რუსეთის ნაკრებმა თბილისში 27 აგვისტოს "ბორჯღალოსნებთან" დანიშნული ტესტ-მატჩის გამართვაზე უარი განაცხადა, რაც უსაფრთხოების გარანტიების არქონის მომიზეზებით ახსნა. აშკარაა, ეს "ზემოდან" ბრძანებით გააკეთეს, თორემ საქართველოს რაგბის კავშირთანაც ჩინებული ურთიერთობა აქვთ და მსოფლიოს თასის წინ სათამაშოდ საქართველოს ეროვნულ გუნდზე უკეთეს მეტოქეს ვერც იპოვიდნენ.

მათმა ფედერაციამ განაცხადა, რომ შეიძლებოდა საქართველოში სიცოცხლის საფრთხე შექმნოდათ, თუმცა რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ცოტა ხნის წინ თბილისში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და როგორც აღიარა, ძალიან კარგად უმასპინძლეს.

არტემევმა rugger.info-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ქართულ გუნდებთან მომავალი შეხვედრების შესახებაც ისაუბრა:

"კონტინენტური საკლუბო ლიგის პროექტიც ძალაში რჩება. ამ საკითხში რაგბი ევროპა მხარს გვიჭერს. ვვარაუდობ, 2020 წელს ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართება, გამარჯვებისთვის კი საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, გერმანიის და შესაძლოა, სხვა ქვეყნების კლუბებმა იბრძოლონ. აღორძინდება მოსკოვის და ქუთაისის, თბილისის გუნდების დაპირისპირების სახელოვანი ტრადიცია - ეს აუცილებლად მოხდება".

დაგვეთანხმებით, ალბათ, რუსეთის რაგბის ფედერაციის ამასწინანდელი განცხადება და მისი თავკაცის ნათქვამი ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის.

კოტე
რა კონტინენტალურ ლიგაზეა საუბარი რუსებთან ერთად ეს მხოლოდ მათ ინტერესშია, ჩვენ ქართულ გუნდები იქ ვერავითარი პროგრესი ვერ ექნებათ თანხები კლუბებს იგივე დაუჯდებათ რაც ევროპაში მაგას ისევ ფრანგების მიერ დაანონსებულ პრო დე 3 ში ვეცადოთ ერთი კლუბი გავიყვანოთ!
Dimitri
სირცხვილია ერთი მხრივ ვითომ 6 ერში რატო არ გვამატებთო და მეორე მხრივ არც არის მცდელობა ევრო ტურნირებში ჩართვის! სად თბილისში რომ ჩამოვა ლესტერი,გლოსტერი,ტულუზა და სხვა გრანდები ჩვენ გუნდებთან სათამაშოთ და სად კრასნოიარსკი და სხვა რუსული გუნდები! ეს რანაირი განვითარებაა?
ირაკლი
არაფერია გამომრიცხავი რუსეთს თუ იცნობ. "ვერხს" იღებს თავისებურად, "გსჯის" "ქცევას გასწავლის" რომ მერე მედიდურად "ჩაგრთოს" თავის პროექტში, იქით მადლობასაც მოელის. სპორტალმაც ხო ვერ ნახა ვითიბის გარდა სხვა სპონსორი :( (რუსეთის სახელმწიფო ბანკია)
გიორგი
თვალში მოსახვედრი განმცხადებელის დარწმუნებულობაა რომ თავისას გაიტანს და აქედან უარს ვერ გაუბედავენ. ჩემთვის ერთი რამეა ცხადი რომ ორი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რამის დამწერს და შემომთავაზებელს სულ მცირე თვითონ ხომ თავმოყვარეობა არა აქვს, მაგრამ ქართველებსაც ასე უყურებს როგორც უთავმოყვარეოს, და ფიქრობს რომ სულ ერთია, პატივცემული 'შავტრაკიანები' ამაზე უარსსაც 'გაატარებენ', მიჩვეულები არიანო. სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებით, შეიძლება მართლებიც აღმოჩნდნენ.
dato
ეს წყლის ნაყვაა. ვინმემ ხომ არ იცით ბათუმი თუ ოთამაშებს ევროთასებზე. ამ ჟურნალისტებიმა ხომ არაფერს არ იციან.
მიხაელ
არანაირი საუბარი არ უნდა იყოს საკლუბო დონეზე ამათთან ერთად მონაწილეობის. რა ისტორიის აღორძინება ამათ სიცხე ხომ არ აქვთ. ჩვენთან მეტი პოლიტიკური სიმტკიცეა საჭირო . საერთოდ აეკრძალოთ ჩამოსვლა რუსეთიდან მათ მოქალაქეებს. 520 დოლარიანი ტურისტი რომელიც სად დაზოგოს კაპიკები არ და ვერ იქნება ძირითადი მასა .
Dimitri
განვითარების არანაირი შანსი ისევ რუსეთის გერმანიის რუმინეთის გუნდები ! სანამ ჩელენჯ ქაფზე არ გვეყოლება სულ მინიმუმ 1 გუნდი ყველაფერი წყლის ნაყვაა!!!!
ლაშა
არასდროს აღარ უნდა ვეთამაშოთ რუსეთს ტესტ-მატჩი, ეს ღირსების საქმეა! ისინი უფრო ძლიერდებიან ჩვენთან თამაშით და ამას ხელი ჩვენვე არ უნდა შეუწყოთ , არ იმსახურებენ! ძალიან ცუდი რაღაცეების დაწერა მინდა, მაგრამ ვიცი არ გამოაქვეყნებენ.
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...