დღეს, 2 მაისს უეფას ევროპა ლიგის 2 ნახევარფინალი გაიმართება. ერთი მატჩი ლონდონში იქნება, სადაც "არსენალი" "ვალენსიას" უმასპინძლებს, მეორე კი - ფრანკფურტში, სადაც "ჩელსი" ადგილობრივ "აინტრახტთან" სათამაშოდ ჩავა.

"აინტრახტი" - "ჩელსი"

"აინტრახტს" ევროპა ლიგაზე სახლში 11 თამაშია არ წაუგია;

"ჩელსიმ" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩიდან 11 მოიგო და ერთხელ ითამაშა ფრედ;

"აინტრახტს" ინგლისურ კლუბებთან პლეი-ოფის შეხვედრებში სამიდან სამი მარცხი აქვს.

ფრანკფურტის "აინტრახტი" 1980 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროპა ლიგის ნახევარფინალში. ფრანკფურტელებს აქვთ შანსი, რომ შარშანდელის მსგავსად, არც წელს დარჩნენ უტიტულოდ.

გასულ სეზონში მათ გერმანიის თასი მოიგეს და ამ გამარჯვებამ მათ ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მისცა. "არწივებმა" უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. სებასტიან ალერს ტრავმა აქვს, ანტე რებიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასე რომ, ალი ჰიუტერის გუნდს ორი მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელი დააკლდება. თუმცა, მაინც შესაძლებელია, რომ თუ თავიანთი ფეხბურთის თამაშს შეძლებენ, "ჩელსის" ბევრი პრობლემა შეუქმნან.

მატჩის წინ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს. ფრნაკფურტელთა მწვრთნელი ალი ჰიუტერი მოტივირებული ჩანდა:

"დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ თამაშიდან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენ ნახევარფინალში დიდი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ეს რაღაც განსაკუთრებულია. ფანები ყოველთვის მე-12 მოთამაშე იყვნენ ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნაპერწკალი მათგან მივიღოთ.

ჩვენ დიდი და რთული გზა გამოვიარეთ ნახევარფინალამდე და გულშემატკივრების მხარდაჭერა გასაოცარი იყო. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია კლუბისთვის და ამიტომაც ვართ ასეთი ბედნიერები".

მაურისიო სარი თავშეკავებული იყო და "აინტრახტის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"მე დიდ პატივს ვცემ "ფრანკფურტს". ისინი დიდ გუნდებს ეთამაშნენ და ძალიან დინამიკურ, ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებულები. ამით ჩვენს წინა მეტოქეს - პრაღის "სლავიას" ჰგვანან, თუმცა უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ. განსაკუთრებით კარგები შეტევაში არიან. ჩვენთვის რთული იქნება ფინალში გასვლა".

"არსენალი" - "ვალენსია"

უნაი ემერი დაუპირისპირდება გუნდს, რომელსაც 4 წლის (2008-12) განმავლობაში წვრთნიდა;

"არსენალი" ზედიზედ გავიდა ევროპა ლიგის ნახევარფინალში;

"არსენალს" "ვალენსიას" წინააღმდეგ 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (1 ფრე, 3 წაგება);

შკოდრან მუსტაფი, ფრანსის კოკელინი და გაბრიელი თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ;

აარონ რემზის ბარძაყის კუნთი დაუზიანდა და მისთვის სეზონი დასრულდა.

პრემიერლიგაში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "არსენალისთვის" კარგი უნდა იყოს იმ სივრცეში დაბრუნება, სადაც თავს კარგად გრძნობს და შესანიშნავად ითამაშა "ნაპოლის" წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რემზიმ ტრავმა მიიღო, შემტევი პოტენციალი "არსენალს" არ დაუკარგავს. "ნაპოლისთან" გამართული შეხვედრების მსგავსად, უნაი ემერი თავდასხმაში ლაკაზეტი-ობამეიანგის წყვილის დაყენებას აპირებს და ვნახოთ, თუ გაამართლებს ეს ტაქტიკა ისე, როგორც ამან იტალიური კლუბის წინააღმდეგ იმუშავა.

უნაი ემერის, რომლის სახელსაც ხშირად ეძახიან ევროპა ლიგას მეტსახელად (უნაი ემერის ლიგა), წინასამატჩო პრესკონფერენციისას არ ეტყობოდა, რომ ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული:

"ამ შეჯიბრში დიდი მოტივაცია და ამბიცია მაქვს. ეს ნახევარფინალია და წინ რთული თამაში იქნება. სეზონის წინ ვიცოდით, რომ საკმაოდ ძნელი იქნებოდა პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა. განვაგრძობთ ცდას ისე, რომ არ ვუყურებთ ცხრილს, რადგან ევროპა ლიგა დიდ მოტივაციას გვაძლევს".

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო მეტად ფრთხილი გახლდათ ამ მატჩის წინ:

"ჩვენი განხილვის საგანი იყო "არსენალის" მატჩები "ნაპოლის" წინააღმდეგ. მათ არ დაუშვიათ შეცდომები. ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშებით, ძალიან ძლიერს და მათსავე მოედანზე. ძალიან, ძალიან რთული იქნება... და იმედია, მათთვისაც. ველოდები ძალიან რთულ თამაშს იმ გუნდთან, რომელსაც არც სისწრაფე, არც ნიჭი და არც სხვა სათამაშო კომპონენტი არ აკლია. თავი უნდა ავარიდოთ საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვას".

ორივე მატჩი დღეს, 2 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ლაციომ" ახალი მწვრთნელი წარადგინა - ტუდორი "ნაპოლიში" გამოირიცხა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
"ატლეტიკოს" ფორვარდი "ვალენსიას" შეუერთდა
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ლუის ენრიკე მუნდიალის შემდეგ წავა - ვინაა ესპანეთის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
დაბრუნება პრემიერ ლიგაში თუ საბერძნეთში ისტორიის გადაწერა - საით მიდის სარის გზა?
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "აინტრახტს" დაუზავდა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
სარიმ, შესაძლოა, საფრანგეთს მიაშუროს
"ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა!" - სარი შუა სეზონში გასამართ მუნდიალზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს