სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს "თბილისი ჰილსის" გოლფის მოედნებზე მედია-ფესტივალი "ბაჩოს თასი 2019" გაიმართა.

ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს შორის.

ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლაშა რამაზაშვილმა, ვერცხლის მედალი ზვიად შათირიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედალი - გიორგი ათაბეგაშვილმა. გოგონებში ჩემპიონი გახდა თამარ მამაგულაშვილი, ვერცხლის მედალი მერსი სულხანიშვილმა მოიპოვა, ბრინჯაო კი ანი ნადირაშვილმა.

ტურნირში მონაწილეობდნენ ქართველი სპორტსმენებიც, თუმცა მათი შედეგები ცალკე დაითვალა და საბოლოოდ გოგონებში საუკეთსო შედეგი დააფიქსირა - ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, რომელიც მინსკის მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვაჟებში საუკეთესო იყო წყალბურთის ნაკრების წევრი - გიორგი ხვედელიანი.

მათ გარდა, სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად, სპორტული მედიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს წყალბურთის ნაკრების კაპიტანმა - ზურაბ რურუამ, ხელბურთის ნაკრების კაპიტანმა შოთა თევზაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანმა მოთამაშემ - ვიქტორ სანიკიძემ და ნაკრების მოთამაშემ მერაბ ბოქოლიშვილმა.

გოლფის მედია-ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან და გოლფის ფედერაციასთან ერთად.

ფესტივალის მხრდამჭერები - "თბილისი ჰილსი", ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, კომპანია "ზედაზენი", ტურნირის პარტნიორები - ოლიმპიური აუზი, სპორტული ტანსაცმლის მაღაზია "NICK ანდ DAVE". მედია-ფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებით და ტურნირის ორგანიზატირების და მხარდამჭერი პარტნიორების მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზებით.

სპორტულ ჟურნალისტთა მედია-ტურნირი "ბაჩოს თასი" სპორტის სამინისტროს მხადაჭერით 2010 წლიდან ტარდება და სპორტული გაზეთის "სარბიელის" ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის ხსოვნას ეძღვნება.

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!