ბუნდესლიგის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, საჩემპიონო ინტრიგა თითქოს ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მხოლოდ მოჩვენებითია.

საფიქრებელია, რომ "ბაიერნი" არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელს იმ 4-ქულიან უპირატესობას, რომელიც გასულ ტურში მოიპოვა.

"ბაიერნს" რთული საგარეო მატჩი ელის "ლაიპციგთან". იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერს" ამ თამაშში ფეხი დაუცდა, ხოლო "დორტმუნდმა" "ფორტუნას" დამარცხება შეძლო, მაშინ ბოლო ტურს დიდი ინტრიგა შერჩება, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ასე მოხდეს.

"ბაიერნმა" მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა გერმანული სეზონის მეორე ნაწილი და დაიმსახურა ოქროს მედლები. რა თქმა უნდა, "ლაიპციგთან" იოლ გასეირნებას არავინ ელის, მაგრამ წესით არც არასტაბილურ "დორტმუნდს" უნდა გაუადვილდეს ბოლო ხანს მოღონიერებული "ფორტუნას" ძლევა, მით უმეტეს, ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით არ ითამაშებს დორტმუნდელთა ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი.

გასათამაშებელია ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზური. უკვე ცნობილია, რომ გერმანიას ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე წარმოადგენენ "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ლაიპციგი". დარჩენილ ერთ ვაკანსიაზე კი პრეტენზიას ერთბაშად რამდენიმე გუნდი აცხადებს.

ამ ვაკანსიის შევსების ყველაზე კარგი შანსი აქვს "აინტრახტს". ფრანკფურტელები მომავალ ტურში "მაინცს" შეხვდებიან. ეს ერთადერთი მატჩია, რომელიც კვირას გაიმართება. მიზეზი მარტივია - "აინტრახტი" გუშინ ევროპალიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში "ჩელსის" ეთამაშა...

შანსი აქვს შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენსაც". უშანსოდ არც "გლადბახი", "ვოლფსბურგი" და "ჰოფენჰაიმი" არიან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონს მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი - "შტუტგარტი". აღარაფერი უშველით "ნიურნბერგს" და "ჰანოვერს".

ფაქტები

"აუგსბურგისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ლევერკუზენმა" ბუნდესლიგაში მიჯრით 4 მატჩი მოიგო.

"ფორტუნამ" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "დორტმუნდის" დამარცხება.

"ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა, ისევე, როგორც ფრედ დასრულდა "ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" უკანასკნელი 2 დაპირისპირებაც.

"ბაიერნმა" ბოლო მატჩში შეძლო "ლაიპციგის" დამარცხება.

"ვოლფსბურგმა" ბოლო თამაში მოუგო "შტუტგარტს".

"აინტრახტისა" და "მაინცის" უკანასკნელი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. XXXIII ტური

შაბათი, 11 მაისი

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30

დორტმუნდი-ფორტუნა 17:30

ლევერკუზენი-შალკე 17:30

ლაიპციგი-ბაიერნი 17:30

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 17:30

აუგსბურგი-ჰერტა 17:30

ჰანოვერი-ფრაიბურგი 17:30

ნიურნბერგი-გლადბახი 17:30

კვირა, 12 მაისი

აინტრახტი-მაინცი 20:00

ბომბარდირები: 22 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 18 - ალკასერი (დორტმუნდი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი); 16 - როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ვერნერი (ლაიპციგი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), ბელფოდილი (ჰოფენჰაიმი), ჰაფერცი (ლევერკუზენი).

ბოლო ტური

18 მაისი: ბაიერნი-აინტრახტი, ვერდერი-ლაიპციგი, ფორტუნა-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ნიურნბერგი, ჰერტა-ლევერკუზენი, მაინცი-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-დორტმუნდი, შალკე-შტუტგარტი, ვოლფსბურგი-აუგსბურგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: შენარჩუნდება ორი ლიდერი?
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს