5 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მეოთხედფინალური სერიის მატჩიდან 1 დასრულდა. ერთმანეთს სერიაში თანაბრად მყოფი (1:1) გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “დინამო” შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თამაშის გამარჯვებული ნახევარფინალს უახლოვდებოდა და ეს გუნდი “დინამო” აღმოჩნდა, რომელმაც 90:72 გაიმარჯვა და საერთო ანგარიშით – 2:1 დაწინაურდა.

მატჩი ისე დაიწყო და მიმდინარეობდა ბოლო პერიოდამდე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ საბოლოოდ 18-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდებოდა. “თსუ-ჰიუნდაი” არც თავიდან და არც საწყის 3 პერიოდში ტოლს არ უდებდა მეტოქეს. პირიქით, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 23:21 მოიგო, ერთ ეპიზოდში კი 7 ქულითაც გალიდერდა, თუმცა “დინამო” თავის შანსს ელოდა და როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, მთელი ძალით ამოქმედდა.

ბოლო პერიოდის წინ დინამოელები 4 ქულით იგებდნენ და სავარაუდო იყო, რომ დაძაბული დასკვნითი წუთები უნდა ყოფილიყო, თუმცა “თსუ-ჰიუნდაის” თამაში არ წაუვიდა, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ დინამოელებს კი – პირიქით. ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 20 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრის ბედიც გაირკვა. მატჩი სათადარიგოებმა ჩაამთავრეს და საბოლოოდ დინამოელთა 18-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა.

26 ქულით გამარჯვებულებს რეჯერ დოუელმა ულიდერა. 24 ქულა ჯორდან სვოპშირმა მოაგროვა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 22 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 18 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 16 ქულა და 10 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა.

სერიაში ანგარიში დინამოელებმა წაიყვანეს – 2:1. მომდევნო მატჩი 6 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ოლიმპმა" "თსუ-ჰიუნდაი" 2 ოვერტამში დაამარცხა
ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა
თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
თბილისის "დინამომ" "თსუ-ჰიუნდაის" სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს