად ორგანიზებულად თამაშობს, მკაცრად მოქმედებს დაცვაში და თავისუფალ ზონებს მოწინააღმდეგეს არ უტოვებს, ხოლო თუ მეტოქის დაცვაში "ნაპრალი" აღმოაჩინა, უმალ გამოიყენებს. ერთა ლიგაზე A ჯგუფში ისლანდიას 6 გოლი გაუტანა, ბელგიას - 5, ხოლო ევროპის და მსოფლიოს უკანასკნელ პირველობებზე საერთოდ არ დამარცხებულა.

აქვე განახებთ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას:

მეკარეები

იან სომერი (გლადბახი) - 13 000 000 ევრო

ივონ მვოგო (ლაიპციგი) - 3 000 000

ჯიონას ომლინი (ბაზელი) - 3 000 000

მცველები

მანუელ აკანჯი (დორტმუნდი) - 40 000 000

ნიკო ელვედი (გლადბახი) - 35 000 000

ფაბიან შერი (ნიუკასლი) - 7 000 000

ტიმ კლოზე (ნორვიჩი) - 3 500 000

რიკარდო როდრიგესი (მილანი) - 17 000 000

ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი) 3 500 000

კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი) - 10 000 000

მიხაელ ლანგი (გლადბახი) - 6 000 000

სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი) - 1 500 000

ნახევარმცველები

გრანიტ ჯაკა (არსენალი) - 50 000 000

დენის ზაკარია (გლადბახი) - 17 000 000

რემო ფროილერი (ატალანტა) - 16 000 000

ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი) - 9 000 000

კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი) - 5 000 000

სტევენ ცუბერი (შტუტგარტი) - 10 000 000

რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი) - 4 000 000

თავდამსხმელები

ბრილ ემბოლო (შალკე) 12 000 000

ალბიან აიეტი (ბაზელი) - 6 000 000

მარიო გავრანოვიჩი (დინამო ზაგ) 3 000 000

ეს კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებია:

მეკარეები

გიორგი ლორია (მაგდებურგი) - 600 000 ევრო

როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 500 000

გიორგი მაკარიძე (სეტუბალი) - 400 000

მცველები

საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000

დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 3 000 000

გურამ კაშია (სან ხოსე) - 1 500 000

ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 500 000

ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - 450 000

გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ) - 200 000

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 1 000 000

ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000

ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი) - 400 000

ვალერიან გვილია (გურნიკი) - 1 250 000

ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 1 000 000

ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000

ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი) - 450 000

ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 000 000

ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი) - 1 000 000

თორნიკე ოქრიაშვილი (უკლუბოდ) - 800 000

საბა ლობჟანიძე (რანდერსი) - 800 000

გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 300 000

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია (გენტი) - 3 000 000

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000

ვატო არველაძე (კორონა) - 200 000

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება 276 500 000 მლნ ევროს შეადგენს, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება 31 350 000 მლნ ევროს აღწევს.

თბილისში გამომგზავრებამდე ხმამაღალი განცხადებები შვეიცარიელებს არ გაუკეთებიათ, მხოლოდ მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, რომ ფავორიტები არიან, მაგრამ რთული შეხვედრა ელით. მცველ მიხაელ ლანგეს მიაჩნია, რომ უნდა მოიგონ, ნახევარმცველმა ზაკარიამ კი პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აშკარად თვითდაჯერებულნი არიან და პირველ ორ მატჩში 6 ქულის აღების იმედი აქვთ. მათი ფეხბურთის ფედერაციის საიტი აღნიშნავს, რომ წამყვანი ფეხბურთელების - შერდან შაჩირის, ჰარის სეფეროვიჩის და ადმირ მეჰმედის არყოფნა საერთოდ არ დაეტყობათ, რამეთუ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ.

პეტკოვიჩმა ბრძანა, რომ არ ჰყავს მეგავარსკვლავი, მაგრამ ჰყავს გოლის გამტანი უამრავი ფეხბურთელი. მოკლედ, ეს არ არის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი - ეს გუნდი ვარსკვლავია.

რას ელიან ჩვენგან?

თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ პეტკოვიჩის მოსაზრება გააჟღერა, რომ საქართველოს ნაკრები ღრმა დაცვაში ჩადგება და კონტრშეტევებზე ააგებს თამაშს. მათი სტრატეგია ბურთის ფლობა და მშვიდად შეტევა იქნება, ტაქტიკა კი ალბათ, 4-4-2.

და რას დაუპირისპირებს ამას ჩვენი გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისი?

მეორე ნომრად თამაშს? გააჩნია კი სხვა არჩევანი? აქვს რაიმე საიდუმლო გეგმა მომზადებული და თუ აქვს, შეუძლიათ თუ არა მის ფეხბურთელებს ამ გეგმის ასეთ რთულ ვიზავისთან განხორციელება? კითხვები უამრავია, რომლებზეც პასუხს მხოლოდ 23 მარტს მივიღებთ.

ზომიერი ოპტიმისტის პოზიციიდან ვიტყვი, რომ არც ჩვენი გუნდია "დიდი საჩუქარი", მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, სადაც 55 ათასამდე გულშემატკივარი გულმხურვალედ დაუჭერს მხარს. საქართველოს ნაკრებს ბრძოლა რომ შეუძლია, ეს ვნახეთ. მართალია, სხვა კლასის გუნდებს სძლია, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად და შვეიცარია სულ დონეა, ჩვენზე აღმატებული, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ერთიცაა - "ჯვაროსნებს" ევროპირველობაზე ერთა ლიგიდან გასვლის ჩინებული შანსი აქვთ. ამდენად, წესით, გარკვეულწილად წნეხის გარეშე უნდა იასპარეზონ. დასაკარგი რა აქვთ?

და ძალიან საინტერესოა, ვინ დაიჭერს ბურთს, ვინ დაალაგებს და წარმართავს თამაშს, როგორ გამოიყენებენ ფლანგებს და ა.შ. აი, სწორედ ახლა გამოჩნდება ვაისის, როგორც მწვრთნელის კვალიფიკაცია და ფეხბურთელების შნო და მარიფათი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი კრეიგ პოუსონი, ლაინსმენები ლი ბეტსი და ჰარი ბესვიკი, მეოთხე მსაჯი ენტონი ტეილორი.

საქართველო-შვეიცარიის მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (ტკტ.გე), აგრეთვე შეხვედრის მასპინძელი სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად, 11:00-დან 19:00 საათამდე შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

• გიო

ნებისმირი ნორმალური მოგებას ისურვებს.. ნუმცა გაჭირდება. ღირსეულად უნდა ითამაშონ ბიჭებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ იღბალიც და მოვიგებთ.

• Ika

რთული იქნება მოგება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რაღაცეები ხდება, გამორიცხული არ იქნება მოგება, ეხლა 3-0 4-0 5-0 ვერ მოვიგებთ

• fc1923db

ეს ფეხბურთია,მოვიგებთ ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება ქვეყანაზე თუ ვერ მოვიგებთ მოდით ერთმანეთის ლანძღვას ნუ დავიწყებთ!წინ ჩემო საქართველო!!!

• დუვაიო

საქართველო მოიგებს! თქვენს გვერდით ვართ ბიჭებო!

• tngh

მიუხედადავათ ფასთა სხვაობისა, პირადად მე, გამარჯვების იმედი მაქვს!!! იმედია, ესეც იქნება!!!

• s.s.

შვეიცარია გასაგებია, რომ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი გვყავს, ჯანოს ძალიან მეიმედება, მინიმუმ არ წავაგებთ.

• Almi

Movigebt arvelaze gols gaitans aucileblad

• გიორგი

ბიჭებო,ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით დღეს(გავავსებთ სტადიონს) და უნდა დაგლიჯოთ...თქვენ უნდა შექმნათ მომავალი და იმედი

• ირაკლიუსი

გავავსოთ სტადიონი!!!!

• daviti

წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ზოგადად საქართველოს, ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ რომ შეგვიძლია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• გოგა

ეს საერთო ღირებულება ერთ კონკრეტულ მატჩი არაფელს ნიშნავს და არც რეიტინგი თი ჩვენი ბიჭებო 200% მოინდომებენ

• margveli

კაშიასაც მიმართეს ბიჭებიო? :)

• სასო

ფრე

• Ki

Moveba

• Kika

Fre kargi iqneba.

• O

Oო

• s.s.

ძლიერებს უმართლებთ.

• ლეო

წარმატებას გისურვებთ მამულიშვილნო!!!

• 777

ნეტა მოვიგოთ,წარმატებები ბიჭებს!!! (ისე კი ფრე მგონია 1-1)

• ბაჩი

ხვალ არ წავაგებთ

• თემური

ჩვენ მოვიგებთ

• ალექსი

ფრე

• pasuxi

"ბიჭები ხართ და დაგვხვდითო"- ეგ სათაური ფილმი "მამელუქიდან" არის. ასე იქადნებოდნენ მამელუქები ნაპოლეონთან ომის წინ და იმანაც გადაუარა. ღმერთმა დაგვიფაროს წაგებისგან, თორე ქუნთელიას დაბრალდება დათარსვა.)))) პ.ს. კაი ვიხუმრე, რა გეწყინათ.

• aleko

ხვალინდელი ანგარიში 1:3 დამშვიდდით ეხლა და დაიშალეთ

• a

ვეთანხმრბი "ტბილისელს", შვეიცარიასაც რომ მოვუგოთ, ღმერთმა ინებოს, მაინც მაგარი შტერი მწვრთნელია ვაისი., არც შეცვლების გონზე არაა, არც შეცვლის დროის და არც შემადგენლობის დაყენების. გაუმართლა მაგრა ერთა ლიგა რომ შეიქმნა და ჩაკვეტაძე რომ ათამაშდა.

• irakli

ხვალ მოვიგებთ, ბიჭებო ბრძოლაა საჭირო და შვეიცარიას მოვუგებთ

• Geo_Dinamo

ჩვენ ერთ ჯგუფში უკვე ვიყავით 2002-2003 ში და ჩვენ ბოლო ადგილიშვეიცარიამ პირველი დაიკავა. მათი ყვეაზი დიდი ვარსკვლავი შაპიუზა იყო და Iტამაშა კიდევაც, ჩვენ სუსტი გუნდით არ წავაგეთ შვეიცარიასთან და ახლაც მგონია რომ მინიმუმ არ წავაგებთ. სანამ 5-2 ბელგიას მოგებდნენ მათ ყატართან ამხანაგური წააგეს 0-1 და მსოფლიოზე რატომ წერთ არ წააგოვო, აბა შვედებთან 0-1? ის რომ ბელგიას თამაში შემოუტრიალეს ბელგიის ბრალი უფრო იყო, მე ვუყურე იმ თამაშს. არც ვარსკვლავი გუნდი არაა, კი ძლიერი და კარგი გუნდია, მარა ჩვენც უკვე კარგი გუნდი გვყავს რომელიც სწორედ თამაშობს უკვე. ასე რომ მჯერა მინიმუმ არ წავაგებთ. ჯგუფიც რთულია, მარა ამ ჯგუფში ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია. ასე ოფტიმისტურად ჯერ არ ვყოფილვარ. ადრინდელთან განსხვავებით, როცა ვამბობდი რომ უშანსოდ ვიყავით. ევროპაზე უნდა გავიდეთ ჯგუფიდან თუ არა პლეი ოფიდან მაინც.

• ეროვნული ნაკრები

ყველა ვარიანტში ვიგეეეეეეეებთ!!!!

• ტეტე1234

ვიგებთ ბიჭებო გაიხსენეთ რამდენი ძლიერი გუნდი დამარცხებულა დინამოს სტადიონზე და წასულა ცივ შხაპ გადავლებული ქართველების მიერ

• Tbiliseli

დააყენებს მერებაშვილს და შემოაგდებს შეცვლაზე ჯიღაურს)))) არაფერი მწვრთნელი არ არის, ცვლილების გაკეთება ამან არ იცის)) ისევ ჩემ აზრზე ვარ, ცხადაძე 2 თავით ჯობდა :) ანდორასაც კი 2 საყრდენით ეთამაშება)) უბრალოდ ორ რამეში გაუმართლა, პირველი და მთავარი ერთა ლიგა შეიქმნა და მეორე ასევე არცთუ ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგარი თაობა წამოვიდა :)

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა

"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა

ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა

დღეს მამარდაშვილი "ლივერპულში" პირველი ტიტულის მოგებას ეცდება - სად შევძლებთ ინგლისის სუპერთასის ყურებას?

მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე

ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა

0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა

ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან

იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა

"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა

"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა

რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?

კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?