მოსკოვის "სლავას" ორი ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი და საბა ილურიძე კლუბში რჩება.

ამის შესახებ ბროძელმა "ფეისბუქზე" დაწერა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაიხადა.

გთავაზობთ ბროძელის განცხადებას:

"მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ "სლავას" ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!", - წერს მორაგბე "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბმა, მოსკოვის "სლავამ" ორ ქართველ მორაგბეს - რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა - ამის მიზეზი დადებული ლელოს შემდეგ თვალზე აფარებული ხელი იყო, რომელიც მორაგბეებმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიცია გამოხატეს.

რა ადვილია კლავიატურასთან ჯდომა და სადღეგრძელოებით ლაპარაკი! ფედერაცია რას აკეთებს პიარის გარდა ? ელემენტარული პირობები შეუქმნან ბიჭებს ოჯახები რომ არჩინონ!
Status quo
რეალურად და გაყალბების გარეშე, საქართველოს ისტორია მტრის მიმართ წაწოლის, ერთმანეთის ჩაშვების და ღალატისაგან შედგება.
Viqartvelot bolomde....
Aმგვარი უგუნურობა-ქვეშაფსიობით ჩვენ დავიბრუნებთ??? Mეფე თამარის მიერ დასახლებულ და ოკუპანტის მიერ გადამწვარ თამარაშენის მიწებს?,ან მეხუთე საუკუნის ეგრეთ წოდებულ უმაღლეს სასწავლებლის, ქართული აკადემიის ადგილმდებარობას ბიჭვინთას? Vერანა მტერი მისადმი ლოიალურობით , "წაწოლით და ვირეშმაკობით" დათმობებზე წავა? Aრა და არამც, ფაქტებითაა მტკიცებული,საუკუნებრივი ფაქტებით! ჯერ სამშობლო მედგარი შეუპოვრობით წართმეულის სრულ დაბრუნებამდე,შემდგომ ყველაფერი დანარჩენი ,ოჯახის კეთილდღებით წყებული, სტომაქით და ვითომ ადამიანური ყოფით დამთაბრებული და სანამ ამ თანამიმდევრობით არსებობას ჩვენსას ამ წუთისოფლად ვერ შევიგნებთ, ჯერ სხვათა მონობაში სრული იდენტურობის დაკარგვით მოგვიწევს "ფართხალი" უალტერნატივოდ ცვენივე გაფაგვარებამდე სვლით,ადრე თუ გვიან, უფრო ადრე , ერის სამუდამოდ გაქრობამდე,...ვატყვილებთ ჩენივე თავს ? ....

თუ ერთი ადგილი არა ქონდათ რაღას ხტუნაობდნენ. ითამაშონ თავიანთი რაგბი და პატრიოტობანას თამაშს შეეშვან ურჩევნიათ.
კახა ქ.
რა ადვილია კლავიატურასთან ჯდომა წერა....
ქაქუცა
ისტორიის კურსი ნამდვილად გადასახედი და დასაფიქრებელია საშუალო სკოლაში. გასაგებია ფარნავაზის, დავითის და თამარის ხანა, მაგრამ დღეს საქართველოს ისტორიის არც ერთი მონაკვეთის სწავლება ისე მნიშვნელოვანი არაა, როგორც ბოლო 250 წლის, რადგან დღემდე თვითგამორკვევის პროცესში ვართ და გაურკვეველი ორმაგი სტანდარტებით ვცხოვრობთ. პარადოქსია გვყავდეს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ვადიდებდეთ დიდ სტალინს; წმინდანად გვყავდეს შერაცხული დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და გვწამდეს ერთმორწმუნე მეზობლობის; გვყავდეს მიხეილ ჯავახიშვილი და სიამაყით აღვნიშნავდეთ ლავრენტი ბერიას ნიჭიერებას; სამამულოდ მიგვაჩნდე ს სხვა ქვეყნის ომი უდიდესი ქართული მსხვერპლით და არაფერი ვიცოდეთ 1918-21 წლების რეალურად სამამულო ომზე და ა.შ. ასე, რომ, განათლება უპირველეს ყოვლისა, რაც პატრიოტიზმსაც შობს და ძლიერ საქართველოსაც (თუმცა კი, ვის, ვის და ქართველ რაგბისტებს ნამდვილად არავისგან ესწავლებათ პატრიოტიზმი)!
კახა
დიახ ლევან1 მეც მაგას მოვუწოდებდი რომ დატოვონ კლუბი მაგრამ რა ქნან თუ მათ უკან ოჯახი დგას სადაც უბრალოდ ხელფასზე კია არა არსებობაზე უმეტესად საქმე დაქცეული ქვეყანა არანაირი დახმარების ტრა..კი არ ააქვს ფედერაციას და ამ ბიჭებმა ერთხელ უკვე მოიხადეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი რისთვისაც მადლობის ღირსი არიან ხოლო ეს ფედერაცია სულ პანჩურით უნდა გამოყარო ფაქტიურად არაფერს არ აკეთებენ რამე ინიციატივაც კი არ წარმოუდგენიათ ამდენი ხნის განმავლობაში კარგი ხელფასები აქვთ და არიან გასუსულები ისევე როგორც მერიებში საკრებულოებში და მთავრობაში.

რუსეთი ის სარაგბო ქვეყანაა, სადაც პოლიტიკა ყველაზე მეტად აღწევს. ამისი ნათელი მაგალითია ეს შემთხვევაც. რუსებს ადრეც შეუქმნიათ ბარიერები ჩვენი ნაკრებისთვის და ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, მოთამაშეები თვითონ გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ, მაგრამ ეს ფაქტი უფრო თავის მოკატუნებას ჰგავს და მეტს არაფერს - უი არ ვიცოდით და თურმე სხვანაირად ყოფილა.
გ
მგა გუნდში ქართველების დარჩენა სირხვილია..მას შემდეგ რაც რუსებმა იკადრეს და ამ მოთამაშეებს გაუკეთეს. ამ ქართველ მორაგბეების დიდი სირცხვილია მაგ გუნდში დარჩენა. სულ რომ კალთები ჩამოახიონ და ეხვეწონ რუსები არცერთი წამით აღარ უნდა დარჩენილიყვნენ. მაგრამ ქართველები ასე ვიქცევით და იმიტომაც გასდის რუსეთს ყველაფერი.
გიო
მაშინ შენ გადაუხადე ხელფასი და წამოვლენ! საინტერესოა შენ რას საქმიანობ?!
ლევან1
როგორც ქართული რაგბის გულშემატკივარი და ერთი უბრალო ადამიანი , ჩემ აზრს დავწერ, მეგობარო , მე თქვენ ადგილზე 1 წუთი არ გავჩერდებოდი რუსეთში.
განათლების სამინისტროს ვთავაზობ პატრიოტიზმის გაკვეთილები დაამატოს სკოლაში, ისტორიას ან არ სწავლობენ ან არ არის საკმარისი..
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
რუსი ჟურნალისტი ქართველ მორაგბეებს: შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? - მოგეძებნათ გუნდი სხვა ქვეყანაში
დიდი 10. XVI ტური: პრემიალური ბოლო წუთებზე
რუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]
ქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო