სუპერლიგის პლეი-ოფი “თსუ-ჰიუნდაისა” და “დინამოს” შეხვედრით გაიხსნა. ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე ვასული გუნდები შეხვდნენ. თამაშიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

პირველი პერიოდი "თსუ-ჰიუნდაელებმა" 32:25 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ – 55:42.

მესამე პერიოდი "დინამოელთა" შტურმით დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო და ანგარიში გაათანაბრა – 55:55. ამის შემდეგ “თსუ-ჰიუნდაი” ისევ გალიდერდა, თუმცა დიდი სხვაობით წინ გაჭრას ვერ ახერხებდა, ბოლო პერიოდში კი თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. დასკვნით წუთებში უფრო ზუსტად "დინამოელებმა" ითამაშეს, რონლებმაც შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს – 85:78.

გამარჯვებულებს 26 ქულითა და 14 მოხსნით დემოგოი ბუბალომ ულიდერა. 25 მოხსნა და 8 პასი მიითვალა რეჯერ დოუელმა, 19 ქულა კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 21 ქულა ჰქონდა რატკო პტრიჩს. 18 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 2 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ოლიმპმა" "თსუ-ჰიუნდაი" 2 ოვერტამში დაამარცხა
ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა
თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა
თბილისის "დინამომ" "თსუ-ჰიუნდაის" სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს