გერმანულ "მაგდებურგში", სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

16 წლის შალვა ოგბაიძე 17-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელია, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ჯერჯერობით არ იცნობს. ის 10 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიონალური ფეხბურთისთვის ემზადება.

Sportall.ge შაკოს ბერლინში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ აღმოჩნდი გერმანიაში?

- 4 წლიდან უკვე სტადიონზე დავდიოდი ბიძაჩემთან ერთად. 6 წლის ასაკში შევედი "ირაოში", 4 წლის განმავლობაში იქ ვთამაშობდი და შემდეგ გერმანიაში მოგვიწია წასვლა.

10 წლიდან დავიწყე ადგილობრივ კლუბში თამაში. 3 წელი ვითამაშე და ბერლინის ნაკრებში ამიყვანეს, სადაც სულ 30 ბავშვი იყო. ამ დროს 13 წლის ვიყავი. 2015 წელს გადავედი "BFC დინამოში", სადაც მეორე სეზონში 22 მატჩში 40 გოლი გავიტანე.

ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან, "მაგდებურგმა" კი საუკეთესო პირობები შემომთავაზა.

- საიდან გქონდა შემოთავაზებები, სანამ "მაგდებურგში" გადახვიდოდი და რატომ აირჩიე ეს კლუბი?

- "ჰამბურგიდან", "მაინციდან", "ჰერტადან" და "უნიონიდან" მქონდა შემოთავაზებები. "მაგდებურგი" იმიტომ ავირჩიე, რომ კარგი ბაზა აქვთ. მითხრეს, რომ პირველივე წლიდან 17-წლამდელთა ბუნდესლიგაში ვითამაშებდი და თუ კარგად გავაგრძელებდი, 17-18 წლიდან პირველ გუნდშიც მომეცემოდა შანსი.

დღეს "მაგდებურგის" 17-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ, მაგრამ 19-წლამდელებში ვვარჯიშობ და ამხანაგურ მატჩებშიც მათამაშეს, სადაც 5 შეხვედრაში 6 გოლი გავიტანე.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?

- ჯერჯერობით "მაგდებურგში" ვაპირებ თამაშს. მალე 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში თამაში მიწევს. შევეცდები, რომ ბევრი გოლი გავიტანო. მაქვს შანსები, რომ შემდეგი სეზონიდან პირველ გუნდში ვივარჯიშო.

ამ სეზონში 17-წლამდელთა რეგიონლიგაში 15 მატჩი ჩავატარე და 7 გოლი გავიტანე და 8 საგოლე გადაცემა შევასრულე. 10-იანის პოზიციაზე ვთამაშობ.

- თუ გქონია შემოთავაზება გერმანიის ასაკობრივი ნაკრებიდან?

- მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. აქ დავიბადე, გავიზარდე და ეს ჩემი ქვეყანაა. გერმანიის მოქალაქეობა არ მაქვს. სანაცვლოდ ქართული პასპორტი უნდა დამეთმო, ამიტომ უარი ვთქვი.

- როგორია შენი ერთი დღე, რას აკეთებ დღის განმავლობაში და რა სახის ვარჯიშები გაქვს?

- დილით, 8 საათზე სკოლაში მივდივარ, ორ გაკვეთილს ვესწრები. 10-ის ნახევრისთვის კი პირველი ვარჯიში გვაქვს. ყველა ფეხბურთელი სპეციფიკურად, საკუთარ ნაკლოვანებებზე ვარჯიშობს. შემდეგ ისევ სკოლაში ვბრუნდებით და 4 საათზე უკვე გუნდის ვარჯიშია.

ეს გრაფიკი ორშაბათიდან ოთხშაბათამდე გრძელდება. ამ პერიოდში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ხუთშაბათიდან კი კონკრეტული თამაშისთვის მზადება იწყება, ვსწავლობთ მეტოქეს. ბოლო ვარჯიში კი თამაშამდე გვაქვს.

- "მაგდებურგის" მთავარ გუნდში რამდენიმე თვეა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს. მასთან თუ გაქვს ურთიერთობა?

- გიორგი ლორია გავიცანი, ერთად რესტორანშიც ვიყავით. კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ დროს ვერ ვატარებთ ერთად, სხვადასხვა გრაფიკი გვაქვს და ერთმანეთს ვერ ვემთხვევით.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე რას იტყვი, თუ უყურებ ხოლმე მათ შეხვედრებს?

- თითქმის ყველა შეხვედრას ვუყურებ. ჩემი აზრით, გამოასწორეს თამაში. დალაგებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც კარგი სანახავია. წლების წინ დაცვაში ვიდექით და მხოლოდ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

- რომელია შენი საყვარელი კლუბი, სად ითამაშებდი დიდი სიამოვნებით?

- "ბარსელონა" ჩემი საყვარელი გუნდია და იქ თამაში ჩემი ოცნებაა.

- რას ურჩევ შენზე ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს ახლა იწყებენ?

- ვურჩევ, იყვნენ მონდომებულები. გულით ითამაშონ. თუ წარუმატებელი პერიოდი ექნებათ, გულს ნუ გაიტეხენ, დარჩნენ, გააგრძელონ ვარჯიში. ბევრი შრომის შემდეგ აუცილებლად მოვა შედეგი.

- ქართველ გულშემატკივარს რამეს ხომ არ ეტყოდი, ვინც შენ შესახებ პირველად გაიგებს?

- იმედი მაქვს, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ, ბევრ გოლს შევაგდებ და ჩვენს გუნდს წარმატებებს მოვუტან.

კ ო მ ბ ლ ე
გერმანიის ნაკრებში თამაშს თუ დათანხმდები ბავარიაში შუასაუკუნეების ანტიკვარულ ციხესიმაგრეს, ხუთ ახალ მერსედესს, 30 მილიონიან თხუთმეტკაციან რეაქტიულ თვითმფრინავს, ორ ვერტმფრენს, რომელიც 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს და ბურუჩაგას ნახმარ საცვალს აძლევდნენ მარა, ქართულმა გენმა გეიმარჯვა!!! გეიხარე! კაი კაცი ხარ!!!
თავბურთელდუ....
გერმანიის ასაკობრივ ნაკრებში თამაში ხელს არ შეუშლიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში ( თუ რა თქმა უნდა თუ იოახიმ ლიოვი არ გადააფიქრინებდა)
alexandre
გაიხარე, შალვა. წარმატებებს გისურვებ. გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! ოჯახის და ერის სიყვარული და სამსახური ყოველთვის დაგიფასდება.
ზაზა
ასეთი ბაბუას შვილიშვილი და ასეთი მამის შვილი სხვანაირი ვერ იქნება! აი,ვისგან უნდა აიღონ მაგალითი ახალგაზრდებმა! წარმატებები შაკო!
janlukapaluka
იმ გუნდის 17 წლამდელებში თამაშობს რომელიც მეორე ლიგიდან მესამეში ვარდება. მაგ გუნდით გაუჭრდება რამის მიღწევა.
janlukapaluka
16 წლის ბიჭი მეორე ბუნდესლიგის გუნდის (რომელიც ვარდება მესამე ბუნდესლიგაში) 17 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი ჩემი აზრით არ არის იმედის მომცემი :). გერმანიის ნაკრებიდან შემოთავაზება არა კიდე გერმანიის ეროვნულიდან იძახებდნენ :))) ასაკობრივ ნაკრებებში ეთამაშა გერმანიის ნაკრებში რა პრობლემაა. კარგით რა..
gizog
გაიხარე შალვა, უფლის წყალობით ყველა სურვილი აგსრულებოდეს.
zvareloma
წარმატებები...მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ოჯახი და ქართველი ხალხი..
ნანა
იმედი ჩამესახა,რომ მომავალში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება,შენ კი ჭეშმარიტო ქართველო გისურვებ დაგეჩრდილოს ყველა ფეხბურთის ლეგენდა და შენით გვეამაყოს ქართველებს!
ნანა
იმედი ჩამესახა,რომ მომავალში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება,შენ კი ჭეშმარიტო ქართველო გისურვებ დაგეჩრდილოს ყველა ფეხბურთის ლეგენდა და შენით გვეამაყოს ქართველებს!
ზაზა
გენაცვალე ქართველო გულში
ჯოტო60
ეგ ბიჭი ისეთი კაცის შვილიშვილია,სხვანაირ პასუხს არც ველოდი
romandro
warmatebebiii!
Auee
ვააა თურმე გერმანიიის ნაკრებზე შეიძლება უარის თქმა და რუსეთის და უკრაინისაზე არა....!!!! ბოლოს და ბოლოს შევიწროვებას თუ აბრალებთ და მაგით იმართლებთ თავს გადადით სხვა ქვეყნებში და დააღწევთ თავს მაგ მონობას ( რასაც სამშობლოს გამყიდველობამდის მიყავხართ ) მაგრამ თქვენ არც სამშობლო და არც ნორმალური კარიერა არ გაინტერესებთ ....რუსეთის პირველ ლიგაში თამაში და ხელფასიც საკმარისია თქვენთვის და პრინციპში პატალოკიც ....ამ ბავშვს კი ჯანმრთელობა და წარმატებები !!!!!
Emigranti
Genacvale gulshi rom samshoblos siyvaruli gaqvs . Carmatebebi gesaxelebinos chveni qveyana. Imedia asakobrivis nakrebis mcvrtnelebi gaigeben daescrebian shens tamashebs da moaxlovebul romelime asakobrivshi gamogidzaxeben . Madloba statiis avtors. Imedia ese ganagtdzob da sxva qartvel bavshvebzec mogvacvdi statiebs
11
წარმატებები!
ზვიადი
ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ყოჩაღ!
ქობულეთელი
ა ბიჯო კაცი.ჯერ ბავშვია და იცის რა როგორ უნდა გააკეთოს,ნამდვილი პატრიოტია,გაიხაროს შენმა გამზრდელმა.შენ კი კარგ მომავალს გისურვებ ჩემო პატარა ქართველო.
ultranationalist
აი ასეთი ბიჭები გვინდა ნაკრებში და არა წიტაშენკოს და ვაჩიბერაძის ნაირები, გოლი რო გაგვიტანა უკრაინასთან და შამპანურის გახსნით რო აღნიშნა ლამის
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს - საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში