ფოტო: Fc Dinamo Tbilisi

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანული "გაბალა" სტუმრად კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში პირველი გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმა მისცა.

Sportall.ge საპასუხო შეხვედრის წინ იაშვილს დაუკავშირდა და განვლილ და მომავალ შეხვედრებზე ესაუბრა.

- როგორ შეაფასებ "გაბალასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩს?

- "გაბალას" თამაში შესწავლილი გვქონდა, ვიცოდით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობ, იმ დავალებას, რაც გვქონდა, ბიჭებმა კარგად გავართვით თავი და ეს შედეგზეც აისახა. 90 წუთის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს თბილისის "დინამო" იყო. ვფიქრობ, რომ მეტოქეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ.

- პირადად საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ, საგოლე გადაცემა მიითვალე...

- ამ გოლს რაც შეეხება, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა, რადგან გოლამდე 22 პასი გაკეთდა და შეტევაში მონაწილეობა ყველამ მიიღო. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ საგოლე გადაცემა მივითვალე და ამაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე.

- შეტევაში აქტიური იყავი, ბევრჯერ გაამწვავე თამაში, დაცვაში კი რამდენიმე შეცდომა გქონდა. ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე თუ ფიქრობ და მუშაობ?

- რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა, მეც მაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც უმნიშვნელო შეცდომა მქონდა, ვეცდები, საპასუხო მატჩში არ განმეორდეს.

- როგორ ითამაშებს "დინამო" მეორე შეხვედრაში? ისევ პირველ ნომრად თუ ანგარიშიდან გამომდინარე, თქვენს შანსს დაელოდებით?

- ვიმოქმედებთ ისე, რა დავალებასაც მწვრთნელისგან მივიღებთ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ "დინამო" მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა. მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ. ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს და მოსულ გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუოთ.

- "გაბალასთან" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშე, თუმცა ეროვნულ ლიგაში უფრო ხშირად მარცხენა ფლანგზე მოქმედებ. სად უფრო უკეთ გრძნობ თავს?

- ჩემი საყვარელი პოზიცია მარჯვენა მცველობაა, თუმცა, სადაც გუნდს დასჭირდება და დახმარებას შევძლებ, ყველგან ვითამაშებ.

- "გაბალას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში "ფეიენოორდს" შეხვდებით, უკვე ფიქრობთ ამ დაპირისპირებაზე?

- სიმართლე გითხრა, "ფეიენოორდზე" არ ვფიქრობ. ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ "გაბალას" ბარიერის გადალახვაა. 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

- რამდენიმე დღეში ეროვნული ლიგაც განახლდება. "დინამომ" ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა უკვე ცხრილის სათავეშია. რის ხარჯზე მოხერხდა ეს ყველაფერი?

- ეს ისევ ჩვენი ძლიერი ხასიათით მოხერხდა. "დინამოში" ვინც თამაშობს, ყველა საუკეთესოა. გუნდში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, ერთი ოჯახი ვართ. ჭირია თუ ლხინი, ერთად ვართ, სტაფიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. არც კი განიხილება, რისთვის უნდა იბრძოლოს "დინამომ", რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემპიონობისთვის. დარწმუნებული ვარ, "დინამოსთან" ერთად მეორედ ვიზეიმებ ჩემპიონობას.

სოსო
გაბალას ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გავცდეთ,მაგრამ სტადიონი არ გაივსება,არც ფეინოორდთან გაივსება,რადგან ხალხს გამარჯვების იმედი არ ექნება,თუმცა ხალხის რაოდენობა საგრძნობი იქნება სტადიონზე,მაგრამ თუ მასაც გავცდით,აი მაშინ კი მოვა მაყურებელი მასიურად.
ზურა
სწორეთაც,რომ გაბალასთან უნდა გადაიჭედოს სტადიონი და იმ თავში ვარდნილებს,რომ გონიათ რამით ჩვენზე მეტნი არიან მივუჩინოთ თავისი სდგილი და ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობის ძალა!!!
vova
გაბალასთან არა მარა ფეინოორდთან კი გადაიჭედება ეს იქნება 81 წლის რიმეკი.
ლაშა
არ არის საჭირო ფეინოორდთან 40 წლის წინ მოგებულ თამაშზე აჟიოტაჟი და ნუდმივად ხაზგასმა. სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია დღევანდელობის გათვალისწინებით. ალბათ ყველა ხვდება რომ ეს არაფრისმთქმელი უაზრობაა. ამიტომ სრული მობილიზება გვმართებს და არა წარსულით ბაქიბუქობა.
ddgfdf
არა გაბალასნაირ გუნდებთან სტადიონი ა გაივსება. ჩვენ კიდევ შეგვრჩა გემოვნება.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ნოდარ იაშვილი: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
ნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა