გარიგებული მატჩების საქმეზე "ვიტ ჯორჯიას" მცველმა გიორგი გეთიაშვილმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ფული არ აუღია.

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე რა თქმა უნდა განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა, ბოლოს პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი ,,სქემაში“, რომელსაც ვაცნობიერებ, არა აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა რადგან, მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერგაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, ,,სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. ,,ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია;

2. ,,ვიტ ჯორჯიას“ და ,,რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“;

3. ,,ბათუმი“ - ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ ვერგაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა", - წერს გეთიაშვილი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
გიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით
"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული
პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება