მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ, რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი
ვინ არის ფეხბურთის სირცხვილი??? მაგრა მაინტერესებს ?? ეს ბიჭები? უკაპიკოდ რო გადმოიყვანეს ვიტ ჯორჯია უმაგლესში ? ჟირკით რო ბრძოლობდნენ ბოლომდე??? ღუდუშაური , შეროზია და კიკნაველიძეა სირცხვილი??? საუკეთესო მეკარე საუკეთესო მეკარე შრეროზია,და ერთერთი საუკეთესო ტალანტი ღუდუშაური ესენი არიან სირცხვილები?? თქვენ ხალხო ხო კარგად ხართ??? ჯერ გაიგეთ რა და როგორ მოხვდა ,მართლა გამკეთებლები რო გყავთ ეს გაარკვიეთ კარგად სიონი ყოველმეორე თამაშს რო აკეთებს ,ან დინამო რას გავს გულიმერევა უკვე დინამოზე რას გავნან .....
sdfffff
რამდენი აქვთ ისე ხელფასი ფეხბურთელებს? დახმარებოდნენ საკუთარი ჯიბიდან. მაინც ხომ მოუწიათ 10000ის გადახდა.
qomagi
ქარტული ფეხბურტის სირცხვილიხარტ ტქვენ
გოჩა
ესენი,რომ ფეხბურთს არ უნდა გააკარო ფაქტია,მაგრამ თუ ავადმყოფი ადამიანის დასახმარებლად გააკეთეს გასათვალისწინებელი არის,სხვა საშულება უნდა მოენახათ დასახმარებლად ჯობდა,დასაჭერად არცერთი არ მემეტება,მასე ნახევარი ჩინოვნიკები დასაჭერია მაგრამ აგრძელებენ მშვიდად ფულის კეთებას,მე ბიჭებს არ ვამართლებ,უნდა დაისაჯონ მაგრამ დაპატიმრება არ მინდა არცერთის ეს ჩემი აზრია,დააჯარიმონ აუკრძალონ ფეხბურთთან შეხება,ახალგაზრდები არიან ცხოვრება დაენგრევათ,მერე გუნდებმა,რომ ხელები დაიბანეს ჩვენ არაფერ შუაში ვართო,მინიმუმ უნდა დააქვეითონ დაბალ ლიგაში,თუ მაგდენი არ იციან რა ხდება მათ კლუბში რა უნდათ ფეხბურთში.
დავით 67
ხო შემეშალა ორთოგრაფიულად
ერთი შენა ხარ
ნაგლი ფრედ კი არა ნაგლი ფრაერ.
დათო
ფეხბურთიც ისევეა ქვეყნის ნაწილი, როგორც საყდრისი, დმანისი, თბილისი და რა მოსთვლის კიდევ .. საყდრისსა და კორუფციაზე არანაკლები დაწერილა და მცდელობაც არ დაუკლია ბევრს, მაგრამ ამასაც ისტორია განსჯის .. არ დავიწყებ მე ამ ბიჭების მიმართ ტალახის სროლას, მაგრამ თავის გამართლების ეს ფორმა არ მომწონს .. და არც პირველ რიგში თანაგუნდელის და მერე გულშემატკივრის გაყიდვას ვთვლი სწორ საქციელად .. თუმცა მთავარი ახლა ისაა ვის რა დაუმტკიცდება და რა სახელი დაერქმევა ..
დავით 67
ჩუმად მაიც იყოს,აქეთ გადმოდის შეტევაზე. აი რას ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომი! მისი ქმარიც და სხვებიც რომლებიც თამაშებს ყიდიან არამარტო თამაში უნდა აეკრძალოთ საერთოდ, არამედ ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაც! ამ ცოლის სიტყვებმა ერთი რუსული ანდაზა გამახსენა." ნაგლი ფრედ ხუჟე ტანკა"
giorgi
ანგელოზია ჩემო ქმარიო :))) თქვე ცუდებოო, არ აცალეთ ფულის შოვნა ტოტალიზატორშიო :)))
barsa
აქამდე მეგონა ანგელოზი ნანახი არ მყავდა მარა ტურმე ვცდებოდი, ჯონი მოდი ხელი დამადე.დ.დ.
საიდან მოხვედით
საყდრისი აგვიფეთქეს ფულის გულისთვის, 100-ით მილონებს ბიუჯეტიდან იტაცებენ,ქვეყანა კორუფციაშია გახვეული და თქვენი ხმა არ გამიგია და გაჭირვებულმა,მშიერმა ფეხბურთელებმა რაღაც წაიჩალიჩეს და რა რიხიანად გაჰკივით,უთავმოყვარო ქართველებო.თურმე ფეხბურთია თქვენი და ქვეყანა არა.
geno
თუ არ უნდა ვინმემ ნახოს შეუძლია საჯაროდ არ დაპოსტოს და მხოლოდ მეგობრებისთვის იყოს განკუთვნილი:დ
s..s
ეს ისე ლაპარაკობს პატარა რო ვიყო ვიტყოდი დიდი რო გავხდები ჯონი უნდა გამოვიდეტქო.d.d.
ave
ამატ გმირობაზეც რო აქვტ პრეტენზია რა სინაგლეა?
ლაშა
თანხის აღებაც ხომ ფიქსირდება არა, ხოდა რა გამოდის, თან სიცოცხლე გადაარჩინა ვიღაც პიროვნების და თან იხეირა? რა თქმა უნდა კარგია მეუღლის გვერდში დგომა, მაგრამ ფაქტი ერთია, თამაშის გაყიდვა არის დანაშაული, რომელიც უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. ის რომ 10 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გარეთ დარჩა თქვენი მეუღლე, გამარჯვებას არ ნიშნავს ნამდვილად.
სსს
დიდი ამბავი ეხლა, ცოტა ხანი დაიჭერენ , გამოვა 1-2 წელში და გააგრძელებს ქვედა ლიგაში ფეხბურთის თამაშს. მთავარია ციხეში ივარჯიშოს , რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.
Kote
ტუ დახმარება გინდა , გაყიდე ის რაც სენია ...ფეხბურტი ცვენია და ამიტ ცხოვრობდა კარტველი ხალხი და არავინ არ მოგცემს მაგის უფლებას რომ გაყიდო .
d.v
ამ ქალბატონის შეხედულებით მიზანი საშუალებას ამართლებს...., ნუ დაუშვათ და სიმართლეა ის რასაც ამბობს, ხომ იცის რომ დანაშაულია ჩადენილი, ხოდა აქეთ რომ გვიტევს, ხომ შეიძლება თავი დახარონ და თქვან, მან და მისმა მეუღლემ, მეგობრის გადასარჩენად სამწუხაროდ სხვა გზა ვერ გამოვნახეთო..ხომ ბევრად ნაკლები ტალახი მოხვდებოდათ?! ასე თუ ისე რაღაც პატარა თანაგრძნობის მარცვალი მაინც დაითესებოდა საზოგადოებაში.
Kote
თკვენ კოსმარული ერტი კვირა გკონდატ და უკვე აკეტ გვიტევ ,ფეხბურტის გულსემატკივარს ...ცვენ რავტკვატ მტელი ცხოვრება კოსმარსი რომ ვარტ ნევრებს ვისლიტ იმაზე რატომ არ ვიტარდება კარტული ფეხბურტი ? და ტუ ვინმეს დახმარება გინდა ეს ისე უნდა გააკეტო გირსების ცარცოს არ უნდა ცდებოდეს.
ლაშა
გაუნათლებელს და უსინდისოს რქები კიარ ამოდის,მაგალითად ამ გოგომ ამ სტატუსით გაგვაცნო თავი.ბოდიშის მოხდა არ ტეხავს,როცა უსინდისოდ იქცევი. ეს უფრო სწორი და ადამიანური იქნებოდა.
miau
ელემენტარულით დავიწყოთ: წერე ქართულად!!!
Dh
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ..
რო შეირგოს თავისი კრიმინალი ქმარი სახლში და შეტევაზე არ გადმოვიდეს არ ჯობს ამათი საქმისთვის?))
gio
გირაო კიარა უნდა ჩასვა ესეთები ერთი ორი წლით სხვამ რომ ვეღარ გაბედოს. ხო ხედავთ აქეთ ...ჯვავს კიდე ეს ნაგლი
მ. ტ.
არაა საჭირო ასეთი ფბ პოსტების გამოქვეყნება - ის ხომ ოჯახის ახლობლებისთვისაა განკუთვნილი და მეუღლისთვის ნამუსის მოწმენდის ერთგვარი მცდელობაა, რასაც ნებისმიერი ქართველი ქალი გააკეთებდა, ნუ უნდა აკეთებდეს, ალბათ... ჩვენ რატომ გვრევთ ამაში და რატომ გვაჭორავებთ?!...
beqa
თხოვნა მაქვს ჩემს ახლობელს თირკმელი ჭირდება და ერთ ორ თამაშს ვერ ჩამიწყობს შენი გმირი მეუღლე? ეს რა მარაზმია იმის მაგივრად რო გამოხვიდეთ და ბოდიში მოიხადოთ საზოგადოების წინაშე გამოდიხართ და გმირა გამოგყავს შენი ქმარი. წასულიყავით მერე და სახლი გაგეყიდათ, კრედიტი აგეღოთ, რავი ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეიმიძლია. ან ჩალით ხო არაა დაფარული ეს სამყარო სად არის ის მეგობარი რომლის გამო შენი ქმარი გმირია ვერ მიიყვანეთ სასამართლოზე. მაგრამ სიმართლე გეტყვი რაც არის გაისქელეთ ჯიბეები და ეხლა გინდათ იმის მაგივრად რო თავი დახაროთ და მოუხადოთ ბოდიში ჯერ იმ ახალგაზრდა გუნდელებს პირველრიგში რომელლებიც მართლა გულით თამაშობდნენ და წყალში უყრიდა შენი ეგრედ წოდებული გმირი ქმარი
Burdzika
ჯერ რას ალაპარაკებთ ამ დიაცს....ღმერთმა ხელი მოუმართოს დაეხმარა.ასე ვეხმარებით ყველა გაჭირვებულს და არა კრიმინალით არამეტ იმით რითიც შეგვიძლია..კაცობა ის იქნებიდა ბანკიდან ვალს რომ აიღებდი დასახმარებლად.ან რამეს გაყიდდი საკუთარ თავს მოაკლებდი და არაა ასე კრიმინალით და ქვეყნის ისედაც დაქცეული ფეხმურთის გაფარჩაკებით.რას ბიდავს ეს.მაგარი დახმარება გაუწია ხალხის ხარჯზე ხოო.ნწ ნწ.არასდროს არ უნდა მიაკარო სტადიონსაც კი.ბურთზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
Vasili
აჰააა, ესეიგი , თუ ვინმე საოპერაციო გვყავს, ან სასწრაფოდ აქვს თავანი ჩასაბარებელი , თუ არადა მოკლავენ, აგერ არააა, საქართველოს ჩემოიონატი??? ბარემ სახელმწიფოც რო ჩაერთოს ამ ჩაწყობებში კარგი იქნებოდა, ქვეყნის ბიუჯეტიც შეივსებოდა... :// ((( ისე კი თქვენი მეუღლე რო გიყვართ და იცავთ ეგ კარგია, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?!)
gio
მდაა. კიდე აქეთ რომ ბლატაობს ნახე რაა
s
ესენი და ალმათი ოჯახის წევრები დადგებიან და მორალს წაგიკითხავენ წესიერებაზა მოტრიალდევიან და სულს გაყიდიან ფულის გამო
a
რეებს იგონებენ იმის თავიც არ გაქვთ გამოხვიდეთ და აღიაროთ რო ფულის მონები ხართ და ახალ ისტორიებს თხზავთ ამაზრზენი ხალხი ხართ
da
რატო მეჩხუბები?
ლოლ
მართალია, ყველანი იყავით ამ გოგოს გაგებით საამაყო კაცები და დაარღვიეთ კანონი, ფულში გაცვალეთ მორალური ღირებულებები, მერე გამოდით და სხვებს უკითხეთ მორალი და შეურაცჰყოფა მიაყენეთ თუ ვინმემ გაგიბედათ და ზედმეტი სიტყვა შემოგკადრათ.
gio
ეს დედაკაცი რა დღეშია ნახე რა, ძალიან კარგია რომ გაჭირვებულს დაეხმარო, მით უმეტეს ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ასეთი მიზეზი საქართველოში მილიონი ხდება. დაიწყოს ყველამ კრიმინალი და გაამართლოს რაღაც მიზეზებით? თუ დახმარება გინდოდათ გაგეყიდათ სახლები და დახმარება ეგ იქნებოდა. მაგრამ თამაშის გაყიდვა არ ჯობია, ფული ჰაერიდან მოდის
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0 - ვის უფრო სჭირდებოდა ქულა?
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
ჯონი შეროზიას ადვოკატი ფეხბურთის ფედერაციას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს
ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება