მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000-ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა.

ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.

შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს და საქმეში არსებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

წყარო: ipn.ge

სოსო
მოქალაქე,თქვენ პოსტსაც მოწონება დავუსვი და გიოს პოსტსაც.ორივე მართლები ხართ თქვენს პოზიციაში და ლოგიკაში.მე მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ მხოლოდ მეკოს ნუ მოვთხოვთ ანგელოზობას.არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ ალბათ რეალურ ვითარებას,მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ და ყოველდღე ვხედავთ,როგორ იფარცხება ავარიების,ავტოკატასტროფების საქმეები.თუ სინამდვილეში დამნაშავეა მეკო,ის არც პირველი იქნება და ალბათ არც უკანასკნელი,ვისი დანაშაულიც ჩაიფარცხება.ეს ქვეყანაში წესად არის ქცეული და მხოლოდ ამ გაუბედურებულ ბიჭს ნუ ავკიდებთ პასუხისმგებლობას.აქ, მამულო მკვდარ სასამართლოზე ლაპარაკობს,და იგი მართლაც დიდი ხანია მკვდარია.მკვდრები მოგეხსენებათ დუმან და დუმილი კი ,თანხმობის ნიშანია.ამიტომ არის ყველა დანაშაული დაშვებული საქართველოში,მით უმეტეს ამა ქვეყნის ძლიერთათვის(მჭამელთათვის) და სულ მუდამ ასე იქნება,თუ სასამართლო არ გავაცოცხლეთ,არ ჩავაბარეთ ეს საქმე პატიოსან და განათლებულ ადამიანებს.ასეთი სასამართლო,ბუნებრივია,რომ არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს.ასე რომ საქმე მეკოში ნამდვილად არ არის,ის ღმერთის წინაშე გამტყუნდება,ან გამართლდება და ამის მიხედვით მოეკითხება ცოდვები.საქმე იმ ხალხშია,ვინც გააფთრებით იცავს,ამ გათახსირებულ სასამართლო სისტემას და მასთან ერთად საკუთარ კეთილდღეობასაც.მხოლოდ ოცნებას არ ვგულისხმობ და არც ნაცებს,სხვა პარტიებშიც არანაკლები ნაგავია ჩაბუდებული,რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,ზუსტად იგივეს გააკეთებენ.
მოქალაქე
მეგობარო, აქ საქმე მეკოს გაკიცხვაში კი არ მდგომარეობს არამედ ორმაგი სტანდარტების არსებობაში. ჩვენ რომ ვყოფილიყავით მეკოს ადგილას, ხომ ნაღდია რომ ციხეში გვიკრავდნენ თავს? ან კანონი არ უნდა კანონობდეს ამ ქვეყანაზე? არცერთ ქომაგს შენზე ნაკლებად არ გვტკივა გული ამ შემზარავ ინციდენტზე და მეკოს ტრაგედიაზე, მაგრამ სხვისი ტრაგედია არაფერია?! თუ შენი აზრით, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია?! თეთრზე შავიაო რომც სთქვას უნამუსო ადვოკატმა, განა იგივე უნდა გაიმეორო (თუ მართლა ვაჟკაცი ხარ)?! გასაგებია რომ მეკომ ეს ნაბიჯი შვილების გამო გადადგა რათა ბედისანაბარა არ დატოვოს, მაგრამ ხომ არსებობს მორალი? ან კიდევ, შვილმკვდარი მამა არ იმსახურებს თანადგომასა და სამართალს?
gio
შეურაცყოფაზე ნუ გადადიხართ. ხომ გამოიძიეს და დადსტურდა, რომ უდანაშაულოა. ჩემი არც ნათესავია მეკო და არც ახლობელი, ვიცნობ როგორც მაგარ მორაგბეს. თვთონაც დაეღუპა მეუღლე და როგორ გგონიათ არ განიცდის იმ დაღუპულებსაც? რატომ გაეცინაო, მე ვიტყოდი ეს იყო რეაქცია თავისი უდანაშაულობის დასტურად. ერთი წერს რაგბი შემაზიზღაო, კარგით რაა ეს უკვე ნამეტანია! პირიქით ჯობია ადამიანურად ვუსურვოთ მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაუბრუნდეს დიდ რაგბს! ნუ ვართ მაგრები სხვის გაკიცხვაში, ცოტა გვეშინოდეს როცა სხვას განვიკითხავთ!
mamulo
ამ კაცს ნამუსის ძაეღვი გაწყვეტილი აქვს და აწი მისთვის ადვილია ცხოვრება. X5 დან მოტორი რომ ამოვარდება შეჯახების შედეგად და 20-25 მეტრის იქეთ დავარდება(ექსპერტის დასკვნაში ზუსტად ასე წერია) და მერე ამ მანქანის მძღოლს სასამართლო სიჩქარის გადაჭარბებას ვერ დაუმტკიცებს,რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა,ის სასამართლოა? ჩემ თვალში მერაბ კვირიკაშვილი დღეს უნამუსო გახდა.ქართული სასამართლო რომ მკვდარია ეს დიდი ხანია ვიცი.
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
"ამას ნამდვილად არ ველოდი, შოკში ვიყავი" - მიკელ არტეტა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"
ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
საფონოვმა ხელი მოიტეხა - თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
WorldRugby-მ მერაბ კვირიკაშვილის ლელო გამოარჩია [VIDEO]
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია