22 ივნისს, საქართველოს დროით 22:30 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის როსარიოში ერკინებიან.

უმცროს ბორჯღალოსნებს აქვთ შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გაიმეორონ და ზედიზედ სამი თამაშის მოგებით, ტურნირი მე-9 ადგილზე დაასრულონ. მათ ოთხი ურთულესი მატჩი გამართეს: იბრძოლეს სამხრეთელ ბობოლებთან - ახალ ზელანდიასთან (13:45) და სამხრეთ აფრიკასთან (20:48), მაგრამ საცხრილო ქულა ვერცერთში აიღეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ილია მაისურაძის შეგირდებმა შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და17:12 სძლიეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მესამე ადგილოსნებს შორის უარესი მაჩვენებლით, 17 ივნისს კი, ფიჯის გამარჯვების ლელო გაწითლებულ დროზე, თითქმის 4-წუთიანი და 23-ფაზიანი შეტევის შემდეგ გაუტანეს და 12:8 მოგებით, ელიტაში თამაშის უფლება ზედიზედ მეხუთედ დაიბევეს.

იტალია პირველ მატჩში მომავალ ფინალისტ ავსტრალიასთან 12:36 დამარცხდა, მეორე ტურში ინგლისს დიდი ბრძოლა გაუმართა და მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ 23:24 დამარცხდა, ხოლო მესამე ტურში ირლანდიასთან 14:38 დამარცხდა. მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიელებმა შოტლანდიას აჯობეს, ბოლოს ორი ლელო გაუშვეს, მაგრამ საბოლოოდ 26:19 იმარჯვეს.

ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები ცვლილებებით ხვდებიან. შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს კვაჭივანო კარკაძე, რომელიც ფიჯისთან შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების ლელო გაიტანა. შეიცვალა მარცხენა ბურჯი და ძირითადშია ნიკა ღვალაძე, ხოლო გია ხარაიშვილმა სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა.

შეიცვალა ერთი მეორეხაზელი, ლუკა გელაშვილს ტატო გვიმრაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა იოანე იაშაღაშვილმა, ფლანკერები კი პაატა ბურჭულაძე და იოსებ გუშარაშვილი იქნებიან.

ორი ცვლილებაა ხაზში. ცენტრში თამაშს ირაკლი სიმსივე იწყებს, რომელიც დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელია ღერძი და სასტარტოში მიხეილ ალანიას და თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ. წინა მატჩის მსგავსად ფულბეკად თამაშს იწყებს თემურ ჭიჭინაძე. ფრთაზე ზურაბ ქავთარაძის ნაცვლად კოტე მარჯანიშვილს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა კვლავ ოთარ ლაშხი იქნება.

ამაშუკელი ბრიტანულ დერბში

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის ნდობას ამართლებს და 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბრიტანულ დერბის განსჯის.

ურთულეს შეხვედრაში, მე-5 ადგილისთვის, ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ნაკრებები ითამაშებენ.

ხაზი | ბექები:

15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (ორიაკი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 7. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:

16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. კობა კოლოტაური (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. ზურა ქავთარაძე (ხარები), 26. ბექა ყორიაული (ლელო), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Misha
Midit bichebo,midiaweqit.kargi gundi yavs italias magram tqveni mjera.mogebas gisurvebt,magram tu wagebaa ar dagdzraxavt.wagebac kacuri ocit brdzolashi da omshi bednierno
gagi
წერა ისწავლეთ, რა! დერბში კი არა, დერბიში! ეს რაგბში ხომ დაამკვიდრეთ უკვე. არ შეიძლება ენასთან ასე მოპყრობა
Zviadi
ბაქი-ბუქი კი არა შემართება უნდა გქონდეს, შემართება და აგრესია თუ არა გაქვს ვერაფერსაც ვერ მოიგებ და არცაა შენი მოსაგები. უნდა დაიმუქრო კიდეც და უნდა ებრძოლო ყველანაირად ყველაფერი
ლევანი
აბა ჩვენო უძლეველო ლომებო - დაეცით ბეჭებს ეგენი, ისე, რომ საქმე "ინ კულო" გაუხდეთ!
giorgi
წინასწარ ნუ ვბაქი-ვბუქობთ, ყოველთვის ცუდათ გვიმრთავდება ეს
Geo_Dinamo
ლომებო აბა თქვენ იცით, დაბრდღვენით იტალიელები. მაგრად გვეამაყებით და გვიყვარხართ. გაგვახარეთ კიდევ ერთხელ თქვენი წარმატებით.
სოსო
ძალიან კარგი გუნდია იტალია,მაგრამ თუ არ დავამარცხეთ,სალაპარაკო მიეცემათ ექვს ერში ჩვენს გაწევრიანების ლოგიკურობაზე.ასე რომ მიდით ბიჭებო,მიაწექით,წალეკეთ და გადაუარეთ მეტოქეს.ვიცი და ისიც ვიცი,რომ თქვენც იცით,რომ შეგიძლიათ იტალიელების ძლევა.ისიც ვიცი,რომ საამისოდ შესაძლებელზე მეტსაც გააკეთებთ და ისიც,რომ გაიმარჯვებთ.მიდით და აჩვენეთ,რომ ლგპტს პრაიდი კი არიან ლომების ოჯახი,არამედ თქვენ ხართ ის ლომები,ამ მძიმე დღეებში,საქართველოს მოსახლეობას გულს რომ გაუხარებს და სიამაყეს აგრძნობინებს ქართველობის გამო.მიდით და გაიმარჯვეთ,თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი.
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა [VIDEO]
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
U20. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი იტალიასთან 3:7 წააგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]
20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან