საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, ამჯერად ლატვიასთან - 24:21 და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 8 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გვაქვს შვეიცარიასთან.

თამაში ძალიან მძიმე იყო. თავიდან 8:4 დავწინაურდით, მაგრამ აქ წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ლიზა ჩხაიძე კონტრშეტევაში წასულ მეტოქეს უნებურად შეეჯახა, წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. ლატვიის მაღალმა უკანახაზელებმა, სტანკევიჩამ და ციბულსკამ ანგარიშის შემცირება დაიწყეს - 8:7, თუმცა, ტაიმი მაინც ორბურთიანი უპირატესობით დავასრულეთ - 11:9.

კრიტიკული მომენტი დადგა მეორე ნახევარში, როდესაც 13:10 ვიგებდით, მაგრამ ზედიზედ გავუშვით 5 გოლი, 42-ე წუთზე კი ლატვია სამი ბურთითაც დაწინაურდა - 17:14. უკანახაზელების დანაკლისის გამო (ჩხაიძის გარდა, გვაკლდა ჯგერენაია, რომელიც პირველ მატჩში დაშავდა) მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ორი ხაზის მოთამაშით ეთამაშათ.

და მაინც, თამაში შემოაბრუნეს: ანა ჩხაიძემ, რომელიც 8 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო; გამთამაშებელმა თამარ ბურკაძემ; ნინო გაგნიძემ, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტებში აუღელვებლად შეაგდო ორი შვიდმეტრიანი და, რა თქმა უნდა, მეკარე ჯიქურაშვილმა, რომელსაც 14 მოგერიებული ბურთი დაუგროვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

საბოლოოდ წინ გაგვიყვანა ანა ჩხაიძემ - 22:21. ამის შემდეგ ოთხჯერ გვქონდა ორი ბურთით დაწინაურების შანსი და მხოლოდ ლანა გოგიას მიერ გატანილი ოცდამესამე გოლის შემდეგ გახდა ცხადი, რომ ვიგებდით. ბოლო ბურთი, ზედ ბოლო წამზე, ჩხაიძემ გაიტანა.

ჩვენს ჯგუფში შვეიცარიამ 42:15 მოუგო ფინეთს და ლიეტუვასა და საქართველოსთან ერთად 4 ქულა აქვს, ოღონდ ჩვენ ერთი თამაშით მეტი გვაქვს. ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ ქულა გვჭირდება ჯგუფის აშკარა ფავორიტ შვეიცარიასთან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიეტუვა წააგებს ფინეთთან. ამოცანა ურთულესია, მით უფრო, რომ ლიზა ჩხაიძე შვეიცარიასთან მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. სხვა შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-5-მე-8 ადგილებისთვის განაგრძობს.

A ჯგუფში უკრაინამ 30-20 მოუგო ბულგარეთს, ხოლო ფარერის კუნძულებმა და საბერძნეთმა 23-23 ითამაშეს. აქ ნახევარფინალისტები გამოვლინდება უკრაინა-სერბეთისა (7 აგვისტო) და უკრაინა-ფარერების (8 აგვისტო) მატჩების შემდეგ.

ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა, შეჯიბრება 7 აგვისტოს განახლდება, თუმცა ამ დღეს საქართველოს ნაკრები ისვენებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 აგვისტოს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. დასაწყისი - 16 საათზე. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია.

საქართველო - ლატვია 24:21

საქართველო: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 8, ბურკაძე 4, გაგნიძე 4, გოგია 4, ე. ჩხაიძე 3, დვალიშვილი 1, კორძაია, ქ. ცინცაძე, საბაშვილი, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქამაშიძე, კომახიძე

ლატვია: ოცვირკა, ჰანსონე - სტანკევიჩა 6, ციბულსკა 4, ვაინბერგა 3, შტრელე 3, პრუსე 3, პრუტაუენა 1, რიბციკა 1, დრაბო, მინოვა, სავჩენკო, ბუივიდე, ზაროვსკა, ოვსიუკა

მსაჯები: ხრზანი, იანასი (პოლ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

geohandball.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
როგორც ნაკრები და როგორც ოჯახი - ულამაზესი ქართველი გოგონები [PHOTO]
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა IHF/EHF-ის თასზე კვლავ იმარჯვა
საქართველო-ფარერები 14:28 - ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ
საქართველო-ალბანეთი 44:6 - ნახევარფინალში ბელგიასთან
საქართველო-ლატვია 31:25 - ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალი გაინაღდეს
საქართველოს ნაკრებმა IHF/EHF-ის თასის გათამაშება მოგებით დაიწყო