5 მაისს, ლას ვეგასში, "ტ-მობაილის" არენაზე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართება. ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე კანელო ალვარესი და დენიელ იაკობსი დადგებიან.

კანელო ალვარესი საშუალო წონით კატეგორიაში ორ - WBC და WBA ქამრებს ფლობს. იაკობსს კი IBF ქამარი აქვს. მეოთხე WBO კატეგორიაში სუპერჩემპიონი დემტრიუს ანდრადე არის.

ალბათ, მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის ჩხუბის შემდეგ, ამ წონაში ასეთი ბრძოლა არ გამართულა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ კანელოსა და გოლოვკინის ჩხუბი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მაშინ კანელო ამ დონეზე არ ყოფილა.

სანტოს საულ ალვარეს ბარაგანი ანუ კანელო ალვარესი 28 წლისაა და უკვე მოასწრო 365 მილიონიანი კოტრაქტის გაფორმება DAZN-თან. ეს შეთანხმება სპორტის ისტორიაში მესამეა ყველაზე სარფიან გარიგებებს შორის. კანელომ კარიერაში 54 ბრძოლა გამართა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ისიც ფლოიდ მეივეზერთან. მაშინ კანელო 22 წლის იყო. ეს ბრძოლა 2013 წლის სექტემბერში გაიმართა და მას შემდეგ კანელომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

მეივეზერთან ბრძოლისას კანელო შემტევი, აგრესიული მოკრივე იყო. ბოლომდე იბროლა 22 წლის მექსიკელმა უდიდესი მოკრივის წინააღმდეგ, თუმცა დამარცხდა. მეივეზერის მსგავსი ჭკვიანი მოკრივე, ალბათ, ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ, კანელოც ჭკვიანი ბიჭია და იმ ბრძოლიდან ბევრი დასკვნა გააკეთა. ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ კანელომ მეივეზერის სტილით დაიწყო ჩხუბი. ის დამცველი გახდა და კონტრშეტევებზე აგებს ბრძოლას. ამან შედეგიც მოუტანა და დღეს ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი მოკრივეა.

კანელომ გენადი გოლოვკინის დამარცხების შემდეგ როკი ფილდინგს ძალიან ადვილად მოუგო. გენადი გენადის-ძე გოლოვკინთან პირველი ბრძოლა კანელომ ფრედ დაასრულა, მხოლოდ მეორე ბრძოლაში შეძლო ყაზახის დამარცხება ქულებით. გოლოვკინმა კი, კანელოს მომავალი მეტოქე ქულებით დაამარცხა.

"ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი და მოტივაციას მმატებს. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მიზნისკენ, ჩვენ ამ წელს ოთხივე ქამარი უნდა მოვიპოვოთ" - უთხრა კანელომ Sky Sports-ს.

იაკობსს, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ორი ბრძოლა აქვს წაგებული, საკმაოდ ძლიერი დარტყმები აქვს და გოლოვკინისგან განსხვავებით პირდაპირ ჯიქურ არ მიდის. GGG რამდენად კარგი მოკრივეც არის, იმდენად სწორხაზოვანია, "დაადებს თავს და მიდი წინ", დაცვის დროსაც, სწორ ხაზზე იხევს ხოლმე უკან. გენადისგან განსხვავებით, იაკობსი უფრო კარგად მოძრაობს და მანევრირება შეუძლია, თუმცა ამან გოლოვკინის ძლიერ მუშტებთან არ უშველა. მაგრამ, მის ძლიერ მხარეს, კანელოც კარგად ხედავს:

"ის ძალიან საშიში მებრძოლია, იცის როგორ შევიდეს ბრძოლაში, სწაფად იცვლის დგომს, პოზიციას.

ის სრულყოფილი მებრძოლია, რომელიც საფრთხეს წარმოდგენს, მაგრამ მე გამოცდილი მებრძოლი ვარ და ვიცი როგორ უნდა მივუდგე მას" - თქვა კანელომ.

28 წლის მექსიკელს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება ბრძლის დროს, რადგან ბრძოლა ლას ვეგასში იმართება, თან 5 მაისის სპეციალურ დღესასწაულზე (Sinco de Mayo).

"მე მინდა საკუთარი ისტორიის ჩემი ხელებით დაწერა, მე მინდა ვიყო ყველა დროის საუკეთესო კრივის ისტორიაში" - ამბობს მექსიკელი.

მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს, კანელომ თავისი ყველაზე დიდი ბრძოლა წააგო, მას არ აქვს შანსი გახდეს საუკეთესო ისტორიაში, თუმცა მას მექსიკაში საუკეთესოსთვის ბრძოლა შეუძლია. დღეს, მექსიკურ კრივში კანელო უდავოდ საუკეთესოა, თუმცა სალვადორ სანჩესისა და ხულიო სეზარ ჩავესის დონეს ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, საუკეთესოს სტატუსის მისაღებად სალვადორ სანჩესის შვილის დამარცხება საკმარისი არაა და არც GGG-ს დამარცხებამ მოუტანა ალვარესს ის, რაც სურს.

"ეს მწვერვალია. ობიექტურად, შეუძლებელია კანელოზე უკეთეს მეტოქესთან გქონდეს ბრძოლა, ის საშუალო წონით კატეგორიაში საუკეთესოა" - უთხრა იაკობსმა Sky Sport-ს.

"იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ეს შანსი მეტყველებს იმაზე, რომ თუ თავგანწირვით იშრომებ და თუ არ მოეშვები, შეუძლებელი არაფერია და მოუთმენლად ველოდები ოცნებების ასრულებას შაბათ ღამით" - განაცხადა იაკობსმა.

იაკობისი ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა საშუალო წონით კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ გენადი გოლოვკინთან დამარცხდა, 31 წლის ბრუკლინელს კანელოს დამაცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს. გოლოვკინთან კანელომ 12 რაუნდი იჩხუბა, თუმცა ყაზახის წინააღმდეგ დაცვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ეს იაკობსთან იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ კანელო განსაკუთრებულია. მაგრამ, შენც შეგიძლია იყო განსაკუთრებული ყოფილ მეტოქეებთან, თან როცა მათზე ძლიერი და უდიდესი "პანჩერი" ხარ დივიზიონში და ახლა უფრო ძლიერი ბიჭების დრო მოდის.

ახლა კანელოს დენიელ იაკობსთან მოუწევს ბრძოლა და დენიელი არ აპირებს დანებებას, ის საუკეთესო ფორმაშია, ის ახალგაზრდა და ბრძოლას მოწყურებულია და აქვს მოგებისთვის საკმარისი გონებრივი შესაძლებლობები.

აი, ამ ყველაფერთან დაპირისპირება მოუწევს მას და მე აღფრთოვანებული ვარ ამ შანსით და თქვენ, მეგობრებო საუკეთესო დენიელ იაკობსს იხილავთ.

კრივში ყველაფერია შესაძლებელი. მე მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებ აგრესიულ ბრძოლას, მაგრამ თუ როგორმე მოახერხებს თავის დაცვასა და ახლო ბრძოლაში შემოსვლას, მე სხვა სტილს ავირჩევ, თამაშის სხვა გეგმას გავყვები.

კარგია, რომ მასთან ბრძოლა ახლა მაქვს. იცით, არ მინდოდა მასთან მაშინ მებრძოლა, როგორს ის კოტოს ეჩხუბა. მიგელ კოტო უკვე აღარ იყო საუკეთესო ფორმაში და მე არ მინდოდა, რომ კანელოზეც იგივე ეთქვათ. ახლა კი, ის საკუთარ მწვერვალზეა" - თქვა იაკობსმა.

იაკობსის ისტორია მართლაც გამორჩეულია. 2011 წელს მას ძვლის კიბო დაუდგინდა. არათუ მოკრივის კარიერა, არამედ ექიმები გადარჩენის შანსებსაც პესიმისტურად აფასებდნენ. მაგრამ დენიელმა ყველაფერს გაუძლო და დაბრუნდა კრივში, თან როგორ.

მიუხედავად დენიელ იაკობსის მოტივაციისა, ექსპერტების აბოლუტური უმრვლესობა მიიჩნევს, რომ ბრძოლას კანელო მოიგებს. ყველაზე გავრცელებული პროგნოზი მექსიკელის ქულებით გამარჯვებაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კანელო მსაჯების ფავორიტად ითვლება. თან იაკობსთან ის მსაჯები იქნებიან, რომელთა გადაწყვეტილებითაც ალვარესმა გოლოვკინი დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა საუკუნის ბრძოლა, მაყურებელი არ მოიწყენს. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი განსხვავებული მოკრივე იქნება, განსხვავებული სტილითა და სტრატეგიით. თუმცა რაც უნდა მოხდეს, სანახაობრივი ჩხუბი მაინც იქნება და ამ ბრძოლაში მოგებულს 1 ქამარიღა დარჩება მოსაპოვებელი თავის წონით კატეგორიაში.

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
WBC, WBA და უკვე IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი - კანელომ იაკობსი დაამარცხა [VIDEO]
კრივის ყველაზე მსხვილი ვარსკვლავი დათმობაზე მიდის და მაყურებლის გარეშე იჩხუბებს
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
ოფიციალურად: კანელო და გოლოვკინი მესამედ იბრძოლებენ
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
მომაკვდავ შვილს მსოფლიო ჩემპიონობას შეჰპირდა - ქამარი საფლავზე მიიტანა...
გენადი გოლოვკინმა სტივ როლსი დაამარცხა და კანელო გამოიწვია [VIDEO]
"შენც ნაძირალა ხარ! ჯერ რაღაცას წერ და..." - ალვარესმა აგუეროს უპასუხა, რომელმაც მესი დაიცვა
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
დიდი ბრძოლა დაანონსდა
ხაბიბმა საუკეთესო მოკრივე დაასახელა
"სად არის კანელო? სად არის GGG?" ანდრადემ WBO ჩემპიონის ქამარი დაიცვა
ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-ი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე აქ ყოფილიყო - საუნდერსი კანელოს ბრძოლაზე თითქმის შეუთანხმდა