ფოტო: Fcsaburtalo.ge

სანდრო ალთუნაშვილს, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, დედაქალაქურ კლუბში 104 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა.

22 წლის ნახევარმცველთან ინტერვიუ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

- განვლილი მატჩებიდან ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულები დავრჩით, თუმცა ჯერჯერობით ისეთ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, როგორიც გვსურს. ბევრს ვმუშაობთ და მჯერა, მალე თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ.

- ჩატარებული მატჩებიდან რომელს გამოარჩევდით?

- გამოვყოფდი "ტორპედოსთან" შეხვედრას. ქუთაისელებთან თავიდანვე ხელთ ვიგდეთ ინიციატივა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

- 2018 წლიდან მოყოლებული, "საბურთალო" გათამაშებას ლიდერობდა, თუმცა პირველად მოხდა, რომ ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მომავალ ტურებში, ალბათ, ისევ გალიდერებას ეცდებით…

- "საბურთალო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ამბიციური კლუბი ვართ. გვაქვს იმის რესურსი და ძალა, რომ კვლავ ჩემპიონები გავხდეთ.

- ბათუმის "დინამოსთან" მატჩში 2:0-ს იგებდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ შეხვედრა მეტოქემ მოიგო. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მარცხი?

- ორბურთიანი დაწინაურების შემდეგ მასპინძლებმა მალევე გაქვითეს ერთი ბურთი, შემდეგ კი რამდენიმე წუთში გაათანაბრეს. ამის შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის ჩვენება.

- "ანგისას ბაზაზე" შექმნილ ატმოსფეროზე რას იტყვით?

- გულშემატკივრებმა მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. ყველგან რომ მსგავსი ატმოსფერო იყოს, ჩვენი ჩემპიონატის დონე ბევრად აიწევს.

- გასული წლის შემდეგ მეტოქეები "საბურთალოს" წინააღმდეგ უფრო მოტივირებულები არიან?

- დიახ, ჩვენ წინააღმდეგ გუნდები გაორმაგებული მოტივაციით თამაშობენ, ეს აშკარად ჩანს. "საბურთალო" 2018 წლის ჩემპიონია და ყველას სურს, ჩვენ წინააღმდეგ კარგად ითამაშოს.

- როგორ ფიქრობთ, წლეულს ვინ იქნებიან "საბურთალოს"კონკურენტები?

- ზოგადად, ყველა ჩვენი კონკურენტია, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენთან ერთად რამდენიმე გუნდს შეუძლია - ბათუმისა და თბილისის "დინამოს", "ტორპედოს". ასევე, "ჩიხურაც" ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეა.

- კვირას დედაქალაქური დერბი გელით. "ლოკომოტივთან" მატჩები ყოველთვის საინტერესო და დაძაბული გამოდის. როგორ ემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის?

- საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს. ბოლო წაგებული თამაშის მერე ვეცდებით, გავიმარჯვოთ და გავიუმჯობესოთ სატურნირო მდგომარეობა.

- 2 თვეში "საბურთალოს" ევროტურნირების მატჩები ელის. როგორი მოლოდინი გაქვთ?

- გუნდში ნახევარზე მეტს ევროტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება არა გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი. ევროპაში სხვა სისწრაფეებია, სხვა ფიზიკური მომზადება, გამოცდილი კლუბების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა.

მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის - "ლივერპულის" მწვრთნელის პასუხი
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"