გულახდილი სიტყვები ფორმულა 1-ის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონისგან, ნიკო როსბერგისგან, რომელმაც ელექტრომობილურობა აღმოაჩინა.

2016 წელს ის ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თითოეულ რბოლაზე 100 ლიტრზე მეტ საწვავს წვავდა. ახლა ნიკო როსბერგმა ელექტრომობილურობა აღმოაჩინა. AUTO BILD-ი 33 წლის როსბერგს ბერლინში შეხვდა, სადაც ის თავის ახალ იდეაზე, Greentech-ფესტივალზე მუშაობს.

- ჰერ როსბერგ, ყველა გიცნობთ, როგორც ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონს, მაგრამ 2017 წლიდან ბიზნესმენი ხართ. როგორ დაახასიათებთ ახალ ნიკო როსბერგს?

- დავახასიათებ, როგორც ადამიანს, რომელიც ახალ გამოწვევებს ეძებს. სწორედ ასეთი გამოწვევაა ელექტრომობილები, რაც ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ აღმოვაჩინე. ვფიქრობ, ბევრი რამის შეცვლა და გაკეთება შემიძლია. კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ ასეთი გამოწვევა მჭირდებოდა. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი Greentech-ფესტივალია.

- ფორმულა 1-ში ეკომრბოლელი ნამდვილად არ იყავით...

- ფორმულა 1-ში არც რაიმე გეგმა მქონდა და არც დრო. უბრალოდ, სწრაფად ვმართავდი ბოლიდს. კარიერის დასრულების შემდეგ კი სამყაროს სხვა თვალით შევხედე. ინსპირაცია "მერსედესიც" იყო - შტუტგარტელებმა მაჩვენეს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ელექტრომობილურობას. ტექნოლოგიების ფანი ყოველთვის ვიყავი, ახლა კი ამ სფეროში ინვესტიციაც ჩავდე.

- Greentech-ფესტივალი მაისში, ფორმულა E-ს რბოლის ფარგლებში ჩატარდება...

- დიახ, რადგან ამით შეგვიძლია კიდევ უფრო გავამძაფროთ მწვანე ტექნოლოგიით აღფრთოვანება. ერთი მაგალითი: ფესტივალზე ვაჩვენებთ დრონს, რომელსაც ადამიანი მიჰყავს; ან იატაკის პლატებს, რომლებიც ელემენტებს მუხტავენ, როცა ადამიანი მასზე გაივლის. სამწუხაროდ, ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე წარვადგენთ ყველას და ყველაფერს - სტარტაპიდან დიდ მოთამაშეებამდე. გვინდა, რომ ამ ტექნოლოგიების შესახებ ყველამ გაიგოს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ტრანსპორტის მინისტრ ანდრეას შოიერს, რომელიც გვეხმარება.

- როგორ წარმოგიდგენიათ მობილურობა მომავალში?

- მომავალში მობილურობა უაღრესად ეფექტიანი და ჭკვიანური იქნება. მობილურით დავჯავშნი, ავტოპილოტიანი მანქანა მომაკითხავს, მიმიყვანს რკინიგზის სადგურზე, საიდანაც მატარებლით გავემგზავრები მიუნხენში, სადაც წინასწარ დაჯავშნილი ელექტროროლერი დამელოდება და ასე მივალ დანიშნულების ადგილამდე. ეს იქნება არა მარტო სუპერეფექტიანი, არამედ გაცილებით იაფი მგზავრობაც.

- და ავტომობილის მართვის სიამოვნება?

- რა თქმა უნდა! ცხადია, იმედი მაქვს, რომ მანქანის სწრაფად მართვას თავისი ადგილი ექნება. ეს ადგილი, დიდი ალბათობით, სარბოლო ტრეკი იქნება, ანაც გერმანული ავტობანი. მიუხედავად ამისა: დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრობა სენსაციურად სასიამოვნო იქნება - დაგვიბრუნებს იმ დროს, რასაც საცობებში ვკარგავთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ დროს კი არ ვკარგავთ, არამედ გარემოსაც ზიანს ვაყენებთ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად autobild.ge-ზე

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?