პორტუგალიისა (0:0) და ლუქსემბურგის (2:1) წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ნახევარმცველის, ჟუნიორ მორაესის მონაწილეობის გამო უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო.

პორტუგალიისა და ლუქსემბურგის მტკიცებით, მორაესს მატჩებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მისი სპორტული მოქალაქეობის შეცვლისას დადგენილი წესი დაირღვა. მოქმედი წესების თანახმად, სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ფეხბურთელმა ახალ ქვეყანაში სულ მცირე, 5 წელი უნდა იცხოვროს.

მოკვლევის გარკვევის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა, თუ უეფა პორტუგალიისა და ლუქსემბურგის მოთხოვნებს ლეგიტიმურად ჩათვლის, უკრაინის ნაკრები 4 ქულას დაკარგავს.

მორაესი უკრაინის ჩემპიონატში 2011 წლიდან თამაშობს, თუმცა 2011 წელს ის ბულგარულ "ცსკაში", 2017 წელს კი ჩინურ "ტიანძინ ქუანძინში" იჯარით თამაშობდა. უკრაინაში მისი უწყვეტი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი მონაკვეთი 4 წელიწადსა და 7 თვეს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჟუნიორ მორაესმა პორტუგალიასთან 0:0 დასრულებულ მატჩში მოედანზე 15 წუთი, ლუქსემბურგთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში კი 90 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში ფეხბურთელის ნატურალიზების წესების დარღვევისთვის ორი ტექნიკური წაგებით ბოლივიის ნაკრები დაისაჯა.

გოგა
წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებათ რუსებს თი გაუნულეს ქულებო:( ომედია ასე არ მოხდება და გავა უკრაინა ევროპაზე.
Kkk
კი ბატონო მარა რომელი ნორმალური ბრაზილიელი დათანხმდება საქართველოს ნაკრებში თამაშსს?
F.F.
ვეთანხმები KAXA-ს ინგლისს, გერმანიას, საფრანგეთს, ჰოლანდიას და კიდევ უამრავს ყავს ნატურალიზებული ფეხბურთელები. როცა ასეთი დონის ნაკრებები უცხოელებს იმატებენ, ჩვენ რა მაგათზე მაგარი ნაკრები გვყავს თუ რა, ფედერაცია რატომ არ ფიქრობს?
kaxa
თუ ამხელა უკრაინას ყავს ნატურალიზირებული 2 ბრაზილიელი რატო არ შეიძლება ჩვენც გვყავდეს ნატურალიზირებული ფეხბურტელები ნაკრებში. მაგალითად კალათბურთში თუ გვყავს ამერიკელები ფეხბურთში რატომ არ გვყავს? თუ ფეხბურთში უკეთესად გვაქვს საქმე ვიდრე კალათბურთში?
Batumi
Portugal - Ukraine 1:1 ??? 0:0 )))
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უკრაინის ნაკრების ბრაზილიელი თავდამსხმელი: ზეპირად ვიცი უკრაინის ჰიმნი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინის ნაკრებს, შესაძლოა, შესარჩევის ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალოს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს