გუშინ, 8 ივლისს უიმბლდონის მერვედფინალები გაიმართა. 8 ივლისი სენსაციების დღე იყო ქალთა გათამაშებაში, რადგან ტოპ-8-ის 3-მა ჩოგბურთელმა, მათ შორის მსოფლიოს პირველმა და მესამე ჩოგნებმა. ხოლო კაცების გათამაშებაში ყველა შეხვედრა ლოგიკურად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით რაონიჩის მარცხს პელასთან.

სათამაშო დღე ბელგიელი დავიდ გოფინისა (23) და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს (37) შეხვედრით დაიწყო. ამ მატჩამდე ჩოგბურთელებს ერთმანეთის წინააღმდეგ 6 თამაში ჰქონდათ გამართული და ანგარიში თანაბარი იყო. შეხვედრაც თანაბარი გამოდგა, თუმცა ბელგიელს უფრო გაუმართლა და ვერდასკო 4 სეტში დაამარცხა - 7:6, 2:6, 6:3, 6:4.

მეოთხედფინალში გოფინი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ნოლემ ფრანგი უგო ჰუმბერტი (55), სამე სეტში ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა - 6:3, 6:2, 6:3. თან აღსანიშნავია ის, რომ ფრანგს შეხვედრაში 1 ბრეიკ პოინტიც არ ჰქონია. კიდევ ერთი, უკანასკნელი 3 დაპირისპირებიდან დავიდ გოფინმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ორჯერ დაამარცხა. წესით, საკმაოდ კარგი შეხვედრა უნდა ვიხილოთ.

პრობლემების გარეშე მოიგო მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. მისი მოწინააღმდეგე პორტუგალიელი ჟოაუ სოუზა (69) გახლდათ. რაფამ მეტოქე სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით დაამარცხა - 6:2, 6:2, 6:2. ნადალი მეოთხედფინალში ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება.

ქუერიმ (65) 1/8-ფინალში თანამემამულე ტენის სენდგრინი (94) დაამარცხა, რომელიც აღნიშნულ სტადიაზე ყველაზე დაბალრეიტინგიანი მოთამაშე იყო. თამაშამდე სენდგრენმა განაცხადა, რომ მისი ბინის ჯავშანს ვადა გაუვიდა და სასტუმროში მოუწია გადსვლა. დიახ, არც თავად ელოდა, რომ უიმბლდონის მე-8 ფინალში ითამაშებდა. თუმცა, მას ¼ ფინალშიც შეეძლო ეთამაშა. ქუერისთან გამართულ შეხვედრაში მართალია, სენდგრინი 4 სეტში დაამარცხდა, თუმცა 4 სეტიდან 3 ტაიბრეიკამდე მივიდა - 4:6, 7:6, 6:7, 6:7. რაც შეეხება ქუერის, მას რაფასთან 5 შეხვედრა აქვს გამართული და უკანასკნელ მატჩში დაამარცხა კიდეც. ეს 2017 წელს აკაპულკოს ტურნირზე მოხდა.

მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა (22). მისი მეტოქე ფრანგი ბენუა პაირი (32) გახლდათ. ბაუტისტა აგუტმა მოწინააღმდეგე საკმაოდ იოლად, სამ მეტში დაამარცხა- 6:3, 7:5, 6:2. ესპანელს უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგან 1/4-ფინალში გუიდო პელას (26) სახით დაუმარცხებელი მეტოქე არ ჰყავს.

თავად არგენტინელმა პელამ 1/8-ფინალური სტადიის ერთაერთი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა, თან სეტებში 0:2-ს აგებდა და "ქამბექი" შემოგვთავაზა - 3:6, 4:6, 6:3, 7:6, 8:6. პელა და ბაუტისტა აგუტი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ ესპანელმა გაიმარჯვა.

მოიგო მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა კეი ნიშიკორიმ. იაპონელმა ყაზახი მიხაილ კუკუშკინი (68) 4 სეტში დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:3, 6:4. კეის, რომლის საუკეთესო შედეგიც უიმბლდონზე მეოთხედფინალში თამაშია, გაუჭირდება მიღწევის გაუმჯობესება, რადგან შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა ახალგაზრდა იტალიელ მატეო ბერეტინის (20) 3 სეტში იოლად მოუგო - 6:1, 6:2, 6:2. გამარჯვების მოსაპოვებლად როჯერს, მხოლოდ 1 საათი და 15 წუთი დასჭირდა. შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ბერეტინიმ განაცხადა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ბადესთან მისულმა შვეიცარიელ ლეგენდას სთხოვა, თუ რამდენი უნდა გადაეხადა საჩოგბურთო გაკვეთილისთვის, რაზეც როჯერისაგან ღიმილი მიიღო.

ქალები

ქალების მხარე უკრაინელი ელინა სვიტოლინასა (8) და ხორვატი პეტრა მარტიჩის (24) შეხვედრით გაიხსნა. ფავორიტმა უკრაინელმა საკუთარი სტატუსი გაამართლა და ხორვატს 2 სეტში სძლია - 6:4, 6:2. მისი მომავალი მეტოქე კაროლინა მუჩაროვა (68) იქნება, რომელმაც დღის ერთ-ერთი სენსაციაში მიიღო მონაწილეობა.

კაროლინა მუჩაროვამ თანამემამულე და სეხნია, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი კაროლინა პლისკოვა 3 სეტში დაამარცხა - 4:6, 7:5, 13:11. ამ მოგებით, მუჩაროვამ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დიდი სლემის მე-4 ფინალში გასვლა მოახერხა. მუჩაროვა და სვიტოლინა აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ყატარში და გამარჯვება უკრაინელს დარჩა.

უიმბლდონს, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოეთიშა, ამაზე უკვე გვეწერა. გავიმეორებთ, რომ ეშლი ბართიმ ალისონ რაისკთან (55) წააგო. რაისკის მომავალი მეტოქე, ვინ, ვინ და სერენა უილიამსი (10) იქნება.

37 წლის სერენამ კარლა სუარეს ნავარო (31) 2 სეტში დაამარცხა - 6:2, 6:2. სერენა უილიამსს უიმბლდონი 7-ჯერ აქვს მოგებული და მე-8 ტიტულს 3 თამაშის მოგება აშორებს.

მე-4 ფინალში ითამაშებს მსოფლიოს 54-ე ჩოგანი ბარბორა სტრიცოვა. ჩეხმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ბელგიელი ელის მერტენსი დაამარცხა 3 სეტში - 4:6, 7:5, 6:2. სტრიცოვა მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგან იოანა კონტას შეხვდება, რომელმაც მსოფლიოს მე-6 ჩოგან პეტრა კვიტოვას სამ სეტში მოუგო - 4:6, 6:2, 6:4.

დასრულა 15 წლის ამერიკელი კორი გაუფის (313) უიმბლდონური ზღაპარი. ის მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დაამარცხა. რუმინელმა 15 წლის გაუფს 2 სეტში აჯობა- 6:3, 6:3. მეოთხედფინალში ჰალეპი შუაი ჟანგს შეხვდება, რომელმაც უკრაინელი იასტრემსკა 3 სეტში დაამარცხა- 6:4, 1:6, 6:2.

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
პირველი მოგება 6 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა პრაღის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
US OPEN. ჯოკოვიჩი 21-ე სლემისკენ მიიწევს! წინ ზღაპრულად მოთამაშე ზვერევია [VIDEO]
ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
კარიერაში 21-ე გრანდ სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩი "უიმბლდონის" გამარჯვებულია
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
ნადალის 36-სეტიანი მოგებათა სერია შეწყდა, ჯოკოვიჩმა ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან ბოლო ხმაზე ღრიალი დაიწყო [VIDEO]
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
უიმბლდონი. 1/4-ფინალები: მსოფლიო კიდევ ერთ საჩოგბურთო კლასიკას იხილავს [VIDEO]
დაიცავს ტიტულს ჯოკოვიჩი? სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალშია [VIDEO]
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
ქართველ ჩოგბურთელებს უიმბლდონის გზაზე რუსული და ამერიკული ბარიერების გადალახვა მოუწევთ
ყველაზე დიდი სენსაცია - უიმბლდონს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოეთიშა [VIDEO]
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
"ოჯახის წევრებმა მითხრეს, დავნებებოდი; მოვიგე, თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ნახევარფინალის თამაშს..." - რაფაელ ნადალი [VIDEO]
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
რაფა ნადალისთვის "უიმბლდონი" დასრულდა - პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია
ნადალი ფინალშია! "მატადორმა" ბერეტინი დაამარცხა
[PREVIEW] "ბასილა" ვენაში იტალიელი "ბომბდამშენის" განეიტრალებას შეეცდება
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
უიმბლდონი. 1/2-ფინალები: ჯადოსნურმა ფედერერმა ნადალი გამოთიშა [VIDEO]
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
უიმბლდონი. V დღე: 15 წლის ჩოგბურთელი 1/8 ფინალში გავიდა, ტოპ 10-დან 2-მა წააგო [VIDEO]
უდიდესი სენსაცია უიმბლდონზე: ვენუს უილიამსი 15 წლის მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ